imedi /  14 ნოემბერი 2017, 11:34 / სანდო წყარო

მამუკა ბახტაძემ ფინანსთა მინისტრის რანგში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

დღეს მამუკა ბახტაძემ ფინანსთა მინისტრის რანგში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილეებს შეხვდა და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროში მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ყველა რეფორმა გაგრძელდება. 

„ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. დღეს ჩემთვის პირველი სამუშაო დღეა. ჩვენ ჩამოვყალიბდით იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც შესასრულებელი გვაქვს მიმდინარე წლის ბოლომდე. როგორც მოგეხსენებათ, იგეგმება მიმდინარე წლის ბიუჯეტის დაკორექტირება, ასევე, მოსამზადებელია 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე კეთდება აქცენტი. როგორც აღვნიშნე, მიდგომებში მთავარი ფოკუსი გაკეთდება იმაზე, რომ ნაკლები ბიუროკრატიით შევძლოთ მუშაობის ეფექტურობის გაზრდა და ვფიქრობ, რომ ფინანსთა სამინისტრო ამ მიმართულებით იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყება,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. 

გუშინ გაიმართა შეხვედრა პირველ ვიცეპრემიერთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან. შეხვედრაზე ისაუბრეს ფინანსთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე და მათი გაგრძელების თაობაზე. განიხილეს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე პროგრამის წარმატებით გაგრძელების აუცილებლობის შესახებ.

სამთავრობო ცვლილებების მიხედვით, ფინანსთა მინისტრის პოსტი რკინიგზის ხელმძღვანელმა მამუკა ბახტაძემ დაიკავა. 

ყველა სიახლე

19 ივნისი 2026, 15:45

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შეხვდა. პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა ტაჯიკეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ უმაღლეს დონეზე განხორციელებული პირველი ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს და დამატებით სტიმულს მისცემს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

19 ივნისი 2026, 15:44

საზოგადოება

იოანე პეტრიწის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა

დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, N186 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ ჰექტარ ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა.

კახა კალაძე

19 ივნისი 2026, 15:41

პოლიტიკა

კახა კალაძე: ცუდს რატომ ხედავთ იმაში, რომ თუნდაც ჩინეთის მიმართულებით ექსპორტი იზრდება და ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება?

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაში ცუდი არაფერია, რადგან მთელი მსოფლიო ამისკენ მიისწრაფვის. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

ირაკლი კირცხალია

19 ივნისი 2026, 15:40

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ოპოზიციას რომ ვუსმენდეთ, სააკაშვილი უკვე რვაჯერ უნდა გვყავდეს დაკრძალული. სრული აბსურდია, რომ ვინმეს ყურადღება არ ექცევა დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში. საზოგადოება არ იღებს ასეთ ტყუილს

სრული აბსურდია, რომ ვინმეს ყურადღება არ ექცევა დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში. საზოგადოება არ იღებს ასეთ ტყუილს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია პატიმრობაში მყოფ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

კახა კალაძე

19 ივნისი 2026, 15:39

პოლიტიკა

კახა კალაძე: მზად ვართ ევროკავშირთან დიალოგისთვის, ის დამოკიდებულება კი კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს

ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ის დამოკიდებულება კი კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.

19 ივნისი 2026, 15:39

თავდაცვა

„არმიჰოლში“ სამეთაურო-საშტაბო პროგრამის მე-15 გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო პროგრამის მე-15 გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. აღნიშნული პროგრამა მიმდინარე სასწავლო წელს სამოცმა მსმენელმა დაასრულა.

ირაკლი კირცხალია

19 ივნისი 2026, 15:38

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ამას დავარქმევდი „ბრწყინვალე ნანასა და თინათინის შერკინებას“

„ოპოზიცია ისევ კომედიურ ჟანრში მიდის. ამას დავარქმევდი მიხეილ სააკაშვილის ქრონიკებიდან ერთ-ერთ სცენარს და სათაურს ერთ-ერთი სერიის „ბრწყინვალე ნანას და თინათინის შერკინებას". როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი, ამას საზოგადოება ნახავს. ამაზე მეტი კომენტარი არ მგონია სერიოზული იყოს", - აღნიშნა კირცხალიამ.

კახა კალაძე

19 ივნისი 2026, 15:36

პოლიტიკა

კახა კალაძე ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის განაჩენზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის ქმედებები, ვინც არ უნდა იყოს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია იმ ტიპის ძალადობრივი ქმედებები, რასაც ხელისუფლების შეცვლის მიზნით, 4 ოქტომბერს ჰქონდა ადგილი.

კახა კალაძე

19 ივნისი 2026, 15:35

პოლიტიკა

კახა კალაძე: სააკაშვილის განცხადება, რომლითაც ქართველ ხალხს ამერიკით ემუქრება, არის ტიპური მაგალითი, თუ როგორ მოქმედებს აგენტი

სააკაშვილმა იცის, რომ მთლიანად ოპოზიციაა განულებული, მხარს არავინ უჭერს, ამიტომაც ქართველ ხალხს ამერიკით ემუქრება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

კახა კალაძე

19 ივნისი 2026, 15:34

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველამ კეთილი უნდა ინებოს და განსხვავებული მოსაზრება გადმოსცეს შეურაცხყოფის გარეშე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა უნდა მიეჩვიოს განსხვავებული აზრის გადმოცემას მისაღები ფორმით, შეურაცხყოფის გარეშე.

ირაკლი კირცხალია

19 ივნისი 2026, 15:31

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ჩახუნაშვილის განცხადებაზე: „არანაირი ბრალი არ მიმიძღვის“ - გვეუბნება ადამიანი, რომელიც მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერის საშუალებით ვიხილეთ, რას აშავებდა

„არანაირი ბრალი არ მიმიძღვის“ - გვეუბნება ადამიანი, რომელიც მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერის საშუალებით ვიხილეთ, რას აშავებდა“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ჩახუნაშვილის განცხადებას, რომ ის უდანაშაულოა.

დონალდ ტრამპი ჯორჯია მელონი

19 ივნისი 2026, 15:28

მსოფლიო

ტრამპი: მელონი მეხვეწებოდა, სურათი გადამეღო მასთან, შემეცოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი მას „დიდი შვიდეულის“ სამიტზე სურათის გადაღებას სთხოვდა.

ირაკლი კირცხალია

19 ივნისი 2026, 15:24

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: მინდა ვუსურვო ბრიუსელს, რომ ჩამოყალიბდეს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნების მიმართ, არამედ ზოგადად მიდგომებში - საერთოდ, ფართოვდებიან, თუ არა

მინდა ვუსურვო ბრიუსელს, რომ ჩამოყალიბდეს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნების მიმართ, არამედ, ზოგადად მიდგომებში - საერთოდ, ფართოვდებიან, თუ არა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ მედიასთან

ირაკლი კირცხალია

19 ივნისი 2026, 15:19

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ევროკომისრის მხრიდან კრიტიკასა და კანონების გაუქმების მოთხოვნაზე: ისინი ვერ შემოდიან ობიექტურ დისკუსიაში და მათგან მხოლოდ მასკარადსა და პიარ შოუს ვხედავთ, რომელიც გაცვდა - ასეთივე გაცვეთილია ეს შეფასება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია ევროკომისარ მარტა კოსის კრიტიკასა და კონკრეტული კანონების გაუქმების მოთხოვნას გამოეხმაურა.

ირაკლი კირცხალია

19 ივნისი 2026, 15:12

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოზე: მოვა დრო და ყველა გაითვალისწინებს, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენონ

მოვა დრო და ყველა გაითვალისწინებს, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენონ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობასთან დაკავშირებით.

ენტონი ფაუჩი

19 ივნისი 2026, 15:02

მსოფლიო

აშშ-ის ეროვნული დაზვერვა: ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი უჰანის ლაბორატორიის კვლევებს აფინანსებდა და COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის დამალვას ცდილობდა

COVID-19-ის პანდემიამდე აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის (NIAID) ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმ ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მილიონობით დოლარი გამოყო უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში ღამურების კორონავირუსებზე ე.წ. „ფუნქციის გაძლიერების“ (gain-of-function) კვლევების დასაფინანსებლად. ინფორმაციას აშშ-ის ეროვნული დაზვერვა ავრცელებს.

ირაკლი კირცხალია

19 ივნისი 2026, 15:00

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ვუსურვებ ყველა კანდიდატ და მათ შორის ჩემს ქვეყანას იმ კავშირში გაწევრიანებას, სადაც ქვეყნის ღირსებას სცემენ პატივს და არა ისეთ კავშირებში, სადაც განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებაში ვხედავთ ამორალურ მიდგომებს

ვუსურვებ ყველა კანდიდატ და მათ შორის ჩემს ქვეყანას იმ კავშირში გაწევრიანებას, სადაც ქვეყნის ღირსებას სცემენ პატივს და არა ისეთ კავშირებში, სადაც განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებაში ვხედავთ ამორალურ მიდგომებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

19 ივნისი 2026, 14:59

პოლიტიკა

„ბოდიშს მოვუხდი, მაპატიოს სასამართლომ“ - შალვა პაპუაშვილის მიმართ სოციალურ ქსელში მიყენებული შეურაცხყოფის ფაქტზე დაწყებული ადმინისტრაციული საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიდო

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიმართ სოციალურ ქსელში მიყენებული შეურაცხყოფის ფაქტზე დაწყებული ადმინისტრაციული საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიდო. მიზეზი ტექნიკური ხარვეზის გამო ოქმის შედგენის პროცესზე გამოუცხადებლობა გახდა.

ვახტანგ ცინცაძე

19 ივნისი 2026, 14:54

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: წელს პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 9% შეადგინა, იანვარ-მაისის პერიოდში კი ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ 66%-ს გადააჭარბა

„2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 9% შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებულია და ის ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორზე ნაწილდება“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

19 ივნისი 2026, 14:51

ეკონომიკა

სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული დაკავშირების პირველ შეხვედრაში

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული დაკავშირების პირველ შეხვედრაში, რომელიც ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) ეგიდით, EU4Energy-ის მესამე ფაზის პროექტის ფარგლებში, ბელგიაში, ქ. ბრიუსელში გაიმართა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.