მარიამ ქვრივიშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: მიუხედავად ასეთი მსხვილი და უპრეცედენტო ინვესტიციისა, სახელმწიფოს არ აქვს აღებული რაიმე სახის ფინანსური ვალდებულება და არ გაუცია საგამონაკლისო რეჟიმი უშუალოდ ამ ინვესტორისთვის
მარიამ ქვრივიშვილი
ფოტო:ეკონომიკის სამინისტრო
სახელმწიფოს არც ერთ პუნქტში არ აქვს აღებული რაიმე სახის ფინანსური ვალდებულება, არ გაუცია ფინანსური გარანტია და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად ასეთი მსხვილი და უპრეცედენტო ინვესტიციისა სახელმწიფოს მათ შორის არ გაუცია საგამონაკლისო რეჟიმი უშუალოდ ამ ინვესტორისთვის ან უშუალოდ ამ პროექტისთვის, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „იგლ ჰილსის“ 6,5 მლრდ-იან პროექტზე საუბრისას.
მინისტრის განმარტებით, წლების განმავლობაში საქართველოს ჰქონდა არაერთი არასწორად გაფორმებული ხელშეკრულება, მათ შორის საინვესტიციო, როდესაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მსხვილი ინვესტორები კარნახობდნენ სახელმწიფოს საკუთარ პირობებს.
„ეს არის ის შემთხვევა, როდესაც სახელმწიფომ სახელმწიფო ინტერესი დააყენა პირველ ადგილზე. სახელმწიფოს არც ერთ პუნქტში არ აქვს აღებული რაიმე სახის ფინანსური ვალდებულება, არ გაუცია ფინანსური გარანტია და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად ასეთი მსხვილი და უპრეცედენტო ინვესტიციისა სახელმწიფოს მათ შორის არ გაუცია საგამონაკლისო რეჟიმი უშუალოდ ამ ინვესტორისთვის ან უშუალოდ ამ პროექტისთვის. ამავდროულად, მივიღეთ უპრეცედენტო შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო გახდა თანაპარტნიორი საერთო საწარმოში. ეს ნიშნავს, იმას, რომ სახელმწიფო რა თქმა უნდა არის თანამესაკუთრე იმ მიწების, რომელიც მდებარეობს გონიოში და დედაქალაქში, სახელმწიფო ამავდროულად მიიღებს შემოსავალს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს რა თქმა უნდა არის ქართული პროექტი“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, პროექტი უზრუნველყოფს საქართველოდან შრომითი მიგრაციის შემცირებას.
„პროექტს აქვს დიდი დატვირთვა კომერციულ სივრცეებზე. ჩვენ ასევე გვექნება შესაძლებლობა, რომ პროექტის ფარგლებში ვნახოთ განვითარებული ახალი განთავსების ობიექტები, სასტუმრო სივრცეები, ისევე როგორც კომერციული სივრცეები, რესტორნები, რომლებიც სრულად მომართული იქნება ადგილობრივი მეწარმეების ჩართულობაზე. ჩვენ ერთი მხრივ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ექნება ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა ამ პროექტის ფარგლებში და მეორე მხრივ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პროექტი თავისი მასშტაბურობით უზრუნველყოფს იმას, რომ შემცირდება შრომითი მიგრაცია ჩვენი ქვეყნიდან“, - განაცხადა მინისტრმა.
მარიამ ქვირივიშვილმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ისაუბრა „იგლ ჰილსის“ ინვესტიციის საწინააღმდეგოდ წარმოებული კამპანიის შესახებაც.
„ვხედავთ, მიზანმიმართულ ტყუილებს და მცდელობა, რომ რაღაცნაირად იყოს დაკავშირებული მიგრაცია ინვესტიციასთან. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს მიგრაციის კანონი და საქართველო გამორჩეულია მისი ხისტი პოლიტიკით უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა რისკი უკანონო მიგრაციის კუთხით არის ნულოვანი, აღნიშნულ ინვესტიციას არავითარი კავშირი არ აქვს ისეთ მოსაზრებებთან, რომელიც უკავშირდება პოტენციური უკანონო მიგრაციის ზრდას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 09:30
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ის სტივ უიტკოფთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ის აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან ომის დასრულების საკითხებზე პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
01 აპრილი 2026, 09:00
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინას დონბასის დასატოვებლად ორთვიანი ვადა მისცა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსული მხარე უკრაინელებისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას 2 თვის ვადაში ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ახალი პირობების წამოყენებით იმუქრება.
01 აპრილი 2026, 08:52
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 1 აპრილს საქართველოში
ლაგოდეხში ღრუბლიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავში, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.
01 აპრილი 2026, 08:35
კულტურა
ახმეტელის თეატრში სპექტაკლი „ლაზარეს აღდგინება” გაიმართა
სანდრო ახმეტელის თეატრში სპექტაკლი „ლაზარეს აღდგინება” გაიმართა, რომელიც ყვარლის მარჯანიშვილის სახელობის დასმა წარმოადგინა.
01 აპრილი 2026, 08:30
მსოფლიო
ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდადში ამერიკელი ჟურნალისტი ქალი გაიტაცეს
ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდადში ამერიკელი ჟურნალისტი ქალი გაიტაცეს. „სკაინიუსის“ ინფორმაციით, გატაცებული შელი კიტლსონია.
01 აპრილი 2026, 08:29
რეგიონი
ლანჩხუთში, N1 საჯარო სკოლაში, ნულოვანი ნარჩენის დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა
ღონისძიების ფარგლებში, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა და გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ნარჩენების მართვის საერთაშორისო სტანდარტები გააცნეს.
01 აპრილი 2026, 08:27
პოლიტიკა
პარლამენტი დღეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს
საკითხი, კომიტეტის შემდეგ, მეორე და მესამე მოსმენით დღესვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა დასამტკიცებლად.
01 აპრილი 2026, 08:23
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: კარგია, რომ აშშ-ის ინიციატივით მოხდა ურთიერთობების აღდგენა. ეს სატელეფონო კავშირი, გვაძლევს იმედს, რომ სამომავლოდ საქართველოს სუვერენიტეტი იქნება პატივცემული
კარგია, რომ აშშ-ის ინიციატივით მოხდა ურთიერთობების აღდგენა. ეს სატელეფონო კავშირი, ბუნებრივია გვაძლევს იმის იმედს, რომ სამომავლოდ საქართველოს სუვერენიტეტი იქნება პატივცემული, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
01 აპრილი 2026, 08:19
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია
ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
01 აპრილი 2026, 08:13
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: ვფიქრობ, ამ კომუნიკაციამ იმის იმედი მოგვცა, რომ უფრო დინამიკურად და საქმიანად გაგრძელდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პროცესი
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი პრემიერ- მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ- ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.
01 აპრილი 2026, 08:04
პოლიტიკა
საფინანსო კომიტეტზე საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც 6 წელზე მეტი ხნის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც 6 წელზე მეტი ხნის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება და ძრავის მოცულობის მიხედვით განისაზღვრება.
01 აპრილი 2026, 08:00
საზოგადოება
სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია
სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია. პატრიარქის საფლავთან მისული ადამიანები პატივს მიაგებენ მის ხსოვნას და მადლიერებას გამოხატავენ უწმინდესის მიმართ.
01 აპრილი 2026, 02:23
სპორტი
იტალიის ნაკრები ზედიზედ მესამედ ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე
იტალიის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრება. საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში „სკუადრა აძურა“ ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
01 აპრილი 2026, 02:11
მსოფლიო
ტრამპი: ირანში რეჟიმის ცვლილება უკვე მოხდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის მთავარი მიზანი - თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის აღკვეთა - უკვე მიღწეულია.
01 აპრილი 2026, 02:01
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები, თუ მას თავს აღარ დაესხმებიან
ირანული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის შეწყვიტოს ბრძოლა, იმ პირობით, თუ ეცოდინება, რომ მას თავს აღარ დაესხმებიან.
01 აპრილი 2026, 00:29
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.
01 აპრილი 2026, 00:22
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ირანი ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანი ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 00:03
საზოგადოება
3 აპრილს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 00:01
პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: ოპოზიციამ დღეს გამოაცხადა, 26 მაისს ხალხმრავალ მიტინგს ვგეგმავთო - ეს დაცინვაა, ესენი არიან 2028 წლამდე საქმის გამკეთებლები? 28-შიც არაფერს გააკეთებენ - „ქართული ოცნებას" საშუალება აქვს, 2028 წლამდეც მივიდეს და მერეც
2028 წლამდე კი არა, შეიძლება უფრო მეტი ხნითაც იყვნენ, თუ არაფერი მოხდა, თუ ასე წამოვწექით, ბოიკოტები ვაცხადეთ, არაფერი არ იქნება. არ მესმის, ვინ მოგცემს ხელისუფლებას, როცა კარგად მიდის მათთვის საქმეები?! - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პაატა ზაქარეიშვილმა, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა.
01 აპრილი 2026, 00:00
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ევროპელი ლიდერები გააფრთხილა, რომ ომში ნებისმიერ ჩარევას „სახიფათო შედეგები“ მოჰყვება
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა ევროპელი ლიდერები გააფრთხილა, რომ ომში ნებისმიერ ჩარევას „სახიფათო შედეგები“ მოჰყვება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.


