პრემიერი: „გამჭვირვალობის კანონის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის შეჩერება იყო, მთელი რადიკალური ოპოზიცია, „ენჯეოების“ ჩათვლით, პასუხისმგებელია იმ კამპანიებზე
ირაკლი კობახიძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებში იყვნენ ჩართულები საერთაშორისო ორგანიზაციებიც, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live“-ში.
მისივე თქმით, „გამჭვირვალობის კანონის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი, სწორედ, ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის შეჩერება იყო.
„მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავი, წინასაარჩევნო საერთო კლიპი იწერებოდა და მისული ვიყავი NDI-ის ოფისში. არ ვიცი იქ ვისი მაგიდა იყო ის, მაგრამ გამოკრული იყო ერთადერთი დიაგრამა, რომელიც ასახავდა იმას, რომ რომელიღაც წელს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ნდობა იყო 98 % და შემდეგ შემცირდა 94 %-მდე. ერთადერთი დიაგრამა იყო გამოკრული NDI-ის ოფისში და ამით ამაყობდა იქ ვიღაც მომუშავე ადამიანი, ხელმძღვანელი, თუ ვინც იყო არ ვიცი, რომ 98 %-დან 94 %-მდე შემცირდა მათი კვლევების თანახმად ეკლესიის რეიტინგი. ეს იყო ამხელა მასშტაბური კამპანიის შედეგი და უხაროდათ, რომ ამ მასშტაბური კამპანიის, უხვად დაფინანსებული კამპანიის საფუძველზე 4 %-ით მოახერხეს ეს. ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით ამას, რომ „გამჭვირვალობის კანონის“, რომელიც შემდეგ რუსულ კანონად გამოაცხადეს და ბევრიც მოატყუეს ამ ყველაფრით, ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიის შეჩერება და მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ დაგჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა იმისათვის, რომ ეს კამპანია შენელებულიყო. დაახლოებით, 4-5 წლის წინ, მაქსიმალურად ინტენსიური იყო ეს კამპანია და ჩვენ დაგვჭირდა ამის მხილება. მათ შორის, უშუალოდ პოლიტიკოსების მხრიდან განცხადებები კეთდებოდა, ჩვენი გუნდის წევრების მხრიდან, პირდაპირ მოგვიწია გვეწოდებინა გიგლა ბერბიჭაშვილები ამ ადამიანებისთვის, ამ ტელევიზიებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, პარტიების წარმომადგენლებისთვის, „ენჯეოებისთვის“ და მხოლოდ ასეთი კონტრ-კამპანიით მოვახერხეთ მათი კამპანიის შენელება, არა შეწყვეტა, სამწუხაროდ ეს ბოლომდე ვერ მოხერხდა, არამედ შენელება. შესაბამისად, ყველა არის პასუხისმგებელი, მთელი რადიკალური ოპოზიცია ერთად, პარტიების ჩათვლით, „ენჯეოების“ ჩათვლით, ტელევიზიების ჩათვლით, მათი ე.წ. ექსპერტების ჩათვლით, ყველა ერთად არის პასუხისმგებელი იმ კამპანიაზე, რომელიც წარმოებდა ეკლესიის, პატრიარქის წინააღმდეგ და ასეთ დროს, მათი ნიანგის ცრემლები, რომელიც უკავშირდება სამების ტაძარში ვერ მისვლას, როცა შეეძლოთ თან იმ დღესაც შესვლა ტაძარში, არის, რა თქმა უნდა, ცარიელი ფარისევლობა“, - აღნიშნა პრემიერმა.
ყველა სიახლე
26 მარტი 2026, 01:34
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-მა და ისრაელმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე სამიზნეების სიიდან დროებით ამოიღეს
აშშ-მა და ისრაელმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე სამიზნეების სიიდან დროებით ამოიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 მარტი 2026, 00:43
მსოფლიო
CNN: ახალი გამოკითხვების თანახმად, აშშ-ში ირანში მიმდინარე ომის მიმართ საზოგადოებრივი უკმაყოფილება მაღალია
ოთხშაბათს გამოქვეყნებული ახალი გამოკითხვების თანახმად, აშშ-ში ირანში მიმდინარე ომის მიმართ საზოგადოებრივი უკმაყოფილება მაღალია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
26 მარტი 2026, 00:29
პოლიტიკა
პრემიერი:ევრობიუროკრატიის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ მათთვის მედიის თავისუფლება საერთოდ არ არსებობს - ასეთი უხეში გადაცდომები გვეხმარება საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაში, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია
ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებმა პირდაპირ გამოაცხადეს, რომ მათთვის მედიის თავისუფლება საერთოდ არ არსებობს - ერთ ქვეყანას მეორე ქვეყანაში შეუძლია სცადოს ტელევიზიის დახურვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. პრემიერის თქმით, ევროპული ბიუროკრატიის და ბრიტანეთის ხელისუფლების ასეთი უხეში გადაცდომები ეხმარება ხელისუფლებას საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაში, თუ რა მდგომარეობამდე არის მისული ერთ დროს ღირებულებებით გამორჩეული ევროპული ბიუროკრატია.
26 მარტი 2026, 00:27
პოლიტიკა
პრემიერი: იყო არაერთი კომუნიკაცია ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეს ყველაფერი გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ შესაძლებელი გახდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-სა და საქართველოს შორის
იყო არაერთი კომუნიკაცია ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეს ყველაფერი გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელი გახდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live“-ში.
26 მარტი 2026, 00:23
პოლიტიკა
პრემიერი: სამართლის უზენაესობა გვეუბნება, რომ კი, შეიძლება ვიღაცამ ჩაიდინოს დანაშაული და მერე შეიძლება ეს ეპატიოს, მაგრამ ამის წინაპირობა სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა იყოს აღიარება და მონანიება
იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს უზრუნველყოფილი სახელმწიფოებრიობის დაცვა, უნდა იყოს უზრუნველყოფილი სამართლის უზენაესობა და სამართლის უზენაესობა ამას გვეუბნება, რომ კი, შეიძლება ვიღაცამ ჩაიდინოს დანაშაული და მერე შეიძლება ეს ეპატიოს, მაგრამ ამის წინაპირობა სამართლებრივ სახელმწიფოში, ბუნებრივია, უნდა იყოს აღიარება და მონანიება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live“-ში.
26 მარტი 2026, 00:21
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენგან დღემდე ითხოვენ სანქციების დაწესებას, ევროპასა და რუსეთს შორის ვაჭრობა შეადგენს მილიარდებს, ჩვენ სანქციები უნდა დავაწესოთ, ამიტომ აღარ აქვს ფასი ქართული საზოგადოებისთვის ევროპული ბიუროკრატიის განცხადებებს
ჩვენთვის მთავარია, რომ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა - ეს პოლიტიკა გულისხმობს იმას, რომ სანქციები არ დაგვიწესებია, მაგრამ არც სანქციების გვერდის ავლას ვუშვებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ დროს ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს ევროპული ბიუროკრატია.
26 მარტი 2026, 00:17
პოლიტიკა
პრემიერი: მთელი ქართული საზოგადოება გაერთიანდა ამ იდეის გარშემო, რასაც ჰქვია პატრიარქისთვის პატივის მიგება, ამ დროს გეუბნებიან, რომ ეს სამი მილიონი ადამიანი არავინ არის
მთელი ქართული საზოგადოება გაერთიანდა ამ იდეის გარშემო, რასაც ჰქვია პატრიარქისთვის და მისი ღვაწლისთვის პატივის მიგება. ამ დროს რას გეუბნებიან, რომ ეს სამი მილიონი ადამიანი არავინ არ არის, ესენი არიან არასამოქალაქო საზოგადოება და არსებობს რაღაც 300 თუ 400-კაციანი ჯგუფი, რომელსაც უნდა ერქვას შენს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში.
26 მარტი 2026, 00:11
პოლიტიკა
პრემიერი: კამპანიებში, რომლებიც წარიმართებოდა პატრიარქის წინააღმდეგ, ჩართული იყო მთელი რადიკალური ოპოზიცია, ამის შემდეგ, როდესაც სინანულს გამოთქვამენ, რომ არ იყვნენ სამების ტაძარში დაკრძალვის დღეს, ეს ჩვეულებრივი ფარისევლობაა
პატრიარქის დაკრძალვის დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის ორგანიზება, საპატრიარქოს თხოვნაც იყო ეს და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ სამოქალაქო პანაშვიდი ყოფილიყო ორგანიზებული, არავითარი პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა, ბუნებრივია, საზოგადოების წარმომადგენლების სეგრეგაცია,- განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები.
25 მარტი 2026, 23:59
მსოფლიო
თეთრი სახლის სპიკერი: ჯერ ნაადრევია იმის თქმა, კმაყოფილია თუ არა ადმინისტრაცია ირანის ახალი ხელმძღვანელობით
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ „ჯერ ნაადრევია იმის თქმა“, კმაყოფილია თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია ირანის ახალი ხელმძღვანელობით.
25 მარტი 2026, 23:59
პოლიტიკა
პრემიერი: როგორ შეიძლება ენჯეომ, რომელიმე პოლიტიკოსმა ქვეყანაში ან ქვეყნის გარეთ, გამოაცხადოს სამძიმარი ქართველი ხალხისადმი, როდესაც იცის, რომ ხვალ მოუწევს ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაში ჩართვა
როგორ შეიძლება ენჯეომ, ქვეყანაში ან ქვეყნის გარეთ, რომელიმე პოლიტიკოსმა გამოაცხადოს სამძიმარი ქართველი ხალხის მიმართ, პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, როდესაც იცის, რომ ხვალ მოუწევს ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაში ჩართვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში.
25 მარტი 2026, 23:53
პოლიტიკა
პრემიერი ოპოზიციაზე: მათი ადგილი სინამდვილეში იქ არის, სადაც დღეს არიან, ეს არის აუტსაიდერის პოზიცია არა მარტო პოლიტიკაში, არამედ საზოგადოებაში, ისინი არიან აუტსაიდერები ქართულ საზოგადოებაში
მათი ადგილი სინამდვილეში იქ არის, სადაც დღეს არიან, ეს არის აუტსაიდერის პოზიცია არა მარტო პოლიტიკაში, არამედ საზოგადოებაში, ისინი არიან აუტსაიდერები ქართულ საზოგადოებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება გამოვიდა დებატების ინიციატივით, რაც საუკეთესო პლატფორმაა იმისთვის, რომ საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა პოლიტიკური ძალისგან, თუმცა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან დაკავშირებით შეტანილია სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და მმართველი გუნდი მის შედეგებს დაელოდება.
25 მარტი 2026, 23:49
პოლიტიკა
პრემიერი: პატრიარქის არჩევის პროცესი დამოუკიდებელი უნდა იყოს და ეს ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას არჩევასთან დაკავშირებით - ასეც იქცევა ხელისუფლება, რასაც ვერ ვიტყოდით ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებზე
დამოუკიდებელი უნდა იყოს პატრიარქის არჩევის პროცესი და ეს ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში.
25 მარტი 2026, 23:41
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ამ დღეებმა აჩვენა, რომ არსებობს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, ფასეულობები, ტრადიციები, ეკლესია, სახელმწიფო და არსებობს უდიდესი უმცირესობა, რომელიც ემიჯნება ამ ყველაფერს
ამ დღეებმა აჩვენა, რომ არსებობს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, ფასეულობები, ტრადიციები, ეკლესია, სახელმწიფო და არსებობს უდიდესი უმცირესობა, რომელიც ემიჯნება ამ ყველაფერს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live“-ში.
25 მარტი 2026, 23:40
მსოფლიო
ზელენსკი: აშშ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას უკრაინის მიერ დონბასის დათმობას უკავშირებს
აშშ-მა უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებისთვის საჭირო უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება დაუკავშირა პირობას, რომლის მიხედვითაც, კიევმა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონი, დონბასი, სრულად უნდა დაუთმოს რუსეთს - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters-თან ინტერვიუში.
25 მარტი 2026, 23:38
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ბუდაპეშტში ნახევარი დღით გამგზავრება იყო უალტერნატივო, ვინაიდან მქონდა შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიასთან მესაუბრა პატრიარქის მოღვაწეობაზე და ამასთანავე, ღონისძიება ეძღვნებოდა ტრადიციულ ფასეულობებს
ბუდაპეშტში გამგზავრება არ იყო იოლი, თუმცა უალტერნატივო იყო ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, ვინაიდან მქონდა შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიასთან მესაუბრა პატრიარქის მოღვაწეობაზე და ამასთანავე, ღონისძიება ეძღვნებოდა ტრადიციულ ფასეულობებს, რასაც პატრიარქმა ილია მეორემ მთელ;ი თავისი შეგნებული ცხოვრება და მოღვაწეობა მიუძღვნა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა უნგრეთთან განსაკუთრებულ მეგობრობას და აღნიშნა, რომ უნგრეთი რჩება ევროპაში საქართველოს ეროვნული ინტერესების მთავარ დამცველად.
25 მარტი 2026, 23:29
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული
ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700 წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები, ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს რწმენაში, გაძლიერდეს ქრისტიანული ფასეულობები ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ეკლესია და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ნიშნავს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას და განმტკიცებას.
25 მარტი 2026, 23:26
მსოფლიო
თეთრი სახლის სპიკერი: ტრამპის არჩევანი მშვიდობაა, თუმცა ის მზად არის ირანს ჯოჯოხეთი მოუწყოს
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა ირანთან მიმდინარე ომისა და მოლაპარაკებების შესახებ საუბრისას მკაცრი გაფრთხილება გააჟღერა. მისი განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „მშვიდობა სურს“, თუმცა, თუ ირანი არ აღიარებს სამხედრო დამარცხებას, აშშ-ის პასუხი იქნება უპრეცედენტო სიმკაცრის.
25 მარტი 2026, 23:24
პოლიტიკა
პრემიერი: ცდილობდნენ გაეღვივებინათ სიძულვილი, თუმცა ეს სიძულვილი დაამარცხა პატრიარქის მიერ 50 წლის განმავლობაში გაღვივებულმა სიყვარულმა, ეს იყო ნამდვილი სიყვარულის მანიფესტი და მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საზოგადოების ერთიანობის ხილვა
საზოგადოებას ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის იმ ერთსულოვნებისა და ერთიანობისთვის, რომელიც ვიხილეთ ჩვენ ამ დღეების განმავლობაში და ამ ყველაფრის მიზანი არ იყო მხოლოდ პატრიარქისთვის პატივის მიგება, ეს იყო ბევრად უფრო მეტი, ეს იყო სიყვარულის ძალიან დიდი მანიფესტი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live“-ში.
25 მარტი 2026, 23:21
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: პატრიარქი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა, მან განსაზღვრა ჩვენი უახლესი ისტორია, ააღორძინა ჩვენი დედაეკლესია, მას განსაკუთრებული წვლილი აქვს ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენაში და განმტკიცებაში
პატრიარქი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა, მან განსაზღვრა ჩვენი უახლესი ისტორია, ააღორძინა ჩვენი დედაეკლესია, ჩაუყარა საფუძველი ჩვენი ეკლესიის განვითარების ოქროს ხანას და არამარტო - მას განსაკუთრებული წვლილი აქვს ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენაში და განმტკიცებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. პრემიერის თქმით, პატრიარქის ბრძნული რჩევები ბევრ რამეს განსზღვრავდა ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების კუთხით.


