28 დეკემბერი 2022, 11:57 / სანდო წყარო

დედაქალაქის მერმა თბილისის საკრებულოში მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

კახა კალაძე

კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება გამოყო და მიმდინარე წელს განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სხვა სამუშაოებთან ერთად, თბილისის მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება მწვანე სივრცეების მოწესრიგება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. აღნიშნული მიმართულება მომავალი წლის ბიუჯეტშიც არის გათვალისწინებული.

„2022 წელს დედაქალაქში მოწესრიგებული გზების ფართობი 825 347 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ამავე წელს თბილისის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირდა 923 ქუჩა, გამზირი, აღმართი, ხიდი და დამატებით მოეწყო 45 ახალი ქუჩა; თბილისის მერიის მიერ 38 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორ პარკს, 362 სკვერს და 136 სპორტულ მოედანს; „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროექტის“ ფარგლებში, დაფინანსდა 1 771 პროექტი, რაზეც, დაახლოებით, 40 მლნ ლარი დაიხარჯა; ჯანდაცვის პროგრამებისთვის ჯამურად, გამოიყო 82 მლნ ლარი; გარდა ამისა, 16 მილიონი ლარი ავარიული შენობა-ნაგებობების გასამაგრებლად“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სპორტის მიმართულებით, 2022 წელს მერიის მხარდაჭერით, განხორციელდა 230 სპორტული ღონისძიება, დაიწყო მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა დიდ დიღომსა და ვარკეთილში. გარდა ამისა, ლილოს დასახლებაში აშენდა საცურაო აუზი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ოთხ სპორტულ ცენტრს, ხოლო სპორტული ინვენტარით აღიჭურვა სამი სპორტული ცენტრი. განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით კი, 3 954 სტუდენტს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა.

„თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის“ ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით, მუნიციპალიტეტმა ქალაქის ქუჩების მოსავლელად, 86 ერთეული სპეცტექნიკა შეიძინა; ამ ეტაპზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსის მქონე 60-მდე სამშენებლო ობიექტზე მხარდამჭერი ღონისძიებებია გაცემული, რომლის ფარგლებშიც, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდება 11 000-მდე დაზარალებული პირი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, მიმდინარე წელს თბილისის მუნიციპალიტეტსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის პროექტის განხორციელების შესახებ. პროექტის ფარგლებში. გამოყოფილია 47 მლნ ევრო, რომელიც თბილისისთვის „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის შემდგომ განვითარებას, სისტემის კომპონენტების („ჭკვიანი შუქნიშნები“, კამერები, დეტექტორები, მონაცემთა პლატფორმა და მართვის ცენტრი) შესყიდვასა და დანერგვას მოხმარდება. აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, დასასრულს უახლოვდება შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები თბილისში მეტროსადგურების განახლებისა და უნივერსალური მისაწვდომობის მიზნით. პროექტის განხორციელებით, შერჩეული მეტროსადგურები სრულად განახლდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და იქნება უნივერსალურად ხელმისაწვდომი, მათ შორის, შეზღუდული მობილობისა და შშმ პირთათვის, რაც დამატებით წაახალისებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებას და მდგრად მობილობას დედაქალაქის მასშტაბით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, 2022 წელს დაინერგა საზოგადოებრივი ტრანსპორტში გადახდის სრულყოფილი სისტემა, რის შედეგადაც, მიკროავტობუსები, მეტრო და ავტობუსები ერთიან სისტემაში მოექცა. დაინერგა ელექტრონიზებული ვადიანი სამგზავრო აბონემენტები; კოოპერატიული ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით/უძრავი ქონებით დაკმაყოფილდა 300-მდე პირი/ოჯახი; უსახლკაროთა სტატუსის მქონე ოჯახებისთვის დაიწყო უპრეცედენტო პროგრამა, რომლის ამოქმედებიდან დღემდე, შესყიდულია 60-მდე ბინა; შეჭრილ, ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ოჯახებს თბილისის მუნიციპალიტეტმა 2022 წლის განმავლობაში, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, დაახლოებით, 500 ოჯახს გადასცა; 2022 წელს თბილისის განვითარების ფონდმა მშენებლობის მიმართულებით, განკარგა, დაახლოებით, 24 მლნ ლარი, რომელიც მოიცავს, როგორც გუდიაშვილის მოედნის არეალში მდებარე 12 შენობის, ასევე თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ცალკეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ისტორიული არეალის რეაბილიტაციას.

ამასთან, მიმდინარე წელს გამკაცრდა სანქციები ისეთ სამართალდარღვევებზე, როგორებიცაა: სამშენებლო პროცესი, გარევაჭრობა, გარემოს დაბინძურება, მწვანე ნარგავების დაზიანება და ა.შ; 2022 წელს განხორციელდა ორი მნიშვნელოვანი მიწის ნაკვეთის (ვაკის პარკისა და ბავშვთა ქალაქ „მზიურის“) ადგილმონაცვლეობა; ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი საპილოტე პროექტი ვარკეთილის დასახლებაში ხორციელდება. ასევე, მიღწეულია შეთანხმება მოქალაქეებთან სამ მისამართზე, სადაც საცხოვრებელი სახლის კონცეპტუალური დიზაინ-პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს. თბილისის მერის განცხადებით, მომავალ წელს აღნიშნულ პროგრამაში კიდევ 20-ზე მეტი მისამართი ჩაერთვება.

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის წლიური ანგარიშის მოსმენისას სამოქალაქო აქტივისტებმა ბანერის „კორუფცია კლავს“ გაშლა სცადეს, რისი უფლებაც მათ იქ მყოფმა საზოგადოების სხვა ნაწილმა არ მისცა. ინციდენტის ორგანიზატორები საკრებულოს დაცვის წარმომადგენლებმა გაიყვანეს.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

28 ივლისი 2026, 00:43

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ირანთან „ძალიან მეგობრული“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის „ძალიან მეგობრული“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ტრამპმა მიჩიგანში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპი

28 ივლისი 2026, 00:26

მსოფლიო

ტრამპი თურქეთისთვის F-35-ების გაყიდვაზე ნეთანიაჰუს წინააღმდეგობაზე: ვერავინ მეტყვის, რა უნდა გავყიდოთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო შეკითხვა თურქეთისთვის F-35 ტიპის გამანადგურებლების მიყიდვასთან დაკავშირებით ბენიამინ ნეთანიაჰუს პროტესტის შესახებ და განაცხადა, რომ გაყიდვების საკითხს მის გარდა ვერავინ გადაწყვეტს.

დონალდ ტრამპი

27 ივლისი 2026, 23:09

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენ ვიღებთ მილიარდობით და მილიარდობით დოლარს ვენესუელასგან - იგივე მოხდება ირანის შემთხვევაშიც

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ვენესუელასგან მილიარდობით დოლარის შემოსავალს იღებს და ანალოგიური სცენარი ირანთან მიმართებითაც განვითარდება.

27 ივლისი 2026, 22:30

საზოგადოება

გივი მიქანაძე ანკარაში ჯეზერის მწვანე ტექნოლოგიების პროფესიულ-ტექნიკური ანატოლიური ლიცეუმის საქმიანობას გაეცნო

სასწავლებლის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ლიცეუმსა და საქართველოს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. აღინიშნა, რომ ლიცეუმი თურქეთის ერთ-ერთი გამორჩეული, თანამედროვე პროფესიული სასწავლებელია, შესაბამისად, კოლეჯებში სასწავლო გარემოსა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების კუთხით, მისი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

გიორგი ქართველიშვილი

27 ივლისი 2026, 22:24

პოლიტიკა

გიორგი ქართველიშვილი: გვინდა გავერთიანდეთ და ბევრი კარგი, ქართული საქმე ერთად ვაკეთოთ

„ე.წ. იუმორისტები, რომლებიც თავის თავს იუმორისტების უწოდებენ, ჩვენს იდენტობაზე, ქართველობაზე, ჩვენს წინაპრებზე, ჩვენი კულტურის წარმომადგენლებზე ქილიკითა და დაცინვით საუბრობენ. ვფიქრობ, არცერთმა ქართველმა ეს ყველაფერი ისე არ უნდა დავტოვოთ, ამაზე რეაგირება უნდა გვქონდეს“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.

ლევან ყურაშვილი

27 ივლისი 2026, 22:11

პოლიტიკა

ლევან ყურაშვილი: არ მივცემთ უფლებას საქართველოს ფარგლებს გარეთ გარკვეულ ძალებს, დააფინანსონ ქვეყნის დესტაბილიზაცია და ჩვენი ეროვნული ინტერესების შელახვა

„საგარეო ძალები წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებენ, რომ ყველაფერი ქართული შელახონ და ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს“, - აღნიშნა ყურაშვილმა.

თამარ ჩერგოლეიშვილი

27 ივლისი 2026, 22:06

პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი: ჟიჟილაშვილს ჩემთან სახლში ეძინა, სტრასბურგში რომ ჩამოდიოდა ხოლმე, ფული რომ დაეზოგა და სასტუმროში არ დარჩენილიყო. მოსვლა რომ დაიწყო ხმებმა - ხაზარაძეს გაეშვას, თორემ ეთერში დავბლოკავ, სააკაშვილს გაეშვას, თორემ ეთერი დაებლოკება - მაშინ შევდექი

„ძალიან ცუდია, როდესაც ჟურნალისტი ისე ისვრის შეფასებებს, რომ არ აქვს შესწავლილი პროცესი. რამეს კი არ ვერჩოდი მაგ ჟურნალისტებს - ჩემთან მოსვლა რომ დაიწყო ხმებმა, ხაზარაძეს გაეშვას, თორემ, ეთერში დავბლოკავ, მიშა სააკაშვილს გაეშვას, თორემ, ეთერი დაებლოკება, კეზერაშვილს გაეშვას, თორემ, ეთერი დაებლოკება - მაშინ შევდექი, იმიტომ, რომ ეს არის პრინციპის საკითხი. ჟურნალისტი უნდა ემსახურებოდეს საჯარო ინტერესს, ზუსტად ისე, როგორც სახელმწიფო მოხელე უნდა ემსახურებოდეს საჯარო ინტერესს," - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

დონალდ ტრამპი

27 ივლისი 2026, 22:02

მსოფლიო

ტრამპი: გავარკვევთ, აწვდის თუ არა რუსეთი ირანს აშშ-ის ბაზების თანამგზავრულ ფოტოებს - პუტინს პირადად ვკითხავ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთი ირანს სპარსეთის ყურეში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზების თანამგზავრულ ფოტოებს აწვდის, რათა თეირანს სამიზნეების ამოღებაში დაეხმაროს.

ირაკლი კობახიძე

27 ივლისი 2026, 21:47

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებით ვაფასებთ, რომ ჩინეთი საქართველოს მუდმივად თანასწორ და პატივსაცემ პარტნიორად განიხილავს, იმ დროს, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობები ხშირად ორმაგი სტანდარტებით ხასიათდება, დიპლომატიის არსი ნდობის ჩამოყალიბება, დიალოგისთვის არხების გახსნა, საერთო ინტერესების პოვნა და ისეთი ხიდების მშენებლობაა, რომლებიც ჩვენს ხალხებს ერთმანეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს

ჩვენმა საერთო მისწრაფებებმა მყარი საფუძველი შექმნა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

27 ივლისი 2026, 21:43

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იმ პრინციპებს შორის, რომლებიც ჩინეთსა და საქართველოს აერთიანებს, მშვიდობასა და სტაბილურობას განსაკუთრებული ადგილი უკავია

იმ პრინციპებს შორის, რომლებიც ჩინეთსა და საქართველოს აერთიანებს, მშვიდობასა და სტაბილურობას განსაკუთრებული ადგილი უკავია, ამ თვალსაზრისით, ჩინეთი წარმოადგენს სანიმუშო ქვეყანას - გლობალურ, მშვიდობიან ზესახელმწიფოს, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტაბილურობის განმტკიცების ერთგულია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

27 ივლისი 2026, 21:36

საზოგადოება

ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღების მორიგი ეტაპი პირველი სექტემბრიდან დაიწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოფიციალური მონაცემებით, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, მონაწილეთა ნახევარი საჯარო უწყებებში ოფიციალურად დასაქმდა.

27 ივლისი 2026, 21:34

პოლიტიკა

„ორმაგი სტანდარტი“ ენერგოსექტორში - მმართველი გუნდი ოპოზიციას სააკაშვილის მმართველობისას მიღებულ გადაწყვეტილებებს ახსენებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ „თელასის“ არაპირდაპირი მფლობელი კომპანია „ინტერრაო“ სანქცირებულთა სიაშია, თუმცა თავად „თელასი“ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტია და მისი უწყვეტი მუშაობა მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ჭოუ ციენი

27 ივლისი 2026, 21:26

პოლიტიკა

ჭოუ ციენი: ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩემთვის დიდი პატივი იყო წვლილის შეტანა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სწრაფ განვითარებაში, ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა თქვენი მხარდაჭერისა და ერთგულების გარეშე, მსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და ყველა შესაბამის უწყებას

„ჩემი საქმიანობა საქართველოში დასასრულს უახლოვდება. ორმხრივი ურთიერთობები ორჯერ გადავიდა ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე. 2023 წელს საქართველო გახდა სამხრეთ კავკასიაში პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა. გასულ თვეს კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივად გამოაცხადეს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლა, რითაც ორმხრივ თანამშრომლობაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. მაღალი დონის პოლიტიკური ურთიერთობები ღრმავდება“, - განაცხადა ელჩმა.

27 ივლისი 2026, 21:19

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისის საკრებულოსთან აქციის წევრი დააკავეს, რომელსაც საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერი ხელში ეჭირა

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ერთი პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

27 ივლისი 2026, 20:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსების 99-ე წლისთავისა და საქართველოში ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საზეიმო მიღებაზე მთავრობის მეთაურმა ჩინეთის ელჩს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

სალომე ლომიძე

27 ივლისი 2026, 20:49

ეკონომიკა

სალომე ლომიძე: მიზანმა გაამართლა - წარმატებით გავიარე სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა და ამჟამად დასაქმებული ვარ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში

როგორც სალომე ლომიძემ აღნიშნა, საჯარო სამსახურში საქმიანობით, კერძოდ კი, ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის გავლით პირველად საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის დამამთავრებელ კურსზე სწავლისას დაინტერესდა. სალომე ლომიძემ წარმატებით გაიარა პროგრამა და დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომელია.

ზაალ ანჯაფარიძე

27 ივლისი 2026, 20:42

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნებაზე: არ იქნებოდა ქართველიშვილი, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოჩნდებოდა ვინმე სხვა, ვინც მსგავს განაცხადს გააკეთებდა, რადგანაც აქ ბოლო დროს განვითარებული პროცესების ლოგიკამ გამოიწვია ეს ყველაფერი

ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ სახალხო მოძრაობის დაფუძნების თემას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ანჯაფარიძის განცხადებით, სწორედ ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების ლოგიკამ გააჩინა აღნიშნული მოძრაობის ჩამოყალიბების საჭიროება.

ანდრეი სიბიგა

27 ივლისი 2026, 20:40

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანის მუქარა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია - თეირანის რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირდაპირი თანამონაწილეა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ ირანი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის პირდაპირი თანამონაწილეა, შესაბამისად, ის ვერ შეძლებს მსხვერპლის როლის მორგებას.

27 ივლისი 2026, 20:40

პოლიტიკა

იდენტური ტექსტები სოციალურ ქსელში და ცრუ ბრალდებები - შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციის მხარდამჭერების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას უარყოფს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცნობებს, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს, შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს. მეტიც, უწყება ოფიციალურად აცხადებს, რომ გამოქვეყნებული მონაცემები ყალბია და დასახელებულ პირს ქვეყნის საზღვარი არასდროს გადმოუკვეთავს.

პაატა ბურჭულაძე

27 ივლისი 2026, 20:31

პოლიტიკა

„თავისუფლებაზე ფიქრი“ პატიმრობიდან - მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე სხვა პატიმრებს საპროცესო შეთანხმებისკენ მოუწოდებს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე პატიმრებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს. პატიმრობაში მყოფის განცხადებით, საკუთარ თავისუფლებაზე მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრებს.