14 აპრილი 2023, 19:02 / სანდო წყარო

მიხეილ დუნდუა: 2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის რეგიონში ლიდერობს და პირველად ინდექსის ისტორიაში - ევროპის საუკეთესო ოცეულშია

მიხეილ დუნდუა

მიხეილ დუნდუა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე საუბრობს. მისი თქმით, ეს დასტურდება არაერთი საერთაშორისო კვლევის მიხედვით.

როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის რეგიონში ლიდერობს და პირველად ინდექსის ისტორიაში - ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

„საქართველო 180 ქვეყანას შორის 4 ადგილით დაწინაურდა, შეფასების ქულა გაიუმჯობესა, 41-ე ადგილს იკავებს და ბოლო 7 წელია, ინარჩუნებს პოზიციას საუკეთესო ქვეყნების 25 პროცენტში. ჩვენი ქვეყანა ევროპის საუკეთესო ოცეულში 20-ე ადგილზეა იტალიასთან, სლოვენიასა და ჩეხეთთან ერთად თანაბარი 56 ქულით. საქართველო პირველ ადგილზეა შავიზღვისპირეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაშიც“, - აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა.

მისი თქმით, „მექრთამეობის რისკის მატრიცის“ მიხედვით, ანუ მექრთამეობის რისკის სიმცირით, 2022 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული კვლევით, საქართველო მსოფლიოს 197 ქვეყანას შორის 33-ე ადგილზეა.

„საქართველო რეიტინგში უთანაბრდება ჩეხეთს და უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 14 სახელმწიფოს. საქართველო პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამორჩება მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებს. საქართველოს რეიტინგში მკვეთრად ჩამორჩება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ყველა ქვეყანა,“ - აცხადებს მიხეილ დუნდუა.

როგორც იგი აღნიშნავს, ინდექსი 2014 წლიდან იწარმოება. მისი მეთოდოლოგია გაუმჯობესებას განიცდის წლიდან წლამდე და ქვეყნებს უფრო და უფრო მკაცრი კრიტერიუმების დაკმაყოფილება უწევთ რეიტინგში კარგი პოზიციის დასაკავებლად. რეიტინგში საქართველოს მუდმივად მსოფლიოს მოწინავე და წარმატებულ ქვეყნებს შორის უკავია ადგილი.

„2014 წლამდე ეს ინდექსი არ იწარმოებოდა, თუმცა ქვეყანაში კორუფციის ფაქტების შესახებ და 2012 წლამდე არსებულ პერიოდზე, არსებობს სხვა რესპექტაბელური ინდექსები. მაგალითად, ვაშინგტონის ნომერ პირველი ანალიტიკური ცენტრის, „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მთავრობის კეთილსინდისიერების ინდექსის მიხედვით“ 2004-2012 წლებში, საქართველოს ხელისუფლებას აქვს კორუმპირებული, არაკეთილსინდისიერი მმართველობის შეფასება, ოფიციალური სტატუსით „რეპრესიული“ . კონკრეტულად, 2012 წელს საქართველო რეიტინგში 69-ე ადგილზეა. 2023 წლის ინდექსის მიხედვით კი საქართველოს მთავრობა მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის სახელდება, უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 15 სახელმწიფოს და აქვს კეთილსინდისიერების დამადასტურებელი ოფიციალური შეფასება, სტატუსით „ზომიერად თავისუფალი“, - აცხადებს მიხეილ დუნდუა.

მისი თქმით, მსოფლიოს მასშტაბით კორუფციის შემფასებელ ინდექსებს, კვლევებს, გამოკითხვებს და ექსპერტიზას ,ყოველწლიურად თავს უყრის და აჯამებს მსოფლიო ბანკი „გლობალური მმართველობის ინდიკატორების“ აგრეგატში სახელწოდებით: „კორუფციის კონტროლი“.

“აღსანიშნავია, რომ 2013 წლამდე გამოქვეყნებულ ამ შემაჯამებელ რეიტინგში საქართველო, „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით, მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის 62-ე ადგილზე იყო. შედარებისთვის, 2022 წელს მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის საქართველო მე-40 ადგილზე გავიდა და საუკეთესო ქვეყნების 25%-ში მოხვდა“, – აცხადებს მიხეილ დუნდუა.

მისი თქმით, ეს კვლევები ადასტურებს, რომ ათი წლის განმავლობაში ქვეყანამ უდიდეს პროგრესს მიაღწია და საქართველო დასახელებულია საუკეთესო ქვეყნებს შორის რეგიონსა და მსოფლიოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

ყველა სიახლე

19 აპრილი 2026, 19:19

კულტურა

პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა

პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა. „გრან პალეში“ ეროვნულ სტენდზე, მწერალთა სახლის მიერ ორგანიზებულმა მრავალფეროვანმა ლიტერატურულმა და კულტურულმა პროგრამამ, სლოგანით - „იმოგზაურე საქართველოში ალექსანდრე დიუმასთან ერთად“, ფესტივალის სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

19 აპრილი 2026, 19:10

სპორტი

საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ისტორიული შედეგით დაასრულა

თბილისმა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ევროპის კავშირის პრეზიდენტ ლასლო ტოთთან ერთად კონტინენტის პირველობის დასკვნით საშეჯიბრო დღეს დაესწრო.

მეუფე შიო

19 აპრილი 2026, 17:58

საზოგადოება

მეუფე შიო: უნდა ვილოცოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიღვაწოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიზრუნოთ მშვიდობის დამყარებაზე, დამკვიდრებაზე როგორც ჩვენს სულებში, ასევე ჩვენ გარშემო

მხოლოდ სიყვარულს ძალუძს დაპირისპირებული ადამიანების გამთლიანება, გაერთიანება, მათი ნების შეერთება და ერთსულოვნების, ერთობის განწყობის დამკვიდრება. უნდა ვილოცოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიღვაწოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიზრუნოთ მშვიდობის დამყარებაზე, დამკვიდრებაზე როგორც ჩვენს სულებში, ასევე ჩვენ გარშემო, - განაცხადა სიონის საპატრიარქო ტაძარში თომას კვირას, კვირაცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).

19 აპრილი 2026, 17:54

ეკონომიკა

ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი ქალების დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ნათია თურნავამ აშშ-ში საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ქალი მმართველების დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

გურამ თუშიშვილი

19 აპრილი 2026, 17:50

სპორტი

გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია

გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია - ოქროს მედლისთვის ბრძოლაში მან ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა.

19 აპრილი 2026, 17:27

საზოგადოება

ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი გარდაიცვალა

ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი გარდაიცვალა - ის ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დონალდ ტრამპი

19 აპრილი 2026, 17:26

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ისრაელმა დაამტკიცა, რომ აშშ-ის ნამდვილი მოკავშირეა. სხვებისგან განსხვავებით, ისრაელი კარგად იბრძვის და იცის, როგორც მოიგოს

„იმისდა მიუხედავად მოგწონთ თუ არა ისრაელი, მათ დაამტკიცეს, რომ შეერთებული შტატების ნამდვილი მოკავშირეები არიან. ისინი მამაცები, გაბედულები, ერთგულები და ჭკვიანები არიან და სხვებისგან განსხვავებით, ვინც კონფლიქტისა და სტრესის მომენტში თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინეს, ისრაელი კარგად იბრძვის და იცის, როგორც მოიგოს!” - წერს ტრამპი.

გიორგი ვოლსკი

19 აპრილი 2026, 17:21

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობაზე: უზარმაზარი ინვესტიციაა და საგანგებოდ მნიშვნელოვანია ის თემაც, რომ ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის

უზარმაზარი ინვესტიციაა და საგანგებოდ მნიშვნელოვანია ის თემაც, რომ ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, რომელიც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ „ტრამპის ორგანიზაცია“ და მისი პარტნიორები თბილისში Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობას გეგმავენ.

19 აპრილი 2026, 17:16

მსოფლიო

ლეკაშენკო აშშ-სთან შეთანხმების ხელმოწერის მზადყოფნას გამოთქვამს

„ჩვენ გაცილებით მეტი საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი და ეს დიდი შეთანხმების თემაა. როგორც კი ამას დაბალ დონეზე მოვამზადებთ, მზად ვართ დონალდს [ტრამპს] შევხვდეთ და ამ გარიგებას ხელი მოვაწეროთ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

რობერტ ფიცო

19 აპრილი 2026, 17:10

მსოფლიო

ლატვია და ლიეტუვა ფიცოს მოსკოვში ჩასასვლელად საკუთარ საჰაერო სივრცეს არ გამოაყენებინებენ

„ლიეტუვამ და ლატვიამ უკვე გამოაცხადეს, რომ მოსკოვისკენ ფრენის დროს თავის ტერიტორიაზე გადაფრენის საშუალებას არ მოგვცემენ. რატომ? ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს თავის ტერიტორიაზე ფრენის საშუალებას არ აძლევენ… დარწმუნებული ვარ, სხვა მარშრუტს ვიპოვი, ისევე როგორც გასულ წელს, როდესაც ესტონეთმა ჩაშალა ჩვენი გეგმები“, - აცხადებს ფიცო.

ვოლოდიმირ ზელენსკი

19 აპრილი 2026, 17:08

მსოფლიო

ზელენსკი: ყველა დოლარი, რომელიც რუსულ ნავთობშია გადახდილი, არის ფული ომისთვის

„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესუსტება კვებავს რუსული სახელმწიფოს ილუზიას, რომ ომის გაგრძელება შეიძლება. ყველა დოლარი, რომელიც რუსულ ნავთობშია გადახდილი, არის ფული ომისთვის“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დონალდ ტრამპი

19 აპრილი 2026, 17:03

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის წარმომადგენლები პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებებზე გაემგზავრნენ

„ჩემი წარმომადგენლები მიემგზავრებიან ისლამაბადში, პაკისტანში - ისინი იქ ხვალ საღამოს იქნებიან მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ ძალიან სამართლიან და გონივრულ შეთანხმებას ვთავაზობთ და იმედი მაქვს, რომ მიიღებენ, რადგან თუ არ დათანხმდებიან, ამერიკის შეერთებული შტატები ირანში ყველა ელექტროსადგურსა და ყველა ხიდს გაანადგურებს“, - დაწერა ტრამპმა.

თამარ ჩიბურდანიძე

19 აპრილი 2026, 15:55

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: Trump Tower-ის შემოსვლა საქართველოში არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ პოლიტიკური განაცხადიცაა

„ახლა ევროპის დროა, რომელიც ჯერ კიდევ ჯიუტობს პოლიტიკურად, მაგრამ ჩვენ არსად გვეჩქარება. დრო მხოლოდ ბრიუსელზე მუშაობს ნეგატიურად. საქართველო კი ყოველდღიურად წინ მიიწევს და არავინ ვიცით, ხვალ რა საუკეთესო სიურპრიზებს გვიმზადებს,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

დავით ქართველიშვილი

19 აპრილი 2026, 15:55

საზოგადოება

დავით ქართველიშვილი: კი ბატონო, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ეწვია ბაქოსა და ერევანს, მაგრამ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად სამხრეთ კავკასიაში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სწორედ საქართველოა აღიარებული - Trump Tower-ი სწორედ თბილისში აშენდება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „ტრამპის ორგანიზაცია“ და მისი პარტნიორები თბილისში Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობას გეგმავენ.

19 აპრილი 2026, 15:55

სამართალი

პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 აპრილს, ერთ-ერთ სკვერში, შელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა დაზარალებულს დანით, სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა, რის შემდგომაც ბრალდებული ადგილიდან მიიმალა.

19 აპრილი 2026, 15:35

სპორტი

ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო მოიპოვა

მეტოქე, რომელსაც სულამანიძე თბილისში მიმდინარე ტურნირზე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში უნდა შეხვედროდა,ზელიმ კოცოევი, ნახევარფინალში ჰანსოკუ-მაკეთი დაისაჯა და ტურნირიდან მოიხსნა.

19 აპრილი 2026, 15:02

სპორტი

ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო

ქართველი ძალოსნები ტურნირში ხვალიდან ჩაერთვებიან და ჩვენი ქვეყნის სახელით გოდერძი ბერდელიძე და რამინ შამილიშვილი იასპარეზებენ. ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია კი ასევე ხვალ, 20:30 საათზე დაიწყება.

19 აპრილი 2026, 14:50

საზოგადოება

ვასილ ფხაკაძე: ჩვენ ვქმნით ურბანული ცხოვრების მომავალს საქართველოში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, როგორიცაა „ტრამპ თაუერ თბილისი,“ რომელიც „ტრამპის ორგანიზაციასთან“ პარტნიორობით ხორციელდება

Biograpi Living არ არის მხოლოდ სამშენებლო პროექტები. ჩვენ ვქმნით ურბანული ცხოვრების მომავალს საქართველოში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, როგორიცაა „ტრამპ თაუერ თბილისი,“ რომელიც „ტრამპის ორგანიზაციასთან“ პარტნიორობით ხორციელდება, - განაცხადა Biograpi Living-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ფხაკაძემ.

19 აპრილი 2026, 14:47

მსოფლიო

ლაშა კვაჭაძე: Trump Organisation-თან თანამშრომლობა ჩვენი ჯგუფისთვის განსაკუთრებული პატივია

„ეს მნიშვნელოვანი განვითარება ასახავს ძლიერ საერთაშორისო ნდობას და ქმნის მდგრად ღირებულებას ბაზრისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვმონაწილეობთ საქართველოს ეკონომიკური ევოლუციის ასეთ გადამწყვეტ ეტაპში“, - აცხადებს კვაჭაძე.

მეუფე შიო

19 აპრილი 2026, 14:36

საზოგადოება

მეუფე შიო: ჩვენ ვფიქრობთ დღეს, როგორ მივაღწიოთ ამ მშვიდობას, როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება

მკვდრეთით აღდგომიდან პირველ დღესვე და შემდეგ მერვე დღესაც უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა თავის მოციქულებს და უთხრა: მშვიდობა თქვენდა. უფალი სხვა ადგილასაც ამბობს მშვიდობის შესახებ, რომ მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მაგრამ არა ისე, როგორც ეს ქვეყანა იძლევა, არამედ ჩემს მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) კვირაცხოვლობასთან­ დაკავშირებით წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას.