imedi /  24 ოქტომბერი 2017, 17:18 / სანდო წყარო

საქართველოში გზით სარგებლობაზე, შესაძლოა, სპეციალური მოსაკრებელი დაწესდეს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი სეთურიძის განცხადებით, საქართველოში გზით სარგებლობაზე შესაძლოა, სპეციალური მოსაკრებელი დაწესდეს. სეთურიძის განმარტებით, იქნება თუ არა საქართველოში გზის რომელიმე მონაკვეთი ფასიანი, ეს სპეციალურად ჩატარებული კვლევების შემდეგ გადაწყდებდა. ინფორმაციას გამოცემა "კომერასანტი" ავრცელებს.

"ამ ეტაპზე ფასიან გზებზე საუბარი არ არის. კვლევები მიმდინარეობს, ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ეს კვლევები გარკვეული მონაკვეთის ფასიანად გადაკეთების პერსპექტივას არ გულისხმობს. რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერი არ არის, თუმცა წინასწარი მონაცემებით, ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ ზოგადად საქართველოში ცალკეული მონაკვეთები ფასიანი არ უნდა იყოს და გზათა სარგებლობის გადასახადი სხვა ტიპის უნდა იყოს. თუ რა ტიპის, ამას რამდენიმე კომპეტენტური ორგანიზაცია იკვლევს",- თქვა სეთურიძემ.

საქართველოში გზით სარგებლობაზე სპეციალური მოსაკრებლის შესაძლო დაწესების შესახებ ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის აშენება გადაწყდა. მაშინ ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებდა, რომ რომელიმე კონკრეტული გზა იმ შემთხვევაში იქნებოდა ფასიანი, თუ ალტერნატიული გზები იარსებებდა. 

მოგვიანებით  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა  მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ რიკოთის ალტერნატიული გზა, კერძოდ, ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთი ფასიანი უნდა იყოს.

ყველა სიახლე

10 სექტემბერი 2026, 20:24

სამართალი

ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე სასამართლოში გამოიკითხა: ეს ინტერვიუ იმდენად სკანდალური იყო და იმდენად ისეთი სიტუაცია იყო, რომ ეჭვი, რომ მეპარებოდა იმიტომ ვკითხე ათჯერ და თხუთმეტჯერ, რომ თქვენი თვალით ნახეთ?! ნამდვილად ნახეთ?!

თბილისის საქალაქო სასამართლოში, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე გამოიკითხა. მან ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების კითხვებს მოსამართლის, თანდასწრებით უპასუხა. ჩუბინიძე ლაზარე ჯორბენაძესთან სატელეფონო საუბრის მთავარი ფიგურანტია, სადაც საუბარი დავით გარეჯის გასხვისებას ეხებოდა.

10 სექტემბერი 2026, 20:19

მსოფლიო

The New York Times: ხუთშაბათს ნავთობის ფასმა ბარელზე 105 დოლარს გადააჭარბა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

ხუთშაბათს ნავთობის ფასმა ბარელზე 105 დოლარს გადააჭარბა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.

10 სექტემბერი 2026, 20:15

პოლიტიკა

პარიზის გლობალური სამიტი დასრულდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველო შეუერთდა კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე, სამიტის ფარგლებში მიღებულ სამ დეკლარაციას. ის, რომ საქართველო ამ დისკუსიის ნაწილია, ქართული დელეგაციის შეფასებით მნიშვნელოვანია.

10 სექტემბერი 2026, 20:07

ეკონომიკა

თორნიკე სულაბერიძე: ინვესტიციების სააგენტო აქტიურად აგრძელებს ექსპორტისა და ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერას, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ღონისძიებებში, მათ შორის, ჩინეთში გამართულ CIFTIS-ის გამოფენაზე

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს, ბიზნესგარემოსა და ტექნოლოგიურ ეკოსისტემას, - განაცხაა ინვესტიციების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, თორნიკე სულაბერიძემ, რომელიც პეკინში მიმდინარე მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაში (China International Fair for Trade in Services – CIFTIS) მონაწილეობს.

შაკო კუჭაშვილი

10 სექტემბერი 2026, 19:42

პოლიტიკა

შაკო კუჭაშვილი: მზაკვრობით, ვირეშმაკობითა და მოღალატეობრივი ქმედებებით ცნობილმა გახარიას პარტიამ, მომენტით ისარგებლა და სოციალურ ქსელებში ბიძინა ივანიშვილის სახელით ყალბი განცხადებების გავრცელება დაიწყო - ზღვარს გადავიდა საზღვარგარეთელი პოლიტიკოსი და ძალიან ცდება, თუ ჰგონია, რომ ეს ყველაფერი უპასუხოდ დარჩება

მზაკვრობით, ვირეშმაკობითა და მოღალატეობრივი ქმედებებით ცნობილმა გახარიას პარტიამ მომენტით ისარგებლა და სოციალურ ქსელებში ბიძინა ივანიშვილის სახელით ყალბი განცხადებების გავრცელება დაიწყო, - წერს სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი სოციალურ ქსელში.

10 სექტემბერი 2026, 19:29

მსოფლიო

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური: რუსეთსა და ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მდებარე ერთკილომეტრიან ზოლში სპეციალური სასაზღვრო რეჟიმი დაწესდა

რუსეთსა და ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მდებარე ერთკილომეტრიან ზოლში სპეციალური სასაზღვრო რეჟიმი დაწესდა. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა.

10 სექტემბერი 2026, 19:09

პოლიტიკა

გახარიას პარტიის მხარდამჭერ ჯგუფში ვრცელდება თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც არის ყალბი და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

გახარიას პარტიის მხარდამჭერ ჯგუფში ვრცელდება თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც არის ყალბი და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

10 სექტემბერი 2026, 18:56

მსოფლიო

ევროპარლამენტის 100-ზე მეტმა წევრმა ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, ხელახლა დაიწყონ მოლაპარაკებები რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების შესახებ

ევროპარლამენტის 100-ზე მეტმა წევრმა ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, ხელახლა დაიწყონ მოლაპარაკებები რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების შესახებ.

იოჰან ვადეფული

10 სექტემბერი 2026, 18:46

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: გერმანიის ოფიციალურმა პირებმა მეტი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ამომრჩევლები უკრაინის შემდგომ მხარდაჭერასა და ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაში დაარწმუნონ

გერმანიის ოფიციალურმა პირებმა მეტი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ამომრჩევლები უკრაინის შემდგომ მხარდაჭერასა და ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაში დაარწმუნონ, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა.

სერგეი მარჩენკო

10 სექტემბერი 2026, 18:26

მსოფლიო

უკრაინის ფინანსთა მინისტრი: მთავრობამ უკვე დაიწყო საბიუჯეტო ხარჯების შეზღუდვა დაფინანსების პრობლემების გამო და არ გამორიცხავს საჯარო სექტორში ხელფასების გაცემის შეფერხებას

მთავრობამ უკვე დაიწყო საბიუჯეტო ხარჯების შეზღუდვა დაფინანსების პრობლემების გამო და არ გამორიცხავს საჯარო სექტორში ხელფასების გაცემის შეფერხებას. ამის შესახებ უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერგეი მარჩენკომ პარტლამენტის საფინანსო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ლევან მეხუზლა

10 სექტემბერი 2026, 18:17

საზოგადოება

ლევან მეხუზლა: ალკოჰოლიანი სასმელების რეალიზაციისთვის სერტიფიკატის გაცემის გადასახადზე: მხოლოდ 10 ლარზეა საუბარი ადგილობრივ ბაზარს თუ ვგულისხმობთ. სერტიფიცირების პროცესის უკან დგას ძალიან დიდი შრომა და დანახარჯები

მხოლოდ 10 ლარზეა საუბარი ადგილობრივ ბაზარს თუ ვგულისხმობთ. მცირე მარნებისთვის განახევრებულია გადასახადი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ სასმელების რეალიზაციისთვის სერტიფიკატის ფასზე საუბრისას.

10 სექტემბერი 2026, 18:14

კულტურა

იყო ხანგრძლივი ოვაციები - ფილმ „გურიას“ რეჟისორი ლევან კოღუაშვილი, ვენეციის ფესტივალზე ფილმის მსოფლიო პრემიერასა და „ოსკარისთვის“ მზადებაზე

რეჟისორის თქმით, ფილმი ფესტივალის სექციაში Venice Spotlight არის წარმოდგენილი, ფილმის პრემიერას კი, ვენეციის კინოფესტივალის სტუმრები, კინოინდუსტრიის წარმომადგენლები და ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ლევან მეხუზლა

10 სექტემბერი 2026, 18:13

რეგიონი

ლევან მეხუზლა: ამ ეტაპისთვის, მთლიანად კახეთის მასშტაბს თუ ავიღებთ, 3 ათას ტონამდე ყურძენია დაკრეფილი და გადამუშავებული. ესენი ძირითადად ნაადრევი ჯიშებია

ამ ეტაპისთვის, მთლიანად კახეთის მასშტაბს თუ ავიღებთ, 3 ათას ტონამდე ყურძენია დაკრეფილი და გადამუშავებული, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარმე ლევან მეხუზლამ.

ბიძინა გიორგობიანი

10 სექტემბერი 2026, 18:04

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: მიუხედავად იმისა, ღარიბაშვილი ამბობს, რომ რადიკალურ ოპოზიციასთან კავშირი არ აქვს, როდესაც ორი მდინარე ერთი მიმართულებით მიედინება და სადღაც ბოლოს ერთდება, ისე გამოდის, რომ ეს მიმართულებები ერთსა და იმავე საქმეს ემსახურებიან, რაც საქართველოსთვის სახელის გატეხაა

მიუხედავად იმისა, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ რადიკალურ ოპოზიციასთან კავშირი არ აქვს, როდესაც ორი მდინარე ერთი მიმართულებით მიედინება და სადღაც ბოლოს ერთდება, ისე გამოდის, რომ ეს მიმართულებები ერთსა და იმავე საქმეს ემსახურებიან, რაც საქართველოსთვის სახელის გატეხაა, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა.

10 სექტემბერი 2026, 18:03

საზოგადოება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი Mziskari • მზისკარი ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის - ECTN Awards 2026-ის ფინალისტია

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი Mziskari • მზისკარი ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის - ECTN Awards 2026-ის ფინალისტია.

ბიძინა გიორგობიანი

10 სექტემბერი 2026, 18:02

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: პოლიტიკური კლასი ბრიუსელში არის ძალიან მოძველებული და იმ მიმდინარეობის გადმონაშთი, რომელიც ევროკავშირის მაჯისცემას ვერ გრძნობს და ეკონომიკას ანგრევს

ერთია ძალიან პრაგმატული და რეალ პოლიტიკაზე დამყარებული ევროპული პოლიტიკა და მეორე არის იდეოლოგია, რომელიც მოდის ცივი ომის შემდგომი პერიოდიდან, გლობალიზაციის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც წითელ ხაზად გაჰყვება ეს ე.წ. ადამიანის უფლებები, თვითნებური დაკავებები და მსგავსი ტერმინები, რომლებსაც ცდილობენ მიმართონ იმ ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც არ არის მათი იდეოლოგიისთვის შესატყვისი ხელისუფლება და ვერ ახერხებენ იმ ქვეყნებით მანიპულირებას, იმ მიზნის მისაღწევად, რაც უნდათ ლოკალურად, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკასთან“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.

10 სექტემბერი 2026, 18:01

რეგიონი

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ვანის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს და 3 ოქტომბრის არჩევნებისთვის სამზადისს ეცნობა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

ბიძინა გიორგობიანი

10 სექტემბერი 2026, 17:51

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: ევროკავშირის რომ იყოს ისეთი მიზიდულობის ცენტრი, როგორიც იყო 10 წლის წინ, ასეთი გაფრთხილების მიცემა გაფართოების კომისარს არც მოუწევდა - ევროკავშირს უკვე უჭირს კანდიდატ ქვეყნებთან ურთიერთობა და ცდილობს, იდეოლოგიზებული განცხადებებით თავს მოახვიოს კანდიდატ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, თუ საით უნდა ჰქონდეთ ორიენტაცია აღებული

გამოწვევები ფონზე, ევროკავშირს უკვე უჭირს კანდიდატ ქვეყნებთან ურთიერთობა და ცდილობს იდეოლოგიზებული განცხადებებით თავს მოახვიოს კანდიდატ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, თუ საით უნდა ჰქონდეთ მათ ორიენტაცია აღებული და რომელ ეკონომიკურ გაერთიანებაში უნდა მიისწრაფოდნენ ისინი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა.

ბიძინა გიორგობიანი

10 სექტემბერი 2026, 17:49

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი AfD-ის წარმატებაზე: ეს არ შეცვლის გერმანიის პოლიტიკას 2 დღეში, თუმცა ძლიერი ბიძგი იქნება ცვლილებებისთვის

„რა თქმა უნდა, ეს არ გამოიწვევს 2 დღეში ან 2 კვირაში მთლიანად გერმანული პოლიტიკის შეცვლას, მაგრამ ეს იქნება ძალიან ძლიერი ბიძგი, როგორც გერმანიის შიგნით პოლიტიკური ცვლილებებისთვის, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებისთვის. მოახლოებულია არჩევნები საფრანგეთში, გერმანიის ორ მიწაზე“. - აღნიშნავს გიორგობიანი.

10 სექტემბერი 2026, 17:45

მსოფლიო

მოლდოვის მთავრობა ადასტურებს, რომ კიშინიოვის აეროპორტიდან ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავის აფრენა დრონმა შეაყოვნა

მოლდოვის მთავრობა ადასტურებს, რომ კიშინიოვის აეროპორტიდან უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავის აფრენა, დრონმა შეაყოვნა. ინფორმაციას მოლდავური მედია ავრცელებს.