გენადი არველაძე: ღია და ლიბერალური პოლიტიკით ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, უზრუნველვყოთ ეკონომიკური ზრდა
გენადი არველაძე
ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელურ დისკუსიაზე - „ვაჭრობა მომავლისთვის“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის ლიბერალურ კურსზე და პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. გენადი არველაძის თქმით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ქვეყნებთან ვაჭრობის გაუმჯობესების და ლიბერალიზაციის თვალსაზრისით.
„უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, გლობალურად იყო რამდენიმე კრიზისი, მათ შორის რეცესია. რეცესიის შემდეგომ, ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლების მისაღწევად, ერთ-ერთი მიზანი იყო ბარიერების ჩამოშლა, რომ უფრო მეტად გაზრდილიყო წარმოება, გაზრდილიყო ინვესტირება, გაზრდილიყო სტაბილურობა, რომ შემდგარიყო კარგი სავაჭრო ურთიერთობები სხვადასხვა პარტნიორთან. ამ თვალსაზრისით, საქართველო ასრულებს პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანას უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი ყველაზე მეტად ლიბერალური პოლიტიკა. საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ტარიფი გლობალურ ჭრილში. აღნიშნული მნიშვნელოვანი მახასიათებელია ჩვენი პარტნიორებისა თუ იმპორტიორებისათვის“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თავის გამოსვლაში არველაძემ ისაუბრა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმების კუთხით მიღწეულ შედეგებზე და ხაზი გაუსვა აღნიშნული შეთანხმებების როლს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნების კუთხით. მისი თქმით, უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში, საქართველო ცდილობს შექმნას და შეიმუშავოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები რეგიონის სხვადასხვა ქვეყანასთან. ქვეყანას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ძალიან ბევრ ქვეყანასთან ამიერკავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, თურქეთთან, ასევე, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეკონომიკასთან - ჩინეთთან, ჰონგ-კონგთან, გაერთიანებულ სამეფოსთან.
„ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველები ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყების თვალსაზრისით. სულ ახლახან, ასეთ შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანასთან. სპარსეთის ყურე წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რეგიონს ჩვენთვის და ერთ-ერთი უკანასკნელი შეთანხმება სწორედ ხელმოწერილია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან. ღია და ლიბერალური პოლიტიკის ქონით, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, უზრუნველვყოთ ეკონომიკური ზრდა და ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, თავისთავად, ექსპორტია. ლიბერალური ვაჭრობა კი ყოველთვის ხელს უწყობს ექსპორტის ზრდას გლობალურად, ამიტომაც შევძელით უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, კოვიდ-პანდემიის შემდეგ შეგვენარჩუნებინა ორნიშნა ზრდა“,- აღნიშნა არველაძემ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომელიც ამავე დროს არის „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ საორგანიზაციო შტაბის ხელმძღვანელი, ხაზი გაუსვა ფორუმის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის დიალოგის გაღრმავების კუთხით.
„აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც 2015 წლიდან არსებობს, უზრუნველყოფს პლატფორმას, რომელმაც პირველივე დღეებიდან ხელი შეუწყო ქვეყნებს შორის დიალოგს და რეგიონალურ დაკავშირებას“, - განაცხადა მან პანელურ დისკუსიაზე.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 15:24
ეკონომიკა
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ და მსოფლიო ბანკის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი მიქელაძემ, მსოფლიო ბანკი-ის (WB) პროექტის განხორციელების მხარდამჭერი მისიის ფარგლებში, შეხვედრა გამართეს.
01 აპრილი 2026, 15:21
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და IMF-ის მხარდაჭერას, მათ შორის ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით.
01 აპრილი 2026, 15:17
რეგიონი
თელავში ფერმერებთან მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა ქალაქ თელავში ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 15:13
რეგიონი
ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქალაქ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრის მიზანი მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების შემცირების მნიშვნელობის გაცნობიერება და მდგრადი მოხმარების პრინციპების პოპულარიზაცია იყო. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინოფრმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 15:04
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური მეწარმე სუბიექტებს დამატებით აცნობებს, რომ მიმდინარე წლის 1-ელ აპრილს რეგისტრირებული საწარმოების ხელახალი რეგისტრაციის ვადა ამოიწურა
დროული ინფორმირების მიზნით, 270 ათასზე მეტ მეწარმე სუბიექტს, რეგისტრაციის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის შეტყობინება, წინსწრებით გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ ავტორიზებულ გვერდზე, ხოლო მიმდინარე წლის 1 აპრილიდან მათ სავალდებულო შეტყობინებების ველში გამოუჩნდებათ შემდეგი შეტყობინება - ,,არ აქვს გავლილი რეგისტრაცია“.
01 აპრილი 2026, 15:01
პოლიტიკა
პარლამენტმა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო
პარლამენტმა 81 ხმით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 14:56
პოლიტიკა
„ნეიტრალური საქართველო“: ჩერგოლეიშვილის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათთვის ძალაუფლების წყარო უცხოელი პატრონები არიან და ლეგიტიმაციასაც მათგან ელიან. დარწმუნებულები არიან - მთავარი გადაწყვეტილებები აშშ-ში მიიღება
როგორც ერთ დროს ერთიანი, შემდეგ დაშლილი და ახლა კიდევ ერთხელ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ისინი მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა თავიანთ უცხოელ პატრონებს წარუდგინონ სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა დაიბრუნონ ძალაუფლება და მოვიდნენ ხელისუფლებაში, - ვკითხულობთ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
01 აპრილი 2026, 14:54
პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში, „დიფ სთეითი“ მართავს ყველაფერს - „ქართული ოცნების“ კონფორმისტული პოზიცია აბსოლუტურად მიუღებელია
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებაზე აშშ-ში ვიზიტთან და უცხოელი პატრონებისთვის სამოქმედო გეგმის წარდგენასთან დაკავშირებით.
01 აპრილი 2026, 14:53
პოლიტიკა
ფოთის მერი ევროპის საბჭოს 50-ე პლენარულ სესიაზე: არჩევნების შედეგები ასახავს საზოგადოების თავისუფალ ნებას. ეს იყო არჩევანი სტაბილურობასა და განვითარებაზე, ეროვნულ იდენტობასა და ევროპულ მომავალს შორის ბალანსის შენარჩუნებაზე
ფოთის მერი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს.
01 აპრილი 2026, 14:50
საზოგადოება
ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს
მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, ბერძნული ავიაკომპანია Sky Express-ი საჰაერო მიმოსვლას ჰერაკლიონი - თბილისი - ჰერაკლიონის საჰაერო ხაზზე განახორციელებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანიის ახალ პირდაპირ მიმართულებაზე ფრენები 6 ივლისიდან 22 სექტემბერის ჩათვლით კვირაში 1 სიხშირით, ყოველ სამშაბათს შესრულდება. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 14:40
საზოგადოება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი: სოფელ წკერეში, აქტიურად მიმდინარეობს ფერდის გამაგრების სამუშაოები. კონტრაქტორი კომპანია უზრუნველყოფს დაზიანებული ფერდის კაპიტალურ გამაგრებას და დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 29 მარტს, სოფელ წკერეში, თოვლის დნობის შედეგად, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში გვირაბის ღია წესით გაყვანისას დროებით გამაგრებული ფერდის ჩამოშლის გამო, დაზიანდა სოფლის სასაფლაოს ტერიტორია, მათ შორის - ორი საფლავი.
01 აპრილი 2026, 14:33
ეკონომიკა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა IFE London 2026-ზე მიიღეს მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული კომპანიები საკვები და სასმელი პროდუქტების ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო B2B გამოფენაზე IFE London 2026 წარდგნენ. ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელევს.
01 აპრილი 2026, 14:28
ეკონომიკა
აზიის განვითარების ბანკში კვარტალური შეხვედრა გაიმართა
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე და აზიის განვითარების ბანკის პროგრამის ხელმძღვანელი ბექა თორია აზიის განვითარების ბანკის (ADB) კვარტალურ შეხვედრას დაესწრნენ.
01 აპრილი 2026, 14:27
ეკონომიკა
ლევან მახაშვილი: მიუხედავად ურთულესი ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური მდგომარეობისა, საქართველო ვითარდება და თუკი რამე დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ არის ის, რომ საქართველოს ეკონომიკური გადაწყვეტილებები არის სწორი
კიდევ ერთი პასუხი იმ სიყალბეზე, იმ დეზინფორმაციაზე, რასაც საქართველოზე ავრცელებენ ხოლმე. ჩვენ ვხედავთ როგორი რთული ვითარებაა. ოთხმხრივ ცეცხლშია საქართველო მოქცეული, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მახაშვილმა.
01 აპრილი 2026, 14:25
საზოგადოება
მამა გიორგი გოგიჩაიშვილი: შემთხვევით არ ყოფილა, რომ პატრიარქმა მეუფე შიო აირჩია მოსაყდრედ, რომელშიც დაინახა ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის უანგარო სიყვარული, სიყვარული ღმერთისა და მოყვასისა, მსახურება
მეუფე შიოში პატრიარქმა დაინახა ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის უანგარო სიყვარული, სიყვარული ღმერთისა და მოყვასისა, მსახურება, - განუცხადა „ქრონიკას“ მამა გიორგი გოგიჩაიშვილმა
01 აპრილი 2026, 14:22
პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ხელისუფლებასთან საჯარო დებატებს ითხოვს
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ „ქართულ ოცნებასთან“ საჯარო დებატებს ითხოვს.
01 აპრილი 2026, 14:10
საზოგადოება
„რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სინოდის სხდომის დისკრედიტაციას ცდილობს და მღვდელმთავრებს შეურაცხყოფას აყენებს
ეკლესიის წინააღმდეგ შეტევა გრძელდება. ოპოზიციური მედიასაშუალებები ტირაჟირებენ „რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ზვიად ცაბაძის კომენტარს, რომელიც სინოდის სხდომის დისკრედიტაციას ცდილობს და მღვდელმთავრებს შეურაცხყოფას აყენებს.
01 აპრილი 2026, 14:09
პოლიტიკა
ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, Global Terrorism Index-ში საქართველოს შედეგი ხელისუფლების უსაფრთხოების პოლიტიკისა და სუსის პროფესიონალიზმის შედეგია
„რა თქმა უნდა, ეს იმის შედეგია, რასაც საქართველოს ხელისუფლება უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით ახორციელებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, რომელიც ძალიან მაღალი პროფესიონალიზმისა და სტანდარტით ასრულებს თავის მოვალეობას. საერთოდ, აღსანიშნავია არა მარტო ტერორიზმში, ასევე დანაშაულთა მიმართებაში, ერთ-ერთი მთავარი და აუცილებელი ფაქტორი დანაშაულის პრევენცია გახლავთ. ეს სამსახურები სწორედ ამას აკეთებენ თავიანთი ყოველდღიური მუშაობით. რა თქმა უნდა, აქ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ინფორმაციის მოპოვებას, ისე მის გაზიარებას როგორც სტრატეგიულ, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან. ამ მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მართლაც რომ ძალიან მაღალი პროფესიონალიზმითა და სტანდარტით მუშაობს“, - აცხადებს ტაბატაძე.
01 აპრილი 2026, 14:08
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი: ზელენსკის დონბასიდან ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება უკვე დღეს უნდა მიეღო
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დონბასიდან ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება უკვე დღეს უნდა მიეღო.
01 აპრილი 2026, 14:07
რეგიონი
რუსთავში ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება იწყება
პროექტის მიხედვით, რუსთავის ახალ ბაღში ბავშვებისთვის უნდა მოეწყოს საძინებელი, სათამაშო და სასადილო სივრცეები, მუსიკალური და სპორტული მეცადინეობისთვის განკუთვნილი ოთახები, საშხაპე და დამხმარე სათავსოები.


