თამარ იოსელიანი: ყველაფერს ვაკეთებთ, რათა შუა დერეფნის გამტარუნარიანობა გავზარდოთ და შესაბამისად, შევძლოთ ტვირთნაკადების ეფექტური მართვა და ჩვენს დერეფანზე გადმორთვა
თამარ იოსელიანი
ფოტო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
2025 წელი ნამდვილად განსაკუთრებულია ჩვენი ნავსადგურებისთვის - გაზრდილია როგორც შემომსვლელი გემების რაოდენობა, ისე ტვირთბრუნვა. ეს განპირობებულია როგორც სახელმწიფოს სწორი პოლიტიკით, ისე კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით და, რა თქმა უნდა, ოპერაციული ეფექტიანობით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
შუა დერეფნის სატრანსპორტო-ლოგისტიკურ მარშრუტში საქართველოს როლზე და მისი ზრდა/განვითარების კუთხით გაწეულ სამუშაოზე საუბრისას მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა ნავსადგურის ოპერატორთან მათი ეფექტიანობის გაზრდის და შესაბამისად, როგორც ქვეყნისთვის, ისე მთლიანად შუა დერეფნისთვის მეტი სიმძლავრეების შემატების მიზნით.
„ნავსადგურები ჩვენთან ერთად ყოველწლიურად აახლებენ ინფრასტრუქტურას და ამ მიმართულებით ნამდვილად ხელშესახები შედეგები გვაქვს. ასევე მნიშვნელოვანია მათ მიერ დაგეგმილი გრძელვადიანი პროექტები. მინდა, გამოვყო ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური, რომელიც სრულად კერძო ინვესტიციაა - ნავსადგურის განვითარების პირველ ფაზაში დაახლოებით 98 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო ერთობლივად. მეორე ფაზაში დამატებით ერთი მლნ ტონა ტვირთის მოცულობა დაემატება და შესაბამისად, კიდევ 38 მლნ დოლარი ჩაიდება. ამ კუთხით სახელმწიფოს გაცემული აქვს ნებართვები, მჭიდროდ ვთანამშრომლობდით და უკვე ძალიან მალე შევა საიმპლემენტაციო ფაზაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ კონკურენტუნარიანი გარემო შუა დერეფანში და შესაბამისად, შევძლოთ იმ ტვირთნაკადების ადმინისტრირება, რაც დერეფანზე და ზოგადად სამხრეთ კავკასიაზე ინტერესის ზრდით მისამართდება“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2025 წლის 9 თვის მაჩვენებლებით ქვეყნის ნავსადგურებში შემოსული გემების რაოდენობის კუთხით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბათუმის ნავსადგურის შემთხვევაში 17%-იანი, ხოლო ფოთის ნავსადგურის შემთხვევაში 5%-იანი მატება დაფიქსირდა. როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, ასევე გაიზარდა საკონტეინერო ტვირთების გადაზიდვის მაჩვენებლებიც - 2025 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოს ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებული იქნა -567,577 TEU, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში დაახლოებით 20%-იან მატებას წარმოადგენს.
„შუა დერეფანში ჩვენი როლის გამყარებისთვის, ცხადია, ისეთი ინფრასტრუქტურა გვჭირდება, რომელიც ტვირთების გატარებას შეძლებს. ამისთვის საჭიროა ახალი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რომლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია შესული, რომ მივიღოთ დიდი მოცულობის გემები და შევძლოთ უფრო მეტი ტვირთის გატარება. ასევე რკინიგზის მოდერნიზაცია, რომელიც დასასრულს უახლოვდება და შესაბამისად, გამტარუნარიანობას 27 მილიონი ტონიდან 48 მილიონ ტონამდე გაზრდის. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა, რომელიც ასევე დასასრულს უახლოვდება, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია იმისთვის, რომ დამატებითი სიმძლავრეები მოგვიტანოს, დაახლოებით 5 მილიონ ტონაზეა საუბარი. ასევე მისი გაფართოების, შემდეგი ფაზების დანერგვის შემთხვევაში კი 15 მილიონ ტონამდე შეგვიძლია ავიდეთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა, რომ კარგი ტენდენცია ფიქსირდება ტვირთების და პროდუქციის დივერსიფიცირების პროცესის და შესაბამისად, გატარებული ტვირთების სახეობების ზრდის თვალსაზრისითაც.
„ეს გვაძლევს იმის პროგნოზის საშუალებას, რომ მომდევნო წლებში ამ მიმართულებით სტაბილური ზრდა გვექნება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 16:54
კულტურა
საქართველომ აკანთუსის უმაღლესი ჯილდო და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ აკანთუსის უმაღლესი ჯილდო და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
01 აპრილი 2026, 16:41
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში გაემგზავრა.
01 აპრილი 2026, 16:40
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟირების მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს
პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის ხანგრძლივობაა 3 თვე.
01 აპრილი 2026, 16:18
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით 19 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 4 მილიონ 350 ათას ლარს აღემატება
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით 19 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 4 მილიონ 350 ათას ლარს აღემატება.
01 აპრილი 2026, 16:11
მსოფლიო
ტრამპი სტარმერს: თქვენ ფლოტი არ გყავთ. თქვენი ძალიან ძველი ავიამზიდები არ მუშაობენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ირანში ომის მხარდაჭერაზე უარის თქმის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
01 აპრილი 2026, 16:00
თავდაცვა
გრიგოლ გიორგაძე სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია დაესწრო.
01 აპრილი 2026, 15:57
პოლიტიკა
ფლორიან ფილიპომ ევროკავშირის დროშას ფერადი რევოლუციების დროშა უწოდა
საფრანგეთში მემარჯვენე მერების მიერ, მერიის შენობებიდან ევროკავშირის დროშების ჩამოხსნის შემდეგ, პოლიტიკური დავა გრძელდება.
01 აპრილი 2026, 15:48
რეგიონი
გივი მიქანაძემ ონში საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა.
01 აპრილი 2026, 15:40
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: EMAAR-ი ისეთი მსხვილი ჯგუფია, მისი შემოსვლა მხოლოდ ინვესტიციის სარგებელი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ინდიკატორი და ტრიგერი უამრავი მსხვილი ინვესტორისთვის, რომ საქართველოში იდეალური საინვესტიციო გარემოა
EMAAR-ი ისეთი მსხვილი ჯგუფია, მისი შემოსვლა მხოლოდ EMAAR-ის ინვესტიციის სარგებელი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ინდიკატორი და ტრიგერი უამრავი მსხვილი ინვესტორისთვის, რომ საქართველოში არის იდეალური საინვესტიციო გარემო, - ასე მიმართა პარლამენტის ტრიბუნიდან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, „გახარია-საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს.
01 აპრილი 2026, 15:40
საზოგადოება
ბექა გიუნაშვილი: კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე მკვდარი ცხოველის უტილიზაციისათვის, საზოგადოებას მოვუწოდებთ, ნუ აჰყვებით დეზინფორმაციას
სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა სააგენტოების მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს მხრიდან რაიმე უკანონობას ჰქონდა ადგილი, ეს არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია, - განაცხადა მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ხელმძღვანელმა ბექა გიუნაშვილმა.
01 აპრილი 2026, 15:38
პოლიტიკა
მაჭავარიანი: როდესაც „ნაცებს“ არ აუმუშავებ „მოსკოვის მექანიზმს“ სისტემური წამება-გაუპატიურებისთვის და „ქართულ ოცნებას“ აუმუშავებ, რომლის ფილოსოფია ადამიანის ღირსებაზეა დაფუძნებული, მტკიცებულებაა, როგორ უსამართლოდ გვექცევიან
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, საპარლამენტო სხდომაზე „გახარია-საქართველოსთვის“ წვერების მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ამუშავებასთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებს უპასუხა.
01 აპრილი 2026, 15:36
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: აშშ-მა იცის, რომ ნებისმიერ დროს დავსხდებით და გავწერთ კონკრეტულ გზამკვლევს, სადაც ასახული აიქნება ყველა ნაბიჯი, რა უნდა გადავდგათ, ოღონდ ორივე მხარის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვის თაობაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
01 აპრილი 2026, 15:36
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციას გახასიათებთ ამჩატება. გარწმუნებთ, დაიდება კონკრეტული გეგმა, რის მიხედვითაც პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის მისაღები ფასები იქნება
რაც შეეხება ფასების საკითხს- ნუ ვიჩქარებთ. ჩვენ დაანონსებული გვაქვს, რომ მუშაობა უნდა მორჩეს აპრილის ბოლოს, ერთი თვე კიდევ დარჩენილია, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა სასურსათო ფასებზე ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ.
01 აპრილი 2026, 15:35
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიას: ხედავთ, როგორი ბრძოლაა კორუფციის წინააღმდეგ და როდესაც ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს ახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი გუნდისთვის პოლიტიკურად წამგებიანია, ხელი არავისთვის დაგვიფარებია
მინდა გამოვეხმაურო ქალბატონი თამარის კომენტარებს. ძირითადად ეს კომენტარები აგებული იყო ჩვენი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ. განსხვავება რომ დაგანახოთ, მინდა გავიხსენო, გახარიას პრემიერობა, როდესაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დროს, როდესაც ჩვენს ქვეყანას ერთიანი გუნდი სჭირდებოდა, გიორგი გახარია გაექცა ამ პასუხისმგებლობას და ელჩების მითითების შედეგად გადადგა, - ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებს.
01 აპრილი 2026, 15:24
ეკონომიკა
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ და მსოფლიო ბანკის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი მიქელაძემ, მსოფლიო ბანკი-ის (WB) პროექტის განხორციელების მხარდამჭერი მისიის ფარგლებში, შეხვედრა გამართეს.
01 აპრილი 2026, 15:21
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და IMF-ის მხარდაჭერას, მათ შორის ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით.
01 აპრილი 2026, 15:17
რეგიონი
თელავში ფერმერებთან მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა ქალაქ თელავში ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 15:13
რეგიონი
ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქალაქ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრის მიზანი მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების შემცირების მნიშვნელობის გაცნობიერება და მდგრადი მოხმარების პრინციპების პოპულარიზაცია იყო. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინოფრმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 15:04
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური მეწარმე სუბიექტებს დამატებით აცნობებს, რომ მიმდინარე წლის 1-ელ აპრილს რეგისტრირებული საწარმოების ხელახალი რეგისტრაციის ვადა ამოიწურა
დროული ინფორმირების მიზნით, 270 ათასზე მეტ მეწარმე სუბიექტს, რეგისტრაციის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის შეტყობინება, წინსწრებით გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ ავტორიზებულ გვერდზე, ხოლო მიმდინარე წლის 1 აპრილიდან მათ სავალდებულო შეტყობინებების ველში გამოუჩნდებათ შემდეგი შეტყობინება - ,,არ აქვს გავლილი რეგისტრაცია“.
01 აპრილი 2026, 15:01
პოლიტიკა
პარლამენტმა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო
პარლამენტმა 81 ხმით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.


