ანაკლიის საზღვაო ნავსადგური: ბოლო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის მხრიდან ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ვრცელდება ტექნიკურად და ფაქტობრივად არასწორი ინფორმაცია, თითქოს პროექტის პარამეტრები შემცირდა და პორტის შესაძლებლობები შეიზღუდა
ფოტო: Facebook
ანაკლიის საზღვაო ნავსადგური განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის მხრიდან ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ვრცელდება ტექნიკურად და ფაქტობრივად არასწორი ინფორმაცია, თითქოს პროექტის პარამეტრები შემცირდა და პორტის შესაძლებლობები შეიზღუდა.
„ეს ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას, წარმოადგენს ფაქტებით მანიპულაციას და მიზნად ისახავს პროექტის დისკრედიტაციას.
ანაკლიის პორტის პარამეტრები არ შემცირებულა. არ შემცირებულა არც მასშტაბი და არც პირველი ფაზით გათვალისწინებული ფუნქციური შესაძლებლობები.
Design & Build კონტრაქტის ფარგლებში საბაზისო პროექტის შემდეგ მომზადდა 100%-იანი დეტალური პროექტი, რომლის დროსაც დამატებითი ჰიდროლოგიური, გეოლოგიური, ბათიმეტრიული, ჰიდროდინამიკური და ნავიგაციური კვლევების საფუძველზე დაზუსტდა როგორც ფსკერდაღრმავების, ისე ტალღმტეხისა და შემოსასვლელი არხის პარამეტრები.
არასწორია მტკიცება, თითქოს 17.5-18 მეტრის სიღრმე Panamax-ის ტიპის გემების მიღებას ზღუდავს. აღნიშნული პარამეტრები უზრუნველყოფს როგორც Panamax-ის, ისე უფრო დიდი Post-Panamax-ისა და Bosphorusmax-ის კლასის მაღალი ტვირთამწეობის საკონტეინერო გემების მომსახურებას.
ასევე არასწორია 7.5 მლნ მ³ და 5.25 მლნ მ³ ფსკერული მასალის პირდაპირი შედარება. პირველი მაჩვენებელი განისაზღვრა საბაზისო პროექტის ეტაპზე, იმავე საკონსულტაციო-საინჟინრო კომპანიის (საერთაშორისო საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია Royal HaskoningDHV) მიერ ვის მიერაც განისაზღვრა ასევე საბოლოო - 5.25 მლნ მ³, რომელიც არის დეტალური პროექტირებისა და განახლებული ბათიმეტრიული მონაცემების საფუძველზე დაზუსტებული მოცულობა შემოსასვლელი და მოსაბრუნებელი არხებისთვის. ამასთან, ნავმისადგომების მოწყობის ეტაპზე დამატებით დაახლოებით 3 მლნ მ³-მდე მასალის ამოღებაა გათვალისწინებული. შესაბამისად, ამ მონაცემებით პორტის "შემცირებაზე" დასკვნის გაკეთება ტექნიკურად მცდარია.
უსაფუძვლო და სრულიად არაკომპეტენტურია მტკიცებაც, თითქოს პროექტის დაზუსტებული პარამეტრები გემების უსაფრთხო მიღებას გაართულებს. შემოსასვლელი არხის, მოსაბრუნებელი აკვატორიისა და ტალღმტეხის პარამეტრები სწორედ ნავიგაციური უსაფრთხოებისა და რეალური ჰიდროდინამიკური პირობების გათვალისწინებით განისაზღვრა.
ანაკლია არის მრავალფაზიანი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი. სახელმწიფო დღეს აშენებს პირველი ფაზისთვის საჭირო ძირითად საზღვაო ინფრასტრუქტურას, ხოლო Landlord მოდელის ფარგლებში პარალელურად მიმდინარეობს შემდგომი ფაზებისა და გენერალური გეგმის განვითარება, რათა პორტის შესაძლებლობები გაიზარდოს შუა დერეფნისა და რეგიონული ტვირთნაკადების ზრდასთან ერთად.
ანაკლიის პორტი არ მცირდება - ის შენდება და ვითარდება. პირველი გემის მიღება დაგეგმილია 2029 წელს. სახელმწიფოს ამოცანაა საქართველოს ჰქონდეს თანამედროვე, კონკურენტუნარიანი ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც გააძლიერებს ქვეყნის როლს შუა დერეფანში, გაზრდის მის სატრანზიტო შესაძლებლობებს და მოემსახურება საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ და სტრატეგიულ ინტერესებს.
ანაკლიის პროექტზე მუშაობენ მაღალი დონის საერთაშორისო და ასევე ადგილობრივი ექსპერტები. უშუალოდ საზღვაო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს კი ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს მსოფლიოში წამყვანი საზღვაო-სამშენებლო კომპანია Jan De Nul, რომელიც ასევე გახლავთ ევროპული ე.წ. „დიდი ოთხეულის” წევრი“, - საუბარია განცხადებაში.
ყველა სიახლე
08 აგვისტო 2026, 16:13
მსოფლიო
Reuters: უნგრეთის მმართველმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე წარადგინა
უნგრეთის მმართველმა პარტიამ „ტისამ“ ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ანდრაშ ბაკა წარადგინა. ინფორმაციას Reuters-ი პარტიის საპარლამენტო ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს.
08 აგვისტო 2026, 16:07
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე:აგვისტოს ომი ქართველი ერის თვითგადაფასების აქტად იქცა და სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა ჩამოყალიბდეს ისტორიული ნარატივი, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდობისთვის სასწავლო სახელმძღვანელოებით
აგვისტოს ომი ქართველი ერის თვითგადაფასების აქტად იქცა და სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა ჩამოყალიბდეს ისტორიული ნარატივი, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდობისთვის სასწავლო სახელმძღვანელოებით, - წერს პარტია "ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში. ჩიბურდანიძე ხაზს უსვამს, რომ სასწავლო სახელმძღვანელოებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშონ ამაში. ანალიტიკოსის აზრით, ახალგაზრდებმა, ერთი მხრივ, უნდა გაიაზრონ რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესია და მისი შედეგები და, მეორე მხრივ, კრიტიკულად უნდა შეაფასონ საქართველოს იმდროინდელი მთავრობის გადაწყვეტილებები.
08 აგვისტო 2026, 15:47
მსოფლიო
ბულგარეთის პრემიერი: რუმინეთიდან ბულგარეთში დრონი შეფრინდა და ტრანსბალკანეთის გაზსადენთან ახლოს აფეთქდა
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა განაცხადა, რომ დღეს დილით რუმინეთიდან ბულგარეთის ტერიტორიაზე დრონი შეფრინდა და აფეთქდა.
08 აგვისტო 2026, 15:22
პოლიტიკა
კობა კობალაძე ბარამიძეზე: ყოვლად ამაზრზენი განცხადება გააკეთა. შეურაცხყოფა მიაყენა ვეტერანებს და გულანთებულ ადამიანებს
ამაზრზენი და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მავნებლობა, - ასე აფასებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გიორგი ბარამიძის განცხადებებს და შემდგომ განმარტებებს.
08 აგვისტო 2026, 15:16
მსოფლიო
ABC News: პენტაგონმა გაათავისუფლა გენერალი, რომლის ქვედანაყოფი უკრაინისთვის დახმარების მიწოდების კოორდინაციას ახდენდა
პენტაგონის ერთ-ერთი უმაღლესი რანგის გენერალი, რომელიც ევროპაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა, თანამდებობიდან გადააყენეს. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
08 აგვისტო 2026, 15:15
პოლიტიკა
სოზარ სუბარი 2008 წლის აგვისტოს ომზე: დღეს, როდესაც ვუყურებთ, როგორ იქცევიან საქართველოში მოქმედი უცხოური აგენტურა და მათი პატრონები, ნათლად ჩანს, რომ მაშინ იყო დაკვეთა - რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უფრო ძნელი იქნებოდა შერიგება ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის
სააკაშვილი ფიქრობდა, რომ რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით მეტ საერთაშორისო დახმარებას მიიღებდა საქართველო. მაგრამ დღეს, როდესაც ვუყურებთ, როგორ იქცევიან საქართველოში მოქმედი უცხოური აგენტურა და მათი პატრონები, ნათლად ჩანს, რომ ეს იყო გარედან მიღებული დაკვეთა, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრისას. მისივე თქმით, რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უფრო ძნელი იქნებოდა შერიგება ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის და შესაბამისად, გაცილებით მარტივია უცხოური ძალების მხრიდან, აგენტურის მეშვეობით იმ ქვეყნის მართვა, რომელიც მუდმივადაა გახვეული კონფლიქტებსა და დაპირისპირებებში.
08 აგვისტო 2026, 15:13
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და ერთიან საქართველოში მშვიდობიანად ვიცხოვრებთ ქართველებიც, აფხაზებიც, ოსებიც და საქართველოს ყველა მოქალაქე, მიუხედავად ეროვნებისა
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა მედიასთან გაიხსენა 2008 წლის აგვისტოს ომი და თქვა, რომ დღემდე ცოცხალია ის ტკივილი, რომელიც გამოიწვია გმირებისა და სამოქალაქო მოსახლეობის ომში გარდაცვალებამ. სუბარმა აღნიშნა, რომ დადგება დღე, როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება.
08 აგვისტო 2026, 15:11
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი: ჩვენ ძლიერი საზოგადოება ვართ. სამწუხაროდ, მძიმე გამოცდილება გავიარეთ და მივიღეთ აგვისტოს ომის ტრაგედია, თუმცა დღეს საქართველო გაძლიერებულია
„ჩვენ ძლიერი საზოგადოება ვართ. სამწუხაროდ, მძიმე გამოცდილება გავიარეთ და მივიღეთ აგვისტოს ომის ტრაგედია, თუმცა დღეს საქართველო გაძლიერებულია. დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც არაფრის დიდებით არ დაუშვებს საქართველოში მსგავსი დღეების განმეორებას“, - საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით მედიასთან საუბრისას ომის შედეგები და იმ პერიოდში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები შეაფასა.
08 აგვისტო 2026, 15:09
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
18 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ, თუმცა დღესაც ყველას გვახსოვს, მათ შორის ემოციურად, ის უმძიმესი დღეები და ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდში, სადაც გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაურმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.
08 აგვისტო 2026, 15:02
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს: გეთანხმებით, თუმცა არც საქართველო დაუშვებს უცხოური ჩარევის არცერთ მცდელობას საკუთარ დემოკრატიულ დებატებში, მით უმეტეს - საარჩევნო პროცესში
გეთანხმებით, თუმცა არც საქართველო დაუშვებს უცხოური ჩარევის არცერთ მცდელობას საკუთარ დემოკრატიულ დებატებში, - ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა არ დაუშვებს უცხოური ჩარევის არც ერთ მცდელობას საკუთარ დემოკრატიულ დებატებში, მით უმეტეს, საარჩევნო პროცესებში. “გეთანხმებით, თუმცა არც საქართველო დაუშვებს უცხოური ჩარევის არცერთ მცდელობას საკუთარ დემოკრატიულ დებატებში, მით უმეტეს - საარჩევნო პროცესში. ეს ყველაფერი ქართველი ხალხის ექსკლუზიური და ხელშეუხებელი უფლებაა”, - წერს ლევან მაჭავარიანი.
08 აგვისტო 2026, 14:47
პოლიტიკა
ანზორ მარგიანი გია ბარამიძეზე: ომში მაგას არ უომია. ოჩამჩირეში რომ ჩამოვიდა, მოითხოვა „კასკა“ და „კასკა“ ჰქონდა „კლიჩკა“. დადიოდა, სურათებს იღებდა და გამორბოდა თბილისში. იცრუა და ტყუილი თქვა, რომ ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენო
ჩამოდიოდა ჩვენთან ოჩამჩირეში, რომ ჩამოვიდა მოითხოვა კასკა და კასკა ჰქონდა „კლიჩკა“, - განაცხადა გია ბარამიძის განცხადების შეფასებისას აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანმა. მარგიანი ქართველი სამხედროების მიერ ტყვეების დახვრეტის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას ტყუილს უწოდებს.
08 აგვისტო 2026, 14:45
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: ბარამიძე დატყვევებული ადამიანების დახვრეტაზე როცა ლაპარაკობს, ეს, გამიზნულ მავნებლობასთან ერთად, მისი ქვეცნობიერის ამოძახილია - საკუთარი ხელწერის სხვისთვის მიკუთვნების აქტი
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ბარამიძე აფხაზეთში მებრძოლ ქართველებს დატყვევებული და განიარაღებული პირების დახვრეტაში ადანაშაულებს. ხუბუას თქმით, ეს ბრალდება სინამდვილეში თავად ბარამიძისა და „ნაცრეჟიმის“ ხელწერას წარმოადგენს.
08 აგვისტო 2026, 14:42
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი მიშა მშვილდაძეზე: ორმაგი სტანდარტი ჩვეულებრივი ამბავია, არავითარი პრინციპი ამ ადამიანებს არ აქვთ
ორმაგი სტანდარტი ჩვეულებრივი ამბავია, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ მიშა მშვილდაძესთან დაკავშირებით. კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ „ფორმულას“ დირექტორმა, მიშა მშვილდაძემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რუსეთის მოქალაქეებს გადაუფორმა.
08 აგვისტო 2026, 14:40
მსოფლიო
Bloomberg: თურქეთი შავ ზღვაში რუსული და უკრაინული თავდასხმების გახშირების გამო გემების მოძრაობას ზღუდავს
თურქეთი შავ ზღვაში კომერციული გემების შესვლას ზღუდავს. ინფორმაციას Bloomberg-ი საკითხზე ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
08 აგვისტო 2026, 14:22
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: თითოეული ჩვენგანის ვალია, ავაშენოთ ძლიერი, მშვიდობიანი, ერთიანი საქართველო, როგორზეც ჩვენი 20 წლის გმირები, 18 წლის წინ ოცნებობდნენ
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წლისთავი აღინიშნა რუსთავში.
08 აგვისტო 2026, 14:19
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: დღეს საქართველოს თანამედროვე ისტორიაში უმძიმესი დღეა, მაგრამ ამავდროულად ეს არის ერთ-ერთი სიამაყის დღე, იმ ადამიანებით, რომლებმაც გასწირეს ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე, საკუთარი სამშობლოს დასაცავად
დღეს საქართველოს თანამედროვე ისტორიაში უმძიმესი დღეა, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მედიასთან საუბრისას. მისივე თქმით, ამავე დროს დღევანდელი დღეს არიის იმ ადამიანებით სიამაყის დღე, რომლებმაც ქვეყანას სიცოცხლე შესწირეს.
08 აგვისტო 2026, 14:19
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძემ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
08 აგვისტო 2026, 14:18
მსოფლიო
ფაშინიანმა და ალიევმა სატელეფონო საუბრისას სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის პროგრესი განიხილეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას სომხეთის პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
08 აგვისტო 2026, 14:15
რეგიონი
კახეთში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს
კახეთში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს.


