მამუკა ბახტაძე: ყველა ჩვენი რეფორმა საქართველოში სიღარიბის დამარცხებას ემსახურება
მამუკა ბახტაძე
ფოტო: Facebook
ყველა ჩვენი რეფორმა ემსახურება ერთ მიზანს - ესაა საქართველოში სიღარიბის დამარცხება - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს.
მისი თქმით, ჭარბვალიანობა საქართველოში დღეს წარმოადგენს პრობლემას, ის არის რისკი და მის გადასაჭრელად გადაიდგა პრინციპული ნაბიჯები, რომელიც დღეიდან ამოქმედდა.
„ამ პრობლემის დაგროვება ხდებოდა წლების განმავლობაში. დღეს მივიღეთ მასშტაბი, რომელიც საჭიროებს პრინციპულ და მასშტაბურ გადაწყვეტას. მესმის, რომ შეიძლება ბევრ მოქალაქეს შეიძლება ჰქონდეს შინაგანი განცდა, რომ აღნიშნული რეფორმა, შესაძლოა, შეჩერდეს, ან ბოლომდე ვერ მივიდეს, მაგრამ მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ჩვენ აუცილებლად დავასრულებთ იმ რეფორმას, რაც დავიწეთ და ამას გავაკეთებთ ეფექტური თამაშის წესების დადგენით,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, ჭარბვალიანობამ ქვეყანაში გამოიწვია ის, რომ მოსახლეობას უწევს თავისი განკარგვადი შემოსავლების დიდი ნაწილის გადახდა კრედიტების მომსახურებაში.
„ისეთი ტიპის კრედიტების აღება, რომელიც ეკონომიკურად მიზანშეუწონელია, იწვევს მეწარმეობის პოტენციალის შემცირებას ქვეყანაში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, ესაა ცალკე რეფორმა, ამას სჭირდება ცალკე სამართლებრივი პაკეტის და საგადასახადო ინიციატივების მომზადება. ჭარბვალიანობა არის სხვა პრობლემა, რომლის მოსაგვარებლად გამოყენებული იქნება სხვა სამართლებრივი მექანიზმები, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველა რეფორმა ემსახურება ერთ მიზანს - საქართველოში სიღარიბის დამარცხებას. შესაბამისად, ეს რეფორმები ერთმანეთთან ურთიერთდაკავშირებულია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, როდესაც ვსაუბრობთ ჭარბვალიანობაზე, ეს ამცირებს მეწარმეობის პოტენციალს საქართველოში, იმიტომ რომ რამდენიმე ათეული ათასი ჩვენი მოქალაქ დღეს არის ე.წ. შავ სიაში და მათ შეზღუდული აქვთ წვდომა ეკონომიკური საქმიანობის წარმართვაზე. ჩვენ ისედაც გვაქვს ძალიან მცირე ბაზარი ჩვენი ქვეყნის მასშტაბიდან გამომდინარე და ამას ემატება ის, რომ რამდენიმე ასეულ ათას ადამიანს არ აქვს წვდომა ფინანსურ ინსტრუმენტებზე, რათა ბიზნესი განავითაროს და შეინახოს თავიანთი ოჯახები. ესაა სწორედ ერთ-ერთი მნიშნელოვანი წყარო იმ სიღარიბისა, რომელსაც ვებრძვით და ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ იმ რეფორმას, რაც უკავშირდება საქართველოში ჭარბვალიანობის პრობლემის პრინციპულ გადაჭრას და ახალი, სამართლიანი წესების დადგენას, ამაში უკან დავიხევთ პირიქით, ამას გავაკეთებთ ძალიან პრინციპულად. უახლოეს დღეებში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის შესახებ შეიტყობთ, რომელიც უკავშირდება საქართველოში ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოფხვრას,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
ყველა სიახლე
16 აპრილი 2026, 14:58
პოლიტიკა
კახა კალაძე: ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, სალომე ზურაბიშვილი ვინ არის, ვის ემსახურება, ვისი გავლენის ქვეშაა
თქვენ, გინდ ინდივიდუალურად, გინდ პოლიტიკური პარტიებით, თუნდაც დღეს ახალი პარტიები შექმნათ, ახალი სახელები დაირქვათ, არაფერი გეშველებათ. თქვენ გაქვთ ერთი მთავარი სახელი - ხართ მოღალატეები. ეს არის რეალობა, მოცემულობა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რასაც აკეთებდით და დღესაც აკეთებთ - მოღალატეობრივი ქმედებები ქართველი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
16 აპრილი 2026, 14:58
პოლიტიკა
გივი მიქანაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ნიუ-იორკში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) სათავო ოფისში აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, ომარ აბდის შეხვდა.
16 აპრილი 2026, 14:57
პოლიტიკა
კახა კალაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე: ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მშვიდობას მოაქვს
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა მშვიდობას მოაქვს, რომლის დასაცავად ხელისუფლება კვლავ მზადაა.
16 აპრილი 2026, 14:54
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: სსფ-ს პროგნოზით, 2026-2031 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც საქართველოს მთავრობას გააჩნია
„ჩვენი მოლოდინით, რეალური ეკონომიკური ზრდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ნავარაუდევ მაჩვენებელზე მაღალი იქნება. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც წლის დასაწყისში გამოქვეყნებული მონაცემები მოგვიანებით ზრდის მიმართულებით გადაიხედა. ამის საფუძველს ის ამბიციური რეფორმები და ინფრასტრუქტურული პროექტები იძლევა, რომელთა განხორციელებასაც საქართველო გეგმავს. არსებული პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალ ნიშნულს მიაღწევს. საბოლოო ჯამში, აღნიშნული პროცესები ხელს შეუწყობს როგორც განვითარების მაღალი ტემპის შენარჩუნებას, ისე ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისა და ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
16 აპრილი 2026, 14:53
სამართალი
საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო საავტომობილო“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო საავტომობილო“, უცხო ქვეყნის მოქალაქის ეჭვის საფუძველზე, ბარგისა და ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 415 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.
16 აპრილი 2026, 14:49
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: „სტარბაქსი“ უმსხვილესი, გლობალური მოთამაშეა და მისი შემოსვლა იმის დასტურია, რომ საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი გარემოა საინვესტიციოდ, ბიზნესის გასაფართოებლად
„სტარბაქს“-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა მთავრობის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული პოლიტიკის შედეგია, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოდ ჩამოყალიბებას არამხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ფართო რეგიონშიც“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
16 აპრილი 2026, 14:47
პოლიტიკა
კახა კალაძე ოპოზიციის რევოლუციურ სცენარზე: არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან წლებია სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობები გარედან ფინანსდება
„ვიხილეთ რევოლუციის არაერთი მცდელობა, თუმცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა კარგად აანალიზებს, თუ რა პროცესები მიდის, ვინ არის ჩვენი ქვეყნის რეალური მტერი. ვის რა ინტერესი აქვს საქართველოსთან მიმართებაში. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მოსახლეობა ყურადღებით აკვირდება პროცესებს და აქვს სწორი ინფორმაცია”, - აღნიშნა კახა კალაძემ.
16 აპრილი 2026, 14:44
პოლიტიკა
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, - ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 14:40
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: ნეიტრალიტეტი მართლაც არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ იყოს
ნეიტრალიტეტი მართლაც არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ იყოს, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა ლევან ნიკოლეიშვილმა.
16 აპრილი 2026, 14:40
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: ნეიტრალიტეტია დღეს ერთადერთი საშუალება, რომელსაც შეუძლია, დაგვაახლოოს ქვეყნის გამთლიანებასთან, ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფასთან და სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევასთან
ნეიტრალიტეტია დღეს ერთადერთი საშუალება, რომელსაც შეუძლია, დაგვაახლოოს ქვეყნის გამთლიანებასთან, ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფასთან და სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევასთან, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.
16 აპრილი 2026, 14:38
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს ხელისუფლების შესახებ არსებულ ძველ მონაცემებს ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ უპატივცემულობად მიიჩნევს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს ხელისუფლების შესახებ არსებულ ძველ მონაცემებს ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ უპატივცემულობად მიიჩნევს. მისი თქმით, არავის სჯერა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ინფორმაციის განახლება უბრალოდ დაავიწყდათ.
16 აპრილი 2026, 14:37
მსოფლიო
ირანელი მაღალჩინოსნის განცხადებით, თეირანმა და ვაშინგტონმა მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს, თუმცა გადაუჭრელი საკითხები მაინც რჩება
ირანმა და აშშ-მა სამშვიდობო მოლაპარაკებებში გარკვეულ საკითხებზე პროგრესს მიაღწიეს, თუმცა გადაუჭრელი პრობლემები კვლავ რჩება, - განაცხადა ერთ-ერთმა ირანელმა მაღალჩინოსანმა.
16 აპრილი 2026, 14:32
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი გერმანიის საგარეო უწყების საიტზე საქართველოს შესახებ განთავსებულ ინფორმაციაზე: ფაქტია, რომ ეს არ არის ტექნიკური შეცდომა, ეს არის პოლიტიკური განაცხადი
„ფაქტია, რომ ეს არ არის ტექნიკური შეცდომა, ეს არის პოლიტიკური განაცხადი. მაშინ, როდესაც გერმანიას აქვს ამბიცია, რომ ის არის გერმანული მმართველობის სვეტი, ასეთი ტიპის ქმედება არის პირდაპირი განაცხადი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუარესებისკენ მიმართული. რა თქმა უნდა, ველოდებით. არაერთხელ გვქონდა მოწოდება, რომ გამოსწორებულიყო ეს ე.წ. ტექნიკური შეცდომა, თუმცა [გერმანიის საგარეო უწყებისთვის მიცემული] ოთხკვირიანი ვადაც ამოიწურა“, - მიიჩნევს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.
16 აპრილი 2026, 14:29
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია: ივანიშვილმა აქცია წალკოტად აბასთუმნის კურორტი, თუმცა, უსამშობლო აგენტებისგან არაფერი უნდა გაგვიკვირდეს - ცნობილი ხელწერაა იმ ძალის, რომელიც ბომბების წვიმას შენატრის, ხოლო როდესაც სასიკეთო ხდება ნგრევას არქმევს
დღეს დილიდან უსამშობლო აგენტურა ბიძინა ივანიშვილს მორიგ სიცრუის კამპანიას უწყობს - მისი დავალებით აბასთუმნის ცაზე თვითმფრინავი ვეღარ იფრენსო. არადა ამ დროს, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა აქცია წალკოტად ეს უნიკალური კურორტი- წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.
16 აპრილი 2026, 14:26
რეგიონი
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით პირადი ცხოვრების ხელყოფის თემაზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით პირადი ცხოვრების ხელყოფის თემაზე პროკურორებმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 14:21
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი Istituto Agrario di San Michele all’Adige პრეზიდენტს, ფრანჩესკო სპანოლის შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იტალიის რესპუბლიკაში, ქ, ვერონაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აგრარული მიმართულების ინსტიტუტის Istituto Agrario di San Michele all’Adige პრეზიდენტს, ფრანჩესკო სპანოლის შეხვდა.
16 აპრილი 2026, 14:17
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: ოპოზიციამ იცის, რომ არანაირი შანსი არ აქვთ არჩევნების გზით „ქართული ოცნების“ დამარცხების. აქედან გამომდინარე, თვალს ვადევნებთ, რომ სხვადასხვა პერიოდში ახალ-ახალი ექსპერტები ჩამოჰყავთ, რათა ტრენინგები გაიარონ
ოპოზიციამ დიდი ხანია იცის, რომ მათ არანაირი შანსი არ აქვთ არჩევნების გზით საქართველოს მთავრობის, „ქართული ოცნების“ დამარცხების, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, ზვიად შალამბერიძემ.
16 აპრილი 2026, 14:16
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: 2025 წლის 4 ოქტომბერს ჰქონდათ მცდელობა, მოეწყოთ ძალადობრივი რევოლუცია, ეს ჩაუფლავდათ იმიტომ, რომ სამართალდამცავი ორგანოები შესაბამისად მუშაობენ - ეს მცდელობები მათ ყოველთვის ჩაუფლავდებათ
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ეხმაურება „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად, პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ერთ ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
16 აპრილი 2026, 14:16
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის ბლაჟევიჩთან თანამშრომლობაზე: მათ არაფერი ეშველებათ და სუსი იმოქმედებს შესაბამისად
„თვითონ რადიკალებს რაც შეეხებათ, არაფერი უშველით. ბატონი აკერმანი ატრენინგებდა, მერე იყო მაკკეინის ინსტიტუტი, რომელმაც გზამკვლევი ჩამოუწერა და გადასცა, თუ როგორ უნდა აერიათ საქართველოში ვითარება. ახლა ახალი ბატონი გამოჩნდა მათთვის. რა თქმა უნდა, მათ არაფერი ეშველებათ და სუსი იმოქმედებს შესაბამისად“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
16 აპრილი 2026, 14:07
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ვისთვისაც საქართველოს წარმატება პირადი ტრაგედიაა, მოიგონეს აბასთუმნის თავზე ივანიშვილის დავალებით ცა ჩაიკეტაო, არადა საჰაერო გზის კორექტირება მოხდა მეცნიერთა თხოვნით
გაჩანაგებული ტერიტორიისგან ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი სახსრებით ადგილი აქცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უნიკალურ ადგილად - აგენტურულ „მედიას" სიტყვაც კი არ დასცდენია ამ საშვილიშვილო საქმეზე. მათთვის, ვისთვისაც საქართველოს წარმატება პირადი ტრაგედიაა, საჭირო იყო აბასთუმნის თემის დასვრა, დაზიანება, ამ ამბავში ბიძინა ივანიშვილის ნეგატიურ კონტექსტში ხსენება და რა მოიგონეს? აბასთუმნის თავზე ცა ჩაიკეტა და წყარომ გვითხრა რომ ეს სწორედ ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოხდაო, - წერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში.


