29 მარტი 2025, 13:12 / სანდო წყარო

ნათია თურნავამ ჩინეთის ცენტრალური ბანკისა და მსხვილი ბანკების ხელმძღვანელებთან შეხვედრები გამართა

საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციამ, ნათია თურნავას ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი გამართა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა თავის ჩინელ კოლეგას, ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს პან გონშენგს შეხვედა.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც მონეტარული პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობას, ასევე ფინანსური ტექნოლოგიების, საგადახდო სისტემებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების სფეროებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციამ ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვედრები გამართა ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის (Industrial and Commercial Bank of China) ვიცე-პრეზიდენტ ჟანგ ვივუსთან, ჩინეთის ბანკის (Bank of China) ვიცე-პრეზიდენტთან ლიუ ძინთან და ჩინეთის სამშენებლო ბანკის (China Construction Bank) აღმასრულებელ დირექტორთან ძი ჟი ჰონგთან.

აღნიშნული სამი ბანკი ჩინეთის უმსხვილესი ბანკების „დიდ ოთხეულში“ შედის. „ჩინეთის ბანკი“ წარმოდგენილია მსოფლიოს 64 ქვეყანაში, მთლიანი აქტივებით დაახლოებით 4.6 ტრილიონი აშშ დოლარი. „ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკი“ ოპერირებს მსოფლიოს 49 ქვეყანაში, მთლიანი აქტივები აღემატება 6 ტრილიონ აშშ დოლარს. „ჩინეთის სამშენებლო ბანკი“ კი ოპერირებს მსოფლიოს 31 ქვეყანაში, მთლიანი აქტივებით დაახლოებით 5.4 ტრილიონი აშშ დოლარი.

როგორც შეხვედრების დასრულების შემდეგ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, ჩინეთის საბანკო სექტორთან წარმატებული თანამშრომლობა ქართული საბანკო სექტორისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, რომ ჩინეთის მსგავსი მდიდარი ფინანსური ბაზარი ხელმისაწვდომი იყოს მათთვის, გაფართოვდეს ტრანზაქციების არეალი და გაძლიერდეს მათი საკორესპონდენტო ურთიერთობა ჩინურ ბანკებთან.

„გარდა ამისა, ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვენი საფინანსო სექტორი უფრო დივერსიფიცირებული გახდეს და მომხმარებლებს, ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მეტი წვდომა ჰქონდეს სხვადასხვა საფინანსო პროდუქტსა თუ შეთავაზებაზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ყველა სიახლე

05 ივნისი 2026, 11:08

მსოფლიო

კიევის საფოსტო განყოფილებაში აფეთქება მოხდა. პოლიცია ტერაქტის ვერსიას განიხილავს

კიევის ობოლონის რაიონის საფოსტო განყოფილებაში დღეს დილით აფეთქება მოხდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილი

05 ივნისი 2026, 11:03

პოლიტიკა

ბოჭორიშვილი: სან-ფრანცისკო არის ინოვაციისა და კრეატიულობის გლობალური სიმბოლო - ჩვენ ვქმნით ახალ ხიდს, რომელიც იდეებს დააკავშირებს ახალ შესაძლებლობებთან და საქართველოს აქცევს ადგილად, სადაც ოცნებები გეოგრაფიით ვერ შეიზღუდება

დღეს მართლაც განსაკუთრებული დღეა. ჩვენ ვქმნით ახალ ხიდს, რომელიც იდეებს დააკავშირებს ახალ შესაძლებლობებთან და საქართველოს აქცევს ადგილად, სადაც ოცნებები გეოგრაფიით ვერ შეიზღუდება, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სან-ფრანცისკოში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ცენტრის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

05 ივნისი 2026, 10:34

მსოფლიო

POLITICO: პენტაგონმა გერმანიისთვის Tomahawk-ის რაკეტების გადაცემაზე რუსეთის გამო, შესაძლოა, უარი თქვას

პენტაგონი, სავარაუდოდ, უარს იტყვის გერმანიაში Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების განთავსების გეგმაზე, რადგან აშშ-ის ოფიციალურ პირებს აშფოთებთ, რომ რუსეთმა ეს ნაბიჯი ესკალაციად შეიძლება აღიქვას. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

05 ივნისი 2026, 10:30

რეგიონი

ქობულეთში გურამ თამაზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ღონისძიება გურამ თამაზაშვილის დაბადებიდან 73 წლისთავს მიეძღვნა და მასში მუსიკალური ანსამბლები, სოლო შემსრულებლები, გურამ თამაზაშვილის მეგობრები და ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ. საღამოზე შესრულდა ცნობილი ქართული სიმღერები გურამ თამაზაშვილის რეპერტუარიდან.

გეკა გელაძე
ალი ნაგიევი

05 ივნისი 2026, 10:29

სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია

ვიზიტის ფარგლებში, გეკა გელაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ალი ნაგიევთან.

05 ივნისი 2026, 10:20

სამართალი

აჭარის პოლიციამ 3 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

05 ივნისი 2026, 10:17

სამართალი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) ორმხრივი მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, დააკავეს პირი, რომელიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა სხვადასხვა მძიმე დანაშაულის გამო. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

05 ივნისი 2026, 10:17

რეგიონი

სამეგრელოს პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში 47 ე.წ. მაინერი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით 47 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

05 ივნისი 2026, 10:16

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე დააკავეს

დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

05 ივნისი 2026, 10:14

სამართალი

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი დააკავეს.

05 ივნისი 2026, 10:14

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: შუა დერეფანი უკვე არა ალტერნატიული, არამედ საერთაშორისოდ მნიშვნელოვანი მარშრუტია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა საქართველოს, როგორც შუა დერეფნის მარშრუტის საკვანძო მონაწილის როლზე, ზოგადად, შუა დერეფნის მარშრუტის საერთაშორისო მნიშვნელობასა და მისი განვითარების პროცესში პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში.

თამარ იოსელიანი

05 ივნისი 2026, 10:13

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ქმნის ახალ შესაძლებლობებს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, რაც გააუმჯობესებს რეგიონში არსებული ტვირთების მომსახურებას და კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს როლს შუა დერეფანში

2 ივნისი იყო ნამდვილად ისტორიული დღე, როდესაც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა. ეს არის უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული პროექტი, რომელიც განხორციელდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით. ჩვენს სატრანსპორტო ქსელს რეგიონში დაემატა სრულიად ახალი, თანამედროვე სარკინიგზო ქსელი და ინფრასტრუქტურა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო გავაღრმაოთ კავშირები ევროპასა და აზიას შორის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა გადაცემა „ბიზნეს პარტნიორში“ სტუმრობისას.

05 ივნისი 2026, 10:12

საზოგადოება

ისტორიის, სამოქალაქო განათლების, მათემატიკისა და გეოგრაფიის გამოცდებთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 2026 წლის გამოცდებისთვის მოსამზადებელი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აბიტურიენტებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები ისტორიის, სამოქალაქო განათლების, მათემატიკისა და გეოგრაფიის გამოცდებთან დაკავშირებით გაიმართა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახური ავრცელებს.

05 ივნისი 2026, 10:12

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.

05 ივნისი 2026, 10:03

პოლიტიკა

მარიამ ლაშხმა ვიზიტის ფარგლებში კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა

კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, მარიამ ლაშხმა კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა.

05 ივნისი 2026, 09:54

მსოფლიო

The Hill: 10 ამერიკელიდან შვიდს სურს, რომ ირანთან ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს

10 ამერიკელიდან შვიდს სურს, რომ ირანთან ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ინფორმაციას გამოცემა The Hill-ი ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

05 ივნისი 2026, 09:49

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი კალიფორნიის გუბერნატორის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი სან-ფრანცისკოში ვიზიტის ფარგლებში კალიფორნიის გუბერნატორის მოადგილეს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

05 ივნისი 2026, 09:44

პოლიტიკა

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სან-ფრანცისკოს მერს შეხვდა

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სან-ფრანცისკოს მერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. და კალიფორნიის შტატთან საქართველოს თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და საინვესტიციო პოტენციალის ათვისების საკითხზე.

05 ივნისი 2026, 09:36

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის დახმარებას, ხოლო რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას, ხოლო უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფას გულისხმობს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

05 ივნისი 2026, 09:24

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: საქართველო-აშშ-ის პოზიციები დადებით კონტექსტშია დაფიქსირებული. ეს რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ ნელ-ნელა პოზიციები შეჯერდება

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, ამერიკის სახელმწიფო მდივნისა და მისი მოადგილის განცხადებები მიუთითებს, იმას, რომ ორ ქვეყანას შორის ნელ-ნელა, პოზიციები შეჯერდება.