08 აგვისტო 2026, 15:15 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი 2008 წლის აგვისტოს ომზე: დღეს, როდესაც ვუყურებთ, როგორ იქცევიან საქართველოში მოქმედი უცხოური აგენტურა და მათი პატრონები, ნათლად ჩანს, რომ მაშინ იყო დაკვეთა - რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უფრო ძნელი იქნებოდა შერიგება ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

სააკაშვილი ფიქრობდა, რომ რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით მეტ საერთაშორისო დახმარებას მიიღებდა საქართველო. მაგრამ დღეს, როდესაც ვუყურებთ, როგორ იქცევიან საქართველოში მოქმედი უცხოური აგენტურა და მათი პატრონები, ნათლად ჩანს, რომ ეს იყო გარედან მიღებული დაკვეთა, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრისას.

მისივე თქმით, რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უფრო ძნელი იქნებოდა შერიგება ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის და შესაბამისად, გაცილებით მარტივია უცხოური ძალების მხრიდან, აგენტურის მეშვეობით იმ ქვეყნის მართვა, რომელიც მუდმივადაა გახვეული კონფლიქტებსა და დაპირისპირებებში.

„პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომებზე ფაქტებით დადასტურდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მიზანი იყო, საომარი მოქმედებების შედეგად რაც შეიძლება მეტი საქართველოს მოქალაქე დაღუპულიყო. კომისიაზე დაკითხულმა არაერთმა პირმა, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის მაშინდელმა ხელმძღვანელმა პირებმა, გენერლებმა, ჯარისკაცებმა, ასევე მშვიდობიანმა მოქალაქეებმა დაადასტურეს, რომ ომის დღეებში საქართველოს ხელისუფლებამ სრულიად შეგნებულად არ მოახდინა მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა ახალგორის, ცხინვალის რეგიონისა და კოდორის ხეობის სოფლებიდან. მაშინ, როდესაც რუსული ჯარი უკვე შემოსული იყო საქართველოს ტერიტორიაზე და ქართულ სოფლებს იკავებდა, ხელისუფლების წარმომადგენლები ატყუებდნენ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, თითქოს მათ არაფერი ემუქრებოდათ და მოუწოდებდნენ, მშვიდად დარჩენილიყვნენ თავიანთ სახლებში.

მოსახლეობის ნაწილმა მართლაც დაუჯერა მსგავს მოწოდებებს და დარჩა ადგილზე, რის შედეგადაც ათეულობით ადამიანი იქნა მოკლული, ათასობით ადამიანმა კი ბოლო წუთებში ძლივს მოახერხა ტერიტორიის დატოვება.

შარშან, საპარლამენტო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი, რომ ხელისუფლების ამ გაუგონარ და დანაშაულებრივ ქმედებას ერთადერთი ახსნა შეიძლება მოეძებნოს: სააკაშვილი ფიქრობდა, რომ რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით მეტ საერთაშორისო დახმარებას მიიღებდა საქართველო. მაგრამ დღეს, როდესაც ვუყურებთ, როგორ იქცევიან საქართველოში მოქმედი უცხოური აგენტურა და მათი პატრონები, ნათლად ჩანს, რომ ეს იყო გარედან მიღებული დაკვეთა ერთადერთი მიზნით: რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უფრო ძნელი იქნებოდა შერიგება ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის, მით უფრო მეტად გაღვივდებოდა მტრობა საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფოებს შორის.

რაც მეტია დაპირისპირება როგორც ქვეყნის შიგნით სხვადასხვა ჯგუფებს შორის, ისე სხვადასხვა სახელმწიფოებს შორის, მით უფრო ადვილია დაპირისპირებული მხარეების მართვა და საკუთარი ინტერესების გატარება. სწორედ ეს არის „დიფ სთეითის“ მართვის სტილი, რასაც მეტ-ნაკლები წარმატებით იყენებს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ სცენარში პირდაპირ ჯდება რამდენიმე დღის წინ გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული მოღალატეობრივი განცხადება, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ქართველ პატრიოტებს დააბრალა, თითქოს მათ აფხაზეთში ომის დროს ტყვეები არ აჰყავდათ, რადგან პირდაპირ ხვრეტდნენ მოწინააღმდეგე მხარის მებრძოლებს. მაშინ როცა, მისივე თქმით, ჩვენს წინააღმდეგ მებრძოლი რუსები ასე არ იქცეოდნენ. ეს არის პირდაპირი ღალატი ჩვენი სამშობლოს ინტერესების, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ბოლო წლებში შეინიშნება ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენის ტენდენცია. შედეგიც მოსალოდნელი იყო - გიორგი ბარამიძის ამ ცილისმწამებლური განცხადების შემდეგ აფხაზეთში დაიწყო მორიგი ანტიქართული ისტერია და კიდევ უფრო გართულდა შერიგების პროცესი.

ბარამიძის ეს განცხადება პირდაპირი გაგრძელებაა იმ ანტირუსული ისტერიის, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდა და რომლის მიზანია, მაქსიმალურად დაიძაბოს ურთიერთობა არა მხოლოდ ორ სახელმწიფოს, არამედ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შორისაც. საქართველოს დღემდე არ გვპატიობენ, რომ 2022 წელს, უდიდესი საერთაშორისო და საშინაო ზეწოლის მიუხედავად, მშვიდობა შევინარჩუნეთ და გეზი ქვეყნის განვითარებაზე ავიღეთ,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ყველა სიახლე

თამარ ჩიბურდანიძე

08 აგვისტო 2026, 16:07

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე:აგვისტოს ომი ქართველი ერის თვითგადაფასების აქტად იქცა და სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა ჩამოყალიბდეს ისტორიული ნარატივი, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდობისთვის სასწავლო სახელმძღვანელოებით

აგვისტოს ომი ქართველი ერის თვითგადაფასების აქტად იქცა და სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა ჩამოყალიბდეს ისტორიული ნარატივი, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდობისთვის სასწავლო სახელმძღვანელოებით, - წერს პარტია "ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში. ჩიბურდანიძე ხაზს უსვამს, რომ სასწავლო სახელმძღვანელოებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშონ ამაში. ანალიტიკოსის აზრით, ახალგაზრდებმა, ერთი მხრივ, უნდა გაიაზრონ რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესია და მისი შედეგები და, მეორე მხრივ, კრიტიკულად უნდა შეაფასონ საქართველოს იმდროინდელი მთავრობის გადაწყვეტილებები.

რუმენ რადევი

08 აგვისტო 2026, 15:47

მსოფლიო

ბულგარეთის პრემიერი: რუმინეთიდან ბულგარეთში დრონი შეფრინდა და ტრანსბალკანეთის გაზსადენთან ახლოს აფეთქდა

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა განაცხადა, რომ დღეს დილით რუმინეთიდან ბულგარეთის ტერიტორიაზე დრონი შეფრინდა და აფეთქდა.

08 აგვისტო 2026, 15:41

ეკონომიკა

ანაკლიის საზღვაო ნავსადგური: ბოლო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის მხრიდან ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ვრცელდება ტექნიკურად და ფაქტობრივად არასწორი ინფორმაცია, თითქოს პროექტის პარამეტრები შემცირდა და პორტის შესაძლებლობები შეიზღუდა

ანაკლიის საზღვაო ნავსადგური განცხადებას ავრცელებს.

კობა კობალაძე

08 აგვისტო 2026, 15:22

პოლიტიკა

კობა კობალაძე ბარამიძეზე: ყოვლად ამაზრზენი განცხადება გააკეთა. შეურაცხყოფა მიაყენა ვეტერანებს და გულანთებულ ადამიანებს

ამაზრზენი და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მავნებლობა, - ასე აფასებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გიორგი ბარამიძის განცხადებებს და შემდგომ განმარტებებს.

ჩარლზ კოსტანცა

08 აგვისტო 2026, 15:16

მსოფლიო

ABC News: პენტაგონმა გაათავისუფლა გენერალი, რომლის ქვედანაყოფი უკრაინისთვის დახმარების მიწოდების კოორდინაციას ახდენდა

პენტაგონის ერთ-ერთი უმაღლესი რანგის გენერალი, რომელიც ევროპაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა, თანამდებობიდან გადააყენეს. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

სოზარ სუბარი

08 აგვისტო 2026, 15:13

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და ერთიან საქართველოში მშვიდობიანად ვიცხოვრებთ ქართველებიც, აფხაზებიც, ოსებიც და საქართველოს ყველა მოქალაქე, მიუხედავად ეროვნებისა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა მედიასთან გაიხსენა 2008 წლის აგვისტოს ომი და თქვა, რომ დღემდე ცოცხალია ის ტკივილი, რომელიც გამოიწვია გმირებისა და სამოქალაქო მოსახლეობის ომში გარდაცვალებამ. სუბარმა აღნიშნა, რომ დადგება დღე, როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება.

მიხეილ ყაველაშვილი

08 აგვისტო 2026, 15:11

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი: ჩვენ ძლიერი საზოგადოება ვართ. სამწუხაროდ, მძიმე გამოცდილება გავიარეთ და მივიღეთ აგვისტოს ომის ტრაგედია, თუმცა დღეს საქართველო გაძლიერებულია

„ჩვენ ძლიერი საზოგადოება ვართ. სამწუხაროდ, მძიმე გამოცდილება გავიარეთ და მივიღეთ აგვისტოს ომის ტრაგედია, თუმცა დღეს საქართველო გაძლიერებულია. დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც არაფრის დიდებით არ დაუშვებს საქართველოში მსგავსი დღეების განმეორებას“, - საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით მედიასთან საუბრისას ომის შედეგები და იმ პერიოდში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები შეაფასა.

08 აგვისტო 2026, 15:09

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

18 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ, თუმცა დღესაც ყველას გვახსოვს, მათ შორის ემოციურად, ის უმძიმესი დღეები და ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდში, სადაც გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაურმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ლევან მაჭავარიანი

08 აგვისტო 2026, 15:02

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს: გეთანხმებით, თუმცა არც საქართველო დაუშვებს უცხოური ჩარევის არცერთ მცდელობას საკუთარ დემოკრატიულ დებატებში, მით უმეტეს - საარჩევნო პროცესში

გეთანხმებით, თუმცა არც საქართველო დაუშვებს უცხოური ჩარევის არცერთ მცდელობას საკუთარ დემოკრატიულ დებატებში, - ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა არ დაუშვებს უცხოური ჩარევის არც ერთ მცდელობას საკუთარ დემოკრატიულ დებატებში, მით უმეტეს, საარჩევნო პროცესებში. “გეთანხმებით, თუმცა არც საქართველო დაუშვებს უცხოური ჩარევის არცერთ მცდელობას საკუთარ დემოკრატიულ დებატებში, მით უმეტეს - საარჩევნო პროცესში. ეს ყველაფერი ქართველი ხალხის ექსკლუზიური და ხელშეუხებელი უფლებაა”, - წერს ლევან მაჭავარიანი.

ანზორ მარგიანი

08 აგვისტო 2026, 14:47

პოლიტიკა

ანზორ მარგიანი გია ბარამიძეზე: ომში მაგას არ უომია. ოჩამჩირეში რომ ჩამოვიდა, მოითხოვა „კასკა“ და „კასკა“ ჰქონდა „კლიჩკა“. დადიოდა, სურათებს იღებდა და გამორბოდა თბილისში. იცრუა და ტყუილი თქვა, რომ ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენო

ჩამოდიოდა ჩვენთან ოჩამჩირეში, რომ ჩამოვიდა მოითხოვა კასკა და კასკა ჰქონდა „კლიჩკა“, - განაცხადა გია ბარამიძის განცხადების შეფასებისას აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანმა. მარგიანი ქართველი სამხედროების მიერ ტყვეების დახვრეტის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას ტყუილს უწოდებს.

ჯაბა ხუბუა

08 აგვისტო 2026, 14:45

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ბარამიძე დატყვევებული ადამიანების დახვრეტაზე როცა ლაპარაკობს, ეს, გამიზნულ მავნებლობასთან ერთად, მისი ქვეცნობიერის ამოძახილია - საკუთარი ხელწერის სხვისთვის მიკუთვნების აქტი

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ბარამიძე აფხაზეთში მებრძოლ ქართველებს დატყვევებული და განიარაღებული პირების დახვრეტაში ადანაშაულებს. ხუბუას თქმით, ეს ბრალდება სინამდვილეში თავად ბარამიძისა და „ნაცრეჟიმის“ ხელწერას წარმოადგენს.

გიორგი ვოლსკი

08 აგვისტო 2026, 14:42

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი მიშა მშვილდაძეზე: ორმაგი სტანდარტი ჩვეულებრივი ამბავია, არავითარი პრინციპი ამ ადამიანებს არ აქვთ

ორმაგი სტანდარტი ჩვეულებრივი ამბავია, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ მიშა მშვილდაძესთან დაკავშირებით. კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ „ფორმულას“ დირექტორმა, მიშა მშვილდაძემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რუსეთის მოქალაქეებს გადაუფორმა.

08 აგვისტო 2026, 14:40

მსოფლიო

Bloomberg: თურქეთი შავ ზღვაში რუსული და უკრაინული თავდასხმების გახშირების გამო გემების მოძრაობას ზღუდავს

თურქეთი შავ ზღვაში კომერციული გემების შესვლას ზღუდავს. ინფორმაციას Bloomberg-ი საკითხზე ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

08 აგვისტო 2026, 14:22

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: თითოეული ჩვენგანის ვალია, ავაშენოთ ძლიერი, მშვიდობიანი, ერთიანი საქართველო, როგორზეც ჩვენი 20 წლის გმირები, 18 წლის წინ ოცნებობდნენ

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წლისთავი აღინიშნა რუსთავში.

08 აგვისტო 2026, 14:19

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: დღეს საქართველოს თანამედროვე ისტორიაში უმძიმესი დღეა, მაგრამ ამავდროულად ეს არის ერთ-ერთი სიამაყის დღე, იმ ადამიანებით, რომლებმაც გასწირეს ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე, საკუთარი სამშობლოს დასაცავად

დღეს საქართველოს თანამედროვე ისტორიაში უმძიმესი დღეა, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მედიასთან საუბრისას. მისივე თქმით, ამავე დროს დღევანდელი დღეს არიის იმ ადამიანებით სიამაყის დღე, რომლებმაც ქვეყანას სიცოცხლე შესწირეს.

08 აგვისტო 2026, 14:19

საზოგადოება

გიორგი ჯინჭარაძემ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

08 აგვისტო 2026, 14:18

მსოფლიო

ფაშინიანმა და ალიევმა სატელეფონო საუბრისას სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის პროგრესი განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას სომხეთის პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

08 აგვისტო 2026, 14:15

რეგიონი

კახეთში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს

კახეთში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს.

08 აგვისტო 2026, 14:07

რეგიონი

გორში 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაიხსენეს

ტრადიციულად, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გორში გაიხსენეს