ნათია თურნავა: ჩინეთის საბანკო სექტორთან წარმატებული თანამშრომლობა ჩვენს მოსახლეობას სხვადასხვა საფინანსო პროდუქტსა თუ შეთავაზებაზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს
ნათია თურნავა
ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ქართული საბანკო სექტორისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, რომ ჩინეთის მსგავსი მსხვილი ფინანსური ბაზარი ხელმისაწვდომი იყოს მათთვის, გაფართოვდეს ტრანზაქციების არეალი და გაძლიერდეს მათი საკორესპონდენტო ურთიერთობა ჩინურ ბანკებთან, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ჩინეთში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ.
„გარდა ამისა, ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვენი საფინანსო სექტორი უფრო დივერსიფიცირებული გახდეს და მომხმარებლებს, ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მეტი წვდომა ჰქონდეს სხვადასხვა საფინანსო პროდუქტსა თუ შეთავაზებაზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა თავის ჩინელ კოლეგას, ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს პან გონშენგს შეხვედა.
შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც მონეტარული პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობას, ასევე ფინანსური ტექნოლოგიების, საგადახდო სისტემებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების სფეროებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციამ ასევე შეხვედრები გამართა ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ჟანგ ვივუსთან, ჩინეთის ბანკის ვიცე პრეზიდენტთან ლიუ ძინთან და ჩინეთის სამშენებლო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან ძი ჟი ჰონგთან.
აღნიშნული სამი ბანკი ჩინეთის უმსხვილესი ბანკების „დიდ ოთხეულში“ შედის. "ჩინეთის ბანკი" წარმოდგენილია მსოფლიოს 64 ქვეყანაში, მთლიანი აქტივებით დაახლოებით 4.6 ტრილიონი აშშ დოლარი. "ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკი" ოპერირებს მსოფლიოს 49 ქვეყანაში, მთლიანი აქტივები აღემატება 6 ტრილიონ აშშ დოლარს. "ჩინეთის სამშენებლო ბანკი" კი ოპერირებს მსოფლიოს 31 ქვეყანაში, მთლიანი აქტივებით დაახლოებით 5.4 ტრილიონი აშშ დოლარი.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ყველა სიახლე
05 ივნისი 2026, 10:20
სამართალი
აჭარის პოლიციამ 3 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
05 ივნისი 2026, 10:17
რეგიონი
სამეგრელოს პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში 47 ე.წ. მაინერი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით 47 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
05 ივნისი 2026, 10:17
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) ორმხრივი მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, დააკავეს პირი, რომელიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა სხვადასხვა მძიმე დანაშაულის გამო. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
05 ივნისი 2026, 10:14
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: შუა დერეფანი უკვე არა ალტერნატიული, არამედ საერთაშორისოდ მნიშვნელოვანი მარშრუტია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა საქართველოს, როგორც შუა დერეფნის მარშრუტის საკვანძო მონაწილის როლზე, ზოგადად, შუა დერეფნის მარშრუტის საერთაშორისო მნიშვნელობასა და მისი განვითარების პროცესში პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში.
05 ივნისი 2026, 10:14
სამართალი
იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ორი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი დააკავეს.
05 ივნისი 2026, 10:13
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ქმნის ახალ შესაძლებლობებს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, რაც გააუმჯობესებს რეგიონში არსებული ტვირთების მომსახურებას და კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს როლს შუა დერეფანში
2 ივნისი იყო ნამდვილად ისტორიული დღე, როდესაც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა. ეს არის უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული პროექტი, რომელიც განხორციელდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით. ჩვენს სატრანსპორტო ქსელს რეგიონში დაემატა სრულიად ახალი, თანამედროვე სარკინიგზო ქსელი და ინფრასტრუქტურა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო გავაღრმაოთ კავშირები ევროპასა და აზიას შორის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა გადაცემა „ბიზნეს პარტნიორში“ სტუმრობისას.
05 ივნისი 2026, 10:12
საზოგადოება
ისტორიის, სამოქალაქო განათლების, მათემატიკისა და გეოგრაფიის გამოცდებთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 2026 წლის გამოცდებისთვის მოსამზადებელი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აბიტურიენტებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები ისტორიის, სამოქალაქო განათლების, მათემატიკისა და გეოგრაფიის გამოცდებთან დაკავშირებით გაიმართა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახური ავრცელებს.
05 ივნისი 2026, 10:12
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.
05 ივნისი 2026, 10:03
პოლიტიკა
მარიამ ლაშხმა ვიზიტის ფარგლებში კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა
კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, მარიამ ლაშხმა კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა.
05 ივნისი 2026, 09:54
მსოფლიო
The Hill: 10 ამერიკელიდან შვიდს სურს, რომ ირანთან ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს
10 ამერიკელიდან შვიდს სურს, რომ ირანთან ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ინფორმაციას გამოცემა The Hill-ი ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
05 ივნისი 2026, 09:49
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი კალიფორნიის გუბერნატორის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი სან-ფრანცისკოში ვიზიტის ფარგლებში კალიფორნიის გუბერნატორის მოადგილეს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
05 ივნისი 2026, 09:44
პოლიტიკა
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სან-ფრანცისკოს მერს შეხვდა
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სან-ფრანცისკოს მერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. და კალიფორნიის შტატთან საქართველოს თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და საინვესტიციო პოტენციალის ათვისების საკითხზე.
05 ივნისი 2026, 09:36
მსოფლიო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის დახმარებას, ხოლო რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას, ხოლო უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფას გულისხმობს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
05 ივნისი 2026, 09:24
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: საქართველო-აშშ-ის პოზიციები დადებით კონტექსტშია დაფიქსირებული. ეს რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ ნელ-ნელა პოზიციები შეჯერდება
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, ამერიკის სახელმწიფო მდივნისა და მისი მოადგილის განცხადებები მიუთითებს, იმას, რომ ორ ქვეყანას შორის ნელ-ნელა, პოზიციები შეჯერდება.
05 ივნისი 2026, 09:12
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი: საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე აშშ საკმაოდ მაღალ დონეზე იყო წარმოდგენილი. სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი არის დემონსტრირება იმ დამოკიდებულების, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ აშშ-ს ხელისუფლების მხრიდან საქართველოსთან მიმართებით
სახელმწიფო მდივნის მოადგილის მკაფიო გზავნილები, რომლებიც საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გაჟღერდა, საგარეო საქმეთა მინისტრისთვის იმედის მომცემია. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების უფრო მეტად განვითარების წინაპირობაა.
05 ივნისი 2026, 09:00
მსოფლიო
სერგეი ლავროვი: ბაიდენის ომი უკვე ტრამპის ომი გახდა
ბაიდენის ომი უკვე ტრამპის ომი გახდა. ასე აფასებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამერიკელი კოლეგის მარკო რუბიოს მიერ გაკეთებულ განცხადებას უკრაინის მხარდაჭერის შესახებ.
05 ივნისი 2026, 08:50
პოლიტიკა
ჯეფრი საქსი: მე ძალიან მაშფოთებს ევროკავშირის ჩარევა სამხრეთ კავკასიაში, ეს უკიდურესად სახიფათო თამაშია, რაც აბსოლუტურად აცდენილია ევროკავშირის მისიას
თბილისის მდგრადი განვითარების ფორუმზე ჯეფრი საქსი სიტყვით გამოვიდა. პროფესორმა, გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე ილაპარაკა და აქცენტი ევროკავშირის პოლიტიკაზე გააკეთა.
05 ივნისი 2026, 08:39
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო არის მზად აშშ-სთან ჰქონდეს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული შინაარსიანი ურთიერთობები, ჩვენ ვხედავთ მათი მხრიდან განწყობას, რომ ეს არის მიღწევადი
ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორივე მხრიდან იმისათვის, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები პოზიტიურ ჭრილში იყოს დანახული, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
05 ივნისი 2026, 08:28
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: არსებობს აშშ-ისა და საქართველოს ხელისუფლებების პოლიტიკური ნება ურთიერთობების გადატვირთვის და ამ ნებას წინ ვერაფერი დაუდგება
არსებობს აშშ-ისა და საქართველოს ხელისუფლებების პოლიტიკური ნება ურთიერთობების გადატვირთვის, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
05 ივნისი 2026, 08:14
პოლიტიკა
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.


