მონტენეგროს პრემიერი: საქართველოს ვუყურებთ, როგორც კარგ მაგალითს და თვალს ვადევნებთ, თუ რას აკეთებს საქართველო ტურიზმის სექტორში, ძალიან კარგი შედეგებია, ძალიან კარგი მარკეტინგი ხორციელდება
დრიტან აბაზოვიჩი
ფოტო: realpolitika.ge
ჩვენი ხედვა არის ის, რომ მომავალ წელს განვაგრძოთ ისევ ავტომაგისტრალის მშენებლობა, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილს დააკავშირებს სერბეთთან, ბართან, რომელიც მონტენეგროს პატარა ქალაქია და ასევე დააკავშირებს ბუდაპეშტთან, ბელგრადთან, პორტებთან, ეს გზა იქნება დამაკავშირებელი და ჩვენ შევეცდებით, რომ ეს გზა ალბანეთის საზღვრებთანაც გავიდეს, ბოსნია ჰერცეგოვინასა და ხორვატიასთანაც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზა, - ამის შესახებ მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა დრიტან აბაზოვიჩმა “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ყურადღება გაამახვილა ელექტროენერგიის ექსპორტზე.
„აზერბაიჯანელი მეგობრების გარეშე და სხვათა შორის მე ბატონ ალიევს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ვესაუბრე ამაზე, რომ გაზის ტრანსპორტირების მილსადენი არის მნიშვნელოვანი. ჩვენ არ ვართ ამის ნაწილი, მონტენეგრო არ არის მიერთებული, მაგრამ მთელი იდეა არის , რომ საბერძნეთის გავლით, ალბანეთის გავლით, საბოლოო ჯამში, ჩვენ გვინდა, რომ ეს ხორვატიამდეც მოვიდეს და მერე უკვე მონტენეგროშიც შემოვიდეს და ეს არის გზა, რომელიც შეიძლება მართლაც, რომ განხორციელდეს. ნამდვილად ვიცით, რომ ენერგო კრიზისი გვქონდა, მაგრამ ჩვენ არ გვიგრძნია ენერგო კრიზისი და ძალიან ვამაყობ ჩემი კოლეგების მუშაობით, იმიტომ, რომ ამ სიტუაციაში მონტენეგრომ მაინც შეძლო კარგი შედეგების დადება. ჩვენ დავიწყეთ ელექტროენერგიის ექსპორტი და ჩვენ ასევე, მინდა გავარეკლამო, ასე ვთქვათ, ჩვენ კავშირი გვაქვს ენერგორესურსების იტალიასთან, და ჩვენ გვაქვს ამბიცია და ჩვენ ხელი მოვაწერეთ უკვე შეთანხმებას და 2027 წლამდე ჩვენ გავაორმაგებთ ჩვენს შესაძლებლობებს და რესურსებს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით. ასევე ვსაუბრობთ მზის ენერგიაზე, ასევე ქარის ენერგო რესურსებზე და ვიწვევთ ინვესტორებს, რომ ჩამობრძანდით და ნახეთ ის შესაძლებლობები, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჩვენი ბაზარი არ არის ძალიან დიდი, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ ჰაბი ელექტროენერგიის წარმოებისთვის, რომელიც გაყიდული იქნება ევროკავშირში და ასევე სხვა ქვეყნებშიც, ამიტომ მნიშვნელოვანია ,რომ ეს ინფრასტრუქტურა მართლაც არსებობდეს და განვითარდეს, ეკონომიკის კონტექსტში, ყველა ამ გამოწვევის და ომებისა და პრობლემების ფონზეც, თანაც ახალი პრობლემა არის კიდევ, ვგულისხმობ ისრაელის სიტუაციას, მონტენეგრო 620 ოპერაციას ახორციელებს და პირდაპირ ხაზზეა ისრაელთან. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ძალიან ბევრ ტურისტს მასპინძლობს ამ ქვეყნიდან, ახლა სიტუაცია ძალიან ცუდია და ვლოცულობთ მშვიდობისთვის. ჩვენი როლი გლობალურ დონეზე, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, და ეს არ არის მაგალითად რომ ვიღაცას ვუთხრათ რა გააკეთოს - არა, ჩვენ გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ იმას, რაც უნივერსალური ფასეულობაა. ჩვენ გვინდა, რომ ერთად დავსხდეთ და დიალოგის მეშვეობით მივაღწიოთ გამოსავალს. ძალადობა მიუღებელია და არ შეიძლება, რომ ძალადობით ვინმემ მიაღწიოს პოლიტიკურ მიზანს, ეს არის აზროვნების პრიმიტიული გზა, ძალადობა ეს არ არის შესაძლებლობა და გზა ვინმესთვის, ადამიანების მოკვლა და პრობლემების გაჩენა, ინფრასტრუქტურის დანგრევა, სახლების დანგრევა- ეს არ არის მიზნის მიღწევის გზა“, - განაცხადა მონტენეგროს პრემიერმა.
დრიტან აბაზოვიჩის თქმით, მონტენეგრო დასავლეთ ბალკანეთიდან საკმაოდ მკაფიო საგარეო პოლიტიკას ახორციელებს.
„მიზანი მიღწეული უნდა იქნეს დიპლომატიით, ერთად დასხდომით, მეგობრებთან საუბრით, კარგი ენერგიის გაზიარებით და გამოსავალზე ფიქრით, ალბათ იქნებ უფრო მეტი დრო შეიძლება დასჭირდეს ამას, მაგრამ უკეთეს შედეგებს მოიტანს. სწორად ამით მე მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი ქვეყანაც დასავლეთ ბალკანეთიდან საკმაოდ მკაფიო საგარეო პოლიტიკას ახორციელებს და ჩვენი მიზანიც ნათელია, რომ ჩვენ გავხდეთ პირველი ახალი წევრი ევროკავშირისა და ამ კუთხით ჩვენ გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ პოლიტიკურ მისწრაფებას, რომელიც ასევე გააჩნია სხვა ქვეყანას, რომელსაც უნდა რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, როგორიცაა საქართველო, ასევე სხვა ქვეყნებსაც და მიგვაჩნია რომ ღია კარის პოლიტიკა უნდა იყოს მთავარი პრინციპი.
ქვეყნებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, თუ რომელ ორგანიზაციაში სურთ გაწევრიანება და თუ რომელ კლუბში უნდა შესვლა, მაგრამ პრობლემა არ უნდა შეუქმნას სხვას და ეს არის მთავარი პრინციპი.
ეკონომიკის კონტექსტში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით მონტენეგრო 2023 წელს მიაღწევს 4.9%-იან ზრდას, რაც არის საუკეთესო შედეგი, ეს არის იმაზე უკეთესი ვიდრე აქვს ეს გერმანიას, საფრანგეთს იტალიას ან სხვა ქვეყნებს. ძალიან რთული იქნება ამის შენარჩუნება მომავალი წლების განმავლობაში, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ნაკლები ვისაუბროთ წარსულზე და უფრო მეტი ვისაუბროთ მომავალზე და თუ ჩვენ ამ გზას ასე გავყვებით, მე მგონი წარმატებას მივაღწევთ. ჩვენ ყურადღება უნდა გადავიტანო ცოტა უფრო დიდ პოლიტიკურ თემებზე, რომლებიც ასევე ძალიან ცნობილი იყო დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში და აქედან კიდევ ყურადღება უნდა გადავიტანოთ იმ თემებზე რომლებიც უფრო და უკიდურესად მნიშვნელოვანია გლობალური მსოფლიოსთვის, იმიტომ რომ ჩვენ ციფრულ გადაწყვეტებში უნდა ჩავდოთ ინვესტიცია, რომ გამოვიყენოთ ახალი ტექნოლოგიები, როგორიც არის ხელოვნური ინტელექტი, იმისათვის, რომ ჩვენი სისტემები კიდევ უფრო პროდუქტიული გახდეს, იმისათვის რომ გვყავდეს მთავრობა, რომელიც იქნება უფრო ეფექტური, იმისათვის რომ მოვშალოთ ბარიერები რაც წინ უდგას ბიზნესებს და ასევე იმისათვის, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო ეფექტური გავხადოთ. თუ ჩვენ ამას მივაღწევთ, დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებაც გარდაუვალი იქნება. ამ წარმატებას ვუსურვებ ყველა სხვა ქვეყანას და კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს მთავრობას ამ ღონისძიებას და ასევე საქართველოს ვუყურებთ, როგორც კარგ მაგალითს და თვალს ვადევნებთ, თუ რას აკეთებს საქართველო ტურიზმის სექტორში, ძალიან კარგი შედეგებია, ძალიან კარგი მარკეტინგი ხორციელდება და ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ აი ასე შეგვიძლია ჩვენ პრობლემების გადაჭრა. ერთად უნდა დავსხდეთ და ძალიან მიხარია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრს და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს მოვუსმინეთ და ასე ღიად საუბრობდნენ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელიც ჩვენ გვინდა რომ ერთად ავაშენოთ. გზები არის იმისათვის, რომ ადამიანები ერთმანეთთან დააკავშირონ. ინვესტიციას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ეს ჩინური იქნება, იაპონური, საუდის არაბეთიდან მოდის, თუ სხვა ქვეყნიდან. საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია, რომ იქმნება და განხორციელდება პროექტი, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ადამიანები მოიხმარენ, იქნება ეს საზღვაო პორტი თუ აეროპორტი, იმისათვის, რომ ერთმანეთს დაუკავშირდნენ. ასევე, უფრო მეტ სტაბილურობასა და მშვიდობას შესძენენ სხვადასხვა ქვეყნებს.
სწორედ ამ სულისკვეთებით, კიდევ ერთხელ მინდა რომ დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ შესაძლებლობისთვის. თქვენ ნამდვილი ჭეშმარიტი პარტნიორი და მეგობარი გყავთ, ყველაფერ იმასთან დაკავშირებით ,რაც კარგ იდეას უკავშირდება, მონტენეგროს სახით ვსაუბრობ.
სავარაუდოდ, ალბათ რაღაც დროის შემდეგ ჩვენც შევძლებთ მსგავსი ღონისძიების ორგანიზებას ჩვენს ქვეყანაში, სადაც ყველა თქვენგანს გულითადად გეპატიჟებით. დიდი მადლობა“, - აღნიშნა პრემიერმა.
ყველა სიახლე
22 აგვისტო 2026, 12:37
მსოფლიო
უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე: საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება სრულიად შეუძლებელი, არამიზანშეწონილი და უპასუხისმგებლო ნაბიჯია
უკრაინის უმაღლესი რადა მუშაობს სპეციალურ კანონპროექტზე, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობებს ითვალისწინებს, თუმცა ამ ეტაპზე რეალური კენჭისყრის ორგანიზება სრულიად შეუძლებელია. ამის შესახებ უმაღლესი რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა
22 აგვისტო 2026, 12:00
კულტურა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა. სამუშაოების მიმდინარეობას სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, მონიტორინგის სამსახურის უფროს გიორგი ტიკურიშვილთან და ექსპედიციის ხელმძღვანელ პროფესორ ვახტანგ ლიჩელთან ერთად გაეცნო.
22 აგვისტო 2026, 11:50
საზოგადოება
რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებს ასრულებს. სამუშაოების დასრულების ეტაპს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი რუსთავის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან ერთად გაეცნო.
22 აგვისტო 2026, 11:29
სამართალი
სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს
სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს
22 აგვისტო 2026, 11:27
კულტურა
„ღამის სერენადების“ საფესტივალო კონცერტი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ გრძელდება. ბორჯომის შემდეგ მომდევნო საფესტივალო კონცერტი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა.
22 აგვისტო 2026, 11:23
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ევროპელი ლიდერები საჯაროდ ითხოვენ საკუთარ ადგილს რუსეთთან დიალოგში, ხოლო მათი ყველაზე თავგამოდებული მიმდევრები თბილისში „პრორუსულობაში“ ადანაშაულებენ ყველას, ვინც უბრალოდ ახალ დასავლურ, ევროპულ პრესას კითხულობს
„საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური მეინსტრიმი „თვით ევროპაზე მეტად ევროპელი“ აღმოჩნდა „რუსეთუმე“ სტუბსა თუ მაკრონთან შედარებით“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
22 აგვისტო 2026, 11:15
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა ოპოზიციაზე: ვხედავთ, მათ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე გარკვეულ თანხად შეუძლიათ ერთმანეთის ყიდვა და გადაბირება
ეს ადამიანები ორიენტირებულები არიან მხოლოდ და მხოლოდ მერკანტილურ ინტერესებზე, ფულზე და ძალაუფლებაზე - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას. მისივე თქმით, საზოგადოება ხედაავს, რომ თურმე ოპოზიციას გარკვეულ თანხად შეუძლიათ ერთმანეთის ყიდვა და გადაბირება.
22 აგვისტო 2026, 11:05
მსოფლიო
ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპთან დაძაბულ ურთიერთობაზე: მეგონა, ყველაფერი უფრო მარტივად იქნებოდა
გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან თავის რთულ და დაძაბულ ურთიერთობაზე ისაუბრა.
22 აგვისტო 2026, 10:58
სამართალი
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
22 აგვისტო 2026, 10:51
მსოფლიო
ტრამპი: მე ჰორმუზის სრუტეს ახლა ამერიკულ ტერიტორიად განვიხილავ, ეს ამერიკის ტერიტორიაა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად მიიჩნევს. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ მიტინგზე ტრამპმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი სრულად აკონტროლებს მთელ რეგიონს.
22 აგვისტო 2026, 10:46
სამართალი
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
22 აგვისტო 2026, 10:45
საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მზით დამწვრობისა და მისი პრევენციის გზების შესახებ რეკომენდაციებს ავრცელებს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მზისგან თავის დაცვისა და დამწვრობის პრევენციისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს.
22 აგვისტო 2026, 10:45
მსოფლიო
აშშ-მა კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა
სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, შაბათს, ძალაში შევიდა აშშ-ის მიერ კანადურ საქონელზე დაწესებული 50%-იანი ტარიფები. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
22 აგვისტო 2026, 10:43
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
22 აგვისტო 2026, 10:37
საზოგადოება
გივი მიქანაძემ თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა
გივი მიქანაძემ თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა
22 აგვისტო 2026, 10:33
რეგიონი
მამუკა მდინარაძემ გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
მამუკა მდინარაძემ გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
22 აგვისტო 2026, 10:25
მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი: ერდოღანის უბადრუკი მცდელობა, დააშინოს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ჭეშმარიტი დემოკრატიის, ისრაელის ლიდერები და ჯარისკაცები, შედეგს ვერ გამოიღებს
ერდოღანის უბადრუკი მცდელობა, დააშინოს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ჭეშმარიტი დემოკრატიის, ისრაელის ლიდერები და ჯარისკაცები, შედეგს ვერ გამოიღებს, - განაცხადეს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში.
22 აგვისტო 2026, 09:31
სპორტი
23 აგვისტოს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს
23 აგვისტოს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს
22 აგვისტო 2026, 09:00
სპორტი
დღეს, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობას კონსტანტინე პეტრიაშვილი დაიწყებს
დღეს მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობას კონსტანტინე პეტრიაშვილი დაიწყებს
21 აგვისტო 2026, 22:34
საზოგადოება
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება - რა უნდა იცოდნენ დაინტერესებულმა ადამიანებმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სად არის ნებადართული და ფრინველთა რა სახეობაზე ნადირობა, ამას გარდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის მსურველებს აფრთხილებს, რომ კონტროლი იქნება მკაცრი.


