ნათია თურნავა: ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ძალიან ძლიერი და გამჭვირვალე საბანკო სისტემა აქვს. ეს სექტორი არა მხოლოდ ჯანსაღი და მომგებიანი, არამედ ინოვაციურიცაა
ნათია თურნავა
ფოტო: ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნათია თურნავა მთავარი მომხსენებელი იყო პანელურ დისკუსიაში „ფინტექის მომავალი მზარდ ეკონომიკაში“.
„სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება გაამახვილა ფინტექ ინდუსტრიაში მეტი ინვესტიციის მოსაზიდად ეროვნული ბანკის იმ მიდგომაზე, რომელიც ღია პოლიტიკაზე ორიენტირებულ სტრატეგიას ეფუძნება და საბაზისო ფინტექ ინფრასტრუქტურის მარეგულირებელი გარემოს შექმნას ითვალისწინებს. როგორც წესი, ფინტექ ინვესტორები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ინოვაციების მხარდამჭერი მარეგულირებელი გარემოს მოძიებას. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი ცდილობს შექმნას გამჭვირვალე, მოქნილი და ფინტექ საჭიროებებზე მორგებული მარეგულირებელი ჩარჩო.
„ჩვენ ფინტექ კომპანიებს და ინვესტორებს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მუშაობას ვთავაზობთ. ნებისმიერი ლიცენზია თუ ნებართვა, რომელიც დაკავშირებულია ფინანსურ სერვისებთან, შესაძლებელია ამ წესით მიიღონ. მსგავს პრაქტიკას ვერ შეხვდებით ბევრ სხვა ქვეყანაში. საქართველო უნდა იქცეს შუა დერეფნის ფინტექ ჰაბად. მისი საშუალებით, ქვეყნებს შორის რეგიონული თანამშრომლობა, ახალი ფინანსური ინფრასტრუქტურის ხელშემწყობი გახდება. ეს რეგიონის სხვა ქვეყნებშიც დამატებით ღირებულებას შექმნის და ამ მხრივაც საინტერესო ინიციატივაა. სებ-ის როლს ძირითადად, ფინტექ ინფრასტრუქტურის ხელშემწყობ რგოლად აღვიქვამთ, რომელიც კომპანიებს ბაზარზე შესვლის ბარიერების აღმოფხვრაში დაეხმარება", - განაცხადა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზი გაუსვა რამდენიმე მიმართულებას, თუ რატომაა საქართველო რეგიონულ ფინტექ ჰაბად პოზიციონირებისთვის მიმზიდველი ადგილი. მისი განცხადებით, საქართველოს ღია პოლიტიკით განსაზღვრული დიჯიტალიზაციის სტრატეგია აქვს, რომლის ძირითად საყრდენს სწორედ რეგიონული თანამშრომლობის ფინტექ ინიციატივები წარმოადგენს.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოებასა და დაცულობაზე, ბაზრის განჭვრეტადობასა და კონვენციური ბანკის პირობებში ნდობის შენებაზე, მსურს აღვნიშნო, რომ ფინტექსა და ტრადიციულ საბანკო სერვისებს შორის თანამშრომლობა, საქართველოს ძალიან დიდი უპირატესობაა. ქვეყნის ევროკავშირთან ჰარმონიზებული სამართლებრივი სისტემა და გეოპოლიტიკური მდებარეობა, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა, განაპირობებს საქართველოს მთავრობის მისწრაფებას, შექმნას რეგიონული ჰაბი და საქართველო მთავარ დანიშნულების ადგილად აქციოს", - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.
პანელური დისკუსიისას, ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა ინოვაციურ ქართულ საბანკო სექტორზე, რომელმაც თანამედროვე IT გადაწყვეტების გამოყენებით თავისი სისტემა უფრო მოქნილი გახადა, შედეგად კი "ნოუ ჰაუ" რეგიონის სხვა ქვეყნებზეც გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში როგორც ღია ბანკინგის, ისე ციფრული ბანკინგის რეგულაცია ევროპის ცენტრალური ბანკის სახელმძღვანელო პრინციპებს ეფუძნება.
„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ძალიან ძლიერი და გამჭვირვალე საბანკო სისტემა აქვს. ეს სექტორი არა მხოლოდ ჯანსაღი და მომგებიანი, არამედ ინოვაციურიცაა. მინდა აღვნიშნო, რომ ინოვაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარების პროცესში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, კომერციულმა ბანკებმა ლიდერის როლი შეითავსეს.
საქართველოში წარმოდგენილი კომერციული ბანკები არიან ძალიან თანამედროვეები, რომლებიც ბევრ პროფესიონალს აერთიანებენ. ისინი მზად არიან რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაში დააბანდონ ფული, განსაკუთრებით ციფრული მიმართულებით. საქართველოსთვის ეს არის საკმაოდ დიდი სარგებელი, ქვეყანა მომგებიან პოზიციაშია, ვინაიდან ხელს უწყობს ფინტექ მიმართულებით ინფრასტრუქტურის შენებასა და თანამედროვე პროდუქტების შექმნის პროცესს. ჩემი აზრით სტაბილურობა, განგრძობადობა და განჭვრეტადობა რეგულაციების მიმართულებით, განსაკუთრებით ფინანსურ სფეროებთან მიმართებით, ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.
დისკუსიაში ნათია თურნავასთან ერთად გლობალური ტექნოლოგიების ცნობილი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, კერძოდ 500 Global-ის პარტნიორი პედრო ვიეირა, MME-ის იურიდიული პარტნიორი, არაერთი საერთაშორისო ტექნოლოგიისა და ფინანსური ბაზრის კომპანიის მრჩეველი ანდრეას გლარნერი, Bybit-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ბენ ჟოუ, Pave-ს აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი სალიმ დანანი. პანელს მოდერატორობდა BBC World News-ის ცნობილი წამყვანი აარონ ჰესელჰარსტი.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" საქართველო წელს უკვე მეოთხედ მასპინძლობს. ეს არის ორდღიანი პლატფორმა, რომელიც აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვან შესაძლებლობად იქცა. საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში წელს საქართველოს 60 ქვეყნიდან 2000-ზე მეტი დელეგატი სტუმრობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 11:19
მსოფლიო
მარკო რუბიო: ირანთან ომის დასრულების შემდეგ ნატოსთან ურთიერთობის გადახედვა მოგვიწევს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-ის ეთერში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ნატო და აღნიშნა, რომ ირანთან ომის დასრულების შემდეგ მათ ალიანსთან ურთიერთობის გადახედვა მოუწევთ.
01 აპრილი 2026, 11:16
საზოგადოება
დღეიდან სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია აიკრძალა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1 აპრილიდან პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან(EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების რეალიზაცია აიკრძალა. აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და წარმოება 2026 წლის 1 იანვრიდან უკვე აკრძალულია.
01 აპრილი 2026, 11:12
პოლიტიკა
ანა დოლიძე გაერთიანებული „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ: 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და ეკუთვნის ყველა მოქალაქეს - 26 მაისს ისედაც ქუჩაში ვართ და ვზეიმობთ დამოუკიდებლობის დღეს
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ანა დოლიძე, გაერთიანებული „ნაცმოძრაობის“ მიერ 26 მაისს თბილისში დაანონსებულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ 26 მაისი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის.
01 აპრილი 2026, 10:59
პოლიტიკა
ლაშა ჯოხაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მან საქართველო დატოვა: ტყუილია - ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარ დასაქმებული
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ჯოხაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან საქართველო დატოვა და საფრანგეთში ითხოვს თავშესაფარს.
01 აპრილი 2026, 10:57
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო: სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს
სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
01 აპრილი 2026, 10:56
მსოფლიო
მარკო რუბიო: თუ რთულ დროს ევროპელები საკუთარი ბაზებით სარგებლობის უფლებას არ მოგვცემენ, რა საჭიროა მაშინ ნატო?
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-ის ეთერში ნატოს მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალიანსი შექმნილი იყო არა მხოლოდ ევროპაში ამერიკული ბაზების განთავსებისთვის, არამედ საჭიროების ჟამს ევროპული სამხედრო ბაზებით სარგებლობისთვის.
01 აპრილი 2026, 10:55
სპორტი
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია⚽
ცნობილი გახდა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ყველა, 48-ვე მონაწილე გუნდი. ერაყის ნაკრებმა კონტინენტთაშორისი პლეი-ოფის ერთ-ერთ ფინალურ მატჩში ბოლივია 2:1 დაამარცხა და იმ 47 ნაკრებს შეუერთდა, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა მანამდე უკვე მოახერხეს. ისინი 12 ჯგუფში არიან გადანაწილებულები.
01 აპრილი 2026, 10:39
ტექნოლოგიები
მისია Artemis 2 მთვარეზე 1 აპრილს გაფრინდება🚀
რაკეტა SLS, რომელმაც კოსმოსში ხომალდი „ორიონი“ უნდა გაიყვანოს უკვე სასტარტო მოედანზეა. ხომალდის ბორტზე 4 ასტრონავტი იქნება: აშშ-ის სამი მოქალაქე - რიდ ვაისმენი, ვიქტორ გლოვერი და კრისტინა კოხი და კანადელი ჯერემინ ჰანსე. ისინი 10-დღიანი მისიის ფარგლებში მთვარეს წრეს დაარტყამენ. მათი მთავარი ამოცანაა „ორიონის“ სიცოცხლის უზრუნველყოფის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სისტემების გამოცდა რეალურ ფრენაში. ფრენა გზას გაუკაფავს მისიებს Artemis 3 და Artemis 4 - ამ უკანასკნელის ფარგლებში ადამიანები მთვარის ზედაპირზე უნდა დაბრუნდნენ.
01 აპრილი 2026, 10:37
მსოფლიო
რუბიო ირანთან ომზე: ფინიშის ხაზს ვხედავთ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-ის ეთერში განაცხადა, რომ ირანთან ომში ფინიშის ხაზი გამოჩნდა, თუმცა მას საბრძოლო მოქმედებების დასრულების კონკრეტული თარიღის დასახელება არ სურს.
01 აპრილი 2026, 10:29
სამართალი
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულ ბესიკ ნათენაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ნაწილობრივ გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 10:26
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 10:11
სამართალი
კახეთის პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით - 1982 წელს დაბადებული ე.დ. და დედა-შვილი: 2008 წელს დაბადებული თ.ი. და წარსულში ნასამართლევი 1990 წელს დაბადებული ს.ი. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 10:06
მსოფლიო
შვეიცარიული მედია: ტრამპი ირანთან დაკავშირებით „პირველი რიგის დილემის“ წინაშე დგას - რეჟიმისთვის “თავის მოკვეთით” სტრატეგიულ დონეზე ვაშინგტონმა ჯერჯერობით დიდად ვერაფერს მიაღწია
შვეიცარიული გამოცემა Neue Zürcher Zeitung-ი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ომში მასიურ ესკალაციასა და საჰაერო დარტყმების მკვეთრ შეწყვეტას შორის მერყეობს, თუმცა, ზესახელმწიფოს ძნელად თუ შეუძლია საომარი მოქმედებების ცალმხრივი შეწყვეტა ჰორმუზის სრუტის გახსნის გარეშე.
01 აპრილი 2026, 10:02
საზოგადოება
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის სფეროს 240 წარმომადგენელი გადაამზადა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრენინგებს აგრძელებს.
01 აპრილი 2026, 09:53
ეკონომიკა
„ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თანადაფინანსება ხუთმა კომპანიამ მიიღო
მიმდინარე წელს, „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ჯამურად 224.3 ათასი ლარის ოდენობის თანადაფინანსება ქართული ღვინის მწარმოებელმა ხუთმა კომპანიამ მიიღო - „ვილა მოსავალი“, „მეღვინეობა ჩელთი“, „თიკო ისთეით“, „ბი ჯი ვაინსი“ და „ასკანელი ძმები“.
01 აპრილი 2026, 09:53
მსოფლიო
Foreign Policy: აშშ-ის სახმელეთო ოპერაციის არცერთი ვარიანტი ირანში წარმატებული არ იქნება
როდესაც აშშ-ისა და ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ ინტენსიურდება, ის, რაც ადრე წარმოუდგენლად ჩანდა, სულ უფრო შესაძლებელი ხდება. კითხვა აღარ არის, შესაძლებელია თუ არა სახმელეთო შეჭრა, არამედ სად შეიძლება ის დაიწყოს და შეძლებს, თუ არა ამერიკული მხარე სტრატეგიული შედეგების მიღწევას, იუწყება ჟურნალი Foreign Policy.
01 აპრილი 2026, 09:38
სამართალი
კახეთის პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით - 1982 წელს დაბადებული ე.დ. და დედა-შვილი: 2008 წელს დაბადებული თ.ი. და წარსულში ნასამართლევი 1990 წელს დაბადებული ს.ი. დააკავეს.
01 აპრილი 2026, 09:30
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ის სტივ უიტკოფთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ის აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან ომის დასრულების საკითხებზე პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
01 აპრილი 2026, 09:00
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინას დონბასის დასატოვებლად ორთვიანი ვადა მისცა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსული მხარე უკრაინელებისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას 2 თვის ვადაში ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ახალი პირობების წამოყენებით იმუქრება.
01 აპრილი 2026, 08:52
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 1 აპრილს საქართველოში
ლაგოდეხში ღრუბლიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავში, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.


