ლევან მაჭავარიანი: აშშ-მა იცის, რომ ნებისმიერ დროს დავსხდებით და გავწერთ კონკრეტულ გზამკვლევს, სადაც ასახული აიქნება ყველა ნაბიჯი, რა უნდა გადავდგათ, ოღონდ ორივე მხარის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული
ლევან მაჭავარიანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვის თაობაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
მაჭავარიანი ორ ქვეყანას შორის არსებულ პრობლემას აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მძიმე მემკვიდრეობით ხსნის. ამასთან ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს, აშშ-თან ერთად შეიმუშაოს კონკრეტული გეგმა ურთიერთობების გადატვირთვისთვის, რომელშიც ორივე მხარის ინტერესები იქნება გათვალისწინებული.
„კარგად ხედავთ, რა მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა აშშ-ის ყოფილმა ადმინისტრაციამ და როდესაც საუბარია, რომ „ქართული ოცნება“, უტრირებულად რომ ვთქვათ, ლანძღავდა ამერიკასო, მაგიტომ არის რომ ურთიერთობები ამ მდგომარეობაშიაო. ჯერ ერთი, ჩვენ ყოველთვის ვმიჯნავთ ამერიკას და ადმინისტრაციას, ევროპას და ევრობიუროკრატებს. მეორე, ჩვენ ვისაც პრეტენზიებს ვუყენებდით, თან თავდასხმის რეჟიმში ჩვენ არ ვყოფილვართ, თავდაცვის რეჟიმში, სწორედ ისინი არიან დონალდ ტრამპის და დღევანდელი ადმინისტრაციის მტრები. შესაბამისად, თანხვედრა გვაქვს ღირებულებით ნაწილში, საერთო მტრებში, ევრობიუროკრატების შეფასებაში, უკრაინის ომის შეფასებაში, USAID-ის და NED-ის შეფასებაში, აბსოლუტურად სრული თანხვედრაა. ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი გადადგმულია, დაწყებული იმით, რომ ღიად ვგულშემატკივრობდით დონალდ ტრამპს საარჩევნო პერიოდში, დამთავრებული ამ ერთი-ერთში მსგავსი შეხედულებებით და გზავნილებით და შესაბამისად, წინ არაფერი უნდა დაუდგეს ურთიერთობების გადატვირთვას. ხედავთ პოზიტიურ ნიშნებს. ჩვენ არაფერს ვაკლებთ და პრეტენზიას ვერ მივიღებთ ვერავისგან რომ რამე გვაქვს ამისთვის დაკლებული. მამუკა მდინარაძის ვიზიტი ვიხილეთ, როდესაც თავისმა კოლეგამ დაპატიჟა. ნიკოლოზ სამხარაძის ძალიან წარმატებული ვიზიტი ვიხილეთ, რა დონის შეხვედრები ჰქონდა კარგად ნახეთ და ბატონი რუბიოს ზარიც ვიხილეთ პრემიერ-მინისტრთან. აშშ-მა იცის, რომ ნებისმიერ დროს ჩვენ დავსხდებით და დროსა და სივრცეში გავწერთ კონკრეტულ გზამკვლევს, სადაც ასახული აიქნება აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი, რა უნდა გადავდგათ ჩვენ, რა უნდა გაგადგას ამერიკის მხარემ, ოღონდ ორივე მხარის ინტერესები უნდა იყოს იქ გათვალისწინებული“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 17:14
პოლიტიკა
პარლამენტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებები, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად მიიღო
საკანონმდებლო ორგანომ „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით, 91 ხმით მიიღო.
01 აპრილი 2026, 17:13
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ირანის პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტა გვთხოვა. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ მაშინ, როცა ჰორმუზის სრუტე იქნება ღია, თავისუფალი და სუფთა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თხოვნით მიმართა.
01 აპრილი 2026, 17:11
ეკონომიკა
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 3თვის ბიუჯეტი 107.4 %-ით შეასრულა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 3 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი107.4%-ით ანუ 30.5მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 17:07
საზოგადოება
პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
01 აპრილი 2026, 16:59
პოლიტიკა
გამსახურდია ოპოზიციური მედიის მიერ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების დათვლაზე: ეს ის ხალხია, მიშას „ნაშებზე“ საჩუქრების სახელმწიფოსგან დაფინანსებას ნორმალურად რომ მიიჩნევს - აქ ჩანს მათი ეკლესიისადმი დამოკიდებულება
გამსახურდია ოპოზიციური მედიის მიერ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: ეს ის ხალხია, მიშას "ნაშებზე" საჩუქრების სახელმწიფოსგან დაფინანსებას ნორმალურად რომ მიიჩნევენ - აქ ჩანს მათი ეკლესიისადმი დამოკიდებულება გიორგი გამსახურდია, ოპოზიციური მედიის მიერ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში აფასებს. მისი განცხადებით, გასაკვირი არაფერია, ვინაიდან, ეს ის ხალხია, ვინც სააკაშვილის პირადი საჭიროებების სახელმწიფოსგან დაფინანსებას ნორმალურად მიიჩნევს. გამსახურდიას თქმით, აქ ჩანს მათი რეალური დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. "რა არის გასაკვირი? ეს ის ხალხია მიშას გულავის, თავის ნაშებზე საჩუქრების და საოჯახო საჭიროებების სახელმწიფოსგან დაფინანსებას, ნორმალურად რომ მიიჩნევენ. ზუსტად აქ ჩანს ნათლად მათი ეკლესიისადმი და სასულიერო საკითხებისადმი დამოკიდებულება. პირადად მაინც არ მქონდეს მათგან მოსმენილი მაგათი მიდგომები მსგავს საკითხებზე," - წერს გამსახურდია.
01 აპრილი 2026, 16:54
კულტურა
საქართველომ აკანთუსის უმაღლესი ჯილდო და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ აკანთუსის უმაღლესი ჯილდო და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
01 აპრილი 2026, 16:41
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში გაემგზავრა.
01 აპრილი 2026, 16:40
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟირების მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს
პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის ხანგრძლივობაა 3 თვე.
01 აპრილი 2026, 16:18
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით 19 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 4 მილიონ 350 ათას ლარს აღემატება
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით 19 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 4 მილიონ 350 ათას ლარს აღემატება.
01 აპრილი 2026, 16:11
მსოფლიო
ტრამპი სტარმერს: თქვენ ფლოტი არ გყავთ. თქვენი ძალიან ძველი ავიამზიდები არ მუშაობენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ირანში ომის მხარდაჭერაზე უარის თქმის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
01 აპრილი 2026, 16:00
თავდაცვა
გრიგოლ გიორგაძე სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია დაესწრო.
01 აპრილი 2026, 15:57
პოლიტიკა
ფლორიან ფილიპომ ევროკავშირის დროშას ფერადი რევოლუციების დროშა უწოდა
საფრანგეთში მემარჯვენე მერების მიერ, მერიის შენობებიდან ევროკავშირის დროშების ჩამოხსნის შემდეგ, პოლიტიკური დავა გრძელდება.
01 აპრილი 2026, 15:48
რეგიონი
გივი მიქანაძემ ონში საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა.
01 აპრილი 2026, 15:40
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: EMAAR-ი ისეთი მსხვილი ჯგუფია, მისი შემოსვლა მხოლოდ ინვესტიციის სარგებელი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ინდიკატორი და ტრიგერი უამრავი მსხვილი ინვესტორისთვის, რომ საქართველოში იდეალური საინვესტიციო გარემოა
EMAAR-ი ისეთი მსხვილი ჯგუფია, მისი შემოსვლა მხოლოდ EMAAR-ის ინვესტიციის სარგებელი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ინდიკატორი და ტრიგერი უამრავი მსხვილი ინვესტორისთვის, რომ საქართველოში არის იდეალური საინვესტიციო გარემო, - ასე მიმართა პარლამენტის ტრიბუნიდან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, „გახარია-საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს.
01 აპრილი 2026, 15:40
საზოგადოება
ბექა გიუნაშვილი: კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე მკვდარი ცხოველის უტილიზაციისათვის, საზოგადოებას მოვუწოდებთ, ნუ აჰყვებით დეზინფორმაციას
სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა სააგენტოების მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს მხრიდან რაიმე უკანონობას ჰქონდა ადგილი, ეს არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია, - განაცხადა მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ხელმძღვანელმა ბექა გიუნაშვილმა.
01 აპრილი 2026, 15:38
პოლიტიკა
მაჭავარიანი: როდესაც „ნაცებს“ არ აუმუშავებ „მოსკოვის მექანიზმს“ სისტემური წამება-გაუპატიურებისთვის და „ქართულ ოცნებას“ აუმუშავებ, რომლის ფილოსოფია ადამიანის ღირსებაზეა დაფუძნებული, მტკიცებულებაა, როგორ უსამართლოდ გვექცევიან
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, საპარლამენტო სხდომაზე „გახარია-საქართველოსთვის“ წვერების მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ამუშავებასთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებს უპასუხა.
01 აპრილი 2026, 15:36
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციას გახასიათებთ ამჩატება. გარწმუნებთ, დაიდება კონკრეტული გეგმა, რის მიხედვითაც პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის მისაღები ფასები იქნება
რაც შეეხება ფასების საკითხს- ნუ ვიჩქარებთ. ჩვენ დაანონსებული გვაქვს, რომ მუშაობა უნდა მორჩეს აპრილის ბოლოს, ერთი თვე კიდევ დარჩენილია, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა სასურსათო ფასებზე ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ.
01 აპრილი 2026, 15:35
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიას: ხედავთ, როგორი ბრძოლაა კორუფციის წინააღმდეგ და როდესაც ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს ახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი გუნდისთვის პოლიტიკურად წამგებიანია, ხელი არავისთვის დაგვიფარებია
მინდა გამოვეხმაურო ქალბატონი თამარის კომენტარებს. ძირითადად ეს კომენტარები აგებული იყო ჩვენი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ. განსხვავება რომ დაგანახოთ, მინდა გავიხსენო, გახარიას პრემიერობა, როდესაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დროს, როდესაც ჩვენს ქვეყანას ერთიანი გუნდი სჭირდებოდა, გიორგი გახარია გაექცა ამ პასუხისმგებლობას და ელჩების მითითების შედეგად გადადგა, - ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებს.
01 აპრილი 2026, 15:24
ეკონომიკა
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ და მსოფლიო ბანკის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი მიქელაძემ, მსოფლიო ბანკი-ის (WB) პროექტის განხორციელების მხარდამჭერი მისიის ფარგლებში, შეხვედრა გამართეს.


