imedi /  13 სექტემბერი 2017, 16:51 / სანდო წყარო

იუნკერი: ევროსაბჭოს და ევროკომისიას ერთი პრეზიდენტი უნდა მართავდეს

ჟან-კლოდ იუნკერი

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ან ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობის გაუქმების ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ მან ევროპარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

იუნკერის თქმით, ამ თანამდებობების გაერთიანება დღეს არსებული გამოწვევების უკეთ გადაჭრის შესაძლებლობას გააჩენს.

"ევროპას ერთი კაპიტანი უნდა მმართავდეს. გემის ერთი კაპიტნის შემთხვევაში, ევროპაში ბევრი რამ გაცილებით მარტივი იქნებოდა”,-  განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ამასთან, ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ 2019 წელს არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და მეორე ვადით პრეზიდენტობა არ სურს. 

იუნკერმა იმედი გამოთქვა, რომ მის წინადადებას მხარს დაუჭერენ  და 2019 წლიდან საბჭოს ერთი პრეზიდენტი ეყოლება.
 

კომენტარები ()