თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს 34 ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი დაესწრება
28-29 ნოემბერს, „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს მსოფლიოს 34 ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები ესტუმრებიან, მათ შორის არიან მოლდოვის პრემიერმინისტრი პაველ ფილიპი, უკრაინის პრემიერმინისტრი ვლადიმერ გროისმანი და სლოვენიის ვიცეპრემიერი კარლ ერიავეცი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტრო ცნობით, ფორუმში მონაწილე ათასზე მეტ დელეგატს შორის ასევე 20 მინისტრი იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროში. ფორუმის ფარგლებში განიხილება ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიცაა: ვაჭრობის ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის განვითარება, ციფრული კავშირი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკის სფეროში რეგიონთაშორისი შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ გახსნის საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ უცხო ქვეყნის მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები. გაიმართება მაღალი დონის დისკუსიები. აბრეშუმის გზის ფორუმი 28 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიხსნება, ხოლო 29 ნოემბერს, სასტუმრო „ბილტმორში“ გაგრძელდება. ფორუმის ფარგლებში თემატური სესიები და ორმხრივი შეხვედრები გაიმართება.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა - მასში მონაწილეობა მიიღო 34 ქვეყნის ოფიციალური დელეგაციის წევრებმა და 50 ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლებმა.
ღონისძიების მნიშვნელობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება.
ყველა სიახლე
03 აგვისტო 2026, 11:16
მსოფლიო
რუსეთმა ზაპოროჟიეზე მიიტანა იერიში, უკრაინამ კი Wildberries-ის მორიგი საწყობი დაბომბა
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მართვადი საავიაციო ბომბებით ზაპოროჟიეს ორჯერ შეუტიეს. დაიღუპა ერთი, დაშავდა 31 ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანია. ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ზაპოროჟიეზე განხორციელებული ორი იერიშის შედეგად დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები, სასაწყობე და კომერციული ნაგებობები.
03 აგვისტო 2026, 11:08
საზოგადოება
ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა
ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა
03 აგვისტო 2026, 11:06
მსოფლიო
პაკისტანში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა პაკისტანში მომხდარი აფეთქებისას. ბომბი პოლიციის განყოფილებასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. რეგიონული პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 5 პოლიციელი, 8 მშვიდობიანი მოქალაქე, 1 კი თავად თავდამსხმელია.
03 აგვისტო 2026, 11:06
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, 2029 წლისთვის დასრულდეს პირველი ფაზის სამუშაოები და ანაკლიის ღრმაწყლოვანმა ნავსადგურმა პირველი გემები მიიღოს, ინტერესი ძალიან დიდია, მათ შორისაა შუა აზიის, ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის ქვეყნები, შესაბამისად, ამ პორტს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა
ჩვენი ამოცანაა, 2029 წლისთვის უკვე დასრულდეს პირველი ფაზის სამუშაოები და პირველი გემები მიიღოს ანაკლიის ღრმაწყლოვანმა ნავსადგურმა, სწორი მიმართულებით მივდივართ, მაქსიმალურად დაჩქარდა სამუშაოები, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
03 აგვისტო 2026, 10:41
მსოფლიო
Der Spiegel: ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირში ფრიდრიხ მერცის თანამდებობიდან შესაძლო წასვლას განიხილავენ
2026 წლის სექტემბერში არჩევნები უნდა გაიმართოს ბერლინის, საქსონია-ანჰალტისა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის რეგიონულ პარლამენტებში. ბოლო გამოკითხვების თანახმად, რომლებსაც Der Spiegel ეყრდნობა, შედეგები ქდკ-ისთვის შესაძლოა არახელსაყრელი აღმოჩნდეს. არჩევნების შემდეგ, როგორც გამოცემის რესპონდენტები აცხადებენ, ამ ფედერალური მიწების პრემიერ-მინისტრებმა შესაძლოა მერცს კანცლერის თანამდებობის დატოვების წინადადებით მიმართონ.
03 აგვისტო 2026, 10:33
სამართალი
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.
03 აგვისტო 2026, 10:32
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით, 6 პირი დააკავეს.
03 აგვისტო 2026, 10:27
მსოფლიო
Telegraph: დიდი ბრიტანეთი შიშობს, რომ „მსურველთა კოალიციას“ „ნელი სიკვდილი“ ემუქრება
საფრანგეთის პრეზიდენტს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ დატოვოს ელისეს სასახლე მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც მისი მეორე ვადა ამოიწურება. თუმცა, იმ აშკარა კანდიდატის არარსებობის ფონზე, რომელიც მის პოლიტიკას გააგრძელებდა, ბუკმეკერების ფავორიტი მის შემცვლელად მარინ ლე პენია - უკიდურესად მემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი.
03 აგვისტო 2026, 10:26
სამართალი
სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
03 აგვისტო 2026, 09:45
მსოფლიო
ტრამპმა ირანთან ახალი მოლაპარაკებები დააანონსა
„მე მსურს შეთანხმების დადება. ხალხის დახოცვა არ მომწონს“, - დასძინა ტრამპმა.
03 აგვისტო 2026, 09:41
სპორტი
საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა ეროვნულ ნაკრებს შეხვდა
საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა ეროვნულ ნაკრებს შეხვდა. ბორჯომში ნაკრების საწვრთნელი შეკრება მიმდინარეობს, რომელსაც ფედერაციის პრეზიდენტი ბექა ლობჟანიძე, გენერალური მდივანი დავით წიკლაური, ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი გვენეტაძე და გენერალური მენეჯერი ბაკურ გოგოჭური ესტუმრნენ.
03 აგვისტო 2026, 09:40
მსოფლიო
იტალიურმა სამხედრო ხომალდმა ხმელთაშუა ზღვაში რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი შეამოწმა
ევროკავშირის საზღვაო მისიამ იტალიის ხელმძღვანელობით, ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ სანქცირებულ ტანკერ Toa Payoh-ზე დესანტი გადასხა. ოპერაციის მიზანი გემის დროშისა და რეგისტრაციის კანონიერების შემოწმება იყო.
03 აგვისტო 2026, 09:34
სპორტი
ბაქოში 17-წლამდე მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი ქართველმა მოჭიდავეებმა 2 მედლით დაასრულეს
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 17-წლამდე მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. ქართველმა მოჭიდავეებმა ტურნირი 2 მედლით დაასრულეს.
03 აგვისტო 2026, 09:28
სპორტი
საქართველო 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს
საქართველო 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირის გახსნის ცერემონიას სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან და ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ვახტანგ მეიფარიანთან ერთად დაესწრო.
03 აგვისტო 2026, 09:26
მსოფლიო
რუმინეთში, ატომური ელექტროსადგურის მუშაობის უზრუნველსაყოფად, დუნაის კალაპოტის შესაცვლელად აფეთქებითი სამუშაოები დაიწყეს
„ენერგეტიკული განგაშის სამუშაო ჯგუფის სპეციალისტებმა გაანალიზეს და გადაწყვიტეს, რომ ბალას განშტოებაზე წყალქვეშა ზღურბლი შეექმნათ, რათა მდინარის ნაკადის მნიშვნელოვანი პროცენტი ძველ დუნაის არხში გადამისამართებულიყო, ვვარაუდობთ რომ მიზანს სამშაბათისთვის მივაღწევთ და ჩერნავოდას ატომურ ელექტროსადგურისკენ მიმავალი წყლის დონე აიწევს“, - განმარტა რუმინეთის საზღვაო ძალების შტაბის უფროსის მოადგილე, კონტრადმირალმა მარჩელ ნეკულაემ.
03 აგვისტო 2026, 09:21
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც „თავდაცვის წარმოების აქტის“ გამოყენებით დასავლეთ სანაპიროზე ნავთობის მოპოვების გააქტიურებას გულისხმობს
დონალდ ტრამპი „თავდაცვის წარმოების აქტის“ გამოყენებით დასავლეთ სანაპიროზე ნავთობის მოპოვებას ააქტიურებს. შტატების პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხელი მოეწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ენერგეტიკის დეპარტამენტს უფლებას აძლევს, სეიბლის მილსადენის მუშაობის განახლებისთვის „თავდაცვის წარმოების აქტი“ გამოიყენოს.
03 აგვისტო 2026, 09:15
რეგიონი
გურიაში „გემოფესტი“ დასრულდა
გურიაში „გემოფესტი“ დასრულდა. შეკვეთილმა გასტრონომიულ დღესასწაულს ორი დღის განმავლობაში უმასპინძლა. ფესტივალზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ გურული ტრადიციული და იშვიათი, მივიწყებული კერძები, რომლებიც შეფმზარეულებმა სპეციალურად ღონისძიებისთვის მოამზადეს.
03 აგვისტო 2026, 09:14
მსოფლიო
დუნაის დაშრობის გამო უნგრეთში „პაქშის“ ატომური ელექტროსადგურის ბოლოსწინა ენერგობლოკი გააჩერეს. სადგურმა შესაძლოა მუშაობა სრულად შეწყვიტოს
„სადგური სრულად მზადაა სრული გაჩერების პირობებში მუშაობისთვის. ექსტრემალურად დაბალი დონე რამდენიმე კვირის განმავლობაშიც რომ შენარჩუნდეს, ენერგობლოკები უსაფრთხო მდგომარეობაში იქნება შენარჩუნებული“, - განმარტეს სადგურზე.
03 აგვისტო 2026, 09:07
რეგიონი
თიანეთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „თიანეთობა" აღინიშნა
თიანეთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „თიანეთობა" აღინიშნა. ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის კულტურული, გასართობი, საბავშვო, სპორტული, შემეცნებითი და მუსიკალური აქტივობა იმართებოდა.
03 აგვისტო 2026, 09:02
საზოგადოება
შოვის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა
სამი წელი შოვის ტრაგედიიდან - ზუსტად 3 წლის წინ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტიქიური უბედურება თავს დაატყდა. 2023 წლის 3 აგვისტოს კურორტ შოვის ტერიტორიაზე ღვარცოფი ჩამოწვა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მასშტაბური და მოულოდნელი სტიქიის შედეგად შოვი გარე სამყაროს მოწყდა.


