ეროვნული ბანკი: ლარის გაუფასურება დროებითია
ეროვნული ბანკი ლარის სავალუტო ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ განმარტებას აკეთებს. ბანკი აღნიშნავს, რომ არსებული ინფორმაციის მიხედვით, კურსზე მოქმედი საშუალო და გრძელვადიანი ფაქტორები პოზიტიურია.
"მიმდინარე წელს სავალუტო შემოსავლები უმჯობესდება და ეს ტენდენცია მომავალ წელსაც გაგრძელდება. სექტემბრის მონაცემებით საქონლის ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლის განმავლობაში თითქმის 30%-ით, ხოლო ფულადი გზავნილები 20%-ით გაიზარდა.
წლის განმავლობაში ბიუჯეტის ხარჯვა დაბალანსებულად მიმდინარეობს. ეროვნულ ბანკს მთავრობასთან აქვს ყოველდღიური კომუნიკაცია და დარჩენილ პერიოდშიც არ არის მოსალოდნელი კურსზე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მხრიდან რაიმე უარყოფით გავლენა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ მთავრობის მიმდინარე სახაზინო ოპერაციები ან ეროვნული ბანკის ლიკვიდობის მართვის რეგულარული ოპერაციები არ ახდენს გავლენას კურსის დინამიკაზე.
ბოლო პერიოდში ლარის კურსის ცვლილება ძირითადად შემოდგომაზე გაუფასურების მაღალმა მოლოდინმა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოლოდინს რეალური ფუნდამენტური საფუძვლები არ გააჩნია, მან მცურავი კურსის პირობებში მაინც მოახდინა გავლენა ლარის კურსის მოკლევადიან დინამიკაზე და გაზარდა უცხოური ვალუტის მოთხოვნა.
აქედან გამომდინარე, ლარის გაუფასურება დროებითია. თუ ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ გაცვლითი კურსის ცვლილებამ მომავალში შეიძლება შექმნას ზეწოლა ინფლაციაზე, თავისი მანდატის შესაბამისად, ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს მაღალი ინფლაციის თავიდან ასაცილებლად. ფასების სტაბილურობა, თავის მხრივ, უზრუნველყოფს კურსის გრძელვადიან სტაბილურობას.
კიდევ ერთხელ გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც აუცილებელია ეკონომიკის გრძელვადიანი სტაბილური ზრდისა და დასაქმებისთვის. მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში ბაზრისთვის დამახასიათებელია კურსის მოკლევადიანი ცვალებადობა, მათ შორის მოლოდინებზე რეაგირება, რაც სავალუტო ბაზრის ბუნებრივი ქცევაა. ჩვენი მიზანია მინიმალური ჩარევა საბაზრო პროცესებში, თუმცა ეროვნული ბანკი ფლობს ადეკვატური რაოდენობის უცხოური ვალუტის რეზერვს, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, გონივრულად მიმართავს."- ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ეროვნულმა ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6297 ლარი გახდა.
ყველა სიახლე
19 ივნისი 2026, 15:50
მსოფლიო
Reuters: მელონი ტრამპის განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმადაც, თითქოს ის „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მას სურათის გადაღებას „ეხვეწებოდა“
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის შესახებ გამოგონილი ისტორიის გავრცელებაში დაადანაშაულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 15:49
საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე: „თბილისის ურბანული ტყე“ დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პროექტია, რომლისთვისაც მინდა ფონდ „ქართუ“-ს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“
„ჩვენი დედაქალაქი როგორც სამშენებლო, ისე სატრანსპორტო მიმართულებით ინტენსიურად ვითარდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც ჩვენი დედაქალაქის ეკოლოგიურ მდგრადობას გაზრდის“- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ გააკეთა და ფონდი „ქართუ“-ს მიერ დაფინანსებულ პროექტზე „თბილისის ურბანული ტყე“ ისაუბრა.
19 ივნისი 2026, 15:48
პოლიტიკა
კახა კალაძე: მოქალაქეებს რომ არ მიეცათ სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციების მოწყობის უფლება, ბრიტანეთის ელჩისთვის ზუსტად ესაა პრობლემა
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბრიტანეთის ელჩისთვის პრობლემაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ და მოქალაქეთა ნაწილს არ მიეცა სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციების მოწყობის უფლება.
19 ივნისი 2026, 15:45
პოლიტიკა
კახა კალაძე მაიკლ ო’ფლაერტის რეკომენდაციებზე: სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება საქართველოში დღეს დაცულია, როგორც არასდროს
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი დამოკიდებულება და მოსაზრება სხვადასხვა საკითხზე. შეიძლება აქცია ჩაატარონ, პროტესტი გამოხატონ, დღეს არავინ არაფერზე შეზღუდული არ არის. ქვეყანაში სიტყვის, გამოხატვის და შეკრების თავისუფლება დაცულია ისე, როგორც არასდროს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მაიკლ ო’ფლაერტის მემორანდუმში ასახული რეკომენდაციების კომენტირებისას.
19 ივნისი 2026, 15:45
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შეხვდა. პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა ტაჯიკეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ უმაღლეს დონეზე განხორციელებული პირველი ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს და დამატებით სტიმულს მისცემს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.
19 ივნისი 2026, 15:44
საზოგადოება
იოანე პეტრიწის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა
დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, N186 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ ჰექტარ ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა.
19 ივნისი 2026, 15:41
პოლიტიკა
კახა კალაძე: ცუდს რატომ ხედავთ იმაში, რომ თუნდაც ჩინეთის მიმართულებით ექსპორტი იზრდება და ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება?
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაში ცუდი არაფერია, რადგან მთელი მსოფლიო ამისკენ მიისწრაფვის. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
19 ივნისი 2026, 15:40
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ოპოზიციას რომ ვუსმენდეთ, სააკაშვილი უკვე რვაჯერ უნდა გვყავდეს დაკრძალული. სრული აბსურდია, რომ ვინმეს ყურადღება არ ექცევა დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში. საზოგადოება არ იღებს ასეთ ტყუილს
სრული აბსურდია, რომ ვინმეს ყურადღება არ ექცევა დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში. საზოგადოება არ იღებს ასეთ ტყუილს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია პატიმრობაში მყოფ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
19 ივნისი 2026, 15:39
პოლიტიკა
კახა კალაძე: მზად ვართ ევროკავშირთან დიალოგისთვის, ის დამოკიდებულება კი კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს
ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ის დამოკიდებულება კი კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.
19 ივნისი 2026, 15:39
თავდაცვა
„არმიჰოლში“ სამეთაურო-საშტაბო პროგრამის მე-15 გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო პროგრამის მე-15 გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. აღნიშნული პროგრამა მიმდინარე სასწავლო წელს სამოცმა მსმენელმა დაასრულა.
19 ივნისი 2026, 15:38
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ამას დავარქმევდი „ბრწყინვალე ნანასა და თინათინის შერკინებას“
„ოპოზიცია ისევ კომედიურ ჟანრში მიდის. ამას დავარქმევდი მიხეილ სააკაშვილის ქრონიკებიდან ერთ-ერთ სცენარს და სათაურს ერთ-ერთი სერიის „ბრწყინვალე ნანას და თინათინის შერკინებას". როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი, ამას საზოგადოება ნახავს. ამაზე მეტი კომენტარი არ მგონია სერიოზული იყოს", - აღნიშნა კირცხალიამ.
19 ივნისი 2026, 15:36
პოლიტიკა
კახა კალაძე ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის განაჩენზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის ქმედებები, ვინც არ უნდა იყოს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია იმ ტიპის ძალადობრივი ქმედებები, რასაც ხელისუფლების შეცვლის მიზნით, 4 ოქტომბერს ჰქონდა ადგილი.
19 ივნისი 2026, 15:35
პოლიტიკა
კახა კალაძე: სააკაშვილის განცხადება, რომლითაც ქართველ ხალხს ამერიკით ემუქრება, არის ტიპური მაგალითი, თუ როგორ მოქმედებს აგენტი
სააკაშვილმა იცის, რომ მთლიანად ოპოზიციაა განულებული, მხარს არავინ უჭერს, ამიტომაც ქართველ ხალხს ამერიკით ემუქრება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.
19 ივნისი 2026, 15:34
პოლიტიკა
კახა კალაძე: ყველამ კეთილი უნდა ინებოს და განსხვავებული მოსაზრება გადმოსცეს შეურაცხყოფის გარეშე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა უნდა მიეჩვიოს განსხვავებული აზრის გადმოცემას მისაღები ფორმით, შეურაცხყოფის გარეშე.
19 ივნისი 2026, 15:31
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ჩახუნაშვილის განცხადებაზე: „არანაირი ბრალი არ მიმიძღვის“ - გვეუბნება ადამიანი, რომელიც მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერის საშუალებით ვიხილეთ, რას აშავებდა
„არანაირი ბრალი არ მიმიძღვის“ - გვეუბნება ადამიანი, რომელიც მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერის საშუალებით ვიხილეთ, რას აშავებდა“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ჩახუნაშვილის განცხადებას, რომ ის უდანაშაულოა.
19 ივნისი 2026, 15:28
მსოფლიო
ტრამპი: მელონი მეხვეწებოდა, სურათი გადამეღო მასთან, შემეცოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი მას „დიდი შვიდეულის“ სამიტზე სურათის გადაღებას სთხოვდა.
19 ივნისი 2026, 15:24
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: მინდა ვუსურვო ბრიუსელს, რომ ჩამოყალიბდეს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნების მიმართ, არამედ ზოგადად მიდგომებში - საერთოდ, ფართოვდებიან, თუ არა
მინდა ვუსურვო ბრიუსელს, რომ ჩამოყალიბდეს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნების მიმართ, არამედ, ზოგადად მიდგომებში - საერთოდ, ფართოვდებიან, თუ არა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ მედიასთან
19 ივნისი 2026, 15:19
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ევროკომისრის მხრიდან კრიტიკასა და კანონების გაუქმების მოთხოვნაზე: ისინი ვერ შემოდიან ობიექტურ დისკუსიაში და მათგან მხოლოდ მასკარადსა და პიარ შოუს ვხედავთ, რომელიც გაცვდა - ასეთივე გაცვეთილია ეს შეფასება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია ევროკომისარ მარტა კოსის კრიტიკასა და კონკრეტული კანონების გაუქმების მოთხოვნას გამოეხმაურა.
19 ივნისი 2026, 15:12
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოზე: მოვა დრო და ყველა გაითვალისწინებს, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენონ
მოვა დრო და ყველა გაითვალისწინებს, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენონ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობასთან დაკავშირებით.
19 ივნისი 2026, 15:02
მსოფლიო
აშშ-ის ეროვნული დაზვერვა: ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი უჰანის ლაბორატორიის კვლევებს აფინანსებდა და COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის დამალვას ცდილობდა
COVID-19-ის პანდემიამდე აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის (NIAID) ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმ ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მილიონობით დოლარი გამოყო უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში ღამურების კორონავირუსებზე ე.წ. „ფუნქციის გაძლიერების“ (gain-of-function) კვლევების დასაფინანსებლად. ინფორმაციას აშშ-ის ეროვნული დაზვერვა ავრცელებს.


