25 მარტი 2023, 12:21 / სანდო წყარო

ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის გენერალურ დირექტორ ვუჩონგ უმის შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს წყლის რესურსების 2023 წლის კონფერენციის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკის მმართველ გენერალურ დირექტორ ვუჩონგ უმის შეხვდა.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ბანკი წარმოდგენილია სამინისტროს პორტფელის თითქმის ყველა მიმართულებაში.
აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელოვანი პროექტები. დიდია ბანკის მხარდაჭერა ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებითაც.

შეხვედრის მხარეებმა განიხილეს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტების პროგრესი. გამოითქვა თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მზაობა, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის გაყვანის პროექტის პირობებში კიდევ უფრო აქტუალური გახდება.
ირაკლი ქარსელაძემ მრავალწლიანი მხარდაჭერისათვის ვუჩონგ უმის მადლობა გადაუხადა.

მინისტრების შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გაეროში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და შპს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე.

ყველა სიახლე

ზაზა შათირიშვილი

28 მაისი 2023, 20:41

საზოგადოება

ზაზა შათირიშვილი: საზოგადოებასა და ფართო გაგებით „ნაცმოძრაობას“ შორის მოლაპარაკება და მორიგება შეუძლებელია

„საზოგადოებასა და ფართო გაგებით „ნაცმოძრაობას“ შორის მოლაპარაკება და მორიგება შეუძლებელია. ეს არის ძალა, რომელიც წარსულში გვექაჩება. დღეს არ არის ის სიტუაცია, რომელიც 2022 წლამდე იყო. 2022 წელს დაიწყო ომი და არის 2 ვარიანტი: ამ ომში ან უნდა ჩაერთო ან არ უნდა ჩაერთო“, - დასძინა შათირიშვილმა.

გიორგი ვოლსკი

28 მაისი 2023, 20:40

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი რადიკალურ ოპოზიციაზე: ხან ტალახიდან, ხან ნაფთალინიდან, ხან პოლიტიკური ნაგვიდან, პერიოდულად ვიღაცები წამყოფენ თავს და კვლავ ისევ დაპირისპირებაზე, სისხლისღვრაზე, შეჯახებებზე საუბრობენ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა

არ ვიცი რა ვუწოდო: ხან ტალახიდან, ხან ნაფთალინიდან, ხან პოლიტიკური ნაგვიდან, პერიოდულად ვიღაცები წამყოფენ თავს და ისევ კვლავ დაპირისპირებაზე, სისხლისღვრაზე, შეჯახებებზე საუბრობენ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „იმედის კვირას“ გივი თარგამაძის ცნობილ მუქარაზე, ასევე, რადიკალური ოპოზიციის ჩაშლილ გეგმებზე საუბრისას განუცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

28 მაისი 2023, 20:23

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: საქართველოს კურსი გახლავთ უცვლელი და, რა თქმა უნდა, ის იყურება ევროპისკენ

„მახსოვს, როცა ერთ-ერთი ევროპარლამენტარი დიდაქტიკურად მოგვიწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას და გვახსენებდა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. მაგრამ იქვე აუცილებლად უნდა ეთქვა სიცხადისთვის, რომ ეს ის მუხლია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში სწორედ ამ ხელისუფლებამ ჩაწერა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველას ახსოვდეს. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული ოპოზიცია ამით ატყუებს მთელს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ თითქოს პრორუსულია ეს ხელისუფლება“, - ამბობს სარჯველაძე.

28 მაისი 2023, 19:43

მსოფლიო

Anadolu: ბიულეტენების 71%-ის დათვლის შემდეგ, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანმა ხმათა 54.37% მიიღო

არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა ამომრჩეველთა ხმების 54.37% მიიღო. ოპოზიციის წარმომადგენელ ქემალ კილიჩდაროღლუს კი მხარი ამომრჩეველთა 45.63%-მა დაუჭირა.

მიხეილ საჟინიანი

28 მაისი 2023, 19:30

რეგიონი

გორში, შერეული საბრძოლო ხელოვნებების საერთაშორისო ტურნირზე, მიხეილ საჟინიანმა თურქი მეტოქე 6 წამში დაამარცხა

გორში, პირველად, „შერეული საბრძოლო ხელოვნებების საერთაშორისო ტურნირი GFC 23“ გაიმართა, სადაც უნიკალური შედეგი დაფიქსირდა, - ამის შესახებ აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

28 მაისი 2023, 19:18

მსოფლიო

Anadolu: წინასწარი შედეგებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანი ლიდერობს

გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დათვლილია ხმათა 55.06%. ამომრჩეველთა 55.80%-მა ხმა ერდოღანს მისცა, მის მთავარ კონკურენტს, ოპოზიციის წარმომადგენელ ქემალ კილიჩდაროღლუს კი მხარი 44.20%-მა დაუჭირა.

28 მაისი 2023, 19:11

მსოფლიო

სერბეთში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება

მომიტინგეები ალექსანდრ ვუჩიჩს ქვეყანაში არასტაბილური გარემოს შექმნაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ამან ქვეყანაში გამოიწვია მასობრივი სროლები, რომლის დროსაც ათობით ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა.

შალვა პაპუაშვილი

28 მაისი 2023, 18:25

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვულოცავ სომხეთს პირველი რესპუბლიკის 105 წლის იუბილეს

„ვულოცავ სომხეთს პირველი რესპუბლიკის 105 წლის იუბილეს. ეს ისტორიული დღე აღნიშნავს მნიშვნელოვან თავს თანამედროვე სომხეთში და სომეხი ხალხის გამბედაობისა და მონდომების მოწმობაა. ვუსურვებ ჩვენს მეგობრებს წინსვლას, მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - წერს პაპუაშვილი.

28 მაისი 2023, 18:01

მსოფლიო

თურქეთში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა დასრულდა

თურქეთში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა დასრულდა და ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დახურულია. ამის შესახებ BBC წერს.

28 მაისი 2023, 17:52

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თბილისის კონფერენციაზე ვაკის, საბურთალოსა და კრწანისის პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს

„ქართული ოცნების“ ვაკის ორგანიზაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნოდარ ტურძელაძე უხელმძღვანელებს. საბურთალოს ორგანიზაციას - საბურთალოს რაიონის გამგებელი - გაიოზ ვასაძე; კრწანისის ორგანიზაციას - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია.

მიკ უოლესი

28 მაისი 2023, 17:44

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი მიკ უოლესი: საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და ევროკავშირში გაწევრიანებაც, მით უფრო, თუ ეს მოსახლეობის უმრავლესობას სურს

საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და ევროკავშირში გაწევრიანებაც, მით უფრო, თუ ეს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, - განაცხადა თბილისში საერთაშორისო კონფერენციის „თანამედროვეობა როგორც კრიზისი“ მონაწილემ, ევროპარლამენტარმა, მიკ უოლესმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჯო ბაიდენი

28 მაისი 2023, 17:43

პოლიტიკა

ჯო ბაიდენი: ჩვენ ერთად ვდგავართ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისთვის - აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს გვერდით იქნება

ჩვენ ერთად ვდგავართ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისთვის, რაშიც ევროკავშირისა და ნატოსკენ ნაბიჯებიც იგულისხმება. ამის შესახებ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნა.

კლერ დეილი

28 მაისი 2023, 17:36

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი კლერ დეილი: კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი გეოპოლიტიკურად იყო გამოყენებული. საქართველოც გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო დაიჩაგრა და არა იმის გამო, რომ რაიმე არ გააკეთა

„სამწუხაროდ, კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი გეოპოლიტიკურად იყო გამოყენებული. საქართველოც გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო დაიჩაგრა და არა იმის გამო, რომ რაიმე არ გააკეთა. როგორც მე ვარ ინფორმირებული, საქართველოსაც ისევე ელიან ევროპარლამენტში, როგორც სხვა ქვეყნებს. ბევრი პრობლემაა ევროკავშირშიც. ვნახოთ, რა მოხდება ოქტომბერში. არიან ძალები, რომლებიც იყენებენ საქართველოს და ქართველ ხალხს საკუთარი მიზნებისთვის, რაც არ მოეწონებათ ქართველებს. თუ გინდათ ევროკავშირში გაერთიანება, ეს მოხდება, თუმცა არა სუვერენიტეტისა და ღირებულებების სანაცვლოდ. ჩემი საქმე არ არის სხვა ქვეყნის მთავრობა ვაკრიტიკო. საკუთარ ქვეყანაში და ევროპის ქვეყნებშიც ბევრი პრობლემაა. ჩემი აზრით, მთავრობის შეფასება ხალხის ფუნქციაა და არა ჩემი. ბევრი თამაშობს და იყენებს ევროპარლამენტს მთავრობის შესაცვლელად. ეს არ არის სწორი და არ უნდა იყოთ ტოლერანტული ამის მიმართ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა კლერ დეილიმ.

არჩილ თალაკვაძე

28 მაისი 2023, 17:35

ეკონომიკა

არჩილ თალაკვაძე: თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს იუსტიციის საბჭოს სრულად დაკომპლექტებას, ევროპელ კოლეგებს მივაწვდით არგუმენტაციას, რის გამო ვერ მივიდა საკითხი ბოლომდე. დარწმუნებული ვარ, ეს არგუმენტები გაზიარებული იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულად დაკომპლექტების საკითხს, ხელისუფლება ევროპელ კოლეგებს მიაწვდის სრულ არგუმენტაციას, თუ რის გამო ვერ შესრულდა ეს პუნქტი.

28 მაისი 2023, 17:25

პოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ ვაკის, საბურთალოს და კრწანისის პარტიული ორგანიზაციების კონფერენციები გამართა

„ქართულმა ოცნებამ“ ვაკის, საბურთალოს და კრწანისის პარტიული ორგანიზაციების კონფერენციები გამართა. აირჩიეს რაიონული ორგანიზაციების და ბიუროს წევრები.

ილია დარჩიაშვილი

28 მაისი 2023, 17:20

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: საქართველოს ხელისუფლებას მონაწილეობა არ მიუღია რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებაში

„საქართველოს ხელისუფლებას მონაწილეობა არ მიუღია არანაირ მოლაპარაკებაში. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება, განცხადება და პოზიცია, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ იყო გაჟღერებული, არის მოცემულობა, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მამუკა მდინარაძე

28 მაისი 2023, 17:17

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ენმ-ზე: დავალება აქვთ, რომ ყოველ წინადადებაში მინიმუმ ორჯერ, სამჯერ გამოიყენონ სიტყვა - რუსული. რა კონტექსტშიც არ უნდა ატრიალონ მათი ეს საყვარელი სიტყვა, ამას ქართული საზოგადოება არ წამოეგება

წინა ხელისუფლება პირდაპირი მნიშვნელობით იხვეწებოდა სანქციების მოხსნას რუსეთის მხრიდან. ყველაფერს აკეთებდნენ ოკუპაციის შემდეგ იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობა დალაგებულიყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა.

კათოლიკოს-პატრიარქი, ოლია მეორე

28 მაისი 2023, 17:15

საზოგადოება

ილია მეორე: ბატონი ალექსანდრე ლომთათიძის მოღვაწეობა უკავშირდება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯების გადადგმას და დამოუკიდებელი საქართველოსთვის საფუძვლის ჩაყრას, რაც საერთო სახალხო ზეიმს წარმოადგენდა

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, ალექსანდრე ლომთათიძის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდზე დამსწრე საზოგადოებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი გააცნო.

28 მაისი 2023, 17:05

საზოგადოება

ალექსანდრე ლომთათიძის ცხედარი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული დიასპორის დღეების ფარგლებში, საქართველოში ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ცხედარი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

შალვა პაპუაშვილი

28 მაისი 2023, 16:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვულოცავ ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებსა და მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს

„ვულოცავ ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებსა და მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს! გისურვებთ ბედნიერებით და სიამაყით გეზეიმოთ მრავალი მიღწევა და წინსვლა და აზერბაიჯანმა გააგრძელოს წარმატებული და კეთილდღეობით სავსე განვითარება მომდევნო ათწლეულებში“, - წერს პაპუაშვილი.