ლევან დავითაშვილმა პარლამენტარებს ქვეყნის მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლები, ზრდის დინამიკა და მნიშვნელოვანი რეფორმების და პროექტების მიმდინარეობა გააცნო
ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ლევან დავითაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების წევრებს ქვეყნის მთავარი ეკონომიკური ტენდენციები და პერსპექტივები გააცნო.
საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხსა და სამთავრობო პროგრამაზე „2025–2028 მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ იმსჯელეს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქვეყანაში კვლავ გრძელდება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაფიქსირებული პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები.
„იანვარ-სექტემბრის მონაცემებით ეკონომიკურმა ზრდამ 9.9% შეადგინა. მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად საქართველოში დაბალია ინფლაციის მაჩვენებელი - მიმდინარე წლის ოქტომბერში 0.3%. უმუშევრობის შემცირების ტენდენცია გაგრძელდა 2024 წლის სამ კვარტალში და საშუალოდ 13.8% შეადგინა. რაც შეეხება სიღარიბეს - გასულ წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი ისტორიულ მინიმუმამდე, 11.8%-მდე შემცირდა და მხოლოდ სამი წლის განმავლობაში 350 ათასზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს. თუმცა, აღნიშნული პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, სიღარიბე კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას ლევან დავითაშვილმა აქცენტები გააკეთა მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და მომავალი რამდენიმე წლის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებსა და პროგნოზებზეც ისაუბრა. ლევან დავითაშვილის თქმით, 2028 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტი 130 მლრდ ლარს, მშპ ერთ სულზე კი 35 000 ლარს (13 000 აშშ დოლარს) გადააჭარბებს.
მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, დღეისთვის საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი საგარეო სავაჭრო პოლიტიკა აქვს, 2023 წელს 2019 წელთან შედარებით საქონლის ექსპორტი 60%-ით, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 63%-ით გაიზარდა. მისი ინფორმაციით, მთავრობა განაგრძობს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის ხელმისაწვდომობას და ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ზრდას. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, 2025 წელს ხელი მოეწერება სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ასევე გაგრძელდება მოლაპარაკებები ინდოეთთან, ისრაელთან, ყურის არაბულ სახელმწიფოებთან და სერბეთთან.
რაც შეეხება მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას - ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 700 ახალი საწარმო შეიქმნა, ხოლო 800 საწარმო გაფართოვდა და გადაიარაღდა. მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, წარმოების ხელშეწყობის და განვითარების მიზნით, შემდგომ წლებში გაფართოვდება ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები, მომდევნო 4 წელიწადში პროგრამების ჯამური დაფინანსება 1,5 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სექტორში არსებულ ზრდის დინამიკასთან დაკავშირებით, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფოს გრანტებით დაფინანსებულმა სტარტაპებმა უკვე დააგენერირეს 500 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური სარგებელი და შექმნეს 4 000-მდე ახალი მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილი.
„დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში 120-ზე მეტი საერთაშორისო IT კომპანია ფუნქციონირებს და 10 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. 2025 წლიდან ამუშავდება სრულიად ახალი, სრულმასშტაბიანი აქსელერაციის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს წლიურად 160 სტარტაპის მომზადებას და დაფინანსებას“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა საკომიტეტო მოსმენაზე ტურიზმის სექტორზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2023 წლის ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს 4.1 მილიარდ აშშ. დოლარს მიაღწია. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები კი 4.4 მილიარდი დოლარი იქნება. ამასთან, ქვეყნის კურორტების განვითარების მიზნით, შესწავლილია 200-ზე მეტი კურორტისა და საკურორტო ადგილის განვითარების პოტენციალი, შეირჩა 60-ზე მეტი ტურისტულად მიმზიდველი ადგილი.
„მთავრობის მიერ განსახორციელებელი აქტივობების შედეგად, 2028 წლისთვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 6,4 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 11 მილიონამდე გაიზრდება“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება ენერგეტიკის სექტორს, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარ მიზნებად ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების მაქსიმალური გაძლიერება დაასახელა. მინისტრობის კანდიდატის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს განახლებადი რესურსების ათვისებაზე მუშაობა, როგორც ჰიდრო, ასევე ქარის და მზის სადგურების მიმართულებით.
ქვეყნის რეგიონების გაზიფიცირება და ელექტრიფიცირება ლევან დავითაშვილის გამოსვლის კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება იყო. მისი თქმით, გაგრძელდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაზისა და ელექტროენერგიის არმქონე სოფლების გაზიფიცირება და ელექტრიფიცირება და მომდევნო 4 წლის განმავლობაში გაზიფიცირების სამუშაოები 600-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში განხორციელდება. საბოლოოდ, 95%-მდე გაიზრდება შიდამეურნეობების წილი, რომელთაც გაზზე წვდომა ექნებათ.
მინისტრობის კანდიდატმა აქცენტი გააკეთა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომლის დასრულება 2030 წლისთვისაა დაგეგმილი და ის საქართველოს საშუალებას მისცემს, ევროპის ქვეყნებში ელექტროენერგიის პირდაპირი ექსპორტი განახორციელოს.
ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენება - კიდევ ერთი საკითხი იყო, რომელზეც მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მომდევნო წლებში კიდევ მეტად გააქტიურდება საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტების, მათ შორის, „შუა დერეფნის“ მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის კუთხით მუშაობა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების მიზნით, გაგრძელდება მუშაობა შავ ზღვაზე ბულგარეთთან და რუმინეთთან პირდაპირი საბორნე ხაზების დამატების და მიმოსვლის ინტენსივობის გაზრდის მიმართულებით.
ლევან დავითაშვილმა განმარტა, რომ ფინალურ ეტაპზეა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისთვის კერძო პარტნიორის გამოვლენის პროცესი, პორტი კი ოპერირებას, ყველაზე გვიან, 2029 წელს დაიწყებს. პირველი ფაზის დასრულების შემდეგ პორტის გამტარობა იქნება 600 000 კონტეინერი (TEU) წელიწადში, ხოლო განხორციელებული ინვესტიცია 600 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდება.
მინისტრობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე, რომლის დასრულების შემდეგაც რკინიგზის წლიური გამტარუნარიანობა 27 მილიონიდან 48 მილიონ ტონამდე, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ავტომატური ბლოკირების სისტემის დამონტაჟებით – 100 მილიონ ტონამდე გაიზრდება. დასკვნით ეტაპზეა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც „შუა დერეფნის“ განუყოფელი ნაწილია.
რაც შეეხება ტრანსპორტის კიდევ ერთ მნიშვნელოვან, ავიაციის სექტორს და მისი განვითარების დინამიკას - როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, 2024 წელი შემოსული ავიაკომპანიებისა და ახალი ავიამიმართულებების მხრივ რეკორდული იყო. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა რეგულარული და არარეგულარული რეისებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა და 2023 წლის მდგომარეობით 6 მილიონ მგზავრზე მეტი შეადგინა.
„2024 წელი რეკორდული იყო შემოსული ავიაკომპანიებისა და ახალი ავიამიმართულებების მხრივ. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ბაზარზე დაბრუნდნენ ავიაკომპანია Austrian Airlines-ი და British Airways-ი. მგზავრთნაკადის ზრდის პარალელურად, მიმდინარეობს საქართველოს აეროპორტების განვითარების პროცესი,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ყველა სიახლე
11 სექტემბერი 2026, 15:03
სამართალი
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.
11 სექტემბერი 2026, 14:53
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: ერთმანეთს ამხელენ უსამშობლობაში, არაქართულ პოზიციაში, კორუფციაში, საქართველოს ინტერესების დაუცველობაში. ზუსტად ამას ვამბობდით ჩვენ
დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა რადიკალურ ოპოზიციაში ანა წითლიძესა და ნიკა გვარამიას შორის მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა.
11 სექტემბერი 2026, 14:49
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს მუსტაფა თურქერ არის შეხვდა
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები, აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე, ეკონომიკური კავშირების ზრდისა და გამყარების კუთხით.
11 სექტემბერი 2026, 14:46
მსოფლიო
დონალდ ტუსკი: თუ ენერგიის ფასები ასეთი მაღალი დარჩება, ზღაპარი იქნება ჩინეთთან და შეერთებულ შტატებთან კონკურენციაზე ოცნება
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა „ვიშეგრადის ოთხეულის“ შეხვედრაზე ევროკავშირში ენერგომატარებლების მაღალი ფასები მკაცრად გააკრიტიკა.
11 სექტემბერი 2026, 14:36
საზოგადოება
პატრიარქი: ვევედროთ წმინდა იოანე ნათლისმცემელს, მისი ლოცვით ღმერთმა გვასწავლოს ჩვენ სინანული, გვასწავლოს ლოცვა და მოგვცეს ძალა და სიმამაცე სიმართლის თქმისა და სიმართლისთვის ცხოვრებისა, შეგვეწიოს, რომ გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება
იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წირვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. შიო მესამემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.
11 სექტემბერი 2026, 14:29
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: მათი დაცემა დაიწყო მაშინ, როდესაც მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი და გარედან თანხები შემოელიათ
განულებულები, მიწასთან გასწორებულები არიან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით.
11 სექტემბერი 2026, 14:26
სამართალი
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 4 სამართალდარღვევის ოქმი განიხილა. კანონდამრღვევებს 500-დან 1500 ლარამდე ჯარიმების გადახდა დაეკისრათ
მათ ნაწილს პოლიტიკოსის შეურაცხყოფას, ნაწილს კი სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის გამოყენებას ედავებოდნენ.
11 სექტემბერი 2026, 14:23
ეკონომიკა
„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელ გზაზე: ეს იქნება 18-კილომეტრიანი სრულიად ახალი ხაზი. ასევე აშენდება ახალი სარკინიგზო სადგური
„მნიშვნელოვანი პროექტია და საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. ვფიქრობთ ტენდერი მსოფლიო ბანკის რეგულაციებით გამოცხადდება. სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ეს იქნება 18-კილომეტრიანი სრულიად ახალი ხაზი. ასევე აშენდება ახალი სარკინიგზო სადგური. ხაზი სრულიად ელექტოფიცირებული იქნება. ეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ანაკლიის პორტს დააკავშირებს არსებულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან“, - აღნიშნა აბაშიძემ.
11 სექტემბერი 2026, 14:22
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: როდესაც გაზეთი, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, ფაქტების გარეშე დეზინფორმაციას ავრცელებს, ამას ჟურნალისტიკასთან არაფერი აქვს საერთო. ეს არის პირდაპირი ცილისწამების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია
რა თქმა უნდა, როდესაც გაზეთი, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, ფაქტების გარეშე დეზინფორმაციას ავრცელებს, ამას ჟურნალისტიკასთან არაფერი აქვს საერთო. ეს არის პირდაპირი ცილისწამების კამპანია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე.
11 სექტემბერი 2026, 14:20
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ქალბატონ მარტა კოსს რომ დავუჯეროთ, ევროკავშირის ყველა წევრი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას წყვეტს. სხვანაირად რა ლოგიკაა, რომ კანდიდატ ქვეყნებს აუკრძალო ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები აგრძელებენ ამ ურთიერთობას
არჩილ გორდულაძე აღნიშნავს, რომ კანდიდატ წევრებს ჯერ კიდევ გაწევრიანებამდე უყენებენ წინაპირობებს, რომ მათ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა არ უნდა აწარმოონ.
11 სექტემბერი 2026, 14:19
სამართალი
პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა.
11 სექტემბერი 2026, 14:16
სამართალი
სგპ „სარფის" მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.
11 სექტემბერი 2026, 14:12
მსოფლიო
Reuters: იემენელმა „ჰუსიტებმა“ სტრატეგიულ კუნძულზე კონტროლი დაამყარეს - საზღვაო გადაზიდვებს საფრთხე ემუქრება
იემენში ირანის მოკავშირე „ჰუსიტებმა“ დღეს ბაბ-ელ-მანდების სრუტეში მდებარე სტრატეგიული კუნძული პერიმი დაიკავეს. ინფორმაციას Reuters-ი იემენის მთავრობის ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 14:09
საზოგადოება
რევაზ სოხაძემ სამშენებლო პროექტებში ხარჯთაღრიცხვის ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მოადგილეებთან, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, სამშენებლო სექტორის ხარჯთაღმრიცხველებს შეხვდა.
11 სექტემბერი 2026, 13:51
პოლიტიკა
საქართველოსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის დაცული ტერიტორიების კუთხით განახლებული თანამშრომლობის ფარგლებში 11 მილიონი დოლარი დაიხარჯება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ მორისონმა დაცული ტერიტორიების განვითარების კუთხით თანამშრომლობის მემორანდუმის განახლებას მოაწერეს ხელი.
11 სექტემბერი 2026, 13:51
პოლიტიკა
თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან ფაბიენ ვასერმანთან
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ახლად დანიშნულ ელჩთან ფაბიენ ვასერმანთან.
11 სექტემბერი 2026, 13:35
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა
დედაქალაქში ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესების დარღვევები გამოავლინეს. ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ, ბიზნესოპერატორები კი დაჯარიმდნენ.
11 სექტემბერი 2026, 13:34
პოლიტიკა
სოფლის მეურნეობის კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა
საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა.
11 სექტემბერი 2026, 13:34
მსოფლიო
ტრამპი ირანთან ომს არ ნანობს - "არჩევნების შემთხვევაშიც იმავეს გავაკეთებდი"
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის დაწყებას არ ნანობს, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტმა შესაძლოა ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე გავლენა მოახდინოს.
11 სექტემბერი 2026, 13:27
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: ყველამ, ვინც ჩვენება მისცა, თქვა, რომ არიან ჭორიკნები და ამ ჭორაობაზე უნდათ ხალხი აანერვიულონ, შეთხზან კონსპირაციები
ყველამ, ვინც ჩვენება მისცა, თქვა, რომ არიან ჭორიკნები და ამ ჭორაობაზე უნდათ ხალხი აანერვიულონ, შეთხზან კონსპირაციები, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების დაკითხვასთან დაკავშირებით.


