imedi /  28 ნოემბერი 2017, 11:27 / სანდო წყარო

მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორი აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე სიტყვით გამოვიდა

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი თბილისის ოპერის თეატრში მისასალმებელი პანელით „მაღალი დონის დიალოგი: სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ გაიხსნა.

პანელს მოდერატორობას უწევს დოქტორი ანილ გუფთა - მერილენდის უნივერსიტეტი თავმჯდომარე, პროფესორი. 

ანილ გუფთამ პანელზე თავის გამოსვლაში ფორუმის მნიშვნელობასა და ზოგადად, ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების მნიშვნელობაზე ილაპარაკა. როგორც მან აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ „10-15 წლის შემდეგ ამ ინიციატივას დავინახავთ, როგორც ამ საუკუნის ერთ-ერთ ძალიან ტრანსფორმაციულ და რევოლუციურ ინიციატივას“. 

ანილ გუფთამ თავის სიტყვაში აბრეშუმის გზის ინიციატივის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „ჩინეთმა დიდი მაგალითი მოგვცა, 1995 წლიდან მისი მშპ-ს დიდი ნაწილის ინვესტირება ხდება ინფრასტრუქტურის განვითარებაში. აბრეშუმის გზის ინიციატივა არის ჩინეთის საგზაო რუკა, რათა თავისი გამოცდილება გააცნოს აზიას, ევროპას, აფრიკას და მისი ეს მცდელობა სურვილს რეალობად გადააქცევს".

პროფესორ გუფთას განცხადებით, გზები, რომლებიც ჩინეთსა და ევროპას შორისაა, კონკურენტულია, „უნდა ვნახოთ, რა არის კონკრეტული მარშრუტის დადებითი მხარეები. უნდა ვნახოთ, ვინ ახორციელებს პროექტებს, რა მასალები, რა დანადგარებია სამუშაო ძალა, როდესაც ამას მივაქცევთ ყურადღებას, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა ხელს უწყობდეს ინფრასტრუქტურის განვითარებას... ბევრი ელის ინვესტიციებს ჩინეთიდან, დიდი ალბათობაა, რომ იქნება თანაინვესტირება მაგალითად ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისგან. ეს თანაინვესტორები, მათი მუშაობა ხელს უწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას“, - განაცხადა მან.

დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე დელეგატებს სიტყვით მიმართა.

კვირიკაშვილის თქმით, საქართველოსთვის პატივია უმასპინძლოს ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციების მასპინძლობა. 

აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში 28-29 ნოემბერს ათი პანელი გაიმართება.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს 100-ზე მეტი ჟურნალისტი გააშუქებს - როგორც ქართული, ისე უცხოური მედიის წარმომადგენლები, მათ შორის: Euronews-ი, BBC, Bloomberg-ი, Deutsche Welle, The Economist-ი, Al Jazeera, Guardian-ი და სხვა მედიასაშუალებები.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

10 მაისი 2026, 17:30

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გვაქვს შესაძლებლობა, რომ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვეწვიოთ სლოვაკეთს, სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან და კოლეგებთან მექნება შეხვედრა

გვაქვს შესაძლებლობა, რომ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვეწვიოთ სლოვაკეთს, სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან და კოლეგებთან მექნება შეხვედრა, - განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

10 მაისი 2026, 17:16

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩზე: ვფიქრობდი, რომ ბატონ პეტერს მხოლოდ ვენის კონვენციასთან ჰქონდა პრობლემა, მაგრამ როგორც ჩანს, მას ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს - ფაქტია, მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით, როდის დატოვებს ის საქართველოს

ვფიქრობდი, რომ ბატონ პეტერს მხოლოდ ვენის კონვენციასთან ჰქონდა პრობლემა, მაგრამ როგორც ჩანს, მას ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩთან, პეტერ ფიშერთან დაკავშირებით.

10 მაისი 2026, 16:12

საზოგადოება

შსს: საქართველოს პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით ხვალ სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

10 მაისი 2026, 15:54

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 მაისს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლებით დაზარალებულს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

ვლადიმერ პუტინი და რობერტ ფიცო

10 მაისი 2026, 15:45

მსოფლიო

რობერტ ფიცო: თუ უკრაინის პრეზიდენტი დაინტერესებულია პუტინთან შეხვედრით, მან თავის რუს კოლეგას ტელეფონით უნდა დაუკავშირდეს

„უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილი რუსეთის პრეზიდენტს გადავეცი. სომხეთში ჩვენი პირადი შეხვედრისას ზელენსკიმ მითხრა, რომ მზად არის პუტინს ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს. პასუხი აშკარაა: თუ უკრაინის პრეზიდენტი დაინტერესებულია შეხვედრით, მან თავის რუს კოლეგას ტელეფონით უნდა დაუკავშირდეს“, - განაცხადა ფიცომ ვიდეომიმართვაში.

ცოტნე ანანიძე

10 მაისი 2026, 15:19

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე პოდოლიაკს: რატომ გამოუშვით სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალების იმედით? საქართველოს ხელისუფლებას რომ მსგავსი სპეცოპერაცია დაეგეგმა თქვენ წინააღმდეგ, არ დარჩებოდა ადგილი, სადაც ამაზე არ ისაუბრებდით

„საქართველოს ხელისუფლებას რომ მსგავსი სპეცოპერაცია დაეგეგმა თქვენს წინააღმდეგ, ალბათ დედამიწის ზურგზე არ დარჩებოდა ადგილი, სადაც ამ აგრესიულ ჩარევაზე არ ისაუბრებდით. საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებაც საჭიროა”, - წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.

10 მაისი 2026, 14:48

მსოფლიო

ესპანეთმა დაიწყო მგზავრების ევაკუაცია ლაინერიდან, რომელზეც ჰანტავირუსი დაფიქსირდა

საკრუიზო ლაინერი, რომელზეც ჰანტავირუსით მგზავრის გარდაცვალება დაფიქსირდა, კანარის კუნძულებზე, ტენერიფეში ჩავიდა. გრანადილის პორტში 100-ზე მეტი ადამიანის ნაპირზე გადასაყვანად და რეპატრიაციისთვის, ინტენსიური მზადება მიმდინარეობს. მგზავრების ხმელეთზე გადმოყვანამდე, ხომალდზე სამედიცინო ჯგუფები ავლენ, რათა ყველა ადამიანი ვირუსის ნიშნებზე შეამოწმონ.

ზურიკო დავითაშვილი

10 მაისი 2026, 14:33

სპორტი

ზურიკო დავითაშვილმა „ამიენს“ გაუტანა⚽

საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში „სენტ-ეტიენმა“ საკუთარ სტადიონზე „ამიენი“ 5-0 დაამარცხა. მასპინძლების ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 56-ე წუთზე შევიდა და 69-ე წუთზე გოლი გაიტანა. შეხვედრის დასრულებამდე ხუთით ადრე კი საგოლე პასი შეასრულა.

10 მაისი 2026, 14:31

სპორტი

სტუდენტური ფესტივალის ფარგლებში 4 სპორტული შეჯიბრება გაიმართა

სტუდენტური ახალგაზრდული ფესტივალი აერთიანებს სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო, ინტერმედიისა და მოხალისეობრივ მიმართულებებს.

10 მაისი 2026, 14:25

კულტურა

ბოლნისის თეატრის სცენაზე მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა მაყურებელს სპექტაკლი „ბეთქილი“ წარუდგინა

სცენაზე გაცოცხლდა სვანური ლეგენდა მონადირე ბეთქილისა და ნადირობის ქალღმერთ დალის შესახებ, ისტორია სიყვარულზე, არჩევანზე და ბედისწერაზე, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. სპექტაკლში წარმოდგენილი იყო სვანური მითოლოგიის გამორჩეული გმირების დრამატული ამბავი, რომელმაც მაყურებელში დიდი ინტერესი და მოწონება გამოიწვია.

10 მაისი 2026, 14:22

მსოფლიო

მაიამიში ნავზე ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ინციდენტის ოფიციალური მიზეზი ჯერ არ სახელდება. ნავით საკურორტო ქალაქის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად ტურისტები მგზავრობდნენ.

10 მაისი 2026, 14:17

მსოფლიო

პაკისტანში აფეთქებას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის ქალაქ ბანუში პოლიციის განყოფილებასთან ავტომობილის აფეთქების შედეგად სულ მცირე 12 სამართალდამცველი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების და სამაშველო სამსახურების ბრიგადებია მობილიზებული. ადგილობრივ საავადმყოფოებში კი საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა.

10 მაისი 2026, 14:15

მსოფლიო

Bloomberg: ახლო აღმოსავლეთში ომის დროში გაწელვისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკადის ფონზე, ნავთობის მსოფლიო მარაგი იკლებს

სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში ომის დროში გაწელვისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკადის ფონზე, ნავთობის მსოფლიო მარაგი იკლებს, რაც შესაძლოა საწვავის კიდევ გაძვირების მიზეზი გახდეს. სააგენტო სპეციალისტებზე დაყრდნობით იმასაც ვარაუდობს, რომ ენერგობაზარი კონფლიქტის დასრულების შემდეგაც გარკვეული ხნით მოწყვლადი დარჩება.

მეუფე შიო

10 მაისი 2026, 14:10

საზოგადოება

მეუფე შიო: ისევე, როგორც 49 წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გამორჩევით მრავალი სიკეთე აღსრულდა ჩვენს ეკლესიასა და ერში, ხვალინდელი დღეც ყოფილიყოს საწინდარი ილია მეორის გზის გაგრძელებისა

„მხოლოდ ამ მადლის მეშვეობით შეგვეძლება ჩვენ, ღირსეულად და წარმატებით ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ ყველას გველის - ეს არის დიდი, გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა უნდა მოხდეს. ვევედროთ უფალს, რომ მოგვცეს ეს მადლი, ეს ცოცხალი წყალი, რომ შეგვაძლებინოს მივიღოთ გადაწყვეტილება ბრძნული, გონიერი, ღვთის ნებით, ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი ერისთვის სასარგებლო და ისევე, როგორც 49 წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გამორჩევით მრავალი სიკეთე აღსრულდა ჩვენს ეკლესიასა და ერში, ხვალინდელი დღეც ყოფილიყოს საწინდარი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გზის გაგრძელებისა. ეს არის გზა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულების, ღვთის მსახურების, ხალხის სიყვარულის, ერთსულოვნებაზე ზრუნვის, საქართველოში მშვიდობისა და გაერთიანების თავგანწირული მსახურების“, - განაცხადა მეუფე შიომ.

10 მაისი 2026, 13:32

რეგიონი

დაბა ხულოში ცენტრალური სკვერი მოეწყო

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში აღიმართა საქართველოს ეროვნული დროშა და დაიდგა ქართველი პროზაიკოსის, ჰიმნოგრაფის, მწიგნობრისა და ასტრონომის, ტბელ აბუსერიძის ძეგლი. ასევე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები - ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგო

10 მაისი 2026, 12:37

თავდაცვა

ვაზიანში წვრთნისა და შეფასების სწავლება გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის სამხედროებმა ჩაატარეს ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება, რომელშიც ბატალიონის სატანკო და მექანიზებული ასეულებიც მონაწილეობდნენ.

10 მაისი 2026, 12:07

მსოფლიო

უკრაინამ რუსეთი სამდღიანი ზავის დარღვევაში დაადანაშაულა

უკრაინამ ზავის დროს განხორციელებული რუსული დარტყმის შესახებ განაცხადა: ხარკოვს უპილოტო საფრენმა აპარატებმა შეუტიეს. როგორც ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა 9 მაისს საღამოს განაცხადა, დრონები ქალაქის ინდუსტრიულ რაიონში გამოჩნდა. ერთ-ერთი მათგანი ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკურ სართულს მოხვდა. დაშავდა 5 ადამიანი.

ზაალ ანჯაფარიძე

10 მაისი 2026, 11:47

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას ჰქონდა ერთადერთი მიზანი - მინიშნება, თუ გნებავთ გაფრთხილება კონკრეტული ევროპული სახელმწიფოებისადმი, რომ შეწყვიტონ საქართველოში შპიონაჟი, რომელზედაც სუს-მა უკვე იცის

ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ჯაშუშობის გამო დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმეზე და იმ აჟიოტაჟზე, რაც სუს-ს მიერ გამოქვეყნებულ მოკლე ვიდეოჩანაწერს მოჰყვა, და რომელშიც ცალკეულმა „ექსპერტებმა,“ დანაშაულის ნიშნები „ვერ დაინახეს - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას ჰქონდა ერთადერთი მიზანი - მინიშნება, გაფრთხილება კონკრეტული ევროპული სახელმწიფოებისადმი, რომ შეწყვიტონ საქართველოში შპიონაჟი, რომელზედაც სუს-მა უკვე იცის.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

10 მაისი 2026, 11:41

სპორტი

ნიკოლოზ მასილაშვილმა რომის მასტერსზე ბენ შელტონი დაამარცხა🎾

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის საჩოგბურთო მასტერსზე მსოფლიო რეიტინგის მე-6 ნომერი ბენ შელტონი დაამარცხა. 34 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ძლიერ მეტოქეს სამ სეტში, 6-4, 6-7, 6-3 მოუგო. შეხვედრა 2 საათსა და 17 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ბასილაშვილმა ორი ეისი მოაწოდა, სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ცხრიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

10 მაისი 2026, 11:36

მსოფლიო

ჯანმო მგზავრების რეპატრიაციას იწყებს ლაინერიდან, რომელზეც ჰანტავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა

სამშობლოში დაბრუნებულებს საგანგებოდ მოწყობილ კლინიკებში გადაიყვანენ, სადაც მათ 42 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ჯანმოს ეპიდემიისა და პანდემიის პრევენციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ მიღებული ზომების ფონზე ვირუსის გავრცელების რისკი პრაქტიკულად არ არსებობს. მგზავრების ევაკუაცია ტენერიფედან დაიწყება, რომლის პორტსაც გემმა დღეს მიაღწია.