ინგა ფხალაძე: იმ მიზნებისთვის, რომ საქართველო გახდეს არა მხოლოდ სატრანზიტო ჰაბი, არამედ საექსპორტო ჰაბიც, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება დიდი ჰესების განვითარებას საქართველოსთვის
ინგა ფხალაძე
ფოტო: ვიდეო/კადრი
იმ მიზნებისთვის, რომ საქართველო გახდეს არა მხოლოდ სატრანზიტო ჰაბი, არამედ საექსპორტო ჰაბიც, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება დიდი ჰესების განვითარებას საქართველოსთვის, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ.
მისი თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანა ენერგეტიკული მიმართულებით არ იყოს იმპორტზე დამოკიდებული, დიდი ჰესების განვითარება მნიშვნელოვანია.
„დიდი ჰესები ძალიან მნიშვნელოვანია სისტემის სტაბილურობისთვის. ჩვენი პოტენციალი ძალიან მაღალია ჰიდრორესურსების თვალსაზრისით. როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელი გენერაციის 80% მოდის ჰიდრორესურსებზე. იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სისტემის სტაბილურობა, უნდა მოხდეს სისტემაში დივერსიფიკაცია. დივერსიფიკაცია გულისხმობს სხვა წყაროების განვითარებასაც, ეს გახლავთ მზე და ქარი. აქ ჩვენ პროცენტულად ყველაფერი თანაბრად გვაქვს გადანაწილებული.
დიდი ჰესების წვლილი გენერაციაში არა მხოლოდ საინჟინრო მნიშვნელობით განისაზღვრება, აქ ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის ფაქტორი, რომ სისტემის სტაბილურობა უზრუნველყოფილი იქნება იმ ჰესებით, რომლებსაც აქვთ რეზერვუარები.
იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენ პიკურ საათებში მომხმარებლის დაკმაყოფილება და შევამციროთ ამის გამო ჩვენი იმპორტზე დამოკიდებულება, მნიშვნელოვანია გვქონდეს დიდი ჰესები“, - განაცხადა ინგა ფხალაძემ.
მან ისაუბრა იმ მასშტაბურ პროექტებზე, რომელიც საქართველოს არა მხოლოდ სატრანზიტო, არამედ საექსპორტო ჰაბად აქცევს.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დიდ ჰესებზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო თავის ენერგეტიკულ განვითარებაში არა მხოლოდ გენერაციის ზრდას გულისხმობს, არამედ გულისხმობს იმას, რომ ადგილობრივად წარმოებული ელექტროენერგია მიწოდებული იქნება როგორც საექსპორტოდ ევროპისათვის. ვინაიდან ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული ძალიან დიდი მასშტაბური პროექტების განხორციელება, რომელიც გახლავთ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ანუ გადამცემი ხაზი, რომელიც 1300 მეგავატიან სიმძლავრეს გაატარებს რუმინეთის მიმართულებით. ასევე, ჩვენ მოვიაზრებთ კიდევ ორ ძალიან დიდ პროექტს, რომელიც გახლავთ მწვანე ენერგიის კორიდორი, ეს გახლავთ 4 ქვეყნის ინიციატივა - საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი, სადაც 4 ათასი მეგავატის სიმძლავრის კაბელზეა საუბარი, რომელიც მიაწოდებს ელექტროენერგიას საქართველოს გავლით ევროპულ ბაზრებს. უკვე ჩამოყალიბების პროცესში გახლავთ ერთობლივი საწარმო. ეს გახლავთ საქართველო, თურქეთი და ბულგარეთი. ეს გახლავთ სახმელეთო კორიდორი. სწორედ იმ მიზნებისთვის, რომ საქართველო გახდეს არა მხოლოდ სატრანზიტო ჰაბი, არამედ საექსპორტო ჰაბიც, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება დიდი ჰესების განვითარებას საქართველოსთვის“, - განაცხადა ინგა ფხალაძემ.
ყველა სიახლე
17 სექტემბერი 2026, 19:07
მსოფლიო
გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ნორბერტ როტგენი: უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ხარჯეფექტური გზაა
გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ნორბერტ როტგენი უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი მათი უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ხარჯეფექტური გზაა.
17 სექტემბერი 2026, 19:01
ეკონომიკა
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი: მიმაჩნია, რომ მთავრობა ბევრს აკეთებს ქვეყნის პოპულარიზაციისა და იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს სათანადო ყურადღება მიექცეს
„მიმაჩნია, რომ მთავრობა ბევრს აკეთებს ქვეყნის პოპულარიზაციისა და იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს სათანადო ყურადღება მიექცეს“, - განაცხადა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა შაიხა ალ ნუვაისიმ საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ.
17 სექტემბერი 2026, 18:55
მსოფლიო
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა ავსტრალია და ახალი ზელანდია, შესაძლოა კანადის მაგალითს მიჰყვნენ და ევროკავშირის „ასოცირებული წევრები“ გახდნენ
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ Euronews-ს განუცხადა, რომ ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა ავსტრალია და ახალი ზელანდია, შესაძლოა კანადის მაგალითს მიჰყვნენ და ევროკავშირის „ასოცირებული წევრები“ გახდნენ.
17 სექტემბერი 2026, 18:54
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულთან, კორტნი ოსტრიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულთან, კორტნი ოსტრიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
17 სექტემბერი 2026, 18:36
რეგიონი
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გაიხსნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანმა, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გახსნეს.
17 სექტემბერი 2026, 18:27
მსოფლიო
Rheinmetall-ის გენერალური დირექტორი: გერმანიის სარაკეტო მარაგები შემაშფოთებლად დაბალ დონეზე რჩება
Euronews-თან ინტერვიუში Rheinmetall-ის გენერალური დირექტორი, არმინ პაპერგერი აცხადებს, რომ გერმანიის სარაკეტო მარაგები შემაშფოთებლად დაბალ დონეზე რჩება და წარმოება მკვეთრად უნდა დაჩქარდეს, ამასთანავე, იგი დეტალურად განმარტავს კომპანიის გეგმებს ფრთოსან რაკეტებთან, ჰუმანოიდ რობოტებსა და კოსმოსურ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.
17 სექტემბერი 2026, 18:20
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ჰუსეინ ალ-ამუშს და ჯგუფის წევრებს, წარმომადგენელთა პალატის ექვსი კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.
17 სექტემბერი 2026, 18:18
ეკონომიკა
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა შაიხა ალ ნუვაისმა, ტურიზმის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
17 სექტემბერი 2026, 18:16
რეგიონი
რევაზ სოხაძე: ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ზამთრის პერიოდში, საქართველოში არც ერთი მიმართულებით მოძრაობა არ ჩაგვეკეტოს
„ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართულებით იქნება ის, რომ საქართველოში არც ერთი მიმართულებით, უმეტეს შემთხვევაში, მოძრაობა ზამთრის პერიოდში არ ჩაგვეკეტოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა სოხაძემ.
17 სექტემბერი 2026, 18:14
ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: ენერგეტიკის სფეროში ინვესტორების გაზრდილი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო არის საკმაოდ მდიდარი განახლებადი ენერგეტიკული რესურსებით და ასევე გამჭვირვალე პროცედურებით
ინვესტორების გაზრდილი ინტერესი [ენერგეტიკის სფეროში] იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო არის საკმაოდ მდიდარი განახლებადი ენერგეტიკული რესურსებით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ „დღის ქრონიკაში“.
17 სექტემბერი 2026, 18:13
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უმნიშვნელოვანესია მსგავსი პროექტები საქართველოსთვის. ორი წლის წინ გვექნებოდა „ნამახვან ჰესი“ დასრულებული და 433 დადგმული მეგავატი ექნებოდა უკვე ჩვენს ქვეყანას გამომუშავებული. ასეთი შემოსავალი დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას მომავალში განვახორციელებთ
ძალიან საინტერესო ქეისია „ნამახვანის“ ირგვლივ რაც განვითარდა 2019-2020-2021 წლებში, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ, რომელიც გამოეხმაურა ცალკეული ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა კომპანია „ენკას“ სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე.
17 სექტემბერი 2026, 18:09
ეკონომიკა
ინგა ფხალაძე: მიზნად ვისახავთ ელექტროენერგიის ექსპორტის 5-ჯერ გაზრდას და იმპორტზე დამოკიდებულების პრაქტიკულად განულებას, ამისთვის საქართველოს მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსი აქვს
ეს გახლავთ ისეთი პოლიტიკა, რომლის მთავარი მიზანია ისეთი ენერგოსისტემის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება ერთდროულად უსაფრთხო, სტაბილური, მოქნილი და მაქსიმალურად ნაკლებად დამოკიდებული იმპორტზე. ამ ხედვას ეფუძნება ჩვენი 2036 წლის გენერაციის დადგმული სიმძლავრის 2.5-ჯერ გაზრდა, რომელიც ჯამში 11500 მგვტ-ს უნდა მიუახლოვდეს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ, რითაც უპასუხა კითხვას - როგორია ქვეყნის გრძელვადიანი ენერგეტიკული ხედვა, ენერგეტიკული შესაძლებლობის რეალიზაციის შანსები და პოტენციალი, რომლის ათვისებაც საქართველოს შეუძლია?
17 სექტემბერი 2026, 18:08
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე „ფარაზე“: ვფიქრობ, სულ ახლო მომავალში, თითქმის ყველა სახელმწიფოს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თავისი სუვერენიტეტი, თავის კანონმდებლობაში მსგავსი და ძალიან მკაცრი კანონი ექნება
ვფიქრობ, სულ ახლო მომავალში, თითქმის ყველა სახელმწიფოს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თავისი სუვერენიტეტი, თავის კანონმდებლობაში მსგავსი და ძალიან მკაცრი კანონი ექნება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ „ფარას“ კანონზე საუბრისას.
17 სექტემბერი 2026, 18:00
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც გადაპორტირდნენ საქათმეებში სადღაც ესტონეთში, არასოდეს ამოძრავებდათ ჩვენი საზოგადოების ინტერესები. მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის მუშაობდნენ
„ჩვენ არავინ აგვიკრძალავს. ამ [გამჭვირვალობის] კანონით უბრალოდ მოვუწოდეთ, რომ უფრო მეტად დეკლარირებული იყოს მათი თანხები. ისინი საუბრობენ, თითქოს ამ ნაბიჯით ისეთ პროექტებს ვაჩერებთ, რომლებიც ეხმარება, ფერმერებს, შშმ პირებს, ბავშვებს და ა.შ. ამის საპირისპიროდ გადავდგით ეს ნაბიჯი [გრანტების მართვის სააგენტოს შექმნა] - კი ბატონო, თუ ასე ხართ მოწადინებულები, რომ ასეთ ადამიანებს დაეხმაროთ, სახელმწიფო გაძლევთ საშუალებას და რესურსს, რომ შემოიტანოთ განაცხადები, დაგიფინანსებთ და განაგრძეთ. მაგრამ ამით უფრო მეტად გამოჩნდა, რომ მათი პირველადი მიზანი არ იყო მოსახლეობის დახმარება, ჩვენი საზოგადოების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ეს იყო უბრალოდ შეფუთვა. სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდათ ამ ადამიანებს“, - განაცხადა შალამბერიძემ.
17 სექტემბერი 2026, 17:58
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა.
17 სექტემბერი 2026, 17:52
მსოფლიო
AP: კარნი კანადის ევროკავშირის ასოცირებულ წევრობას მიესალმება
კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ევროკავშირის ინიციატივას კანადის ასოცირებულ წევრობასთან დაკავშირებით მხარი დაუჭირა, თუმცა აღნიშნა, რომ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ახალი ბლოკის შექმნას და მსოფლიოს წამყვან ძალებთან დაპირისპირებას არ ისახავს მიზნად. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 17:45
რეგიონი
დმანისის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა
ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში ლაბორატორიული კვლევის შედეგად, 2 სულ მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა.
17 სექტემბერი 2026, 17:34
საზოგადოება
სემეკის წარმომადგენელს ენერგეტიკოსის საპატიო ჯილდო გადაეცა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი თორნიკე აფრიაშვილი, ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, როგორც გამორჩეული ენერგეტიკოსი დაჯილდოვდა. სემეკის წარმომადგენელს ენერგეტიკოსის საპატიო ჯილდო გადასცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.
17 სექტემბერი 2026, 17:31
მსოფლიო
ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო: კანადის ევროკავშირში შესაძლო ასოცირებული წევრობა რეალური არ არის
ევროდეპუტატი ანდრაშ ლასლო სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროკავშირში კანადის ასოცირებული წევრობა რეალობას არ შეესაბამება.


