imedi /  13 სექტემბერი 2017, 21:40 / სანდო წყარო

იუნკერი ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში ევროს შემოღების ინიციატივით გამოდის

ჟან-კლოდ იუნკერი

ევროკომისიის თავმჯდომარე, ჟან-კლოდ იუნკერი  ევროპარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას, სხვა ინიციატივების გარდა, კიდევ ერთი ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ მიმოქცევაში ევრო ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში უნდა შევიდეს, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც.

მან აქცენტი არასტაბილური ეკონომიკის ქვეყნებზე გააკეთა, ამ კონტექსტში კი რუმინეთი და ბულგარეთი დაასახელა. მისი აზრით, ამ მიმართულებით ტექნიკური და ფინანსური დახმარების პროგრამებია ასამუშავებელი.

ამას გარდა, იუნკერმა ევროკავშირის ქვეყნების უფრო მჭიდრო ურთიერთობასა და ევროპული მრეწველობის კონკურენტუნარიანობაზე გაამახვილა ყურადღება.

კომენტარები ()