დღეს აბრეშუმის გზის ფორუმი გაიხსნება
28-29 ნოემბერს თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართება.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 2017 წლის ფორუმი 2015 წლის თბილისის აბრეშუმის ფორუმის გაგრძელებაა და წარმოადგენს მაღალი დონის სამთავრობო და ბიზნესის ბიზნესთან დიალოგის და, ასევე, სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და ბიზნესებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების პლატფორმას.
2017 წლის აბრეშუმის გზის ფორუმს 34 ოფიციალური დელეგაცია და 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი დაესწრება.
მასში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის და მოლდოვის პრემიერმინისტრები, რამდენიმე ქვეყნის ვიცე პრემიერები, სხვა მაღალი თანამდებობის პირები, დიპლომატიური კორპუსების და საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო, მსოფლიო საფოსტო კავშირი, რკინიგზის საერთაშორისო გადაზიდვის მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია, ტელეკომუნიკაციების განვითარების ბიურო და ა.შ.) წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები.
თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმში ასევე მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ბიზნესმენები, კერძოდ, ბიზნესსექტორის 1100 წარმომადგენელი, მათ შორის 500-ზე მეტი უცხოური კომპანიის.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი ხვალ 9.30 საათზე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში მისასალმებელი პანელით „მაღალი დონის დიალოგი: სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“გაიხსნება.
ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გახსნის საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში 28-29 ნოემბერს ათი პანელი გაიმართება: „მაღალი დონის დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ (მისასალმებელი პანელი); „ვაჭრობის ხელშეწყობა სარტყელი და გზის ინიციატივების ფარგლებში“ (2 სესია - ვაჭრობის ხელშეწყობა; ელექტრონული ვაჭრობა); „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა”; „რეგიონთაშორისი შესაძლებლობები ენერგეტიკის მიმართულებით“; „ციფრული კავშირი“; „შესაძლებლობების ახალი კარიბჭე“; „გამოიყენე საინვესტიციო შესაძლებლობები“ (2 სესია - საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობები; საქართველო - რეგიონალური საზღვარი გლობალური ინვესტიციებისათვის); „CAREC 2030: რეგიონის დაკავშირება საერთო და მდგრადი განვითარებისთვის“.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები და ჟურნალისტები: მერილენდის უნივერსიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი ანილ გუფთა, Reuters-ის მთავარი რედაქტორი აქსელ თრელფოლი, BBC World News ახალი ამბების წამყვანი აარონ ჰესელჰარსტი, E. Treanor Media-ს აღმასრულებელი დირექტორი ეითნი თრინორი, Pillsbury Winthrop Shaw Pittman-ს მრჩეველი მეთიუ ორსმენი, Deutsche Welle TV-ს მთავარი პოლიტიკური კორესპონდენტი მელინდა კრეინი, ცნობილი მედიაკონსულტანტი იან ბიურელი და აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური აზიის რეგიონული თანამშრომლობისა და ოპერაციების კოორდინაციის განყოფილების დირექტორი საფდარ პარვეზი.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს 100-ზე მეტი ჟურნალისტი გააშუქებს - როგორც ქართული, ისე უცხოური მედიის წარმომადგენლები, მათ შორის: Euronews-ი, BBC, Bloomberg-ი, Deutsche Welle, The Economist-ი, Al Jazeera, Guardian-ი და სხვა მედიასაშუალებები.
ყველა სიახლე
19 სექტემბერი 2026, 08:00
პოლიტიკა
სუვერენიტეტის ფასი გეოპოლიტიკური რყევების ეპოქაში. სად უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებებს საქართველოს შესახებ, თბილისში თუ სხვა ქვეყნების დედაქალაქებში? - დღეს 20:00 საათზე „ღია ეთერი“ „იმედზე“
სუვერენიტეტის ფასი გეოპოლიტიკური რყევების ეპოქაში. სად უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებებს საქართველოს შესახებ, თბილისში თუ სხვა ქვეყნების დედაქალაქებში?
19 სექტემბერი 2026, 00:40
ჯანდაცვა
ჯანდაცვის სამინისტრო: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს - ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო
„განვმარტავთ, რომ უკლებლივ ყველა კლინიკა დილიდან ინფორმირებული და გაფრთხილებულია, რომ ბაღის აღსაზრდელების სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა არ მოითხოვონ მშობლებისაგან, რადგან სახელმწიფო აღნიშნულ ხარჯებს სრულად ფარავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
19 სექტემბერი 2026, 00:11
მსოფლიო
POLITICO: ევროპელი მაღალჩინოსნები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან იმით, რომ მოსკოვმა შესაძლოა ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ დრონებით ან რაკეტებით დარტყმები განახორციელოს
ევროპელი მაღალჩინოსნები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან იმით, რომ მოსკოვმა შესაძლოა ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ დრონებით ან რაკეტებით დარტყმები განახორციელოს, - წერს გამოცემა POLITICO.
18 სექტემბერი 2026, 23:55
მსოფლიო
The Washington Post: პენტაგონის შიდა სტატისტიკაზე წვდომის მქონე ექვსი ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, ირანში მიმდინარე ომის დროს ახლო აღმოსავლეთში იმაზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ვიდრე ამას უწყება ოფიციალურად აცხადებს
პენტაგონის შიდა სტატისტიკაზე წვდომის მქონე ექვსი ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, ირანში მიმდინარე ომის დროს ახლო აღმოსავლეთში იმაზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ვიდრე ამას უწყება ოფიციალურად აცხადებს, - წერს გამოცემა The Washington Post-ი.
18 სექტემბერი 2026, 23:21
მსოფლიო
ტრამპი: სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას სიყალბის ტირაჟირებაში შემჩნეულ მედიებს, CNN-ს, MSNOW-ს და POLITICO-ს - მედიასაშუალებებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება, უსასრულოდ თხზავდნენ გამოგონილ ამბებსა და ტყუილებს
სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას სიყალბის ტირაჟირებაში შემჩნეულ მედიებს - CNN-ს, MSNOW-ს და POLITICO-ს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
18 სექტემბერი 2026, 22:43
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე ნატა ფერაძისა და გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებაზე: გერმანიაში ერთმა აკაცუკმა მეორე აკაცუკს უჩივლა, თან სიამაყით დაამატა, რომ Facebook-ზე შეურაცხყოფა გერმანიაში სისხლის სამართლის დანაშაულია, ანუ ის, რაც საქართველოში „რეპრესიულ კანონად“ ცხადდება, გერმანიაში, თურმე დემოკრატიული სახელმწიფოს მდგენელი ყოფილა
ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძისა და ისტორიკოს გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ყურადღებას ამახვილებს გერმანიაში Facebook-ზე გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების სამართლებრივ რეგულირებაზე.
18 სექტემბერი 2026, 22:20
მსოფლიო
გერმანია და ევროკავშირი რუსეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს აკრიტიკებენ
გერმანიამ და ევროკავშირმა რუსეთში დაწყებული საპარლამენტო არჩევნები მკვეთრად გააკრიტიკეს.
18 სექტემბერი 2026, 22:11
სპორტი
ვილი სანიოლი: ახლა კილიან მბაპესთან და ჰარი კეინთან ერთად, კვარაცხელიაა ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია და მჯერა, „ოქროს ბურთს“ ის მოიგებს
„ტრადიციულად, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულად მისი მონაწილე სახელდება. მაშინ ინტერვიუ მსოფლიო ჩემპიონატის კონტექსტში ჩამომართვეს. იმ დროისთვის ოლისეს ნამდვილად საუკეთესოდ მივიჩნევდი. თუმცა, მერე ტურნირი ჩააგდო და „ოქროს ბურთის“ მოგების ფავორიტი აღარაა. ახლა კილიან მბაპესთან და ჰარი კეინთან ერთად, კვარაცხელიაა ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია და მჯერა, „ოქროს ბურთს“ ის მოიგებს.
18 სექტემბერი 2026, 21:54
ეკონომიკა
ავთანდილ კასრაძე: დარწმუნებული ვართ, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად ძალიან ბევრი ინოვაციური პროექტები განხორციელდება და ქართული სტარტაპები მსოფლიო ტურიზმის ტექნოლოგიურ განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ძალიან მაღალ დონეზე წარმოჩინდა ქართული ინოვაციური ეკოსისტემა, - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში შაიხა ნასერ ალ ნუვასის ვიზიტისას განაცხადა.
18 სექტემბერი 2026, 21:47
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორს, დიდიე ტღებიუკს შეხვდა
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის არსებულ თანამშრომლობას. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მდგრადი განვითარების თანამშრომლობის 2026-2030 წლების ჩარჩო დოკუმენტის განხორციელებას.
18 სექტემბერი 2026, 21:40
მსოფლიო
Reuters: პუტინის მთავარი ეკონომიკური წარმომადგენელი და პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერები მომავალი წლისთვის შეხვედრას გეგმავენ, სადაც ევროპის უდიდეს ეკონომიკაში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო აღდგენას განიხილავენ
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მთავარი ეკონომიკური წარმომადგენელი და პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ლიდერები მომავალი წლისთვის შეხვედრას გეგმავენ, სადაც ევროპის უდიდეს ეკონომიკაში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო აღდგენას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
18 სექტემბერი 2026, 21:40
ეკონომიკა
ქვეყნის ეკონომიკა მეორე კვარტალში 6.9%-ით გაიზარდა - საქსტატის ოფიციალური მონაცემები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
2026 წლის მეორე კვარტალში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 6.9% შეადგინა, ხოლო ქვეყნის მთლიანმა შიდა პროდუქტმა, მიმდინარე ფასებში 28,147მლრდ ლარს მიაღწია. ოფიციალურ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
18 სექტემბერი 2026, 21:33
სპორტი
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „აპოლომ“ „ბუდვა“ ანგარიშით 19:16 დაამარცხა
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე თბილისში მიმდინარე წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „აპოლოსა“ და „ბუდვას“ შორის გამართულ მატჩს დაესწრო. მატჩი ქართული კლუბის - „აპოლოს“ გამარჯვებით, ანგარიშით 19:16 დასრულდა.
18 სექტემბერი 2026, 21:30
თემა
მართალია თუ არა, რომ ბლოგერები “ოქტობერფესტის” ბრენდის გამოყენებისთვის დაჯარიმდებიან
მიუნხენის ლუდის ფესტივალზე რეკლამის გადაღების მსურველ ნებისმიერ პირს ოქტობერფესტის ბრენდის ხსენებისთვის ჯარიმის გადახდა მოუწევს.
18 სექტემბერი 2026, 21:27
საზოგადოება
მარიამ ქვრივიშვილმა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს იმერეთში კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობები გააცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს იმერეთში კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობები გააცნო.
18 სექტემბერი 2026, 21:13
მსოფლიო
მაკრონმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას მოიწვევს, რომელიც გლობალურ დონეზე ენერგორესურსების ფასების მკვეთრ ზრდასა და ნავთობის სტრატეგიული მარაგების შესაძლო გამოყენებას დაეთმობა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას მოიწვევს, რომელიც გლობალურ დონეზე ენერგორესურსების ფასების მკვეთრ ზრდასა და ნავთობის სტრატეგიული მარაგების შესაძლო გამოყენებას დაეთმობა.
18 სექტემბერი 2026, 21:10
სამართალი
საჯარო სივრცეში სიძლვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. „ქრონიკის სიუჟეტი
საჯარო სივრცეში სიძლვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. დღეს ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სასამართლო პროცესი გაიმართა.
18 სექტემბერი 2026, 21:04
პოლიტიკა
ევროპის უსაფრთხოება სხვისი სიცოცხლის და ნგრევის ხარჯზე - ბუნდესტაგის დეპუტატის სკანდალური განცხადება და აღიარება მმართველი კოალიციიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკრაინის მხარდაჭერა ევროპის უსაფრთხოების დასაცავად ყველაზე ხარჯეფექტიანი გზაა- ამას გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს.
18 სექტემბერი 2026, 20:57
კულტურა
პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში 1975-1976 წლების დისიდენტურ ჟურნალ „ოქროს საწმისის“ სრული კომპლექტის წარდგენა გაიმართა
ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, კულტურის მინისტრის მოადგილე მიხეილ კიკნაძე, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია დაესწრნენ.
18 სექტემბერი 2026, 20:54
პოლიტიკა
ადგილობრივ მცხოვრებლად წარმოჩენილი ოპოზიციონერი აქტივისტი და მარიამ მეყანწიშვილის შეძახილების პროტესტად წარმოჩენის მცდელობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკური აქტივიზმი სამგორში. დედაქალაქის მერიის მიერ სამგორის პარკში გამართულ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის გახსნას, მცირე ექსცესი მოჰყვა.


