ირაკლი ხმალაძემ თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები წარადგინა
ირაკლი ხმალაძე
ფოტო: თბილისის მერია/არქივი
თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის საკრებულოში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები წარდგენა.
„დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი ჯამურად შეადგენს 1 მილიარდ 632 მილიონ ლარს, რაც უპრეცედენტოდ გაზრდილია. შეგახსენებთ, რომ 2022 წელთან შედარებით, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი გაზრდილია 326 მლნ ლარის ოდენობით. გარდა ამისა, თბილისის მუნიციპალიტეტი 2023 წელს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული სახსრების და პროექტების ფარგლებში განახორციელებს 166 მილიონი ლარის ღონისძიებებს. ჯამურად, თბილისში 2023 წელს განსახორციელებელი პროგრამების ოდენობა შეადგენს დაახლოებით, 1 მილიარდ 800 მილიონ ლარს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მისივე თქმით, შემოსავლები, კერძოდ, 1 მილიარდ 632 მლნ ლარი შედგება მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლებისგან, რომელიც არის 1 მილიარდ 157 მლნ ლარი და ცენტრალური ხელისუფლებისგან მიღებული ტრანსფერებისგან, რომელიც 474 მლნ ლარს შეადგენს.
დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის შემოსავლები შედგება გადასახადებისგან, რომელიც 875 მლნ ლარია, მათ შორის, ქონების გადასახადი დაგეგმილია 250 მლნ ლარზე, დამატებითი ღირებულების გადასახადო 622 მლნ ლარია, სხვა შემოსავლები 229 მლნ ლარი, მათ შორის, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი 60 მლნ ლარი, დასუფთავების მოსაკრებელი 65 მლნ ლარი, ჯარიმები 67 მლნ ლარი და მშენებლობის მოსაკრებელი - 17 მლნ ლარი. არაფინანსური აქტივების კლება ანუ პრივატიზაცია განსაზღვრულია 55 მლნ ლარის ოდენობით.
რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, ხმალაძის თქმით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 515 მლნ ლარის ღონისძიებების, ხოლო ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით - 500 მლნ ლარის პროექტების განხორციელება; გარემოს დაცვის მიმართულებით გათვალისწინებულია 198 მლ ლარი, ტრანსპორტის სუბსიდია - 286 მლნ ლარი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსება - 39 მლნ ლარი, ხოლო მუნიციპალური ბაღები -171 მლნ ლარი; ავარიული შენობების გამაგრება და ჩანაცვლების პროგრამების ღირებულება ჯამურად 32 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო გარდამავალი პროექტებისთვის გათვალისწინებულია 115 მლნ ლარი.
გარდა ამისა, ვიცე-მერმა იმ ძირითად პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელება 2023 წლიდან იგეგმება. მისი თქმით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა და ახალი ავტობაზის მშენებლობა. მისივე განცხადებით, აღნიშნული პროექტის მთლიანი ღირებულება 300 მლნ ლარზე მეტია, პროექტი მრავალწლიანია და მისი განხორციელება მომდევნო წელს დაიწყება 60 მლნ ლარის ფარგლებში, რომელთაგან 40 მლნ ავტობუსების შესაძენად იქნება მიმართული, ხოლო 20 მლნ - ავტობაზის მშენებლობისთვის.
ასევე იგეგმება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, რომლიც მოიცავს ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის, ტროტუარების, სანიაღვრე და კომუნიკაციის ქსელის, გარეგანათების სისტემის მოწყობას. პროექტის ჯამური ღირებულება 45 მლნ ლარია, რომელთაგან მომდევნო წელს გათვალისწინებულია 25 მლნ ლარის დახარჯვა.
გარდა ამისა, დაგეგმილია შემდეგი პროექტების განხორციელება: დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია - 4 მლნ ლარი; უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - 7 მლნ ლარი; მშვიდობის ხიდის რეაბილიტაცია - 2 მლნ ლარი; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების კეთილმოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები.
განხორციელდება წინამძღვრიშვილის ქუჩის N1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებში განხორციელდება 5 მლნ ლარის ღირებულების შესყიდვა.
ვაზისუბანში განხორციელდება პარკის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება მთლიანობაში 7 მლნ ლარს შეადგენს, თუმცა 2023 წლის ხარჯი იქნება 3.5 მლნ.
დიღომში, 31 000 კვ.მ ტერიტორიაზე, მაიაკოვსკის ძეგლთან არსებული პარკებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტის ჯამური ღირებულება 4 მლნ 900 000 ლარს შეადგენს.
ციციშვილის პარკის რეაბილიტაციისთვის 3 მლნ 500 000 ლარის შესყიდვა განხორციელდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მუხიანის პარკს. პროექტის ჯამური ოდენობა შეადგენს 5 მლნ 500 000 ლარს, თუმცა, ესეც გახლავთ 2023-24 წლების გარდამავალი პროექტი. კონკრეტულად 2023 წლის ხარჯი 2 მლნ 250 000 ლარი იქნება. პარკის ფართობი 28 000 კვ.მეტრია.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება პირველი რესპუბლიკის პარკს და სამუშაოების ღირებულება 3 მლნ 500 000 ლარი იქნება.
ისნისა და სამგორის რაიონებში მოხდება რამდენიმე პარკის რეაბილიტაცია, რისთვისაც 4 მლნ ლარია გათვალისწინებული. სამგორში, ე.წ. სამხედრო ქალაქის მიმდებარედ, 130 000 კვ.მ-ზე სრულიად ახალი პარკი მოეწყობა.
ნარჩენების მიმართულებით, 2023 წელს დაგეგმილია პოლიგონის მეოთხე უჯრედის მოწყობა, რისთვისაც გამოყოფილია 3 მლნ ლარი.
გათვალისწინებულია, ასევე, საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია, კერძოდ, ზოოპარკთან დამაკავშირებელი, გმირთა მოედანთან მდებარე და იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია. კახეთის გზატკეცილზე განხორციელდება მიწისქვეშა გადასასვლელი ხიდების რეაბილიტაცია.
ასევე, „თბილსერვის ჯგუფისთვის“ დაგეგმილია ახალი სპეცტექნიკის შეძენა რომლისთვისაც 9 მლნ ლარი დაიხარჯება.
ხელოვნების სკოლებისა და ბიბლიოთეკებისთვის გამოყოფილია 2 მლნ ლარი.
დიღმის მასივის მესამე კვარტალში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშოებისთვის - 2 მლნ ლარი, სკეიტპარკების და სტადიონებისთვის კი 3 მლნ ლარია გამოყოფილი.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გაძლიერებისა და აღჭურვისთვის გათვალისწინებულია 5 მლნ ლარი.
უსახლკაროების პროგრამა 2023 წელსაც გაგრძელდება, რისთვისაც 5 მლნ ლარი დაიხარჯება, თუმცა, წლის განმავლობაში აღნიშნული თანხის კორექტირება მოხდება და თანხა დაემატება.
ასევე, გაგრძელდება პენსიონერებისთვის 500-ლარიანი ვაუჩერების პროგრამაც, რაშიც 10 მლნ ლარი დაიხარჯება.
სასესხო კომპონენტების ფარგლებში, 2023 წელს შემდეგი პროექტები განხორციელდება: თბილისის მყარი ნარჩენების მართვა - 30 მლნ ლარი; საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა - 37 მლნ 500 000 ლარი; თბილისის მეტრო - 30 მლნ ლარი; მდგრადი ურბანული მობილობა - 25 მლნ ლარი; თბილისის ავტობუსების პროექტის მეორე ფაზა - 30 მლნ ლარი.
როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, მომავალი წლის იანვარში ასევე წარმოდგენილი იქნება 2023 წლის ბიუჯეტის ცვლილების ახალი პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება გარდამავალი ნაშთი და დამატებითი ღონისძიებები ჩატარდება.
ყველა სიახლე
28 ივლისი 2026, 00:43
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ირანთან „ძალიან მეგობრული“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის „ძალიან მეგობრული“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ტრამპმა მიჩიგანში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
28 ივლისი 2026, 00:26
მსოფლიო
ტრამპი თურქეთისთვის F-35-ების გაყიდვაზე ნეთანიაჰუს წინააღმდეგობაზე: ვერავინ მეტყვის, რა უნდა გავყიდოთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო შეკითხვა თურქეთისთვის F-35 ტიპის გამანადგურებლების მიყიდვასთან დაკავშირებით ბენიამინ ნეთანიაჰუს პროტესტის შესახებ და განაცხადა, რომ გაყიდვების საკითხს მის გარდა ვერავინ გადაწყვეტს.
27 ივლისი 2026, 23:09
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენ ვიღებთ მილიარდობით და მილიარდობით დოლარს ვენესუელასგან - იგივე მოხდება ირანის შემთხვევაშიც
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ვენესუელასგან მილიარდობით დოლარის შემოსავალს იღებს და ანალოგიური სცენარი ირანთან მიმართებითაც განვითარდება.
27 ივლისი 2026, 22:30
საზოგადოება
გივი მიქანაძე ანკარაში ჯეზერის მწვანე ტექნოლოგიების პროფესიულ-ტექნიკური ანატოლიური ლიცეუმის საქმიანობას გაეცნო
სასწავლებლის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ლიცეუმსა და საქართველოს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. აღინიშნა, რომ ლიცეუმი თურქეთის ერთ-ერთი გამორჩეული, თანამედროვე პროფესიული სასწავლებელია, შესაბამისად, კოლეჯებში სასწავლო გარემოსა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების კუთხით, მისი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.
27 ივლისი 2026, 22:24
პოლიტიკა
გიორგი ქართველიშვილი: გვინდა გავერთიანდეთ და ბევრი კარგი, ქართული საქმე ერთად ვაკეთოთ
„ე.წ. იუმორისტები, რომლებიც თავის თავს იუმორისტების უწოდებენ, ჩვენს იდენტობაზე, ქართველობაზე, ჩვენს წინაპრებზე, ჩვენი კულტურის წარმომადგენლებზე ქილიკითა და დაცინვით საუბრობენ. ვფიქრობ, არცერთმა ქართველმა ეს ყველაფერი ისე არ უნდა დავტოვოთ, ამაზე რეაგირება უნდა გვქონდეს“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.
27 ივლისი 2026, 22:11
პოლიტიკა
ლევან ყურაშვილი: არ მივცემთ უფლებას საქართველოს ფარგლებს გარეთ გარკვეულ ძალებს, დააფინანსონ ქვეყნის დესტაბილიზაცია და ჩვენი ეროვნული ინტერესების შელახვა
„საგარეო ძალები წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებენ, რომ ყველაფერი ქართული შელახონ და ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს“, - აღნიშნა ყურაშვილმა.
27 ივლისი 2026, 22:06
პოლიტიკა
ჩერგოლეიშვილი: ჟიჟილაშვილს ჩემთან სახლში ეძინა, სტრასბურგში რომ ჩამოდიოდა ხოლმე, ფული რომ დაეზოგა და სასტუმროში არ დარჩენილიყო. მოსვლა რომ დაიწყო ხმებმა - ხაზარაძეს გაეშვას, თორემ ეთერში დავბლოკავ, სააკაშვილს გაეშვას, თორემ ეთერი დაებლოკება - მაშინ შევდექი
„ძალიან ცუდია, როდესაც ჟურნალისტი ისე ისვრის შეფასებებს, რომ არ აქვს შესწავლილი პროცესი. რამეს კი არ ვერჩოდი მაგ ჟურნალისტებს - ჩემთან მოსვლა რომ დაიწყო ხმებმა, ხაზარაძეს გაეშვას, თორემ, ეთერში დავბლოკავ, მიშა სააკაშვილს გაეშვას, თორემ, ეთერი დაებლოკება, კეზერაშვილს გაეშვას, თორემ, ეთერი დაებლოკება - მაშინ შევდექი, იმიტომ, რომ ეს არის პრინციპის საკითხი. ჟურნალისტი უნდა ემსახურებოდეს საჯარო ინტერესს, ზუსტად ისე, როგორც სახელმწიფო მოხელე უნდა ემსახურებოდეს საჯარო ინტერესს," - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
27 ივლისი 2026, 22:02
მსოფლიო
ტრამპი: გავარკვევთ, აწვდის თუ არა რუსეთი ირანს აშშ-ის ბაზების თანამგზავრულ ფოტოებს - პუტინს პირადად ვკითხავ
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთი ირანს სპარსეთის ყურეში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზების თანამგზავრულ ფოტოებს აწვდის, რათა თეირანს სამიზნეების ამოღებაში დაეხმაროს.
27 ივლისი 2026, 21:47
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებით ვაფასებთ, რომ ჩინეთი საქართველოს მუდმივად თანასწორ და პატივსაცემ პარტნიორად განიხილავს, იმ დროს, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობები ხშირად ორმაგი სტანდარტებით ხასიათდება, დიპლომატიის არსი ნდობის ჩამოყალიბება, დიალოგისთვის არხების გახსნა, საერთო ინტერესების პოვნა და ისეთი ხიდების მშენებლობაა, რომლებიც ჩვენს ხალხებს ერთმანეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს
ჩვენმა საერთო მისწრაფებებმა მყარი საფუძველი შექმნა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
27 ივლისი 2026, 21:43
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: იმ პრინციპებს შორის, რომლებიც ჩინეთსა და საქართველოს აერთიანებს, მშვიდობასა და სტაბილურობას განსაკუთრებული ადგილი უკავია
იმ პრინციპებს შორის, რომლებიც ჩინეთსა და საქართველოს აერთიანებს, მშვიდობასა და სტაბილურობას განსაკუთრებული ადგილი უკავია, ამ თვალსაზრისით, ჩინეთი წარმოადგენს სანიმუშო ქვეყანას - გლობალურ, მშვიდობიან ზესახელმწიფოს, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტაბილურობის განმტკიცების ერთგულია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
27 ივლისი 2026, 21:36
საზოგადოება
ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღების მორიგი ეტაპი პირველი სექტემბრიდან დაიწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოფიციალური მონაცემებით, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, მონაწილეთა ნახევარი საჯარო უწყებებში ოფიციალურად დასაქმდა.
27 ივლისი 2026, 21:34
პოლიტიკა
„ორმაგი სტანდარტი“ ენერგოსექტორში - მმართველი გუნდი ოპოზიციას სააკაშვილის მმართველობისას მიღებულ გადაწყვეტილებებს ახსენებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ „თელასის“ არაპირდაპირი მფლობელი კომპანია „ინტერრაო“ სანქცირებულთა სიაშია, თუმცა თავად „თელასი“ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტია და მისი უწყვეტი მუშაობა მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
27 ივლისი 2026, 21:26
პოლიტიკა
ჭოუ ციენი: ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩემთვის დიდი პატივი იყო წვლილის შეტანა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სწრაფ განვითარებაში, ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა თქვენი მხარდაჭერისა და ერთგულების გარეშე, მსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და ყველა შესაბამის უწყებას
„ჩემი საქმიანობა საქართველოში დასასრულს უახლოვდება. ორმხრივი ურთიერთობები ორჯერ გადავიდა ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე. 2023 წელს საქართველო გახდა სამხრეთ კავკასიაში პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა. გასულ თვეს კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივად გამოაცხადეს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლა, რითაც ორმხრივ თანამშრომლობაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. მაღალი დონის პოლიტიკური ურთიერთობები ღრმავდება“, - განაცხადა ელჩმა.
27 ივლისი 2026, 21:19
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისის საკრებულოსთან აქციის წევრი დააკავეს, რომელსაც საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერი ხელში ეჭირა
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ერთი პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
27 ივლისი 2026, 20:52
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსების 99-ე წლისთავისა და საქართველოში ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
საზეიმო მიღებაზე მთავრობის მეთაურმა ჩინეთის ელჩს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
27 ივლისი 2026, 20:49
ეკონომიკა
სალომე ლომიძე: მიზანმა გაამართლა - წარმატებით გავიარე სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა და ამჟამად დასაქმებული ვარ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში
როგორც სალომე ლომიძემ აღნიშნა, საჯარო სამსახურში საქმიანობით, კერძოდ კი, ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის გავლით პირველად საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის დამამთავრებელ კურსზე სწავლისას დაინტერესდა. სალომე ლომიძემ წარმატებით გაიარა პროგრამა და დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომელია.
27 ივლისი 2026, 20:42
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნებაზე: არ იქნებოდა ქართველიშვილი, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოჩნდებოდა ვინმე სხვა, ვინც მსგავს განაცხადს გააკეთებდა, რადგანაც აქ ბოლო დროს განვითარებული პროცესების ლოგიკამ გამოიწვია ეს ყველაფერი
ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ სახალხო მოძრაობის დაფუძნების თემას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ანჯაფარიძის განცხადებით, სწორედ ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების ლოგიკამ გააჩინა აღნიშნული მოძრაობის ჩამოყალიბების საჭიროება.
27 ივლისი 2026, 20:40
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანის მუქარა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია - თეირანის რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირდაპირი თანამონაწილეა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ ირანი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის პირდაპირი თანამონაწილეა, შესაბამისად, ის ვერ შეძლებს მსხვერპლის როლის მორგებას.
27 ივლისი 2026, 20:40
პოლიტიკა
იდენტური ტექსტები სოციალურ ქსელში და ცრუ ბრალდებები - შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციის მხარდამჭერების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას უარყოფს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცნობებს, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს, შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს. მეტიც, უწყება ოფიციალურად აცხადებს, რომ გამოქვეყნებული მონაცემები ყალბია და დასახელებულ პირს ქვეყნის საზღვარი არასდროს გადმოუკვეთავს.
27 ივლისი 2026, 20:31
პოლიტიკა
„თავისუფლებაზე ფიქრი“ პატიმრობიდან - მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე სხვა პატიმრებს საპროცესო შეთანხმებისკენ მოუწოდებს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე პატიმრებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს. პატიმრობაში მყოფის განცხადებით, საკუთარ თავისუფლებაზე მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრებს.


