imedi /  13 ნოემბერი 2017, 17:50 / სანდო წყარო

ციტრუსის კრეფის სეზონი დაიწყო

ამ დროისთვის მეციტრუსეებს აჭარაში ადგილზე კილოგრამი მანდარინის გაყიდვა საშუალოდ 60-70 თეთრად შეუძლიათ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს 55 ათას ტონა ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. ინფორმაციას გაზეთი „ბათუმელები“ ავრცელებს.

სახელმწიფო არასტანდარტულ მანდარინში სუბსიდიას წელსაც გადაუხდის მეციტრუსეებს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, ქობულეთის ციტრუსის გადამამუშავებელ საწარმოებში არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების ფასი 20 თეთრია. 10 თეთრს საწარმო გადაიხდის, დარჩენილი 10 თეთრი კი, სუბსიდირების სახით ანაზღაურდება.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ემანუელ მაკრონი

15 ნოემბერი 2018, 00:53

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი აშშ-ის ვასალი არაა

აშშ ჩვენი მოკავშირეა НАТО-ში, მაგრამ შემიძლია კი მე ვუთხრა ჩემს მოქალაქეებს, რომ თქვენს უსაფრთხოებას მთლიანად ამერიკას ვაბარებ, რა თქმა უნდა არა. ევროპა სუვერენულია და ჩვენს მოქალაქეებს უნდა იცავდეს ევროპული არმია“, - განაცხადა ჟურნალისტთან საუბრისას მაკრონმა.

15 ნოემბერი 2018, 00:41

საქართველო

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

„გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როდრიგო ნოგეირუ

15 ნოემბერი 2018, 00:20

ტაბლოიდი

ესპანეთში დონ ჟუანად ცნობილი თაღლითი დააკავეს

ნოგეირუ 42 წლისაა, მას მეტსახელად დონ ჟუანს ეძახიან. თავის ათეულობით მსხვერპლს ის სოციალურ ქსელში სხვადასხვა გამოგონილი სახელებით ეცნობოდა. ის მუდმივად იცვლიდა გარეგნობას, იკეთებდა სათვალეს, ატარებდა ან იკრეჭდა წვერს, იღებავდა თმებს. პოლიცია თაღლითის მსხვერპლთა ზუსტ რაოდენობას ვერ ადგენს, რადგან მათი ნაწილი პოლიციას არ მიმართავდა.

ირმა ინაშვილი

15 ნოემბერი 2018, 00:12

საქართველო

ირმა ინაშვილი: სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების გარდა სხვა რეალობას არ ვუშვებ

იმ ამომრჩევლების 53%-ში, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე არ მივიდნენ, დიდი ნაწილი ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ. დღეს კი ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ, - ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა გადაცემაში „იმედი-live“ განაცხადა.

თეა წულუკიანი

14 ნოემბერი 2018, 23:50

ძალოვნები

თეა წულუკიანი: ჰააგაში რუსეთთან წაგებულ პროცესზე ნაციონალურმა მოძრაობამ მილიონობით დოლარი დახარჯა

ნაციონალური მოძრაობა, იმიტომ, რომ როგორც ჩანს უკვე მიხვდა, მათი მეორე ტურში მოგების შანსი, რბილად რომ ვთქვათ, მცირდება, ცდილობს ყველაფრის ერთმანეთთან შერევით, საქმეში გაუთვითცნობიერებულ ადამიანებს დააჯეროს გარკვეული ტყუილები და ისინი მათ მიჰყიდოს რეალობად. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში იმედი-Live განაცხადა.

ტერეზა მეი

14 ნოემბერი 2018, 23:34

მსოფლიო

ბრიტანეთის მთავრობამ ევროკავშირიდან გასვლაზე დოკუმენტი მიიღო

ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმების ტექსტზე შეთანხმდა ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა. დოკუმენტის განხილვა 5 საათი გრძელდებოდა.

14 ნოემბერი 2018, 23:20

ტექნოლოგიები

მეცნიერები კრიმინალსა და არტერიულ წნევას შორის კავშირს იკვლევენ

კვლევას წინ კრიმინალის გაზრდილი სტატისტიკა უძღოდა. იკაგოში 2015 წლიდან მკვლელობებისა და ძარცვების რიცხვი თვალშისაცემად გაიზარდა. სოციოლოგებმა გამოიკვლიეს, რომ დანაშაულის მატება განსაკუთრებულად იმ რაიონებში შეინიშნებოდა, სადაც მოსახლეობას უფრო მეტად აწუხებდა არტერიული წნევა.

გიორგი მელია

14 ნოემბერი 2018, 23:13

სპორტი

23 წლამდე ქართველმა მოჭიდავეებმა ბუქარესტში მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს

რუმინეთის დედაქალ ბუქარესტში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23 წლამდე ახალგაზრდათა შორის მსოფლიო ჩემპიონატი ქართველი კლასიკოსების ტრიუმფით დასრულდა . მათ 3 ოქროს - ნუგზარ წურწუმია (55 კგ), გელა ბოლქვაძე (82 კგ), ზვიად პატარიძე (130 კგ), 1 ვერცხლის რამაზ ზოიძე (72 კგ) და 1 ბრინჯაოს - გიორგი მელია (97 კგ) მედალი და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს.

14 ნოემბერი 2018, 23:13

არჩევნები 2018

არჩევნების მეორე ტურის თარიღის გასაჩივრება 2 დღეში შეიძლება

გასაჩივრების უფლება არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და იმ პირებს აქვთ, ვისაც ეს განკარგულება აზიანებს. მათ შორის ადგილობრივ ამომრჩევლებსა და ემიგრანტებს. კერძოდ, მოქალაქემ უნდა დაასაბუთოს, რომ მის ინტერესს ზიანი ადგება და სასამართლოში სარჩელი შეიტანოს, სასამართლო კი გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა საქმეს წარმოებაში.

საავტომობილო გზა

14 ნოემბერი 2018, 22:59

საქართველო

ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარავანის უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ზაზა სარალიძე

14 ნოემბერი 2018, 22:51

საქართველო

ზაზა სარალიძის მხარდამჭერმა პეტიციამ 10 000 ხელმოწერა დააგროვა

მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ქალაქის მერი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელებს. მათი თქმით, მთავარი ნაძვის ხის განთავსების საკითხსაც კალაძე მოქალაქეებთან ერთად მიიღებს. თუმცა, მერიაში არ აკონკრეტებენ განიხილავენ თუ არა კონკრეტულად ამ პეტიციას.

ჟინვალის წყალსაცავი

14 ნოემბერი 2018, 22:43

ძალოვნები

ჟინვალის წყალსაცავში სატვირთო ავტომობილი ჩავარდა

ადგილზე მყვინთავების მუშაობა საფრთხის შემცველია, რადგან ჟინვალჰესი სპეციფიკური ადგილია, წყალსაცავის სიღრმეში სხვადასხვა სახის გაყვანილობებია. სამაშველო ოპერაციას კიდევ რამდენიმე გარემოება ართულებს: წყალსაცავის სიღრმე რამდენიმე ათეული მეტრია, ადგილი სპეციფიურია, ამავე დროს, სიბნელის გამო ხილვადობა ნულია.

გელა ბოლქვაძე

14 ნოემბერი 2018, 22:38

სპორტი

გელა ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ბუქარესტში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 23 წლამდე მოჭიდავეთა შორის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, დღეს ოქროს მედლის მფლობელი 82 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გელა ბოლქვაძე გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში რუმინელი ოიოგსი დაამარცხა.

მეხუთე ავენიუ, ნიუ-იორკი

14 ნოემბერი 2018, 22:30

ეკონომიკა

ნიუ-იორკში მეხუთე ავენიუმ ყველაზე ძვირი ქუჩის სტატუსი დაკარგა

ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მდებარე მეხუთე ავენიუმ პირველობა ჰონგ-კონგში მდებარე კოზუეი-ბეის დაუთმო. მეხუთე ავენიუ აქამდე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქუჩა იყო მსოფლიოში. კონზუეი-ბეიზე წელიწადში ერთი კვადრატული მეტრი ფართის დაქირავება 2671 დოლარი ღირს

ცესკო

14 ნოემბერი 2018, 21:49

არჩევნები 2018

ცესკოსთან „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავს

ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციასთან ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციური ჯგუფის “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენლების აქცია მიმდინარეობს. აქცია არჩევნების მეორე ტურის ვადის გამოცხადების შემდეგ დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების შუა კვირაში, ოთხშაბათ დღეს გამართვას აპროტესტებს.

14 ნოემბერი 2018, 21:38

ძალოვნები

21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 22 თებერვალს, გამთენიისას, თემქაზე გოგო კორპუსის უკან, პატარა სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს. 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი იმავე დღეს დააკავეს

14 ნოემბერი 2018, 21:22

საქართველო

სპორტსმენები ვაშაძეს სპორტის დაფინანსებაზე გაკეთებული განცხადების გამო უპირისპირდებიან

„ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ სპორტის დაფინანსების პროგრამები ფუფუნებაა. ამის შესახებ მან „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში თქვა. ვაშაძისთვის მიუღებელია ფეხბურთის განვითარების პროგრამა. მან სპორტის სხვა სახეობებიც ახსენა.

14 ნოემბერი 2018, 21:18

საქართველო

მსოფლიოს 17 ქვეყნის ექსპერტი ლუგარის ლაბორატორიას ამოწმებს

მსოფლიოს 17 ქვეყნის ექსპერტი კრემლის ბრალდებებს გააბათილებს. საქართველო უცხოელ სპეციალისტებს მასპინძლობს. ექსპერტებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან ლუგარის ლაბორატორიის მუშაობის შესახებ, ობიექტის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნობიან და დასკვნასაც დადებენ. პირველ შეფასებებს ექსპერტებისგან ხვალ ელოდებიან.

14 ნოემბერი 2018, 21:17

ტაბლოიდი

აშშ-ში პოლიციამ მთვრალი ენოტი დააკავა

პოლიციას ქალაქის მცხოვრებლებმა მიმართეს, მათ ცხოველი უცნაურ მდგომარეობაში ნახეს და იფიქრეს, რომ ის გაცოფდა. საბოლოოდ გაირკვა, რომ ენოტმა დიდი რაოდენობით ფერმენტირებული ვაშლი შეჭამა, რამაც მისი სიმთვრალე გამოიწვია. ენოტის დაჭერაში პოლიციას მოსახლეობა დაეხმარა.

14 ნოემბერი 2018, 21:00

არჩევნები 2018

28 ნოემბერი უქმე დღედ ცხადდება

ცესკოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ 28 ნოემბერი, ოთხშაბათი დღე, რა დროსაც არჩევნების მეორე ტური გაიმართება, უქმე დღედ ცხადდება.