საქსტატი: 2023 წელს ქვეყანაში ადგილობრივი ტურიზმი 6.2 პროცენტით, ვიზიტისას გაწეული თვიური ხარჯები კი 12.0 პროცენტით გაიზარდა
2023 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 278.8 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 599.4 ათასი ერთეული შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 6.2 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 17.5 პროცენტით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ამასთან, საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 693.2 ათასით განისაზღვრა, რაც 8.1 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2023 წელს ვიზიტორების 36.6 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 54.5 პროცენტს შეადგენდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 34.6 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 16.9 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 9.6 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს ვიზიტების უმრავლესობა – 47.2 პროცენტი განხორციელდა მეგობრების, ან ნათესავების მონახულების მიზნით.
2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 278.0 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 12.0 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირებულია 4.7 პროცენტით და 173.8 ლარს უტოლდება.
ყველა სიახლე
11 ივნისი 2026, 19:59
მსოფლიო
ირანული მედია: ირანის ხელისუფლება რეგიონში ილონ მასკის კუთვნილ აქტივებს „ლეგიტიმურ სამიზნეებად“ განიხილავს
ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლება რეგიონში ილონ მასკის კუთვნილ აქტივებს „ლეგიტიმურ სამიზნეებად“ განიხილავს.
11 ივნისი 2026, 19:58
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ოპერატორ კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ მომავალი პერიოდის გეგმა-გრაფიკზე, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს სვანეთის გამრიცხველიანება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სვანეთში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის მოსაწესრიგებლად. მინისტრის განცხადებით, ოპერატორ კომპანიასთან თანამშრომლობით მიმდინარეობს მუშაობა სვანეთის სწრაფი გამრიცხველიანებისთვის, რაც უმნიშვნელოვანესი, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც უშუალოდ რეგიონის, ასევე მთელი ქვეყნისთვის.
11 ივნისი 2026, 19:52
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: როდესაც ვსაუბრობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, საქართველო გამორჩეულია და ლიდერია ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებაში
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა წლიდან წლამდე იზრდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ საქართველოს ეკონომიკის ყველა მიმართულება, ყველა სექტორი თანმიმდევრულად და მდგრადად იზრდებოდეს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის კომენტირებისას.
11 ივნისი 2026, 19:47
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველო - ყირგიზეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველო - ყირგიზეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა. შეხვედრა ყირგიზეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
11 ივნისი 2026, 19:37
მსოფლიო
რომის პაპმა გააკრიტიკა ევროპული მთავრობები მიგრანტების მძიმე მდგომარეობის მიმართ გულგრილობის გამო
რომის პაპმა ლეო XIV-მ ხუთშაბათს ესპანეთის კუნძულ გრან-კანარიაზე ვიზიტისას მკაცრად გააკრიტიკა ევროპული მთავრობები მიგრანტების მძიმე მდგომარეობის მიმართ „გულგრილობის“ გამო.
11 ივნისი 2026, 19:28
რეგიონი
უშგული-ლასდილის და მელე-ლასდილის მონაკვეთებზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ189+200 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთსა და ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტოს მოძრაობა აკრძალულია.
11 ივნისი 2026, 19:21
სამართალი
სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია კიდევ 4 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რუსთავში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია კიდევ 4 პირი, ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
11 ივნისი 2026, 19:15
მსოფლიო
ზელენსკი ლგბტ თემზე: ჩვენ გვაქვს თანაბარი უფლებები, მიუხედავად იმ ადამიანების ყოველგვარი ცრურწმენისა, რომლებიც მომიტევეთ და მე-15 საუკუნეში ჩარჩნენ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საზოგადოებასთან ღიად არის საჭირო საუბარი ტოლერანტობასა და ლგბტ თემზე, რადგან ყველას თანაბარი უფლებები აქვს.
11 ივნისი 2026, 18:59
მსოფლიო
ირანის მაღალჩინოსნები: აშშ-ის ბოლოდროინდელმა თავდასხმებმა ირანზე თეირანსა და ვაშინგტონს შორის არსებული დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აზრსმოკლებულად და არაეფექტურად აქცია
აშშ-ის ბოლოდროინდელმა თავდასხმებმა ირანზე თეირანსა და ვაშინგტონს შორის არსებული დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აზრსმოკლებულად და არაეფექტურად აქცია, - განაცხადეს ირანის მაღალჩინოსნებმა.
11 ივნისი 2026, 18:56
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილმა საქართველო-ყირგიზეთის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კომისიის მე-2 სხდომაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის წევრებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
11 ივნისი 2026, 18:45
პოლიტიკა
ნიკოლოზ მეტრეველი: უნდა გვახსოვდეს, ბომბების წვიმაში დგომას, სავიზო რიგში ცოტა ხნით დგომა ნამდვილად ჯობია - საქართველოს სიყვარული ე.წ ვიზალიბერალიზაციაში არასდროს დახურდავდება
საქართველოს სიყვარული ე.წ ვიზალიბერალიზაციაში არასდროს დახურდავდება, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში და აცხადებს, რომ უკრაინელებივით ბომბების წვიმაში დგომას, სავიზო რიგში ცოტა ხნით დგომა ნამდვილად ჯობია.
11 ივნისი 2026, 18:29
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა და ამავე კომიტეტის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ფაღავამ ნიუ-იორკში, შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მე-19 სესიის კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
11 ივნისი 2026, 18:28
ეკონომიკა
ალექსანდრე გაჩეჩილაძე: Dan Air იქნება ევროპიდან რიგით მე-17 ავიაკომპანია, რომელიც საქართველოში ფრენებს განახორციელებს
საქართველოს ავიაბაზარს კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია ემატება. რუმინული Dan Air თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების შესრულებას მომავალი თვიდან შეუდგება.
11 ივნისი 2026, 18:27
პოლიტიკა
გია ვოლსკი: საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ მოვხვდეთ იმ სიტუაციაში, სადაც სხვა სახელი არ გვერქმევა, თუ არა საზარბაზნე ხორცი
საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ მოვხდეთ იმ სიტუაციაში, სადაც სხვა სახელი არ გვერქმევა თუ არა საზარბაზნე ხორცი,- განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გადაცემაში „დღის ქრონიკა" ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტით მანიპულირების მიზეზებსა და შედეგებზე საუბრისას.
11 ივნისი 2026, 18:24
მსოფლიო
უეფას გადაწყვეტილებით, სომალელი მსაჯი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის წინ აშშ-ში შესვლაზე უარი უთხრეს, აგვისტოში უეფას სუპერთასის ფინალს გაუძღვება, სადაც ერთმანეთს „პარი სენ-ჟერმენი“ და „ასტონ ვილა“ დაუპირისპირდებიან
სომალელი მსაჯი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის წინ აშშ-ში შესვლაზე უარი უთხრეს, აგვისტოში უეფას სუპერთასის ფინალს გაუძღვება, სადაც ერთმანეთს „პარი სენ-ჟერმენი“ და „ასტონ ვილა“ დაუპირისპირდებიან.
11 ივნისი 2026, 18:22
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: რა შეეხება იმას დასავლეთი როგორ მოიქცევა, ეს მათზე არის დამოკიდებული. ჩვენ ვერაფერს ვერ შევცვლით, გზა არის ხსნილი, ხელი არის გაშვერილი ჩამოსართმევად. უბრალოდ ამ ყველაფერს სჭირდება დასხდომა და გაანალიზება, როგორ უნდა წარიმართოს ურთიერთთანამშრომლობა
რა შეეხება იმას დასავლეთი როგორ მოიქცევა, ეს მათზე არის დამოკიდებული. ჩვენ ვერაფერს ვერ შევცვლით, გზა არის ხსნილი, ხელი არის გაშვერილი ჩამოსართმევად. უბრალოდ ამ ყველაფერს სჭირდება დასხდომა და გაანალიზება, როგორ უნდა წარიმართოს ურთიერთთანამშრომლობა, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებულ სამომავლო პერსპექტივებზე საუბრისას.
11 ივნისი 2026, 18:20
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ნანული ჟორჟოლიანის პარტიაში მოწვევით ახალი არაფერია - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შიგნით დაპირისპირებები მოსალოდნელი იყო
ნანული ჟორჟოლიანის პარტიაში მოწვევით ამაში ახალი არაფერია, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციური ალიანსის დაშლის პროცესზე საუბრისას.
11 ივნისი 2026, 18:13
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: თუნდაც დადგეს შედეგები იმის თაობაზე, რომ ვიზალიბერალიზაცია გაუქმდეს საქართველოს მოსახლეობისთვის, დამერწმუნეთ, ეს არ არის ისეთი სახის ტრაგედია, რომ თავში ხელები ვირტყათ
„თუნდაც დადგეს შედეგები იმის თაობაზე, რომ ვიზალიბერალიზაცია გაუქმდება საქართველოს მოსახლეობისთვის, დამერწმუნეთ, ეს არ არის ისეთი სახის ტრაგედია, რომ თავში ხელები ვირტყათ. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი ევროკავშირი. კარგად უნდა დავფიქრდეთ, ავწონ-დავწონოთ და ვთქვათ ის სიმართლე, რასაც საზოგადოება ელის ჩვენგან - ევროკავშირი არ არის ის ორგანიზაცია, სადაც საქართველო უნდა მიისწრაფოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონსტიტუციაში ჩაწერილი. აბსოლუტურად უსამართლოა ვიზალიბერალიზაციის საკითხის დაყენება საქართველოსთან მიმართებაში, ვინაიდან ამას აქვს პოლიტიკური კონტექსტი. ტექნიკური საკითხები თუ განიხილება, უნდა წარადგინონ ის, რაც საქართველომ „დააშავა“. ეს არის მათი მხრიდან საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს შანტაჟის ჩვეულებრივი მექანიზმი“, - მიიჩნევს ნიკოლეიშვილი.
11 ივნისი 2026, 18:09
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა ყირგიზეთის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრთან შეხვედრისას ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი და მათი შემდგომი გაძლიერების პერსპექტივები განიხილა
საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ორმხრივი ვაჭრობის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა და პერსპექტივები იყო მინისტრებს შორის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ამ მხრივ ფართო შესაძლებლობები არსებობს არაერთი სექტორული მიმართულებით.
11 ივნისი 2026, 18:08
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: უპირველეს ყოვლისა, უკვე აშკარა გახდა, რომ პროქსი ომში საქართველოს ჩართულობის თემა არათუ მოიხსნა დღის წესრიგიდან, პირიქით, უფრო გამწვავდა და უფრო სერიოზული ფორმები მიიღო
უპირველეს ყოვლისა, უკვე აშკარა გახდა, რომ ამ პროქსი ომში საქართველოს ჩართულობის თემა არათუ მოიხსნა დღის წესრიგიდან, პირიქით, უფრო გამწვავდა და უფრო სერიოზული ფორმები მიიღო, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ვიზალიბერალიზაციაზე საუბრისას.


