AP: კარნი კანადის ევროკავშირის ასოცირებულ წევრობას მიესალმება
მარკ კარნი
ფოტო: AP
კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ევროკავშირის ინიციატივას კანადის ასოცირებულ წევრობასთან დაკავშირებით მხარი დაუჭირა, თუმცა აღნიშნა, რომ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ახალი ბლოკის შექმნას და მსოფლიოს წამყვან ძალებთან დაპირისპირებას არ ისახავს მიზნად. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
კარნის განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადასა და ევროკავშირს შორის შესაძლო შეთანხმებას „მტრული ქმედება“ უწოდა და გააფრთხილა ევროპა, რომ თუ ვაშინგტონი მის განზრახვებს არაკეთილგანწყობილად შეაფასებს, შესაძლოა, ევროპულ საქონელზე მაღალი ტარიფები დააწესოს. ტრამპმა იდეას ასევე „სასაცილო“ უწოდა.
„ჩვენ მივესალმებით ამ ამბიციას“, - განაცხადა კარნიმ ევროპარლამენტში, სადაც ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ინიციატივას გამოეხმაურა. ფონ დერ ლაიენმა წინადადება ოთხშაბათს წარადგინა.
კარნიმ განმარტა, რას გულისხმობს კანადა-ევროპის უფრო მჭიდრო თანამშრომლობაში. მისი თქმით, საუბარია ვაჭრობის, თავდაცვის, კრიტიკული მნიშვნელობის მინერალების, ხელოვნური ინტელექტის, ენერგეტიკის, კოსმოსის, კვლევებისა და ფინანსური მომსახურების სფეროებში ინტეგრაციის გაღრმავებაზე, რათა ორივე მხარე ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ზეწოლის მიმართ ნაკლებად მოწყვლადი გახდეს.
„მე არ ვთავაზობ მესამე ბლოკის შექმნას, რათა დიდ ძალებს კონკურენცია გაუწიოს. ჩვენ არ ვცდილობთ ძალაუფლების მოპოვებას სხვებზე დომინირებისთვის“, - განაცხადა კარნიმ.
მისი თქმით, მიზანი კანადის მედეგობის გაძლიერებაა, რათა არცერთ ქვეყანას არ შეეძლოს კანადის ბაზრების კონტროლი, მისი სუვერენიტეტის შერყევა ან მისთვის გადაწყვეტილებების კარნახი.
Associated Press-ის ცნობით, ათწლეულების განმავლობაში კანადა საკუთარ ეკონომიკას შეერთებულ შტატებთან მჭიდრო ინტეგრაციაზე აშენებდა. თუმცა, ტრამპის მიერ დაწესებულმა ტარიფებმა, ეკონომიკური დათმობების მოთხოვნებმა და კანადის აშშ-ის 51-ე შტატად ქცევაზე პრეზიდენტის არაერთგზის გაკეთებულმა განცხადებებმა ოტავას უბიძგა, შეამციროს ეს დამოკიდებულება და ატლანტის ოკეანის გადაღმა უფრო მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები დაამყაროს.
ყველა სიახლე
17 სექტემბერი 2026, 18:36
რეგიონი
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გაიხსნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გახსნეს.
17 სექტემბერი 2026, 18:27
მსოფლიო
Rheinmetall-ის გენერალური დირექტორი: გერმანიის სარაკეტო მარაგები შემაშფოთებლად დაბალ დონეზე რჩება
Euronews-თან ინტერვიუში Rheinmetall-ის გენერალური დირექტორი, არმინ პაპერგერი აცხადებს, რომ გერმანიის სარაკეტო მარაგები შემაშფოთებლად დაბალ დონეზე რჩება და წარმოება მკვეთრად უნდა დაჩქარდეს, ამასთანავე, იგი დეტალურად განმარტავს კომპანიის გეგმებს ფრთოსან რაკეტებთან, ჰუმანოიდ რობოტებსა და კოსმოსურ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.
17 სექტემბერი 2026, 18:20
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ჰუსეინ ალ-ამუშს და ჯგუფის წევრებს, წარმომადგენელთა პალატის ექვსი კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.
17 სექტემბერი 2026, 18:20
ეკონომიკა
ინგა ფხალაძე: იმ მიზნებისთვის, რომ საქართველო გახდეს არა მხოლოდ სატრანზიტო ჰაბი, არამედ საექსპორტო ჰაბიც, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება დიდი ჰესების განვითარებას საქართველოსთვის
მისი თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანა ენერგეტიკული მიმართულებით არ იყოს იმპორტზე დამოკიდებული, მნიშვნელოვანია დიდი ჰესების განვითარება.
17 სექტემბერი 2026, 18:18
ეკონომიკა
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა შაიხა ალ ნუვაისმა, ტურიზმის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
17 სექტემბერი 2026, 18:16
რეგიონი
რევაზ სოხაძე: ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ზამთრის პერიოდში, საქართველოში არც ერთი მიმართულებით მოძრაობა არ ჩაგვეკეტოს
„ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართულებით იქნება ის, რომ საქართველოში არც ერთი მიმართულებით, უმეტეს შემთხვევაში, მოძრაობა ზამთრის პერიოდში არ ჩაგვეკეტოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა სოხაძემ.
17 სექტემბერი 2026, 18:14
ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: ენერგეტიკის სფეროში ინვესტორების გაზრდილი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო არის საკმაოდ მდიდარი განახლებადი ენერგეტიკული რესურსებით და ასევე გამჭვირვალე პროცედურებით
ინვესტორების გაზრდილი ინტერესი [ენერგეტიკის სფეროში] იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო არის საკმაოდ მდიდარი განახლებადი ენერგეტიკული რესურსებით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ „დღის ქრონიკაში“.
17 სექტემბერი 2026, 18:13
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უმნიშვნელოვანესია მსგავსი პროექტები საქართველოსთვის. ორი წლის წინ გვექნებოდა „ნამახვან ჰესი“ დასრულებული და 433 დადგმული მეგავატი ექნებოდა უკვე ჩვენს ქვეყანას გამომუშავებული. ასეთი შემოსავალი დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას მომავალში განვახორციელებთ
ძალიან საინტერესო ქეისია „ნამახვანის“ ირგვლივ რაც განვითარდა 2019-2020-2021 წლებში, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ, რომელიც გამოეხმაურა ცალკეული ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა კომპანია „ენკას“ სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე.
17 სექტემბერი 2026, 18:09
ეკონომიკა
ინგა ფხალაძე: მიზნად ვისახავთ ელექტროენერგიის ექსპორტის 5-ჯერ გაზრდას და იმპორტზე დამოკიდებულების პრაქტიკულად განულებას, ამისთვის საქართველოს მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსი აქვს
ეს გახლავთ ისეთი პოლიტიკა, რომლის მთავარი მიზანია ისეთი ენერგოსისტემის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება ერთდროულად უსაფრთხო, სტაბილური, მოქნილი და მაქსიმალურად ნაკლებად დამოკიდებული იმპორტზე. ამ ხედვას ეფუძნება ჩვენი 2036 წლის გენერაციის დადგმული სიმძლავრის 2.5-ჯერ გაზრდა, რომელიც ჯამში 11500 მგვტ-ს უნდა მიუახლოვდეს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ, რითაც უპასუხა კითხვას - როგორია ქვეყნის გრძელვადიანი ენერგეტიკული ხედვა, ენერგეტიკული შესაძლებლობის რეალიზაციის შანსები და პოტენციალი, რომლის ათვისებაც საქართველოს შეუძლია?
17 სექტემბერი 2026, 18:08
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე „ფარაზე“: ვფიქრობ, სულ ახლო მომავალში, თითქმის ყველა სახელმწიფოს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თავისი სუვერენიტეტი, თავის კანონმდებლობაში მსგავსი და ძალიან მკაცრი კანონი ექნება
ვფიქრობ, სულ ახლო მომავალში, თითქმის ყველა სახელმწიფოს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თავისი სუვერენიტეტი, თავის კანონმდებლობაში მსგავსი და ძალიან მკაცრი კანონი ექნება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ „ფარას“ კანონზე საუბრისას.
17 სექტემბერი 2026, 18:00
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც გადაპორტირდნენ საქათმეებში სადღაც ესტონეთში, არასოდეს ამოძრავებდათ ჩვენი საზოგადოების ინტერესები. მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის მუშაობდნენ
„ჩვენ არავინ აგვიკრძალავს. ამ [გამჭვირვალობის] კანონით უბრალოდ მოვუწოდეთ, რომ უფრო მეტად დეკლარირებული იყოს მათი თანხები. ისინი საუბრობენ, თითქოს ამ ნაბიჯით ისეთ პროექტებს ვაჩერებთ, რომლებიც ეხმარება, ფერმერებს, შშმ პირებს, ბავშვებს და ა.შ. ამის საპირისპიროდ გადავდგით ეს ნაბიჯი [გრანტების მართვის სააგენტოს შექმნა] - კი ბატონო, თუ ასე ხართ მოწადინებულები, რომ ასეთ ადამიანებს დაეხმაროთ, სახელმწიფო გაძლევთ საშუალებას და რესურსს, რომ შემოიტანოთ განაცხადები, დაგიფინანსებთ და განაგრძეთ. მაგრამ ამით უფრო მეტად გამოჩნდა, რომ მათი პირველადი მიზანი არ იყო მოსახლეობის დახმარება, ჩვენი საზოგადოების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ეს იყო უბრალოდ შეფუთვა. სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდათ ამ ადამიანებს“, - განაცხადა შალამბერიძემ.
17 სექტემბერი 2026, 17:58
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა.
17 სექტემბერი 2026, 17:45
რეგიონი
დმანისის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა
ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში ლაბორატორიული კვლევის შედეგად, 2 სულ მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა.
17 სექტემბერი 2026, 17:34
საზოგადოება
სემეკის წარმომადგენელს ენერგეტიკოსის საპატიო ჯილდო გადაეცა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი თორნიკე აფრიაშვილი, ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, როგორც გამორჩეული ენერგეტიკოსი დაჯილდოვდა. სემეკის წარმომადგენელს ენერგეტიკოსის საპატიო ჯილდო გადასცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.
17 სექტემბერი 2026, 17:31
მსოფლიო
ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო: კანადის ევროკავშირში შესაძლო ასოცირებული წევრობა რეალური არ არის
ევროდეპუტატი ანდრაშ ლასლო სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროკავშირში კანადის ასოცირებული წევრობა რეალობას არ შეესაბამება.
17 სექტემბერი 2026, 17:30
რეგიონი
რევაზ სოხაძე და ზურაბ პატარაძე აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო პროექტებს გაეცნენ
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად, აჭარაში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
17 სექტემბერი 2026, 17:28
პოლიტიკა
ლაშა ფარულავა: არა მხოლოდ ვეთანხმები ლევან ხაბეიშვილს, ვმუშაობთ, რომ მისი განცხადება სისრულეში მოვიყვანოთ - თამარ ჩერგოლეიშვილის პოზიციები არ გვაინტერესებს, სინამდვილეში არც არავის აინტერესებს
არა მხოლოდ ვეთანხმები ლევან ხაბეიშვილს, ვმუშაობთ, რომ მისი განცხადება სისრულეში მოვიყვანოთ, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ.
17 სექტემბერი 2026, 17:20
მსოფლიო
ფაშინიანის განცხადებით, ის რუსული ენის დამატებით კურსებზე დადის
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსული ენის დამატებით კურსებზე დადის.
17 სექტემბერი 2026, 17:08
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.


