საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
ირაკლი ლექვინაძე
ფოტო: კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA) 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად არის წარმოდგენილი კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების, მომხმარებლის უფლებების დაცვის და ანტიდემპინგური ღონისძიებების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები და მიღებული შედეგები. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
„მსოფლიოში მიმდინარე დაპირისპირებების ფონზე საქართველომ შეძლო მშვიდობის, ბიზნესის განვითარებისთვის, ინვესტირებისთვის ხელსაყრელი და მიმზიდველი გარემოს შენარჩუნება, მსხვილი ინფრასტრუქტურული/საინვესტიციო პროექტების შეუფერხებლად გაგრძელება და ახლის დაანონსება, ექსპორტის და ტურისტული ნაკადების გაზრდა. ეს პროცესი ყველაზე მეტად კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების ნაწილზე კონცენტრაციების - იგივე ბიზნესის გამსხვილების კუთხით აისახა. 2024 წელს, GCCA-ს მიერ 18 თანხმობა იქნა გაცემული. მათ შორის, 2 სპეციალური ვალდებულებებით. ეს თითქმის კონცენტრაციების იგივე რაოდენობაა, რაც 2020-2023 წელს ერთად აღებული. მიზეზი ორია - ეფექტური მონიტორინგი და საქართველოში ბიზნეს სექტორის დინამიური განვითარება. ყველაზე მეტი გამსხვილება FMCG, მშენებლობა/სამშენებლო მასალების და წარმოების სექტორში განხორციელდა.
მოკვლევების კუთხით 2 ქეისი დასრულდა. მათ შორის, ერთში იქნა დადგენილი არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი და მეორეში გაიცა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ონლაინ სერვისების ბაზარზე კონკურენციული გარემოს გაუმჯობესების მიზნით. მიმდინარე რეჟიმში რჩება ფარმაცევტული, ავტოსადგომების, თევზის და ონლაინ სერვისების ბაზარზე 4 მოკვლევა. ვფიქრობ, 2025 წელს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები იქნება გაცემული.
დასრულდა აგროპროდუქტების - თხილის და ლურჯი მოცვის საექსპორტო ბაზრების მონიტორინგი. GCCA-ს შეფასებით ბაზრები დინამიურია, საკმარისი რაოდენობის ექსპორტიორი კომპანია ოპერირებს და კონკურენციაც აქტიურია. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გრძელდება - FMCG, საავტომობილო საწვავის და თამბაქოს ბაზრების მონიტორინგი. ამ ბაზრების დინამიური განვითარების და შედარებით მაღალი კონცენტრირების ფონზე შეფასებები და გამოწვევებიდან გამომდინარე რეკომენდაციები მნიშვნელოვანია. შესაბამისად, GCCA-ი ამ კუთხით პროაქტიულ ქმედებას გააგრძელებს და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ეფექტურ ჩარევას.
ვფიქრობ, ეფექტური იყო GCCA-ის მოქმედება დემპინგური იმპორტის თემაზე, სადაც კონკრეტულ სექტორში ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის, მათი სამართლიანი მოთხოვნით იმპორტიორებმა უზრუნველყვეს კონკურენტული ფასების ფორმირება, შესაბამისად, შესწავლა მორიგებით დასრულდა. დაწყებული იქნა რუსეთიდან და ირანიდან ფოლადის პროდუქციის შესაძლო იმპორტის საქმე, რომელიც მიმდინარეობს და რეკომენდაციები, დიდი ალბათობით, 2025 წელს გახდება ცნობილი.
მომხმარებლების დაცვის კუთხით მომართვიანობა თითქმის გაორმაგებულია, რაც მომხმარებლების უფრო მეტ ინფორმირებულობაზე მიუთითებს. უმრავლესობა პრეტენზია ონლაინ ვაჭრობის დროს ტანსაცმლის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესყიდვაზე მოდის, შემდეგ მოდის გადაზიდვების/მიტანის და სარესტორნო სერვისების მიმართულებები. GCCA-ს მიერ მიღებული იქნა 10 სამოქმედო სტანდარტი. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებლების დაცვის კუთხით არის - ფასდაკლებების, დეტალური ინფორმირების, კვების მენიუში ფასის მითითების, ქართულ ენაზე სერვისის მიწოდების საკითხები. მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონმდებლობის აღსრულების დაწყებიდან 2 წლისთავზე, მსოფლიო ბანკის (World Bank Group) მიერ, GCCA-ს ერთ-ერთი ქეისი საუკეთესოდ იქნა მიჩნეული 40 ქვეყანას შორის და შესაბამისი პრიზიც იქნა მოპოვებული, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი მიღწევაა და საამაყოა“, - განაცხადა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ.
GCCA-ის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2014-2024 წლებში, 57 მოკვლევის პროცესი დასრულდა და 102 სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაცია გაიცა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ჯარიმების მოცულობამ ჯამში შეადგინა - 116 225 003.55 ლარი. დასრულდა 15 ბაზრის მონიტორინგი. თანხმობა გაიცა 50 კონცენტრაციებზე.
მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022-2024 წლებში, სულ შემოვიდა - 1468 განაცხადი, დადასტურდა - მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 158 დარღვევის ფაქტი (282 საქმე), ხოლო პირობითი ვალდებულების ხელშეკრულების ფორმატში გაფორმდა - 261 შეთანხმება (354 საქმე). ანტიდემპინგური ღონისძიებების მიმართულებით, 2021-2024, დასრულდა 2 საქმის შესწავლა და 3 სექტორული მონიტორინგი.
წლიური ანგარიში ვრცლად", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
02 ივნისი 2026, 21:02
სპორტი
მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოსა და რუმინეთის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა დაიწყო
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და რუმინეთის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა დაიწყო. შეხვედრა განსაკუთრებულია გურამ კაშიასთვის, რომელიც სანაკრებო კარიერაში ბოლო თამაშს ჩაატარებს.
02 ივნისი 2026, 21:02
პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო: მივესალმებით საქართველოს გენერალური პროკურატურის დღევანდელ განცხადებას რამდენიმე პირის დაკავების შესახებ, რომლებსაც ბრალად ედებათ საქართველოს მოქალაქეების თაღლითურად მოტყუება აშშ-ში უკანონო შესვლასა და დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით - მადლობას ვუხდით გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების იმ თანამშრომლებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ გამოძიებასა და ამ ოპერაციაში
მივესალმებით საქართველოს გენერალური პროკურატურის დღევანდელ განცხადებას რამდენიმე პირის დაკავების შესახებ, რომლებსაც ბრალად ედებათ საქართველოს მოქალაქეების თაღლითურად მოტყუება ამერიკის შეერთებულ შტატებში უკანონო შესვლასა და დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით, - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
02 ივნისი 2026, 21:00
სამართალი
გიგა ავალიანის საქმეზე დიმიტრი ჩიქოვანი და ანა ნასყიდაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გიგა ავალიანის საქმეზე დიმიტრი ჩიქოვანი და ანა ნასყიდაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ერთს ბრალად ედებოდა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება, მეორეს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა. ჩიქოვანს 9 წლითა და 9 თვით, ნასყიდაშვილს კი 5 წლითა და სამი თვით პატიმრობა შეეფარდა. გარდაცვლილის დედა განაჩენს სამართლიანად მიიჩნევს.
02 ივნისი 2026, 20:59
პოლიტიკა
პარლამენტში მთავრობის ყოველწლიური ანგარიში შევიდა - . პრემიერ-მინისტრი დოკუმენტს დეპუტატებს ივნისის ბოლოს წარუდგენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარლამენტში მთავრობის ყოველწლიური ანგარიში შევიდა. 88-გვერდიანი დოკუმენტი სფეროების მიხედვით არის დაყოფილი და ყველა გატარებულ რეფორმასა თუ გამოწვევას ეხება. პრემიერ-მინისტრი დოკუმენტს დეპუტატებს ივნისის ბოლოს პლენარულ სხდომაზე წარუდგენს. მაკო ლორთქიფანიძე გიამბობთ.
02 ივნისი 2026, 20:53
მსოფლიო
მადიარი უკრაინაზე: საბავშვო ბაღში, სკოლასა თუ ადმინისტრაციაში მშობლიური ენის გამოყენება არ არის რაღაც ზედმეტი პრივილეგია, ეს ადამიანის ძირითადი უფლებაა - ქვეყანამ, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება სურს, პატივი უნდა სცეს ამ უფლებებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა კიევს უმცირესობების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.
02 ივნისი 2026, 20:53
სამართალი
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 12 ბრალდებულიდან 7 დანაშაულს სრულად აღიარებს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართავს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 12 ბრალდებულიდან 7 დანაშაულს სრულად აღიარებს, ჩადენილს ინანიებს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართავს. შვიდივე ბრალდებულს პირობითი მსჯავრი განესაზღვრება და მომავალ სასამართლო პროცესზე სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდებიან.
02 ივნისი 2026, 20:49
პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტი ქართულ ოპოზიციას ამომრჩევლის პატივისცემას და საკუთარ როლს ახსენებს. ხელისუფლება ვაშინგტონის გზავნილს მიესალმება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ ქართულ ოპოზიციას ამომრჩევლის პატივისცემა და საკუთარი როლი შეახსენა.
02 ივნისი 2026, 20:45
საზოგადოება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა დანიის სამეფოში გამართულ სამხედროებისა და საზოგადოების ევროპული კვლევითი ჯგუფის (ERGOMAS) საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
დანიის სამეფოს ქალაქ ორჰუსში გაიმართა სამხედროებისა და საზოგადოების ევროპული კვლევითი ჯგუფის (ERGOMAS) მე-18 საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, ნათია ჯანაშვილმა და პროტოკოლის და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსმა, მარიამ ადამაშვილმა დანიის მხარის ოფიციალური მიწვევით მიიღეს მონაწილეობა, - ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
02 ივნისი 2026, 20:44
მსოფლიო
პეტერ მადიარი: უნგრეთი უკრაინაში არც ჯარისკაცებს გააგზავნის და არც იარაღს - ეს არც უნგრეთის ახალი მთავრობის პირობებში მოხდება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, ქვეყანა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას არ გეგმავს.
02 ივნისი 2026, 20:36
პოლიტიკა
საქართველოს ელჩისთვის შექმნილი ბარიერები და გერმანელი დიპლომატის მორიგი პოლიტიკური გამოსვლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოფიციალური თბილისი ოფიციალური ბერლინისგან ისევ განმარტებას ელის. პრობლემა კვლავ პეტერ ფიშერს და მის რიტორიკას უკავშირდება. პარალელურად, ქართველი დიპლომატი ბერლინისგან დასტურს თვეებია უშედეგოდ ელის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე კი ორი წელია ყველაფერი იცვლება, საქართველოს შესახებ ინფორმაციის გარდა.
02 ივნისი 2026, 20:35
მსოფლიო
მარკო რუბიო მიიჩნევს, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი ცოცხალია და ქვეყნის მართვაში სულ უფრო აქტიურად ერთვება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მიიჩნევს, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი ცოცხალია და ქვეყნის მართვაში „სულ უფრო აქტიურად ერთვება“.
02 ივნისი 2026, 20:33
სამართალი
საქართველოს პროკურატურისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლობის შედეგი. გამოვლენილი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები და დაკავებული სამი ადამიანი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის შედეგად, ორი ორგანიზებული დანაშაულია გამოვლენილი. პასუხისგებაში მიეცა 9 მოქალაქე, მათგან სამი დაკავებულია. საქმე ეხება ყალბი ვიზების და დოკუმენტების დამზადებას, მოქალაქეთა დაზარალებულად წარმოჩენას ფიქტიური საბუთებით და საემიგრაციო პატიმრობაში მყოფი ქართველების მოტყუებას.
02 ივნისი 2026, 20:26
მსოფლიო
რუბიო: თუ ის, რასაც ჩვენ ნატოსგან ვიღებთ, ბაზების გამოყენების შესაძლებლობაა, და ამ დროს გვყავს ალიანსის ისეთი წევრები, რომლებიც, ფაქტობრივად, გვიკრძალავენ ამ ბაზების გამოყენებას კრიტიკული სიტუაციების დროს, ეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ყველაფერს
ახლა ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ნატოს ზოგიერთი წევრი სახელმწიფო, მაგალითად ესპანეთს მოვიყვანდი, ღიად ტრაბახობს იმით, თუ როგორ აგვიკრძალა ბაზების გამოყენება, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
02 ივნისი 2026, 20:24
პოლიტიკა
სპეკულაცია „ციცინათელასთან“ მდებარე მიწის ნაკვეთის შესყიდვისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ. ოპოზიციის კამპანია ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბიძინა ივანიშვილის მორიგი ქველმოქმედება ოპოზიციის ახალი სამიზნეა. საქმე ეხება შეკვეთილში დაგეგმილ კიდევ ერთ პროექტს, რომელიც სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემულ მიწის ნაკვეთზე უნდა გაშენდეს.
02 ივნისი 2026, 20:24
ეკონომიკა
ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის დაცვა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების უზრუნველყოფა - სვანეთში გამრიცხველიანების პროცესი იწყება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
დენის მიწოდების ხშირი წყვეტა და გახშირებული ავარიული შემთხვევებიც გამოწვევაა. მთავრობა ამ გამოწვევის დასაძლევად გამრიცხველიანებას იწყებს. ელექტრომომარაგება მოსახლეობისთვის უფასო რჩება, მაგრამ ტარიფი წესდება ზღვარს მიღმა მოხმარებაზე.
02 ივნისი 2026, 20:13
ეკონომიკა
ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ხაზი სრულფასოვნად ამოქმედდა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ისტორიული მნიშვნელობის პროექტი საქართველოსთვის ბევრი მიმართულებით არის საკვანძო. ეს არა მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელს, გეოპოლიტიკურ დივიდენდებს და სატრანზიტო როლის ზრდასაც ნიშნავს. თითქმის 9-წლიანი სატესტო რეჟიმის მიუხედავად, რკინიგზა ტვირთების მზარდ ტენდენციას ინარჩუნებდა.
02 ივნისი 2026, 20:06
მსოფლიო
მოლდოვის ვიცე-პრემიერი: რუმინეთთან გაერთიანების სცენარი შეიძლება განიხილებოდეს იმ შემთხვევაში, თუ ევროინტეგრაციის პროცესი ჩაიშლება
მოლდოვის ხელისუფლებამ პირველად ისაუბრა ღიად რუმინეთთან გაერთიანების სცენარზე. ვიცე-პრემიერმა ეუჯენ ოსმოჩესკუმ განაცხადა, რომ ეს ვარიანტი შესაძლოა გარკვეულ გარემოებებში იყოს განხილული.
02 ივნისი 2026, 19:53
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი: კარგია, რომ 4 ოქტომბრის მოძალადეები დანაშაულს აღიარებენ,რის გამოც საპროცესო გარიგებები უფორმდებათ - იმედია, სამომავლოდ კარგად დაფიქრდებიან სანამ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ არშემდგარ რევოლუციონერებს გამოაყენებინებენ თავს
ძალიან კარგია რომ 4 ოქტომბრის მოძალადეები დანაშაულს აღიარებენ, რის გამოც მათ საპროცესო გარიგებები უფორმდებათ, - წერს ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.
02 ივნისი 2026, 19:36
მსოფლიო
რუბიო: ირანი თანახმაა ბირთვული პროგრამის გარკვეულ ასპექტებზე მოლაპარაკებები გამართოს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ამერიკელ კანონმდებლებს განუცხადა, რომ ირანი დათანხმდა მოლაპარაკებებს თავისი ბირთვული პროგრამის იმ ასპექტებზე, რომელთა განხილვაზეც მანამდე კატეგორიულ უარს ამბობდა.
02 ივნისი 2026, 19:22
მსოფლიო
მარკო რუბიო: ირანს ჯერ კიდევ ბევრი დრონი აქვს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სამშაბათს აღიარა, რომ ირანელებს „ჯერ კიდევ ბევრი დრონი აქვთ“, თუმცა დასძინა, რომ ამ ტექნოლოგიის სიიაფე მას რთულად დასაძლევ საფრთხედ აქცევს.


