19 ივნისი 2026, 12:01 / სანდო წყარო

საქსტატი: იანვარ-მაისში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი - თურქეთი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 70.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს 355.2 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა ჩინეთი - 327.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი - 269.3 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, 2026 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი - 1 162.0 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 983.4 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი - 849.7 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2026 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 734.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 23.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 366.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 255.6 მლნ. აშშ დოლარით.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-მაისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 251.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 17.1 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 635.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები 295.9 მლნ. აშშ დოლარით.

ყველა სიახლე

ერეკლე კეჟერაშვილი

14 აგვისტო 2026, 14:52

საზოგადოება

სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი: სააგენტოს ზედამხედველობითი უფლებამოსილებები მნიშვნელოვანი სიახლეა, რომელიც მგზავრთა უფლებების დაცვის წესის შესრულების მონიტორინგსა და ინსპექტირებას უკავშირდება

სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მინიჭებული აქვს მანდატი, მგზავრთა უფლებების დაცვის მიზნით გამოიყენოს შესაბამისი ზედამხედველობის მექანიზმები, სააგენტო ასევე უზრუნველყოფს მგზავრებისთვის კონსულტაციების გაცემას და მათი საჩივრების განხილვას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ერეკლე კეჟერაშვილმა.

14 აგვისტო 2026, 14:51

მსოფლიო

POLITICO: ესპანეთი და მაროკო საზღვარს აძლიერებენ სეუტაში მიგრანტების მოსალოდნელი ახალი მასობრივი ტალღის შიშის გამო

ესპანეთისა და მაროკოს ათასობით სამართალდამცველმა პარასკევს სეუტის საზღვრის დაცვა გააძლიერა, მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გავრცელდა მოწოდებები ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ესპანურ ანკლავში მიგრანტების ახალი მასობრივი შეჭრის შესახებ. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

თამარ იოსელიანი

14 აგვისტო 2026, 14:34

საზოგადოება

თამარ იოსელიანი: „საქართველოს რკინიგზის“ სამგზავრო მიმართულებით მიმდინარე მასშტაბური რეფორმების პარალელურად, მნიშვნელოვანია მგზავრთა უფლებების დაცვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და განვითარება

„საქართველოს რკინიგზის“ სამგზავრო მიმართულებით მიმდინარე მასშტაბური რეფორმების პარალელურად, რაც მგზავრობის დროის შემცირებას, ახალი მატარებლების შესყიდვასა და ახალი მიმართულებების დამატებას მოიცავს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მგზავრთა უფლებების დაცვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და განვითარება“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.

ცოტნე ანანიძე

14 აგვისტო 2026, 14:32

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: იგივე პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც ჩაკეტეს სამაჩაბლოსთან ეკონომიკური ხიდები, ახლა აჟიოტაჟს აგორებენ აფხაზეთში კანონის ფარგლებში, კერძო სექტორის მიერ საწვავის მიწოდებაზე, არადა, „ნაცების” მოსვლამდე არსებობდა ნამდვილი სახალხო ნდობა, რომელიც ახლა ზოგიერთებისთვის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის საგანია

იგივე პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც წარსულში უალტერნატივოდ ჩაკეტეს სამაჩაბლოსთან ეკონომიკური ხიდები, ახლა აჟიოტაჟს აგორებენ აფხაზეთში კანონის ფარგლებში, კერძო სექტორის მიერ საწვავის მიწოდებაზე, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სოციალურ ქსელში.

14 აგვისტო 2026, 14:30

პოლიტიკა

აშშ-მა 2026 წლის ფისკალური გამჭვირვალობის ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებმაც ფისკალური გამჭვირვალობის მინიმალური მოთხოვნები დააკმაყოფილეს, მინიმალურ მოთხოვნებს კი 67 ქვეყნის მთავრობა ვერ აკმაყოფილებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2026 წლის ფისკალური გამჭვირვალობის ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებმაც ფისკალური გამჭვირვალობის მინიმალური მოთხოვნები დააკმაყოფილეს.

პაატა კუნჭულია

14 აგვისტო 2026, 14:28

რეგიონი

ყოველთვის ვიყავი და სულ დავრჩები „ქართული ოცნების“ ერთგულ, რიგით ჯარისკაცად - ოზურგეთის მერმა თანამდებობა დატოვა

ოზურგეთის მერმა თანამდებობა დატოვა. მის განცხადებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია აქვეყნებს. პაატა კუნჭულია წერს რომ მისი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა ოზურგეთელების ინტერესებს.

დავით გულუა

14 აგვისტო 2026, 14:22

პოლიტიკა

გენერალ-მაიორი დავით გულუა ბარამიძის განცხადებაზე: ეს არ არის შემთხვევით ნათქვამი, ამის თქმა იმიტომ დაავალეს, რომ საქართველო დაეზიანებინათ

მას ამის თქმა იმიტომ დაავალეს, რომ საქართველო დაეზიანებინათ, რომ საქართველო არის დამნაშავე მხარე - ასე გამოეყვანათ, - ასე შეაფასა გენერალ-მაიორმა დავით გულუამ გიორგი ბარამიძის განცხადება.

კობა კობალაძე

14 აგვისტო 2026, 14:22

პოლიტიკა

კობა კობალაძე: 14 აგვისტო არის ერთ-ერთი მტკივნეული თარიღი - მთელი ჩვენი არსითა და მრწამსით ვცდილობთ, გადავლახოთ ტკივილი, ემოციური ფონი და ჩვენს შვილებს მივცეთ საშუალება და უნარი ერთად თანაცხოვრების, ერთ ძლიერ და თავისუფალ სამშობლოში

„14 აგვისტო არის ერთ-ერთი მტკივნეული თარიღი, რადგან ეს იყო არა დაახლოების, არამედ დაშორიშორების კიდევ ერთი ზღუდე. იმის შემდგომ მთელი ჩვენი არსითა და მრწამსით ვცდილობთ იმას, რაც შეიძლება ნაკლებ მტკივნეულად გადავლახოთ ეს ტკივილი, ეს ემოციური ფონი და ჩვენს შვილებს მივცეთ საშუალება და უნარი ერთად თანაცხოვრების, ერთ ძლიერ და თავისუფალ სამშობლოში“, - განაცხადა კობალაძემ.

14 აგვისტო 2026, 14:15

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰიონდუ კიმს შეხვდა.

დავით მათიკაშვილი

14 აგვისტო 2026, 14:02

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ძალიან აღიზიანებთ ამ ძალებს ის ეკონომიკური წინსვლა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. ხელისუფლების მშვიდობიანი და საკუთარი ხალხის ინტერესზე ორიენტირებული პოლიტიკა დიდი წინაღობაა მათი ქმედებების აღსრულებისთვის

ძალიან აღიზიანებთ ამ ძალებს [დიფ სთეითი] ის ეკონომიკური წინსვლა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

გიორგი ვოლსკი

14 აგვისტო 2026, 13:55

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ამოცანაა ტურისტული ინდუსტრიის დაზიანება, საერთოდ სტაბილური ქვეყნის იმიჯის დაზიანება, რომელიც საქართველოს საშუალებას აძლევს, ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები სტაბილური ჰქონდეს

ამოცანაა ტურისტული ინდუსტრიის დაზიანება, საერთოდ სტაბილური ქვეყნის იმიჯის დაზიანება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

დონალდ ტრამპი

14 აგვისტო 2026, 13:51

მსოფლიო

Reuters: ტრამპი დრონების იმპორტზე 100-პროცენტიანი ტარიფების დაწესებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განაცხადებით, ამერიკა დრონებისა და მათი კომპონენტების იმპორტზე, მათ შორის აშშ-ის რამდენიმე მნიშვნელოვანი მოკავშირისგან შემოტანილ პროდუქციაზე ტარიფების დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

14 აგვისტო 2026, 13:41

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულად იოსებ ალიბეგაშვილი დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულად იოსებ ალიბეგაშვილი დანიშნა. მთავრობის მეთაური ახალდანიშნულ რწმუნებულს ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარების მინისტრ მამუკა მდინარაძესთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

ფაიგ გულიევი ირაკლი კობახიძე

14 აგვისტო 2026, 13:37

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა.

14 აგვისტო 2026, 13:36

რეგიონი

დავით სონღულაშვილი: ფოკას დედათა მონასტერში შექმნილი პროდუქტები ქართული აგროპროდუქციისა და ადგილობრივი წარმოების განვითარების კარგი მაგალითია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში არსებული საწარმოო სივრცეები დაათვალიერა და მონაზვნების მიერ წარმოებული რძის პროდუქტების დამზადების პროცესს გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

14 აგვისტო 2026, 13:28

საზოგადოება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი საქართველოში დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით მყოფ ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, ულან ნიაზბეკოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე.

14 აგვისტო 2026, 13:15

საზოგადოება

ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საიტზე ფოტოგრაფ შალვა გოქაძის კოლექციის ნაწილი გამოქვეყნდა. ინფორმაციას ეროვნული არქივის პრესსამსახური ავრცელებს.

14 აგვისტო 2026, 13:15

საზოგადოება

საჰაერო სივრცისა და აეროპორტების გამტარუნარიანობის შეფასების საკითხებზე საქართველოში ევროკონტროლის ექსპერტების სამუშაო ვიზიტი შედგა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) ექსპერტების მორიგი სამუშაო ვიზიტი განხორციელდა.

14 აგვისტო 2026, 13:09

მსოფლიო

POLITICO: ევროკავშირის ლიდერები შვებულებაში არიან. კრიზისები კი, რომლებიც ბლოკს ემუქრება - არა

გეოპოლიტიკურ კრიზისებსა და სტიქიურ უბედურებებს უსიამოვნო ჩვევა აქვთ - ევროპას ზაფხულის შუაგულში არყევენ მაშინ, როდესაც ბლოკის პოლიტიკური ლიდერები მზეზე ისვენებენ ან რომელიმე სოფლის იდილიურ გარემოში განმარტოებას ცდილობენ. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.

14 აგვისტო 2026, 13:00

საზოგადოება

ივლისში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 787 ფაქტი დაფიქსირდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 787 ფაქტი გამოავლინეს.