imedi /  26 ოქტომბერი 2023, 16:13 / სანდო წყარო

მონტენეგროს პრემიერი: განსაკუთრებით მივულოცავ ბატონ ირაკლის, რომ მან დღეს აქ თავი მოუყარა ჩვენს ორ კოლეგას, ჩემს მეგობრებს, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ორ ქვეყანას, რომლებიც მონტენეგროს მეგობრებიც არიან

დრიტან აბაზოვიჩი

დრიტან აბაზოვიჩი

მე მონტენეგროდან ვარ და ჩემი ქვეყანა ძალიან ჰგავს საქართველოს ბევრი ასპექტით. ჩვენ დასავლეთ ბალკანეთში მდებარე ქვეყანა ვართ და როგორც საქართველო, ჩვენც ასევე ვცდილობთ, რომ ხიდის როლი ვითამაშოთ, რომ ჩვენი მეზობლები ერთმანეთთან დავაკავშიროთ, რომ ადამიანები ერთმანეთთან დავაკავშიროთ, - ამის შესახებ მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა დრიტან აბაზოვიჩმა “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მონტენეგროს პრემიერის თქმით, დღესდღეობით გლობალურ სამყაროში აღარ არის უკვე მნიშვნელოვანი რამდენად დიდია რომელიმე ქვეყანა, უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად დიდია იდეა.

„ძვირფასო პრემიერ მინისტრებო, ძვირფასო მინისტრებო, ძვირფასო ელჩებო, თქვენო აღმატებულებავ, მივესალმებით ამ დიდი ფორუმის მონაწილეებს და მე მივულოცავ საქართველოს მთავრობას და ჩვენს მეგობარს, ბატონ ირაკლის ამ შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებას და დიდი მადლობა ასევე გულთბილი სტუმართმოყვარეობისთვის.
მე მონტენეგროდან ვარ და ჩემი ქვეყანა ძალიან ჰგავს საქართველოს ბევრი ასპექტით. ჩვენ დასავლეთ ბალკანეთში მდებარე ქვეყანა ვართ და როგორც საქართველო, ჩვენც ასევე ვცდილობთ, რომ ხიდის როლი ვითამაშოთ, რომ ჩვენი მეზობლები ერთმანეთთან დავაკავშიროთ, რომ ადამიანები ერთმანეთთან დავაკავშიროთ და ვნახოთ, რამდენად შეიძლება უფრო მეტი სიბრძნით და გონებით უფრო მეტი კარგი რამე გავაკეთოთ ევროპის ყველა ქვეყნისთვის.

მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ყველაფერი მარტივია, ჩვენ წარსულს ვერ შევცვლით, ერთადერთი რისი შეცვლაც შეგვიძლია, არის მომავალი. ერთადერთი, რაც შეგვიძლია შევცვალოთ და რაც ჩვენი ვალდებულება არის - უნდა შევცვალოთ მომავალი და კარგად რომ შევცვალოთ მომავალი, რომ უფრო მეტად დავამკვიდროთ მშვიდობა და სტაბილურობა, კიდევ უფრო მეტი პროექტი რომ განხორციელდეს და უფრო მეტი ინფრასტრუქტურა რომ აშენდეს და ასევე რომ ერთმანეთთან დავაკავშიროთ ადამიანები.

განსაკუთრებით მივულოცავ ბატონ ირაკლის, იმიტომ, რომ მან დღეს აქ თავი მოუყარა ჩვენს ორ კოლეგას, ჩემს მეგობრებს, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ორ ქვეყანას, რომლებიც მონტენეგროს მეგობრებიც არიან და კარგი რა არის აქ - ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ მნიშვნელოვან პროექტებზე, რაც მნიშვნელოვანია ამ რეგიონის მომავლისთვის და ასევე მნიშვნელოვანია, როგორც ევროპისთვის, ასევე აზიისთვის.
დღესდღეობით გლობალურ სამყაროში აღარ არის უკვე მნიშვნელოვანი რამდენად დიდია რომელიმე ქვეყანა, უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად დიდია იდეა, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც შეიძლება რომ ჩვენ განვახორციელოთ და სწორედ ამ გზით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისაუბროთ წვდომაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისაუბროთ გზებზე, ასევე აეროპორტებზე, საზღვაო პორტებზე და კიდევ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას იმაზე, რომ ადამიანებს მიუწვდებოდეთ ხელი ამაზე და ასევე ხალხისა და პროდუქტების, საქონლის გადაადგილებისთვის, წვდომა გვქონდეს ამ გზებზე და ყველა ინიციატივა, აბრეშუმის გზასთან დაკავშირებით, რაც კი მოვისმინეთ ჩვენი კოლეგებისგან და რასაც ვისმენთ ამ ფორუმის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორც მომავლისთვის, ასევე მშვიდობისთვის, მაგრამ მშვიდობის გარეშე შეუძლებელი იქნება პროგრესის შენარჩუნება.

დღეს ჩვენ ძალიან დიდი გლობალური გამოწვევების წინაშე ვდგავართ. კორონა ვირუსის შემდეგ, რომელმაც ბევრი ეკონომიკა გაანადგურა, რაშიც შედის მონტენეგროს ეკონომიკაც, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან იყო დამოკიდებული ტურიზმის სექტორზე და ჩვენი პირდაპირი შემოსავალი მოდიოდა ტურიზმიდან, 75% არაპირდაპირი შემოსავალი იყო და ჩვენ ახლა უკვე ვცდილობთ, რომ აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა კოვიდის შემდეგ.

წელს, უნდა ითქვას, რომ მონტენეგროს ისტორიაში საუკეთესო ტურისტული სეზონი გვქონდა და ჩვენი პარამეტრები ყველანაირ მოლოდინს სცდება. ძალიან კარგი იყო. 2019 წლის შემდეგ, რომელიც სხვათა შორის, თავისთავად რეკორდული იყო, მაგრამ 2023 კიდევ ამაზე უკეთესი აღმოჩნდა. ადამიანებმა კვლავ დაიწყეს გადაადგილება და მოგზაურობა. ძალიან კარგი არის ის, რომ კორონას შემდეგ, გზების დახურვის შემდეგ, სხვათა შორის, მე ხაზი უნდა გავუსვა ასევე ჩინეთის მდგომარეობას, რომ ამდენი წელი იყო ჩაკეტილი და ბოლოს უკვე ასევე შეგვიძლია, რომ ჩინეთიდანაც ჩამოვიდნენ ადამიანები.
კიდევ, ჩვენს ქვეყანაში დიდი პრობლემა იყო, იმიტომ, რომ მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ომი რუსეთსა და უკრაინას შორის. ჩვენი ბაზრის 20% დამოკიდებული იყო რუსეთზე, უკრაინასა და ბელარუსზე, მაგრამ ჩვენ გამოსავალი მოვძებნეთ, მაინც შევეცადეთ, რომ ახალი მიმართულებები აგვეთვისებინა, ეს არის ახლო აღმოსავლეთი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და პირველად ხდება, რომ ქუვეითშიც ხდება ეს და კიდევ არის ახალი მიმართულებები, როგორიც არის ყაზახეთი, უზბეკეთი და ჩვენ ვაჩვენებთ ადამიანებს, რომ მხოლოდ და მხოლოდ საჭიროა წვდომა. ადამიანები მზად არიან იმისათვის რომ იმგზავრონ, რომ აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები. ჩვენ უბრალოდ შესაძლებლობები უნდა შევთავაზოთ, სხვადასხვა ვარიანტი უნდა შევთავაზოთ და მართალია რომ ჩვენ პირველი ავტომაგისტრალი მონტენეგროში გავხსენით და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ავტომაგისტრალი მსოფლიოში, მაგრამ არ გვინდა აქ გავჩერდეთ“, - განაცხადა დრიტან აბაზოვიჩმა.

ყველა სიახლე

22 აგვისტო 2026, 12:00

კულტურა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა. სამუშაოების მიმდინარეობას სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, მონიტორინგის სამსახურის უფროს გიორგი ტიკურიშვილთან და ექსპედიციის ხელმძღვანელ პროფესორ ვახტანგ ლიჩელთან ერთად გაეცნო.

22 აგვისტო 2026, 11:50

საზოგადოება

რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებს ასრულებს. სამუშაოების დასრულების ეტაპს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი რუსთავის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან ერთად გაეცნო.

22 აგვისტო 2026, 11:29

სამართალი

სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს

22 აგვისტო 2026, 11:27

კულტურა

„ღამის სერენადების“ საფესტივალო კონცერტი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ გრძელდება. ბორჯომის შემდეგ მომდევნო საფესტივალო კონცერტი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა.

დავით ქართველიშვილი

22 აგვისტო 2026, 11:23

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროპელი ლიდერები საჯაროდ ითხოვენ საკუთარ ადგილს რუსეთთან დიალოგში, ხოლო მათი ყველაზე თავგამოდებული მიმდევრები თბილისში „პრორუსულობაში“ ადანაშაულებენ ყველას, ვინც უბრალოდ ახალ დასავლურ, ევროპულ პრესას კითხულობს

„საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური მეინსტრიმი „თვით ევროპაზე მეტად ევროპელი“ აღმოჩნდა „რუსეთუმე“ სტუბსა თუ მაკრონთან შედარებით“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

თორნიკე ფაღავა

22 აგვისტო 2026, 11:15

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა ოპოზიციაზე: ვხედავთ, მათ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე გარკვეულ თანხად შეუძლიათ ერთმანეთის ყიდვა და გადაბირება

ეს ადამიანები ორიენტირებულები არიან მხოლოდ და მხოლოდ მერკანტილურ ინტერესებზე, ფულზე და ძალაუფლებაზე - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას. მისივე თქმით, საზოგადოება ხედაავს, რომ თურმე ოპოზიციას გარკვეულ თანხად შეუძლიათ ერთმანეთის ყიდვა და გადაბირება.

ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპი

22 აგვისტო 2026, 11:05

მსოფლიო

ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპთან დაძაბულ ურთიერთობაზე: მეგონა, ყველაფერი უფრო მარტივად იქნებოდა

გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან თავის რთულ და დაძაბულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

22 აგვისტო 2026, 10:58

სამართალი

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე

დონალდ ტრამპი

22 აგვისტო 2026, 10:51

მსოფლიო

ტრამპი: მე ჰორმუზის სრუტეს ახლა ამერიკულ ტერიტორიად განვიხილავ, ეს ამერიკის ტერიტორიაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად მიიჩნევს. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ მიტინგზე ტრამპმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი სრულად აკონტროლებს მთელ რეგიონს.

22 აგვისტო 2026, 10:46

სამართალი

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

22 აგვისტო 2026, 10:45

მსოფლიო

აშშ-მა კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა

სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, შაბათს, ძალაში შევიდა აშშ-ის მიერ კანადურ საქონელზე დაწესებული 50%-იანი ტარიფები. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

22 აგვისტო 2026, 10:45

საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მზით დამწვრობისა და მისი პრევენციის გზების შესახებ რეკომენდაციებს ავრცელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მზისგან თავის დაცვისა და დამწვრობის პრევენციისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს.

22 აგვისტო 2026, 10:43

სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

22 აგვისტო 2026, 10:37

საზოგადოება

გივი მიქანაძემ თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

გივი მიქანაძემ თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

22 აგვისტო 2026, 10:33

რეგიონი

მამუკა მდინარაძემ გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

მამუკა მდინარაძემ გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

22 აგვისტო 2026, 10:25

მსოფლიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი: ერდოღანის უბადრუკი მცდელობა, დააშინოს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ჭეშმარიტი დემოკრატიის, ისრაელის ლიდერები და ჯარისკაცები, შედეგს ვერ გამოიღებს

ერდოღანის უბადრუკი მცდელობა, დააშინოს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ჭეშმარიტი დემოკრატიის, ისრაელის ლიდერები და ჯარისკაცები, შედეგს ვერ გამოიღებს, - განაცხადეს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში.

22 აგვისტო 2026, 09:31

სპორტი

23 აგვისტოს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს

23 აგვისტოს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს

22 აგვისტო 2026, 09:00

სპორტი

დღეს, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობას კონსტანტინე პეტრიაშვილი დაიწყებს

დღეს მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობას კონსტანტინე პეტრიაშვილი დაიწყებს

21 აგვისტო 2026, 22:34

საზოგადოება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება - რა უნდა იცოდნენ დაინტერესებულმა ადამიანებმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სად არის ნებადართული და ფრინველთა რა სახეობაზე ნადირობა, ამას გარდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის მსურველებს აფრთხილებს, რომ კონტროლი იქნება მკაცრი.

21 აგვისტო 2026, 21:43

საზოგადოება

განათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კვლავ მზად არის განიხილოს ჰარვარდთან მომავალი თანამშრომლობა — მკაფიოდ განსაზღვრული მიზნების, შეთანხმებული ბიუჯეტის, განხორციელების ვადებისა და გაზომვადი შედეგების საფუძველზე.