ლევან დავითაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნის მიღებაზე ღონისძიების დელეგატებს უმასპინძლა
ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა დღეს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნის მიღებაზე ღონისძიების დელეგატებს უმასპინძლა. მისასალმებელ სიტყვაში მან სტუმრებს მადლობა გადაუხადა მონაწილეობისთვის გამოყოფილი დროისა და ძალისხმევის გამო და წარმატებული, ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა. ლევან დავითაშვილმა ასევე მოკლედ ისაუბრა ფორუმის, როგორც საერთაშორისო ეკონომიკური პლატფორმის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე.
„წელს ფორუმი მეოთხედ ტარდება კოვიდ-პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ. წინა სამი ღონისძიების მნიშვნელოვანი გამოცდილების საფუძველზე, გვსურს, პოსტპანდემიური ღონისძიება უმაღლეს დონეზე განვაახლოთ და ხაზი გავუსვათ მის მნიშვნელობას როგორც საქართველოსთვის, ასევე უფრო ფართოდ - რეგიონისთვის. სულ უფრო რთულად პროგნოზირებად სამყაროში, ჩვენ ვხედავთ სივრცეს პარტნიორობისა და საიმედო მეგობრობისთვის“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
26 - 27 ოქტომბერს „აბრეშუმის გზის ფორუმს“ 2000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი დაესწრება 60-მდე ქვეყნიდან. მათმა უმრავლესობამ დღეს საღამოს თავი მოიყარა მიღების ოფიციალურ ცერემონიაზე, მათ შორის ევროპისა და აზიის ქვეყნების ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების და ინსტიტუტების წარმომადგენლებმა და გლობალური ბიზნეს-სექტორის ლიდერებმა. როგორც დავითაშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, მათ შესაძლებლობა ექნებათ, მომდევნო ორი დღის განმავლობაში კოლეგებთან ერთად ჩაუღრმავდნენ მიმდინარე მოვლენებს და სამომავლო გეგმებს „შუა დერეფნის“ გასწვრივ, სხვადასხვა სექტორებში, როგორებიცაა - ვაჭრობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ინვესტიციები, ტურიზმი, კომუნიკაციები და ფინანსური ტექნოლოგიები.
„საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, განაგრძოს სწრაფი განვითარებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის საფუძვლების მშენებლობა. ეს ყველაფერი აისახა ბოლო ორი წლის ეკონომიკურ მიღწევებში - ორნიშნა ეკონომიკური ზრდით 2021 და 2022 წლებში, და რეგიონულ პარტნიორებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობაში. გარდა იმისა, რომ ისტორიულად აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილია, საქართველომ გამოავლინა უნიკალური უნარი, მოერგოს მიმდინარე გლობალურ გამოწვევებს და განავითაროს ქვეყანა რეგიონულ ცენტრად, რაც ხელს უწყობს ევროპა-აზიის კავშირების გაძლიერებას და, ასევე, ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მოქალაქეების კეთილდღეობას“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა - საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია ახალი პარტნიორობის ჩამოყალიბება და გაძლიერება. ვიცე-პრემიერი დარწმუნებულია, რომ ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები ეფექტიანი საშუალება იქნება ახალი თანამშრომლობის და პარტნიორული კავშირების დასამყარებლად როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორისთვის.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 18:00
პოლიტიკა
პარლამენტმა „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
ცვლილების თანახმად, ის უფლებამოსილებები ზუსტდება, რომლებსაც დაზვერვის სააგენტოს უფროსი უშუალოდ განახორციელებს. კანონპროექტის მიხედვით, ასევე გაიმიჯნება ის უფლებამოსილებები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებას ითვალისწინებს. მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, დაზვერვის სააგენტოს ოპერატიული და ანალიტიკური ფუნქციის ქვედანაყოფებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნისთვის დაზვერვის სააგენტოში ამავე პროფილით მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება საკმარისი იქნება.
01 აპრილი 2026, 17:59
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საბერძნეთი და ევროკავშირის ქვეყნები ჩვენთვის სტრატეგიული და პრიორიტეტული მიმართულებებია, საბერძნეთთან ფრენები კვირაში 19 სიხშირით განხორციელდება, რაც ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ პირდაპირ მიმართულებას ამატებს და თბილისსა და ჰერაკლიონს შორის ფრენებს კვირაში 1 სიხშირით შეასრულებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა.
01 აპრილი 2026, 17:58
მსოფლიო
მედია: Hyundai HD-ს რუსეთში სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია სურს
Hyundai HD-ს რუსეთში ელექტრონული ტექნიკის გაყიდვისთვის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია სურს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 17:58
პოლიტიკა
საკანონმდებლო ორგანომ „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მიიღო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საკანონმდებლო ინიციატივა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა წარადგინა. მისივე თქმით, თანამდებობაზე დანიშვნის და გათავისუფლების იგივე პრინციპი „საქსტატის“ საბჭოს წევრებზეც გავრცელდება. ასევე, „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორისა და საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნა კვლავ ღია კონკურსის საფუძველზე განხორციელდება.
01 აპრილი 2026, 17:54
მსოფლიო
Google-მა რუსეთში სავაჭრო ნიშნის 24 განაცხადი შეიტანა - განაცხადები მოიცავს YouTube-ის, YouTube Shorts-ის და YouTube Music-ის ლოგოებსა და სახელებს
ამერიკულმა კორპორაცია Google-მა რუსეთში სავაჭრო ნიშნის 24 განაცხადი შეიტანა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 17:54
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: იმ ევროპელ ბიუროკრატებს, რომლებიც სააკაშვილის ირგვლივ აკრიტიკებდნენ საქართველოს, პოლიტიკური სინდისი რომ ჰქონდეთ, ბოდიშს მოუხდიდნენ ჩვენს ქვეყანას
იმ ევროპელ ბიუროკრატებს, რომლებიც სააკაშვილის ირგვლივ აკრიტიკებდნენ საქართველოს, პოლიტიკური სინდისი რომ ჰქონდეთ, ბოდიშს მოუხდიდნენ ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
01 აპრილი 2026, 17:52
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: გვახსოვს ისეთი საქმეები, სადაც ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობა“ და რუსეთის ფედერაცია ერთად იბრძოდნენ საქართველოს სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ჩვენ რუსეთი და „ნაცები“ ერთად დავამარცხეთ
სტრასბურგის სასამართლო არის ის პლატფორმა, სადაც საქართველო 10:0-ს უგებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და 10:0-ს უგებს რუსეთის ფედერაციას. გვახსოვს ისეთი საქმეები, სადაც ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობა“ და რუსეთის ფედერაცია ერთად იბრძოდნენ საქართველოს სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ჩვენ რუსეთი და „ნაცები“ ერთად დავამარცხეთ. ეს საქმეები კონკრეტულად ოკუპაციას ეხებოდა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
01 აპრილი 2026, 17:47
მსოფლიო
Bloomberg: აშშ-მა ყაზახეთს ჩინეთში რუსული ნავთობის ტრანზიტის უფლება ერთი წლით გაუხანგრძლივა
Bloomberg-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა ყაზახეთს ჩინეთში რუსული ნავთობის ტრანზიტის უფლება ერთი წლით გაუხანგრძლივა.
01 აპრილი 2026, 17:43
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე: პოლიტიკური გრინჩები არიან, რომლებიც ძალიან ცდილობენ, ჩვენს ხალხს დღესასწაულები წაართვან
„ფაქტობრივად, ისინი არიან პოლიტიკური გრინჩები, რომლებიც ძალიან ცდილობენ, ჩვენს ხალხს წაართვან დღესასწაულები. ახალ წელს ახალი წლის წართმევა უნდათ, შობასა და აღდგომაზე - შობისა და აღდგომის, 26 მაისს, გვახსოვს, შარშანაც იგივე რიტორიკა ჰქონდათ და საბოლოო ჯამში ერთადერთი შედეგი, რასაც იღებენ, არის კიდევ უფრო გაუფასურებული, გაარაფრებული რეიტინგი“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
01 აპრილი 2026, 17:30
საზოგადოება
სურსათის სააგენტო: ნებისმიერი გადაყვანილი ძაღლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ განთავსდება სოცქსელში. ცხოველი თავშესაფარში გადაყვანილი იქნება პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით და უკან დაბრუნებაც მოხდება იმავე ლოკაციაზე
ნებისმიერი გადაყვანილი ძაღის შესახებ ინფორმაცია წინასწარ იქნება განთავსებული შესაბამის საკომუნიკაციო არხებზე პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით,- აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, თენგიზ ჩალიგავამ
01 აპრილი 2026, 17:27
სამართალი
ბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებს სასამართლომ 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდა
მინდია შერვაშიძისა და თორნიკე თოშხუას სასამართლომ თითო-თითო წლით პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება ბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობას.
01 აპრილი 2026, 17:26
მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატო აშშ-ის გარეშე, ისევე როგორც აშშ-ის სიძლიერე ნატოს გარეშე ვერ იარსებებს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ნატოს დატოვების იდეას გამოეხმაურა.
01 აპრილი 2026, 17:23
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: ყველა ქვეყანა ცდილობდა საქართველო გამოეყენებინა მათი შეხედულებისამებრ, მათი ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობაში ისინი არ ითვალისწინებენ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს
ყველა ქვეყანა ცდილობდა საქართველო გამოეყენებინა მათი შეხედულებისამებრ, მათი ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობაში ისინი არ ითვალისწინებენ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს, - განუცხადა „ქრონიკას“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო”-ს წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა.
01 აპრილი 2026, 17:19
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აპირებენ ჩავიდნენ აშშ-ში და და გააგრძელონ ის, რასაც ათწლეულების განმავლობაში აკეთებენ საქართველოს წინააღმდეგ
ისევ ერთად შეჯგუფებული და ერთმანეთთან დაკავშირებული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აპირებენ ჩავიდნენ აშშ-ში და და გააგრძელონ ის, რასაც ათწლეულების განმავლობაში აკეთებდნენ საქართველოს წინააღმდეგ, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.
01 აპრილი 2026, 17:18
საზოგადოება
მამა ირაკლი ჭინჭარაული: ქრისტეს მცნებების სიყვარულში გაერთიანება არის ერთსულოვნება, რისკენაც მოგვიწოდებდა ჩვენი უწმინდესი. მის მიერ ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიოს გამორჩევა ვფიქრობ, რომ ამ ერთსულოვნების შემადგენელი ნაწილია
ქრისტეს მცნებების სიყვარულში გაერთიანება არის ერთსულოვნება, რისკენაც მოგვიწოდებდა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, - განაცხადა მამა ირაკლი ჭინჭარაულმა.
01 აპრილი 2026, 17:18
პოლიტიკა
ნიკა ობოლაძე: ყოველ 6 თვეში ერთხელ ვაცხადებთ მობილიზაციას და ერთიანობას. თქვენ რომ გეგონათ, მაგალითად 2026 წლის თებერვლამდე წინა 3 თვე - ბრძოლა გრძელდებოდა, მაშინ ვყოფილვართ დემობილიზირებულები და დაშლილები
პარტია „ობოლაძე დემოკრატების" გენერალური მდივანი ნიკა ობოლაძე ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციას ეხმიანება.
01 აპრილი 2026, 17:17
სამართალი
„POSTV“-ის ინფორმაციით, „TV პირველის“ ჟურნალისტებმა ნანუკა ქაჯაიამ, ნატა ქაჯაიამ და მარიამ გაფრინდაშვილმა „POSTV-სთან“ დავა წააგეს
„POSTV“-ის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „TV პირველის“ ჟურნალისტების: ნანუკა ქაჯაიას, ნატა ქაჯაიას და მარიამ გაფრინდაშვილის სარჩელი, რომლითაც ისინი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, თითქოს „POSTV-მ“ მათ წინააღმდეგ პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაცია გაავრცელა.
01 აპრილი 2026, 17:14
პოლიტიკა
პარლამენტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებები, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად მიიღო
საკანონმდებლო ორგანომ „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით, 91 ხმით მიიღო.
01 აპრილი 2026, 17:13
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ირანის პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტა გვთხოვა. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ მაშინ, როცა ჰორმუზის სრუტე იქნება ღია, თავისუფალი და სუფთა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თხოვნით მიმართა.
01 აპრილი 2026, 17:11
ეკონომიკა
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 3თვის ბიუჯეტი 107.4 %-ით შეასრულა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 3 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი107.4%-ით ანუ 30.5მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.


