imedi /  14 ნოემბერი 2017, 12:57 / სანდო წყარო

ბოლო 2 თვეში საწვავი 10 თეთრით გაძვირდა

საქართველოში ოქტომბერსა და ნოემბერში  საწვავი 10 თეთრით გაძვირდა.  "საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირების და ლარის გაუფასურების ფონზე,  ევრო დიზელის საწვავის ფასმა საშუალოდ 6-11 თეთრით მოიმატა, რეგულარზე - 5-10 თეთრით", - აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში, სადაც მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ზრდის ტრენდსაც განმარტავენ. 

„ბოლო თვეების განმავლობაში ნავთობის ფასი იზრდება და დაახლოებით ბოლო 2 წლის მაქსიმუმალურ მაჩვენებელზე დგას. კერძოდ, დღეისათვის ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობისფასმა შეადგინა  63.16 დოლარი/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში  York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა - 56.76 დოლარი/ბარელზე.
ნავთობის ფასის ზრდა ძირითადად გამოიწვია „ოპეკი +“-ის წევრთა მიერ ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმების შესაძლო გაგრძელებამ. კერძოდ, როგორც ცნობილია 2016 წლის ბოლოს ოპეკის წევრმა და რამდენიმე არაწევრმა ქვეყენამ მიიღეს გადაწყვეტილება ნავთობის ყოველდღიური მოპოვების კვოტების 1,8 მლნ ბარელით შემცირებასთან დაკავშირებით. ეს შეთანხმება დაიდო 2017 წლის პირველი 6 თვის ვადით მისი შესაძლო გაგრძელების პერსპექტივით. 2017 წლის მაისში ის გაგრძელდა კიდევ 9 თვით 2018 წლის მარტის ბოლომდე. 

30 ნოემბერს ვენაში დაგეგმილია „ოპეკი +“-ის  მორიგი შეხვედრა, სადაც, სავარაუდოდ, ამ შეთანხმების გაგრძელება განიხილება. საწვავის ფასის შემდგომი ტენდენცია დამოკიდებული იქნება საერთაშორისო ფასებზე S&P Global Platts-ის მიხედვით და ლარის კურსზე დოლართან მიმართეით", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

კომენტარები ()

არქივი

19 იანვარი 2018, 15:53

მსოფლიო

ბრიუსელში მიგრანტები პოლიციელებს თავს დაესხნენ

ადგილზე პოლიციელების დამატებითი ძალების მისვლის შემდეგ 16 ადამიანი დააკავეს. ისინი სუდანიდან, ერიტრეადან და ეთიოპიიდან მიგრანტები არიან. მათ ბელგიის ტერიტორიის დატოვება მოუწევთ.

19 იანვარი 2018, 15:51

ტექნოლოგიები

2018 წელს მობილური თამაში Harry Potter: Hogwarts Mystery გამოვა

ეს იქნება პირველი თამაში, რომელსაც Warner Bro ახალი ლეიბლით, Portkay Games გამოუშვებს. თამაშის შექმნაზე კომპანია Jam City მუშაობს.

19 იანვარი 2018, 15:37

საქართველო

მარტვილში საყოველთაო ნათლობა გაიმართა

ნათლობის ცერემონიის დაწყებამდე წირვა-ლოცვა მეუფე პეტრემ ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში აღავლინა. ნათლობისა და განწმენდის ცერემონიალს სამეგრელო ზემო-სვანეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული მრევლი დაესწრო.

19 იანვარი 2018, 15:31

ძალოვნები

დაკავებულ მომღერალ საბა სამუშიას ბრალი დაუმძიმდა

გმირთა მოედანზე მდებარე რესტორან „აღაში“ 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ საბა სამუშიას ბრალი დაუმძიმდა. სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი, რომელიც ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს გადაკვალიფიცირდა და ახლა დაკავებულს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება ბრალად.

19 იანვარი 2018, 15:26

ძალოვნები

უკრაინაში ოქროს საბადო აღმოაჩინეს

უწყების ვარაუდით, ზაკარპატიაში, რახოვსკის რაიონში აღმოჩენილ საბადოზე 2,4 ტონა ოქროა. ობიექტს უახლოეს ხანებში ოქროს საბადოს კვალიფიკაციას ოფიციალურად მიანიჭებენ და ინვესტიციების მისაზიდად მოსამზადებელ სამუშაოებს ჩაატარებენ.

19 იანვარი 2018, 15:25

საქართველო

მარნეულში მატარებლის შეჯახების შედეგად 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა

აქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

19 იანვარი 2018, 15:23

სპორტი

ავსტრალიის ღია პირველობას მეორე ქართველიც დაემშვიდობა

ქართულ ამერიკული წყვილი პირველ ნომრად განთესილ მოთამაშეებს ლატიშა ჩანსა და ანდრეა სესტინი ჰლავაცკოვას დაუპირისპორიდა და 2 სეტში ანგარიშით 6:0 7:5 დამარცხდა.

19 იანვარი 2018, 15:21

საქართველო

2017 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთში საზღვრის დარღვევის ბრალდებით 514 ადამიანი დააკავეს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა 2017 წლის განმავლობაში დეფაქტო საზღვრის დარღვევის ბრალდებით 514 ადამიანი დააკავეს. მაჩვენებელი შარშანდელს დაახლოებით 11%-ით ჩამოუვარდება. საერთო ჯამში, ე.წ. საზღვრის დამრღვევებმა 827 000 რუსული რუბლი გადაიხადეს, რის შემდეგაც ისინი გაათავისუფლეს.

19 იანვარი 2018, 15:19

საქართველო

ქუთაისის მერიის და საკრებულოს სახელფასო ფონდი 250 000 ლარით გაიზარდა

სახელფასო ფონდის ზრდა მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მერის წარმომადგენლების შტატში გადაყვანამ გამოწვია, რომელთა ხელფასიც ამ დრომდე დაახლოებით 1 000 ლარი იყო.

19 იანვარი 2018, 15:11

საქართველო

პატრიარქმა მრევლს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა

"დღეს თქვენ წაიღებთ ნაკურთ წყალს სახლში, ასხურეთ ნაკურთი წყალი სახლში, თქვენს შვილებს, თქვენს კარ-მიდამოს და სულიწმინდა დაისადგურებს თქვენთან" -განაცხადა პატრიარქმა.

19 იანვარი 2018, 14:55

მსოფლიო

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის პროცესი ისევ გადაიდო

სააკაშვილი დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გამო სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში კიევში, 2017 წლის 8 დეკემბერს დააკავეს. მან წინასწარი დაკავების იზოლატორში სამი დღე გაატარა.

19 იანვარი 2018, 14:53

საქართველო

კვლევა: საქართველოში დასაქმებულების ყველაზე დიდ ნაწილს პოსტსაბჭოთა განათლება აქვს

საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე დასაქმებულებს შორის ყველაზე დიდი წილი იმ ადამიანებზე მოდის, რომლებმაც უმაღლესი განათლება პოსტსაბჭოთა პერიოდში მიიღეს (44%). საბჭოთა უმაღლესი განათლების მქონე დასაქმებულების წილი 38%-ს აღწევს, ხოლო ბოლონიის სისტემის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი - 18%-ს.

19 იანვარი 2018, 14:51

ვიდეო

გიორგი ჭანტურიას მამა განცხადებას გაავრცელებს

19 იანვარი 2018, 14:49

ვიდეო

ქრონიკა 14:00 საათზე - 19 იანვარი, 2018 წელი

19 იანვარი 2018, 14:48

ეკონომიკა

მამუკა ბახტაძის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულებულია

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ყველა სამინისტროს შესრულების მაჩვენებელი 100%-თან ახლოსაა, თუმცა მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხარჯვითი ნაწილის 102%-იანი შესრულების მაჩვენებელს.

19 იანვარი 2018, 14:42

ტაბლოიდი

ალბინოსი ორანგუტანისთვის ხელოვნური კუნძული შექმნეს

ორანგუტანი ბრაკონიერის ტყვეობიდან 2017 წელს გამოიხსნეს. მას ალბა დაარქვეს. ლათინურად ეს სიტყვა თეთრს ნიშნავს. ეს ერთადერთი ალბინოსი-ორაგუტანია, რომელსაც მეცნიერები აკვირდებიან, თუამცა მათ ვარაუდით, შესაძლოა ბუნებაში იგივე სახეობის სხვა ალბინოსებიც ბინადრობდნენ.

19 იანვარი 2018, 14:34

საქართველო

გოგიჩაიშვილი: უნდა დასახელდნენ ის პირები, რომლებმაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს

აუდიტის სამსახურმა მეტი სიცხადე უნდა შეიტანოს ამ პოზიციაში. უნდა გამოჩნდნენ ის ადამიანები, ვინც ეს პროცესი ასე წარმართეს. თუ მართლები იყვნენ, რატომ გადათქვეს ამბავი და თუ შეცდნენ, მაშინ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.

19 იანვარი 2018, 14:30

ძალოვნები

გიორგი ჭანტურიას ოჯახის თქმით, მას უტყუარი ალიბი ჰქონდა

მარიამ ჭანტურიას განცხადებით, მის ძმას მოკლულ ქუთათელაძესთან ქონებრივი დავა არ ჰქონია და ჭანტურიები ე.წ სტამბოლის ბაზრის წილების დაბრუნებას არ ითხოვენ.

19 იანვარი 2018, 14:22

საქართველო

ქუთაისში 3 000 სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა

„ეს ის სტუდენტები არიან, რომლებსაც სტატუსი შეუჩერდათ ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, უცხოეთში სწავლის, აკადემიური ჩამორჩენილობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ა.შ. საკმაოდ ხშირია სტატუსის შეჩერება საკუთარი განცხადებების საფუძველზეც", - აცხადებს უნივერსიტეტის წარმომადგენელი.

19 იანვარი 2018, 14:19

საქართველო

ანჩისხატის ასლი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში დააბრძანეს

ქართველმა ემიგრანტებმა ხატთან ერთად სხვადასხვა სიწმინდეები მოილოცეს და ბოლოს ის მთავარ ტაძარში დაასვენეს. საქართველოდან ჩასულმა დეკანოზ მალხაზ ყიფიანმა პარაკლისი აღავლინა.