26 ოქტომბერი 2023, 11:41 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენმა მთავრობამ დადებითი ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა 2023 წელს და საშუალო ეკონომიკური ზრდა არის 7% პირველ 8 თვეში ხოლო ინფლაციის ტემპი ერთ პროცენტზე ნაკლებია

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის, როგორც აღვნიშნეთ, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ასევე ის, რომ შენარჩუნდეს პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობები და ეკონომიკური კეთილდღეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ახორციელებს გონივრულ მაკროეკონომიკურ გადაწყვეტილებებს და სტრუქტურულ რეფორმებს, რაც ქვეყნის ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებლებს განაპირობებს.

„ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის როგორც აღვნიშნეთ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ასევე ის, რომ შენარჩუნდეს პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობები და ეკონომიკური კეთილდღეობა. მიუხედავად რთული გამოწვევისა, კოვიდ-19 პანდემიისა, ჩვენი მაინც მივაღწიეთ ეკონომიკურ ზრდას და საქართველოს ეკონომიკა კვლავ დაუბრუნდა 10 % ორნიშნა ზრდის ტემპს, 2021 და 2022 წლებში და ჩვენმა მთავრობამ ეს დადებითი ზრდის ტენდენცია ასევე შეინარჩუნა 2023 წელს და საშუალო ეკონომიკური ზრდა არის 7% პირველ 8 თვეში ხოლო ინფლაციის ტემპი ერთ პროცენტზე ნაკლებია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით საქართველო ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყნებს შორის დარჩება, ჩვენ ზედა საშუალო შემოსავლიანი ქვეყნის სტატუსს მივაღწიეთ და გავზარდეთ მშპ, 8000 დოლარამდე და მოსალოდნელია რომ ეს გაგრძელდება 2023 წლის ბოლოსთვის და მომავალი წლისთვის კი 8700 აშშ დოლარი იქნება და სულ რაღაც 3 წელიწადში მშპ ერთ სულ მოსახლეზე თითქმის გაორმაგდა, ჩვენი ზრდა 2022 -2023 წლებში მართლაც გამოირჩეოდა რეალური ზრდით ისეთ სექტორებში, როგორიც არის ტრანსპორტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ასევე მშენებლობა, ვაჭრობა და სხვა.

ვიმედოვნებ, რომ ასეთი პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდება. გარდა ამისა ოფიციალურმა სარეზერვო აქტივებმა, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულად დაბალ დონეზეა. ასევე საქართველო ახორციელებს, გონივრულ მაკროეკონომიკურ გადაწყვეტილებებს და სტრუქტურულ რეფორმებს, რაც ჩვენს ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებლებს განაპირობებს. შემთხვევითი არ არის ის, რომ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფინანსური ორგანიზაცია საქართველოს ათავსებს სულ წარმატებულ მაღალი რანგის ქვეყნებს შორის. გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება მართლაც წარმოადგენს საქართველოს მმართველობის ქვაკუთხედს და ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, დავიცვათ ეს ფასეულობები რაც ასახულია ბევრ პრესტიჟულ რეიტინგში. მსოფლიო მართლმსაჯულების რეიტინგის 2023 წლის ინდექსით კანონის უზენაესობის მიხედვით, საქართველო არის პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში და ასევე გამოირჩევა ღია ბიუჯეტით და ასევე კიდევ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშით, საქართველომ გადაუსწრო ევროკავშირისა და ნატოს ბევრ ქვეყანას თავისი ეფექტურობით. ფეიზერის ინსტიტუტის ანგარიშით ეს არის „მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება 2023“, საქართველო ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების 25 ეულში არის. ასევე 2023 წლის Heritage Foundation- ის თავისუფლების ინდექსით საქართველო 21-ე ადგილზეა ევროკავშირის 11 წევრ ქვეყანაზე წინ და სულ 35-ე ადგილზეა მსოფლიოში ქვეყნებთან შედარებით“, - განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

01 აპრილი 2026, 17:54

მსოფლიო

Google-მა რუსეთში სავაჭრო ნიშნის 24 განაცხადი შეიტანა - განაცხადები მოიცავს YouTube-ის, YouTube Shorts-ის და YouTube Music-ის ლოგოებსა და სახელებს

ამერიკულმა კორპორაცია Google-მა რუსეთში სავაჭრო ნიშნის 24 განაცხადი შეიტანა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რატი იონათამიშვილი

01 აპრილი 2026, 17:54

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: იმ ევროპელ ბიუროკრატებს, რომლებიც სააკაშვილის ირგვლივ აკრიტიკებდნენ საქართველოს, პოლიტიკური სინდისი რომ ჰქონდეთ, ბოდიშს მოუხდიდნენ ჩვენს ქვეყანას

იმ ევროპელ ბიუროკრატებს, რომლებიც სააკაშვილის ირგვლივ აკრიტიკებდნენ საქართველოს, პოლიტიკური სინდისი რომ ჰქონდეთ, ბოდიშს მოუხდიდნენ ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

რატი იონათამიშვილი

01 აპრილი 2026, 17:52

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი სტრასბურგის სასამართლოში „ენჯეოების“ საჩივარზე: როგორც ჩანს ეს ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ჯერზე ძალიან მწარედ მარცხდებიან სტრასბურგში, მაინც ცდილობენ ერთი და იგივე წრეზე ბრუნვას

სტრასბურგის სასამართლო არის ის პლატფორმა, სადაც საქართველო 10:0-ს უგებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და 10:0-ს უგებს რუსეთის ფედერაციას. გვახსოვს ისეთი საქმეები, სადაც ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობა“ და რუსეთის ფედერაცია ერთად იბრძოდნენ საქართველოს სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ჩვენ რუსეთი და „ნაცები“ ერთად დავამარცხეთ. ეს საქმეები კონკრეტულად ოკუპაციას ეხებოდა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

01 აპრილი 2026, 17:47

მსოფლიო

Bloomberg: აშშ-მა ყაზახეთს ჩინეთში რუსული ნავთობის ტრანზიტის უფლება ერთი წლით გაუხანგრძლივა

Bloomberg-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა ყაზახეთს ჩინეთში რუსული ნავთობის ტრანზიტის უფლება ერთი წლით გაუხანგრძლივა.

თენგიზ ჩალიგავა

01 აპრილი 2026, 17:30

საზოგადოება

სურსათის სააგენტო: ნებისმიერი გადაყვანილი ძაღლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ განთავსდება სოცქსელში. ცხოველი თავშესაფარში გადაყვანილი იქნება პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით და უკან დაბრუნებაც მოხდება იმავე ლოკაციაზე

ნებისმიერი გადაყვანილი ძაღის შესახებ ინფორმაცია წინასწარ იქნება განთავსებული შესაბამის საკომუნიკაციო არხებზე პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით,- აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, თენგიზ ჩალიგავამ

01 აპრილი 2026, 17:27

სამართალი

ბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებს სასამართლომ 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

მინდია შერვაშიძისა და თორნიკე თოშხუას სასამართლომ თითო-თითო წლით პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება ბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობას.

ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში

01 აპრილი 2026, 17:26

მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატო აშშ-ის გარეშე, ისევე როგორც აშშ-ის სიძლიერე ნატოს გარეშე ვერ იარსებებს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ნატოს დატოვების იდეას გამოეხმაურა.

ლევან ნიკოლეიშვილი

01 აპრილი 2026, 17:23

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ყველა ქვეყანა ცდილობდა საქართველო გამოეყენებინა მათი შეხედულებისამებრ, მათი ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობაში ისინი არ ითვალისწინებენ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს

ყველა ქვეყანა ცდილობდა საქართველო გამოეყენებინა მათი შეხედულებისამებრ, მათი ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობაში ისინი არ ითვალისწინებენ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს, - განუცხადა „ქრონიკას“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო”-ს წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა.

ბიძინა გიორგობიანი

01 აპრილი 2026, 17:19

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აპირებენ ჩავიდნენ აშშ-ში და და გააგრძელონ ის, რასაც ათწლეულების განმავლობაში აკეთებენ საქართველოს წინააღმდეგ

ისევ ერთად შეჯგუფებული და ერთმანეთთან დაკავშირებული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აპირებენ ჩავიდნენ აშშ-ში და და გააგრძელონ ის, რასაც ათწლეულების განმავლობაში აკეთებდნენ საქართველოს წინააღმდეგ, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.

ნიკა ობოლაძე

01 აპრილი 2026, 17:18

პოლიტიკა

ნიკა ობოლაძე: ყოველ 6 თვეში ერთხელ ვაცხადებთ მობილიზაციას და ერთიანობას. თქვენ რომ გეგონათ, მაგალითად 2026 წლის თებერვლამდე წინა 3 თვე - ბრძოლა გრძელდებოდა, მაშინ ვყოფილვართ დემობილიზირებულები და დაშლილები

პარტია „ობოლაძე დემოკრატების" გენერალური მდივანი ნიკა ობოლაძე ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციას ეხმიანება.

მამა ირაკლი ჭინჭარაული

01 აპრილი 2026, 17:18

საზოგადოება

მამა ირაკლი ჭინჭარაული: ქრისტეს მცნებების სიყვარულში გაერთიანება არის ერთსულოვნება, რისკენაც მოგვიწოდებდა ჩვენი უწმინდესი. მის მიერ ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიოს გამორჩევა ვფიქრობ, რომ ამ ერთსულოვნების შემადგენელი ნაწილია

ქრისტეს მცნებების სიყვარულში გაერთიანება არის ერთსულოვნება, რისკენაც მოგვიწოდებდა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, - განაცხადა მამა ირაკლი ჭინჭარაულმა.

01 აპრილი 2026, 17:17

სამართალი

„POSTV“-ის ინფორმაციით, „TV პირველის“ ჟურნალისტებმა ნანუკა ქაჯაიამ, ნატა ქაჯაიამ და მარიამ გაფრინდაშვილმა „POSTV-სთან“ დავა წააგეს

„POSTV“-ის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „TV პირველის“ ჟურნალისტების: ნანუკა ქაჯაიას, ნატა ქაჯაიას და მარიამ გაფრინდაშვილის სარჩელი, რომლითაც ისინი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, თითქოს „POSTV-მ“ მათ წინააღმდეგ პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაცია გაავრცელა.

01 აპრილი 2026, 17:14

პოლიტიკა

პარლამენტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებები, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად მიიღო

საკანონმდებლო ორგანომ „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით, 91 ხმით მიიღო.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 17:13

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ირანის პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტა გვთხოვა. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ მაშინ, როცა ჰორმუზის სრუტე იქნება ღია, თავისუფალი და სუფთა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თხოვნით მიმართა.

01 აპრილი 2026, 17:11

ეკონომიკა

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 3თვის ბიუჯეტი 107.4 %-ით შეასრულა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 3 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი107.4%-ით ანუ 30.5მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 17:10

მსოფლიო

მომავალ წელს ტალინის 20 სკოლაში გაკვეთილების რუსულ ენაზე ჩატარება იქნება ნებადართული

ქალაქის ოფიციალური პირების განცხადებით, ესტონურენოვან განათლებაზე გადასვლა გრძელვადიანი და დინამიკური პროცესია, რომელიც კადრებით დაკომპლექტებასა და დაფინანსებაზეა დამოკიდებული.

01 აპრილი 2026, 17:07

საზოგადოება

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება

გიორგი გამსახურდია

01 აპრილი 2026, 16:59

პოლიტიკა

გამსახურდია ოპოზიციური მედიის მიერ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების დათვლაზე: ეს ის ხალხია, მიშას „ნაშებზე“ საჩუქრების სახელმწიფოსგან დაფინანსებას ნორმალურად რომ მიიჩნევს - აქ ჩანს მათი ეკლესიისადმი დამოკიდებულება

გამსახურდია ოპოზიციური მედიის მიერ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: ეს ის ხალხია, მიშას "ნაშებზე" საჩუქრების სახელმწიფოსგან დაფინანსებას ნორმალურად რომ მიიჩნევენ - აქ ჩანს მათი ეკლესიისადმი დამოკიდებულება გიორგი გამსახურდია, ოპოზიციური მედიის მიერ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში აფასებს. მისი განცხადებით, გასაკვირი არაფერია, ვინაიდან, ეს ის ხალხია, ვინც სააკაშვილის პირადი საჭიროებების სახელმწიფოსგან დაფინანსებას ნორმალურად მიიჩნევს. გამსახურდიას თქმით, აქ ჩანს მათი რეალური დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. "რა არის გასაკვირი? ეს ის ხალხია მიშას გულავის, თავის ნაშებზე საჩუქრების და საოჯახო საჭიროებების სახელმწიფოსგან დაფინანსებას, ნორმალურად რომ მიიჩნევენ. ზუსტად აქ ჩანს ნათლად მათი ეკლესიისადმი და სასულიერო საკითხებისადმი დამოკიდებულება. პირადად მაინც არ მქონდეს მათგან მოსმენილი მაგათი მიდგომები მსგავს საკითხებზე," - წერს გამსახურდია.

01 აპრილი 2026, 16:54

კულტურა

საქართველომ აკანთუსის უმაღლესი ჯილდო და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ აკანთუსის უმაღლესი ჯილდო და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

მიხეილ ყაველაშვილი

01 აპრილი 2026, 16:41

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში გაემგზავრა.