07 ნოემბერი 2025, 13:35 / სანდო წყარო

გოჩა კამკია Eagle Hills-ის პროექტზე: მთავარი მესიჯია ის, რომ ქართული სახელმწიფო არის ბიზნესმეგობრული, წარმოადგენს მსხვილი ბიზნესის პარტნიორს, რომელსაც წარმატებით შეუძლია მსხვილი პროექტების განხორციელებაში თანამონაწილეობა

გოჩა კამკია

გოჩა კამკია

უდავოა, რომ Eagle Hills- ის დაანონსებული პროექტს, როგორც სამშენებლო, ასევე, დეველოპერული, ტურისტული მიმართულებით, მომსახურების და სხვა სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის ექნება წარმოუდგენლად პოზიტიური გავლენა. ვინაიდან, ეს ქმნის საქართველოში ახალ შესაძლებლობებს და უკვე აყენებს მოთხოვნას იმისი, რომ ბევრად უფრო კარგი შეთავაზებები მოხდეს საზოგადოების მიმართ პროდუქტის თვალსაზრისით. დაინერგოს უფრო მეტი ინოვაცია და ბიზნესი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, - განაცხადა ბიზნესმენმა, გოჩა კამკიამ, გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერ საქართველო“ Eagle Hills-ის $6.5 მილიარდიან უპრეცედენტო ინვესტიციაზე საუბრისას.

მისი თქმით, ის პირებიც კი, ვისაც გარკვეული კითხვები აქვთ, ისარგებლებენ იმ სიკეთეებით, რომელსაც აღნიშნული პროექტი მოიტანს.

„პროექტს ჰყავს ძალიან მსხვილი მოთამაშეები, როგორიც არის თავად სახელმწიფო და გლობალური საერთაშორისო კომპანია. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ ეს პროცესი წარიმართება აბსოლუტურად სწორად და საბოლოოდ ის პირები, რომლებსაც აქვთ გარკვეული კითხვები პროექტთან მიმართებაში, თავად გახდებიან ამ შესაძლებლობების მონაწილეები, რომლებიც უშუალო სარგებელს მიიღებენ შედეგების თვალსაზრისით.

სახელმწიფოს მონაწილეობა ამ პროექტში უზრუნველყოფს თავად სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცულობას. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც როგორც ბიზნესი, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესები იქნება ერთ კომპონენტად გაერთიანებული და ისე პოზიციონირებული, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში.

გარდა ამისა, ამას აქვს თავისი გვერდითი ეფექტები და მე ორ გარემოებას აღვნიშნავდი. პირველი ის, რომ მსგავსი პროექტების განვითარებისას მესიჯი არის შემდეგი, რომ ქართული სახელმწიფო წარმოადგენს მსხვილი ბიზნესის პარტნიორს, რომელსაც წარმატებით შეუძლია მსხვილი პროექტების განხორციელებაში თანამონაწილეობა. და მეორე, ძალიან მთავარი მესიჯი არის ის, რომ საქართველოს სახელმწიფო არის ბიზნეს მეგობრული სახელმწიფო. შესაბამისად, გარდა საკანონმდებლო ჯანსაღი ინიციატივებისა, ის ქმედით ნაბიჯებს თავად დგამს იმისთვის, რომ საქართველოში იყოს მსხვილი პროექტები განხორციელებული, რაც არის მკაფიო მესიჯი საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში განხორციელებული შემდგომი ინვესტიციები იქნება მხარდაჭერილი და უსაფრთხოდ განხორციელებული“, - განაცხადა გოჩა კამკიამ.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 12:31

მსოფლიო

სასამართლომ ტრამპს თეთრ სახლში საბანკეტო დარბაზის მშენებლობა აუკრძალა

სასამართლომ თეთრი სახლის საბანკეტო დარბაზის მშენებლობის პროექტი დროებით შეაჩერა. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

მარიამ ლაშხი

01 აპრილი 2026, 12:27

საზოგადოება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა ცვლილება, რომელიც პირველ კლასში მიღების ასაკს შეეხება

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება, მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 12:16

მსოფლიო

WSJ: არაბთა გაერთიანებული საამიროები ჰორმუზის სრუტის გასახსნელად საერთაშორისო კოალიციის შექმნას ითხოვს და ბრძოლისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ამჟამად საამიროები ლობირებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიღებას, რომელიც ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ძალისმიერ მოქმედებებს მწვანე შუქს აუნთებს. საამიროების დიპლომატებმა მოუწოდეს აშშ-ს, ასევე ევროპისა და აზიის ქვეყნებს, შექმნან კოალიცია, რომელიც სრუტის ძალისმიერი გზით გახსნაზე იზრუნებს.

01 აპრილი 2026, 12:15

თავდაცვა

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონებში ცვლილებებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

„დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტების თანახმად, ერთმანეთისგან გაიმიჯნება ის უფლებამოსილებები, რომლებსაც უშუალოდ დაზვერვის სააგენტოს უფროსი ახორციელებს და ასევე ის უფლებამოსილებები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით განხორციელდება.

01 აპრილი 2026, 12:12

სამართალი

სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი, 1992 წელს დაბადებული ჭ.ჭ., 1992 წელს დაბადებული ხ.ო. და 2006 წელს დაბადებული ა.ჰ. დააკავეს, - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 12:05

რეგიონი

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია“, - აღნიშნავენ დეპარტამენტში.

01 აპრილი 2026, 12:03

ეკონომიკა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტის წევრებმა კანონპროექტები მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს.

01 აპრილი 2026, 11:50

საზოგადოება

დედაქალაქის მერია „შინ მოვლის“ პროგრამით 600-ზე მეტი მოქალაქის თანადამფინანსებელია

თბილისის მერია შესაბამისი საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის „შინ მოვლის“ პროგრამას ახორციელებს და დღეისთვის, 600-ზე მეტი მოქალაქის ბინაზე მომსახურების თანადამფინანსებელია, - განაცხადა დღეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.

01 აპრილი 2026, 11:50

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ბზის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებაზე მკაცრ კონტროლს ახორციელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ბზობის დღესასწაულის წინა პერიოდში, ბზის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებაზე, ქვეყნის მასშტაბით მკაცრ კონტროლს ახორციელებს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 11:46

მსოფლიო

თეთრი სახლი: ტრამპი 1 აპრილს ირანთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 1 აპრილს მოსახლეობას მიმართავს და ირანთან მიმდინარე ომთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა.

01 აპრილი 2026, 11:43

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს გააცნო

ძაღლების ჰიპერპოპულაციის რეფორმის მიზნებსა და განხორციელების გზებზე იმსჯელეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.

შუგარი

01 აპრილი 2026, 11:40

ტაბლოიდი

ძაღლებს შორის სერფინგში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მოკვდა💔

2024 წელს, ჰანტინგტონ-ბიჩზე, ცნობილი სერფერების ხელების ანაბეჭდების გვერდით, ბეტონში შუგარის თათების ანაბეჭდებიც გამოჩნდა, როდესაც ის სერფინგის დიდების დარბაზში ოფიციალურად შეიყვანეს.

01 აპრილი 2026, 11:38

საზოგადოება

სამგორის რაიონს კიდევ ორი რეკრეაციული სივრცე შეემატება

სამგორში, ორხევის დასახლებაში, თენგიზ ჩანტლაძის ჩიხის N2ა-ს მიმდებარედ და ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე ორი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

01 აპრილი 2026, 11:34

საზოგადოება

ორთაჭალაში, რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ორთაჭალაში, რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

01 აპრილი 2026, 11:34

საზოგადოება

ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკაში „60+კლუბის“ მესამე ფილიალი გაიხსნა

ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკაში „60+კლუბის“ ახალი, მესამე ფილიალი გაიხსნა. საზეიმო გახსნის ღონისძიებას, რომელზეც კლუბის წევრთა ნამუშევრების გამოფენა იყო წარმოდგენილი, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია დაესწრო. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 11:33

პოლიტიკა

გლობალური ადაპტაციის კორექტირებული ინდექსით საქართველო საუკეთესო ათეულში, ეკონომიკური მზაობით კი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია

მსოფლიო ბანკმა კეთილდღეობის შემფასებელ გლობალურ მონაცემთა პლატფორმაზე გლობალური ადაპტაციის ანგარიშის შედეგები განაახლა.

01 აპრილი 2026, 11:31

საზოგადოება

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები ოთხმა კომპანიამ წარმოადგინა

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სატენდერო დოკუმენტაცია ოთხმა უცხოურმა კომპანიამ წარმადგინა, დოკუმენტაციის ანალიზის შემდეგ კი გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება.

დავით ქართველიშვილი

01 აპრილი 2026, 11:22

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ხარკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების შემოტევის გამო დღეს სიცხეა, ქუვეითში კი აეროპორტი დაბომბეს, ხოლო სოფელ ძეგვში დღეს მსუბუქი ნიავია... მაშ - მშვიდობა ვჭამოთ?

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და წერს, რომ მსოფლიოს რამდენიმე წერტილში სამხედრო კონფლიქტების არსებობის ფონზე, საქართველოში მშვიდობაა.

თენგიზ შარმანაშვილი

01 აპრილი 2026, 11:20

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი Global Terrorism Index 2026-ში საქართველოს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად დასახელებაზე: თუ არა გლობალური თანამშრომლობა, ძალიან რთული იქნებოდა მაღალ შედეგებზე საუბარი

დეპუტატი გამოეხმაურა ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (Institute for Economics and Peace-IEP) მიერ გამოქვეყნებულ Global Terrorism Index 2026-ს, სადაც წერია, რომ საქართველო ტერორისტული საფრთხის მეტად დაბალი დონის ქვეყნების სიაშია.

მარკო რუბიო

01 აპრილი 2026, 11:19

მსოფლიო

მარკო რუბიო: ირანთან ომის დასრულების შემდეგ ნატოსთან ურთიერთობის გადახედვა მოგვიწევს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-ის ეთერში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ნატო და აღნიშნა, რომ ირანთან ომის დასრულების შემდეგ მათ ალიანსთან ურთიერთობის გადახედვა მოუწევთ.