აზიურმა ფაროსანამ აფხაზეთში ციტრუსის მოსავალი შეამცირა
აზიურმა ფაროსანამ ოკუპირებულ აფხაზეთში ციტრუსის მოსავალი გაანახევრა. აფხაზეთის დეფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პირველი ნოემბრისთვის, ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის მიმართულებით 35 ტონა მანდარინი გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 200 ტონას შეადგენდა. ინფორმაციას გამოცემა "კომერსანტი" eadaily.com-ზე დაყრდნობით წერს.
სავარაუდოდ, წელს მანდარინის ექსპორტი აფხაზეთიდან რუსეთის მიმართულებით 15 000 ტონას მიაღწევს, მაშინ, როდესაც 2016 წელს ეს მაჩვენებელი 36 000 ტონა იყო.
"მანდარინის მოყვანა გახდა სარისკო საქმე გახდა - პრობლემები არ ილევა - ზოგჯერ სასაქონლო იერი, ზოგჯერ დაბალი ფასები, ზოგჯერ გაურკვევლობა „საზღვარზე“. თანაც აფხაზეთში დღემდე არ შექმნილა არაკონდიციური მანდარინის გადამუშავების სისტემა - შესაბამისად, ყოველწლიუდად ასობით ტონა პროდუქტი ლპება..
იმისთვის, რომ შეიქმნას გადამამუშავებელი ქარხნები, საჭიროა გაზი, რომელიც აფხაზეთში არ არის, ხოლო ნომინალიურად იაფი, სინამდვილეში ყველაზე ძვირი ელექტოენეგრია - ძალიან არასანდოა, ენერგეტიკის ავარიული მდგომარეობის გამო.
აფზაზეთი კარგავს თავის ფუნქციას როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიმწოდებელი რუსეთში", - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ აჭარაში წელს ციტრუსის 55 ათასიდან 60 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან.
ყველა სიახლე
12 ოქტომბერი 2024, 17:27
მსოფლიო
ოკლაჰომაში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 12 დაიჭრა
აშშ-ის ქალაქ ოკლაჰომაში ერთ-ერთი წვეულების დროს სროლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 12 დაიჭრა. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს. „სულ მცირე ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 12 დაიჭრა სროლის შედეგად, რომელიც ოკლაჰომაში ერთ-ერთ წვეულებაზე მოხდა“, - ციტირებს ტელეარხი ადგილობრივი პოლიციის განცხადებას. რა გახდა სროლის მიზეზი, ჯერ-ჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, წვეულების სტუმრებს ერთმანეთში შელაპარაკება მოუვიდათ, რაც შემდეგ სროლაში გადაიზარდა. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ჯერ შენობაში, ხოლო შემდეგ გარეთ ესროდნენ.
12 ოქტომბერი 2024, 17:27
არჩევნები 2024
შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიაზე: ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტი ქართველი საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად
„როდესაც შენი საარჩევნო სია დაკომპლექტებული გაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ წამყვანი კადრებით, როდესაც შეკრული გაქვს კოალიცია საკრებულოებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და შენი დაპირებაა, რომ შექმნი კოალიციურ მთავრობას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, გასაგებია, რომ თუ კი ვინმეს რაიმე ეჭვი ჰქონდა გახარიასთან დაკავშირებით, სასწრაფოდ უნდა გაეცალოს ამ მდგომარეობას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
12 ოქტომბერი 2024, 17:16
რეგიონი
გურჯაანი ღვინის ფესტივალს მასპინძლობს
წარმოდგენილია მრავალფეროვანი ღვინის ასორტიმენტი. მიმდინარეობს გასართობი, შემეცნებითი აქტივობები. ფესტივალში ადგილობრივი მეწარმეები მონაწილეობენ.
12 ოქტომბერი 2024, 17:12
რეგიონი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გურჯაანში რიგით მეექვსე ღვინის ფესტივალი გაიმართა
ფესტივალში 400-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი მონაწილეობდა, რომელთაც სხვადასხვა დასახელების ღვინო, ჭაჭა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელი წარმოადგინეს.
12 ოქტომბერი 2024, 17:11
არჩევნები 2024
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციური არხების კვლევებზე: ეს არის ხან კეზერაშვილის, ხან გვარამიას და ხან სააკაშვილის ოცნებები. ეს ოცნებები 26 ოქტომბერს მათ უკან დარჩებათ
თავად ოპოზიცია ერთმანეთს ამხელს, ამიტომ ჩვენს სამუშაოს თავად ოპოზიცია აკეთებს და ერთმანეთს ამხელენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „მთავარი არხის“ მიერ ჩატარებულ კვლევაზე საუბრისას.
12 ოქტომბერი 2024, 17:10
არჩევნები 2024
შალვა პაპუაშვილი ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნაზე: ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე. ორ კვირამდე პერიოდი შეჯამებულია და შეჯამებულია როგორც მშვიდი გარემო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნას გამოეხმაურა.
12 ოქტომბერი 2024, 16:35
პოლიტიკა
ზაალ მიქელაძე ლგბტ პროპაგანდის ამკრძალველ კანონზე: ჩვენ არავის არ ვჩაგრავთ განსხვავებული შეხედულების გამო, ძალიან ტოლერანტი ერი ვართ. აჭარაში მაგალითად, გვერდი-გვერდ, ერთ ოჯახში ვცხოვრობთ სხვადასხვა რელიგიის ადამიანები
პარლამენტის წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე აჭარაში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ოჯახის სიწმინდისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონს გამოეხმაურა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველო ერთ- ერთი უძველესი და ძალიან ტოლერანტი ერია. მისი განმარტებით, ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონი არავის ჩაგრავს განსხვავებული შეხედულებების გამო.
12 ოქტომბერი 2024, 16:13
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: მოსახლეობის უმრავლესობას, ვინც აღიარებს სასამართლოს დამოუკიდებლობას, ელექტორალური შემხებლობა ვერ ექნება რადიკალურ ოპოზიციასთან. რამხელა მხარდაჭერა აქვს სამთავრობო გუნდს, რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს!
ნიშანდობლივი კვლევაა ერთი, განსხვავებული პრიზმიდან - ქართული ოპოზიციის 99% ამუნათებს და სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას ცდილობს, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, კომპანია IPSOS-ის მიერ მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად, მოსახლეობის 61% ფიქრობს, რომ მოსამართლეები მთავრობისგან დამოუკიდებლები არიან.
12 ოქტომბერი 2024, 16:08
მსოფლიო
ბუნდესტაგში ვარაუდობენ, რომ ოპოზიციური პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვას კენჭს 2025 წლის დასაწყისში უყრიან
გერმანიის პარლამენტის წევრის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან“ მარკო ვანდერვიტცის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო ოპოზიციური პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვის საკითხს კენჭისყრაზე 2025 წლის დასაწყისში დააყენებს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
12 ოქტომბერი 2024, 16:00
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საზოგადოების შეხსენებას და დაიმედებას სამართალდამცავი ორგანოების მაღალპროფესიულ დონეზე მუშაობის მიმართ ცალკე ადგილი უნდა დაეთმოს, ისევე, როგორც თვით სამართალდამცავი ორგანოების გაფრთხილებას - არ მოდუნდნენ
ეს არის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი და დამაიმედებელი გზავნილი ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენი, აწ უკვე ყველაფრისთვის მზად მყოფი მოსახლეობისთვის, რომელსაც არ დაუკარგავს სიფხიზლე ამ უკანასკნელ ოთხ წელიწადში, თუმცა ასე ოცნებობს სიმშვიდეზე, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ყველა სამართალდამცავ უწყებას მოუწოდა, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და პროვოკაციების აღკვეთაზე განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ.
12 ოქტომბერი 2024, 15:41
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: არაერთი საინტერესო კვლევით დასტურდება, რომ საზოგადოების მხრიდან შეინიშნება დარწმუნებულობის მაღალი ხარისხი სასამართლოს ინსტიტუტის მიმართ. ამ ყოველივეს დასტურია ფრანგული კომპანია IPSOS-ის კვლევაც
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი IPSOS-ის კვლევის ავტორის, პროფესორი იან ვან დაიკის საქართველოს შესახებ შეფასებას ეხმიანება, რომელიც აღნიშნავს, რომ „საქართველო ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების უმრავლესობას სერიოზული პრობლემები აქვს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კუთხით, შესაძლოა, საქართველო ამ ქვეყნებისთვის სანიმუშო მაგალითად გამოდგეს“.
12 ოქტომბერი 2024, 15:30
სამართალი
პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება
ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობით მიზნით, №17 პენიტენციურ დაწესებულებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სტადიონი და სავარჯიშო სივრცე მოეწყო.
12 ოქტომბერი 2024, 15:30
არჩევნები აშშ
ტრამპი სიკვდილით დასჯას ითხოვს იმ მიგრანტების, რომლებიც ამერიკის მოქალაქეს მოკლავენ
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპი ითხოვს სიკვდილით დასაჯონ ის მიგრანტები, რომლების ამერიკის მოქალაქეს მოკლავენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ეს განცხადება ტრამპმა კოლორადოს შტატის ქალაქ ავრორაში წინასაარჩევნო მიტინგის დროს გააკეთა. „მე მოვუწოდებ სიკვდილით დასჯისკენ ნებისმიერი მიგრანტის, რომელიც ამერიკის მოქალაქეს ან სამართალდამცავი უწყების თანამშრომელს მოკლავს“, - განაცხადა ტრამპმა. Reuters-ი აღნიშნავს, რომ მანამდე ტრამპი გამოდიოდა ინიციატივით, რომლის თანახმადაც სიკვდილით დასჯა უნდა გავრცელებულიყო სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობის გამო გასამართლებულ პირებზეც.
12 ოქტომბერი 2024, 15:21
ჯანდაცვა
აფხაზეთიდან დევნილებს ჩაფიძის გულის ცენტრში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და ჩაფიძის გულის ცენტრის მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილებს უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.
12 ოქტომბერი 2024, 15:20
სამართალი
სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობა იზრდება
ქვემო ქართლის, სამეგრელოს და მაღალმთიანი აჭარის რიგი სოფლების მოსახლეობა სანოტარო მომსახურებას საცხოვრებელ სახლთან ახლოს მიიღებს. მომსახურება „მობილური იუსტიციის სახლის“ საშუალებით განხორციელდება და საწყის ეტაპზე ხელმისაწვდომი იქნება სოფლების ამამლოს, ანაკლიის, ღორჯომისა და ხიხაძირის მოსახლეობისთვის.
12 ოქტომბერი 2024, 15:12
არჩევნები 2024
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა 33-ე კონფერენცია მიმდინარეობს
დღის წესრიგშია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა.
12 ოქტომბერი 2024, 14:57
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი ლორა თორნტონის ანგარიშზე: შეიძლება, „საკუთარი ხალხი“ ცოტა გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, როდესაც არასამთავრობო სექტორის იმ წარმომადგენლებზე ვსაუბრობთ, რომლებიც ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვენ
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელის და მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, ლორა თორნტონის ანგარიშს ეხმიანება, სადაც აღნიშნავს, რომ რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მომხრეა.
12 ოქტომბერი 2024, 14:56
მსოფლიო
აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ბანაკები დაბომბა
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ძალებმა სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ საველე ბანაკები დაბომბა. ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. „ისლამური სახელმწიფოს“ საველე ბანაკების დაბომბვის მიზანი ტერორისტული ორგანიზაციის შესაძლებლობების განადგურება იყო, რათა ტერორისტებს რეგიონში აშშ-ზე, მის მოკავშირეებსა და პარტნიორებზე თავდასხმის განხორციელება არ შეეძლოთ. როგორც აშშ-ის ცენტრალური სარდლობა იუწყება, მათმა საჰაერო იერიშებმა ტერორისტების ინფრასტრუქტურა დააზიანა. მათ დარტყმებს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია.
12 ოქტომბერი 2024, 14:53
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ნიკა ელისაშვილი ისნის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, ავლაბარში, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ - კახა ლაბუჩიძესთან ერთად მოქალაქეებს ფაღავას, მარტყოფის, კვეზერელისა და კოპაძის ქუჩების კვეთაზე შეხვდა.
12 ოქტომბერი 2024, 14:50
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს 400-ზე მეტი თანამშრომელი სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით გადამზადდა
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს 400-ზე მეტი თანამშრომელი, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით გადამზადდა.