25 მარტი 2023, 12:41 / სანდო წყარო

ირაკლი ქარსელაძე: ჩვენი პროექტები და გეგმები სრულ თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან

ირაკლი ქარსელაძე

ირაკლი ქარსელაძე

ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო ჩვენი მონაწილეობა გაეროს 2023 წლის წყლის კონფერენციაში, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა ის გამოწვევები და ამავდროულად ის მოქმედებები, რომელიც საჭიროა ამ გამოწვევების დასაძლევად. ჩვენი მიმდინარე წარმატებული პროექტები და გეგმები, სრულ თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან, რაც საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ, როგორც წყლის ხელმისაწვდომობა, ასევე კონკრეტული შედეგები, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში 22-24 მარტს გამართული გაეროს 2023 წლის წყლის რესურსების კონფერენციის შეჯამებისას განაცხადა.

მისი თქმით, ჰქონდათ მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები და მონაწილეობდნენ დისკუსიებში, სადაც გაზიარებული იყო ჩვენი მიღწევები. ასევე, „მოვისმინეთ სხვა სახელმწიფოების ანალოგიური პრობლემატიკა, რაც პროცესს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის“, - აღნიშნა ქარსელაძემ.

კონფერენციის მიზანს წყლის რესურსების სწორად მართვის გლობალური მნიშვნელობის კიდევ ერთხელ აღნიშვნა და მის მისაღწევად ეფექტიანი ღონისძიებების დასახვა წარმოადგენდა.

კონფერენციის პირველ სესიაზე, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა გახსნა, სხვა ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელებთან ერთად, მონაწილეებს ირაკლი ქარსელაძემაც მიმართა.

კონფერენციის შეჯამებისას მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მონაწილეობა გაეროს წყლის რესურსების 2023 წლის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც აფასებს ბოლო, 1977 წლის, კონფერენციიდან წყლის რესურსების მართვის კუთხით დამდგარ შედეგებს, ცვლილებებსა და გამოწვევებს.

,,კონფერენციის მონაწილეებს გავუზიარეთ წყლის რესურსების ხელმისაწვდომობის მიმართულებით ჩვენი მიღწევები და ის გეგმა, რომლის განხორციელებაც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებული ქვეყნის განვითარების „ხედვა 2030“-ის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობის ამოცანაა 2025 წელს ქვეყნის ყველა ქალაქი 24-საათიანი წყალმომარაგებით, ხოლო 2030 წელს - ქვეყნის სრული მოსახლეობა სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებითა და წყალარინებით იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენი გეგმები, რომელიც „ხედვა 2030“-ის ფარგლებში გაგვაჩნია, სრულ თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მე-6 მიზანთან და შესაბამისად, უზრუნველყოფს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა კონფერენციის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა და წყლის ხელმისაწვდომობის თემაზე გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. პანელური დისკუსიის მონაწილეებს ირაკლი ქარსელაძემ სიტყვით მიმართა და საქართველოს ბოლო წლების პროგრესის შესახებ მოსახლეობის სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებით უზრუნველყოფისა და წყალარინების თანამედროვე სისტემების განვითარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაუზიარა. მინისტრმა, ასევე, ისაუბრა ქვეყნის რეგიონებში ახალი, თანამედროვე გამწმენდი ნაგებობების მართვის უკვე არსებული პრაქტიკის, ასეთი ნაგებობების მიმდინარე და დაგეგმილი მშენებლობების შესახებ, რაც გარემოზე მავნე ზემოქმედების რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

კონფერენციის ფარგლებში, ირაკლი ქარსელაძემ შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან. შეხვედრის მხარეებმა ისაუბრეს წყლის რესურსების მართვასა და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და იმ პროგრესზე, რომელიც გააჩნია საქართველოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების განხორციელების ფარგლებში. მინისტრმა უნგრელ კოლეგას გააცნო ინფორმაცია ამ გეგმების შესაბამისად უკვე მიმდინარე პროექტების შესახებ, რასაც პიტერ სიიარტომ მაღალი შეფასება მისცა.

შეხვედრა გაიმართა ავსტრიის სოფლისა და სატყეო მეურნეობის, რეგიონებისა და წყლის მართვის ფედერალურ მინისტრთან, ნორბერტ ტოშნიგინთან. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი ქვეყნის გამოცდილება წყლის რესურსების მართვასა და სასმელი წყლით მოსახლეობის უზრუნველყოფის მიმართულებით.

კონფერენციის ფარგლებში, ირაკლი ქარსელაძე, ასევე, აზიის განვითარების ბანკის მმართველ გენერალურ დირექტორ ვუჩონგ უმის შეხვდა. მხარეებმა განიხილეს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტების პროგრესი. გამოითქვა თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მზაობა, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის გაყვანის პროექტის პირობებში კიდევ უფრო აქტუალური გახდება.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გაეროში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე.

,,ძალიან წარმატებული იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ხელმძღვანელობით დელეგაციის ვიზიტი გაეროში, რომელიც წყლის კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. დიდი ინტერესი გამოიწვია მოხსენებამ, რომელიც გაკეთდა კონფერენციის ფარგლებში. მინისტრმა მიმოიხილა ის მიღწევები, რომელიც საქართველოს გააჩნია, ასევე გეგემები, რომელიც უკავშირდება განსახორციელებელ საქმიანობას და გამოწვევები, რომელიც მნიშვნელოვანია ასევე სხვა ქვეყნებისთვის. მოხდა გამოცდილების გაზიარება. მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან. მოხდა რიგ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა, გამოცდილების გაზიარების, ასევე საქართველოს წარმატებული მაგალითის სხვა ქვეყნებისთვის მიწოდების თვალსაზრისით“, - აღნიშნა გაეროში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ.

გაეროს 2023 წლის წყლის რესურსების კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში 22-24 მარტს გაიმართა. მასში 200-მდე ქვეყანა და სხვადასხვა ორგანიზაცია მონაწილეობდა. კონფერენციაზე 6 პლენარული დიალოგი და გაეროს წევრი ქვეყნების მიერ ორგანიზებული სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა.

ყველა სიახლე

მიხეილ ყაველაშვილი

21 ივლისი 2026, 19:15

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ვულოცავ. ის არაერთი თაობისთვის ქართული მუსიკალური ხელოვნების ცოცხალი სიმბოლოა. მისი უნიკალური შემოქმედება და გამორჩეული ხმა ჩვენი კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.

ვიქტორ ორბანი

21 ივლისი 2026, 19:03

მსოფლიო

უნგრეთში, ოპოზიციური პარტია „ფიდესის“ ოფისებში ჩხრეკა ჩაატარეს

უნგრეთის ოპოზიციურმა პარტიამ „ფიდესმა“ განაცხადა, რომ სამშაბათს, გამომძიებლებმა ჩხრეკა ჩაატარეს იმ ოფისებში, სადაც მისი ინტერნეტ-სერვერებია განთავსებული და ახალი მთავრობა პარტიის საქმიანობის აღკვეთის მცდელობაში დაადანაშაულა.

21 ივლისი 2026, 18:59

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის და ქონებრივი უფლების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის და ქონებრივი უფლების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს [როკურატურა ავრცელებს.

21 ივლისი 2026, 18:57

სამართალი

პროკურატურამ სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში დახმარების მოტივით, წვევამდელებისგან მოტყუებით თანხის დაუფლების ფაქტებზე ბრალდებულს კიდევ 20 ეპიზოდზე ბრალდება დაუმძიმა

საქართველოს პროკურატურამ სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში დახმარების მოტივით, წვევამდელებისგან მოტყუებით თანხის დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე ბრალდებულს, კიდევ 20 ეპიზოდზე ბრალდება დაუმძიმა.

21 ივლისი 2026, 18:54

ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტრო თამარ იარაჯულის შვილის მკურნალობაზე: კონსილიუმის რეკომენდაციების თანახმად, საქართველოში სრულად ხელმისაწვდომია სათანადო სამედიცინო რესურსი, რათა პაციენტს ჩაუტარდეს საჭირო მკურნალობა, ამასთან, თუ პაციენტის მკურნალობა საზღვარგარეთ დაიგეგმება, სამინისტრო მზად არის უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რამდენადაც ამის შესაძლებლობას მოგვცემს მოქმედი კანონმდებლობა

თამარ იარაჯულის არასრულწლოვანი შვილის მკურნალობასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მან საჯაროდ ისაუბრა, სამინისტრო საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას აწვდის.

ილჰამ ალიევი ფრიდრიხ მერცი

21 ივლისი 2026, 18:48

მსოფლიო

მერცი: მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენთვის და სამხრეთ კავკასიაშიც აუცილებელია - გერმანია და ევროკავშირი სრულად არიან დაინტერესებულნი, რომ ამ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანმა რეგიონმა სტაბილურობას მიაღწიოს

მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენთვის და სამხრეთ კავკასიაშიც აუცილებელია - გერმანია და ევროკავშირი სრულად არიან დაინტერესებულნი, რომ ამ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანმა რეგიონმა სტაბილურობას მიაღწიოს, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

რევაზ სოხაძე

21 ივლისი 2026, 18:41

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: ხარისხთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია - აბსოლუტურად უკომპრომისოები ვიქნებით ამ კუთხით. ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ თითოეული თეთრი დაიხარჯოს ხარისხიანი ინფრასტრუქტურის შექმნაში. სხვანაირად შეუძლებელია

ხარისხთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია ჩვენი დამოკიდებულება, რომ ჩვენ აბსოლუტურად უკომპრომისოები ვიქნებით ამ კუთხით. ყველამ ერთად, ერთის მხრივ სამინისტრომ და მეორეს მხრივ ჩვენმა პარტნიორმა კერძო კომპანიებმა და კონტრაქტორებმა, უნდა მივაღწიოთ იმას, რომ რასაც შევქმნით, თითოეული თეთრი უნდა დაიხარჯოს ხარისხიანი ინფრასტრუქტურის შექმნაში. სხვანაირად ეს შეუძლებელია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.

ლევან მოსეშვილი

21 ივლისი 2026, 18:39

ეკონომიკა

ლევან მოსეშვილი: საქართველოს აეროპორტებში დღის და ღამის ფრენების თანაფარდობა 50/50-ზეა, დღის რეისებზე მოთხოვნა გაიზარდა

საქართველოს აეროპორტებში დღის ფრენების რაოდენობა წინა პერიოდებთან შედარებით გაიზარდა და ამ დროისთვის ღამისა და დღის ფრენების თანაფარდობა 50/50-ზეა, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა.

გივი მიქანაძე

21 ივლისი 2026, 18:24

საზოგადოება

გივი მიქანაძე: პირველ ეტაპზე, 15 სექტემბრისთვის ყველა პირველკლასელი იქნება უზრუნველყოფილი სასკოლო ფორმით, ხოლო პირველი სემესტრის განმავლობაში - ოქტომბერსა და ნოემბრის ბოლოს უკვე შემოვა დამზადებული ფორმები, რომლებითაც დანარჩენი 5 კლასი - მეექვსე კლასის ჩათვლით იქნება უზრუნველყოფილი

ახალი სასწავლო წლიდან, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სკოლის მოსწავლეები სასკოლო ფორმებით იქნებიან უზრუნველყოფილები. განათლების მინისტრის განცხადებით, ბაზრის კვლევის საფუძველზე შეირჩა ჩინური კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა. ეს კომპანია სასკოლო ფორმებს საქართველოში სამ ეტაპად გამოაგზავნის. ის ოჯახები, რომელთა სოციალური მდგომარეობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 65 000 ან ნაკლები ქულით არის შეფასებული, ფორმას უფასოდ მიიღებენ.

ილჰამ ალიევი ფრიდრიხ მერცი

21 ივლისი 2026, 18:23

მსოფლიო

გერმანული გამოცემა BILD: ილჰამ ალიევმა ირიბად დაადასტურა, რომ ბაქოში შესაძლოა გერმანიისა და რუსეთის წარმომადგენელთა დახურული შეხვედრა გაიმართა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ირიბად დაადასტურა, რომ ბაქოში შესაძლოა გერმანიისა და რუსეთის წარმომადგენელთა დახურული შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა BILD-ი ავრცელებს.

21 ივლისი 2026, 18:11

მსოფლიო

უკრაინული მედია: ოთხშაბათს, ევროკავშირის საბჭოს გაფართოების სამუშაო ჯგუფი უკრაინისა და მოლდოვასთვის მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებაში უნგრეთის დარწმუნებას მეორედ შეეცდება

ოთხშაბათს, ევროკავშირის საბჭოს გაფართოების სამუშაო ჯგუფი (COELA) უკრაინისა და მოლდოვასთვის მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებაში უნგრეთის დარწმუნებას მეორედ შეეცდება, რათა მათი გახსნის ფორმალური პროცესი დაიწყოს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Європейська правда ევროკავშირის დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რევაზ სოხაძე

21 ივლისი 2026, 18:05

რეგიონი

რევაზ სოხაძე: თელავში დასასრულს უახლოვდება ღვარცოფის შედეგად წარმოქმნილი შედეგების ლიკვიდაცია, თუმცა ამით პროცესი არ დასრულდება, მთავრობისგან გვაქვს დავალება, რომ დაზიანებული არხი მთლიანად მოწესრიგდეს

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ბოლო პერიოდში რეგიონებში წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების შედეგად წარმოქმნილ პრობლემებზე ისაუბრა. მინისტრმა განმარტა რა ეტაპზეა თელავსა და ლენტეხში მიმდინარე სამუშაოები.

რევაზ სოხაძე

21 ივლისი 2026, 18:05

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: თელავში სტიქიის დროს ინტერვიუში ვახსენე, რომ სტიქია ყველა ქვეყანაშია და სამწუხაროდ, ხელზე დაიხვიეს ზოგიერთებმა ეს გამოთქმა, თითქოს ეს ასე არ იყოს. ბუნებრივია ყველგან ხდება სტიქია და ამისგან დაზღვეული არავინ არის, თუმცა ხელისუფლების სიძლიერე ზუსტად იმაში მდგომარეობს, თუ როგორი რეაგირება აქვს სტიქიურ მოვლენაზე

შეუძლებელია, რომ ყველაფერი წინასწარ გათვალო, ყველა შესაძლო საფრთხე წინასწარ იყოს გათვლილი. თუმცა ვცდილობთ, რომ ამ მიმართულებით პროაქტიულები ვიყოთ და მაქსიმალურად დავიცვათ და მინიმუმამდე დავიყვანოთ ის ზარალი, რაც შეიძლება სტიქიამ გამოიწვიოს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.

რევაზ სოხაძე

21 ივლისი 2026, 18:04

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: იმედი გვაქვს, რომ უკვე წელს პირველ ნაბიჯებს გადავდგამთ ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის მშენებლობის კუთხით. პროექტი უკვე მზად არის და ახლა მიწის გამოსყიდვების პროცესი მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ „დღის ქრონიკაში“ ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

21 ივლისი 2026, 18:00

მსოფლიო

ინდოეთში მეორე დღეა საპროტესტო აქციები იმართება

ახალგაზრდების პროტესტი ეროვნულ გამოცდასთან დაკავშირებულმა სკანდალმა გამოიწვია, რომელსაც 2 მილიონზე მეტი აბიტურიენტი აბარებდა. ცნობილი გახდა, რომ საგამოცდო დავალებებმა გაჟონა, რის გამოც ხელისუფლებამ შედეგების გაუქმება და ტესტირების ხელახლა ჩატარება გადაწყვიტა. განმეორებითი გამოცდა მძიმე განსაცდელად იქცა ჩამბარებლებისთვის. მეორედ მათ გამოცდის ჩაბარება უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების პირობებში მოუწიათ. შედეგად, 20-ზე მეტმა სტუდენტმა სტრესს ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ლევან მახაშვილი

21 ივლისი 2026, 17:58

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: საქართველოს ჰქონდა ფუნქცია, რომ ერთგვარად პროქსი სახელმწიფოდ ექციათ დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირებაში. აქედან გამომდინარე იყო გარკვეული პოლიტიკური ხმაური საქართველოსთან დაკავშირებით, რეზოლუციები, ორმაგი სტანდარტი, უსამართლო ცილისწამება. დღეს არა სრულად, მაგრამ გარკვეულწილად გადაიარა ამ პროცესმა და მათაც დაინახეს, რომ ეს იყო არასწორი პოლიტიკა

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს ადგილსა და ფუნქციაზე ისაუბრა.

ლევან მახაშვილი

21 ივლისი 2026, 17:57

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე: ეს არის პირდაპირი საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, როდესაც ეს პოლიტიკური დაჯგუფებები ცდილობენ საქართველოს ინტერესების დაზიანებას

ეს არის პირდაპირი საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, როდესაც ეს პოლიტიკური დაჯგუფებები ცდილობენ საქართველოს ინტერესების დაზიანებას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ოპოზიციის ქმედებებზე საუბრისას.

21 ივლისი 2026, 17:50

ეკონომიკა

ლევან მოსეშვილი: ჩვენ ახალ ავია მიმართულებებს ვამატებთ, მიზანი აუთვისებელი ბაზრების ათვისება და მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვაა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” გუნდი აქტიურად მუშაობს ახალი საერთაშორისო მიმართულებების დამატებაზე, მათ შორის იმ ბაზრებზე, სადაც საქართველოდან ისტორიაში პირდაპირი ფრენები არ ყოფილა ან მხოლოდ პერიოდულად ხორციელდებოდა, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა.

ოლექსანდრ სირსკი

21 ივლისი 2026, 17:49

მსოფლიო

უკრაინაში სირსკის გადადგომას ითხოვენ

„თუ პარასკევამდე, 24 ივლისამდე, სირსკი არ იქნება გადაყენებული და ფედოროვი არ იქნება წარდგენილი თავდაცვის მინისტრის პოსტზე, ჩვენ დავიწყებთ უვადო სრულიად უკრაინულ საპროტესტო აქციას“, - დაწერა სოციალურ ქსელში ფედოროვის არმიის ვეტერანმა დმიტრო კოზიატინსკიმ.

ლევან მახაშვილი

21 ივლისი 2026, 17:47

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: შემდგომი თვეები იქნება ერთგვარი ტესტი იმისა, რომ შევაფასოთ, ეს არის ერთგვარად გადახედვა, მათ შორის გერმანიის წინა პოზიციის, თუ უბრალოდ დიპლომატი შეიცვლება

შემდგომი თვეები იქნება ერთგვარი ტესტი იმისა, რომ შევაფასოთ, რომ ეს არის ერთგვარად გადახედვა მათ შორის გერმანიის წინა პოზიციის თუ უბრალოდ დიპლომატი შეიცვლება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილმა.