26 მარტი 2026, 00:17 / სანდო წყარო

პრემიერი: მთელი ქართული საზოგადოება გაერთიანდა ამ იდეის გარშემო, რასაც ჰქვია პატრიარქისთვის პატივის მიგება, ამ დროს გეუბნებიან, რომ ეს სამი მილიონი ადამიანი არავინ არის

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

მთელი ქართული საზოგადოება გაერთიანდა ამ იდეის გარშემო, რასაც ჰქვია პატრიარქისთვის და მისი ღვაწლისთვის პატივის მიგება. ამ დროს რას გეუბნებიან, რომ ეს სამი მილიონი ადამიანი არავინ არ არის, ესენი არიან არასამოქალაქო საზოგადოება და არსებობს რაღაც 300 თუ 400-კაციანი ჯგუფი, რომელსაც უნდა ერქვას შენს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არსებობს კონკრეტული ძალა გლობალური, რომელსაც ჰყავს თავის აგენტურა სხვადასხვა ქვეყანაში და ეს აგენტურები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მუშაობენ ერთნაირი შაბლონებით.

„მთავარი ხაზი არის ის, რომ ავტორიტეტები არ უნდა არსებობდეს არც ერთ სახელმწიფოში, არც ერთ ქვეყანაში. ეს არ ეხება მარტო კონფესიებს. მაგალითად მინდა, შეგახსენოთ, რომ მსგავსი კამპანიები წარმოებს მონარქიული დინასტიების და ოჯახების წინააღმდეგ, პირდაპირ პიარკამპანიებით ცდილობენ, მაქსიმალურად დააკნინონ სამეფო ოჯახების ავტორიტეტი. დიდ ბრიტანეთშიც იყო ასეთი კამპანიები, ესპანეთშიც იყო კორუმპირებულად გამოაცხადეს მეფე, რომელსაც გადადგომა მოუწია კორუფციული ბრალდებების გამო. რა ხდებოდა დიდი ბრიტანეთში, სამეფო ოჯახში, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. ეს არის მიზანმიმართული კამპანიები და ჩვენს შემთხვევაში ეს მათთვის განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ეკლესიის ავტორიტეტი ამ შემთხვევაში არის უპრეცედენტო და მათ უნდათ შექმნან საკუთარი ყალბი ავტორიტეტი, რეალური ავტორიტეტები არ უნდა არსებობდეს საზოგადოებაში ეს არის მათი მიზანი და ეს რეალური ავტორიტეტები უნდა ჩაანაცვლოს ყალბმა ავტორიტეტებმა, როგორიც არის NGO-ები, მათი ხელდასხმული პოლიტიკოსები და ა.შ. ეს ყველაფერი ყალბი ავტორიტეტებია, ამიტომ თუ გადაავლებთ თვალს იმას, თუ რა ხდება სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ყველაზე განვითარებულ ევროპულ ქვეყნებშიც კი, აბსოლუტურად დაცლილია ავტორიტეტებისგან როგორც პოლიტიკური ცხოვრება და პროცესი, ისე საზოგადოებრივი ცხოვრება. მათ მოიგონეს ასეთი სახელი, ეს არის სამოქალაქო საზოგადოება, რაც არის ჩვეულებრივი სიყალბე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, თუ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, უნდა არსებობდეს არასამოქალაქო საზოგადოებაც და ეს უკვე როგორც ასეთი, ნონსენსია

„არასამოქალაქო საზოგადოება არის ნონსენსი, ეს სიტყვათწყობა უკვე ნონსენსია, რადგან საზოგადოება და სამოქალაქო ეს პრაქტიკულად სინონიმებია თავისი არსით. ჩვენ რომ ვიხილეთ ამ დღეების განმავლობაში მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი გამოსული პატრიარქისთვის პატივის მისაგებად, ზუსტად ეს არის სამოქალაქო საზოგადოება. სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ერთიანად დაირაზმა პატრიარქისთვის, ჩვენი რწმენისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის პატივის მისაგებად და ეს არის სამოქალაქო საზოგადოება. შენ რას გეუბნებიან, რომ ეს მილიონ ნახევარი ადამიანი არაფერი არ არის, რეალურად გლოვის მონაწილე იყო 3 მილიონი ადამიანი, უბრალოდ ვიღაცამ ფიზიკურად ვერ შეძლო იქ მისვლა, ვიღაცა ფიზიკურად ქვეყანაში არ იყო, ვიღაცას სხვა მიზეზი ჰქონდა, ვიღაცას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. რეალურად ეს არის სამოქალაქო საზოგადოება. მთელი ქართული საზოგადოება გაერთიანდა ამ იდეის გარშემო, რასაც ჰქვია პატრიარქისთვის და მისი ღვაწლისთვის პატივის მიგება. ამ დროს რას გეუბნებიან, რომ ეს სამი მილიონი ადამიანი არავინ არ არის, ესენი არიან არასამოქალაქო საზოგადოება და არსებობს რაღაც 300 თუ 400-კაციანი ჯგუფი, რომელსაც უნდა ერქვას შენს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება. ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი მოვლენა, ამას აკეთებენ ყველგან. მე მახსოვს, კონკრეტული ყოფილი ადმინისტრაციიდან ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადება იმაზე, თითქოს NGO-ები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, პირდაპირ თქვა ეს სიტყვები, რომ ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ NGO-ები, რომლებსაც არც დემოკრატიული მანდატი აქვთ, არც არავითარი ავტორიტეტი აქვთ საზოგადოებაში, მაგრამ გარედან გეუბნებიან, რომ ესენი არიან სამოქალაქო საზოგადოება, ის 3 მილიონი ადამიანი არავინ არ არის და 300-მა კაცმა, რომელსაც არც მანდატი აქვს და არც ავტორიტეტი, უნდა განსაზღვროს შენს ქვეყანაში მოვლენების განვითარება. ეს არის სიყალბე. ცდილობენ, შეასუსტონ ნამდვილი ავტორიტეტები და ამის მაგივრად უნდა შეიქმნას ყალბი ავტორიტეტები, რატომ? რისთვის? იმისათვის, რომ გარედან იოლი იყოს ქვეყნის სუვერენიტეტის შერყევა და ქვეყნის მართვა საკუთარი მანკიერი ინტერესების რეალიზებისთვის, რასაც ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ დღეების განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველა სიახლე

აბას არაღჩი

26 მარტი 2026, 01:34

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-მა და ისრაელმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე სამიზნეების სიიდან დროებით ამოიღეს

აშშ-მა და ისრაელმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე სამიზნეების სიიდან დროებით ამოიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 მარტი 2026, 00:43

მსოფლიო

CNN: ახალი გამოკითხვების თანახმად, აშშ-ში ირანში მიმდინარე ომის მიმართ საზოგადოებრივი უკმაყოფილება მაღალია

ოთხშაბათს გამოქვეყნებული ახალი გამოკითხვების თანახმად, აშშ-ში ირანში მიმდინარე ომის მიმართ საზოგადოებრივი უკმაყოფილება მაღალია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

26 მარტი 2026, 00:29

პოლიტიკა

პრემიერი:ევრობიუროკრატიის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ მათთვის მედიის თავისუფლება საერთოდ არ არსებობს - ასეთი უხეში გადაცდომები გვეხმარება საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაში, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია

ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებმა პირდაპირ გამოაცხადეს, რომ მათთვის მედიის თავისუფლება საერთოდ არ არსებობს - ერთ ქვეყანას მეორე ქვეყანაში შეუძლია სცადოს ტელევიზიის დახურვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. პრემიერის თქმით, ევროპული ბიუროკრატიის და ბრიტანეთის ხელისუფლების ასეთი უხეში გადაცდომები ეხმარება ხელისუფლებას საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაში, თუ რა მდგომარეობამდე არის მისული ერთ დროს ღირებულებებით გამორჩეული ევროპული ბიუროკრატია.

ირაკლი კობახიძე

26 მარტი 2026, 00:27

პოლიტიკა

პრემიერი: იყო არაერთი კომუნიკაცია ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეს ყველაფერი გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ შესაძლებელი გახდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-სა და საქართველოს შორის

იყო არაერთი კომუნიკაცია ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეს ყველაფერი გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელი გახდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live“-ში.

ირაკლი კობახიძე

26 მარტი 2026, 00:23

პოლიტიკა

პრემიერი: სამართლის უზენაესობა გვეუბნება, რომ კი, შეიძლება ვიღაცამ ჩაიდინოს დანაშაული და მერე შეიძლება ეს ეპატიოს, მაგრამ ამის წინაპირობა სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა იყოს აღიარება და მონანიება

იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს უზრუნველყოფილი სახელმწიფოებრიობის დაცვა, უნდა იყოს უზრუნველყოფილი სამართლის უზენაესობა და სამართლის უზენაესობა ამას გვეუბნება, რომ კი, შეიძლება ვიღაცამ ჩაიდინოს დანაშაული და მერე შეიძლება ეს ეპატიოს, მაგრამ ამის წინაპირობა სამართლებრივ სახელმწიფოში, ბუნებრივია, უნდა იყოს აღიარება და მონანიება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live“-ში.

ირაკლი კობახიძე

26 მარტი 2026, 00:21

პოლიტიკა

პრემიერი: ჩვენგან დღემდე ითხოვენ სანქციების დაწესებას, ევროპასა და რუსეთს შორის ვაჭრობა შეადგენს მილიარდებს, ჩვენ სანქციები უნდა დავაწესოთ, ამიტომ აღარ აქვს ფასი ქართული საზოგადოებისთვის ევროპული ბიუროკრატიის განცხადებებს

ჩვენთვის მთავარია, რომ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა - ეს პოლიტიკა გულისხმობს იმას, რომ სანქციები არ დაგვიწესებია, მაგრამ არც სანქციების გვერდის ავლას ვუშვებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ დროს ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს ევროპული ბიუროკრატია.

ირაკლი კობახიძე

26 მარტი 2026, 00:17

პოლიტიკა

პრემიერი: „გამჭვირვალობის კანონის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის შეჩერება იყო, მთელი რადიკალური ოპოზიცია, „ენჯეოების“ ჩათვლით, პასუხისმგებელია იმ კამპანიებზე

ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებში იყვნენ ჩართულები საერთაშორისო ორგანიზაციებიც, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live“-ში.

ირაკლი კობახიძე

26 მარტი 2026, 00:11

პოლიტიკა

პრემიერი: კამპანიებში, რომლებიც წარიმართებოდა პატრიარქის წინააღმდეგ, ჩართული იყო მთელი რადიკალური ოპოზიცია, ამის შემდეგ, როდესაც სინანულს გამოთქვამენ, რომ არ იყვნენ სამების ტაძარში დაკრძალვის დღეს, ეს ჩვეულებრივი ფარისევლობაა

პატრიარქის დაკრძალვის დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის ორგანიზება, საპატრიარქოს თხოვნაც იყო ეს და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ სამოქალაქო პანაშვიდი ყოფილიყო ორგანიზებული, არავითარი პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა, ბუნებრივია, საზოგადოების წარმომადგენლების სეგრეგაცია,- განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები.

კეროლაინ ლევიტი

25 მარტი 2026, 23:59

მსოფლიო

თეთრი სახლის სპიკერი: ჯერ ნაადრევია იმის თქმა, კმაყოფილია თუ არა ადმინისტრაცია ირანის ახალი ხელმძღვანელობით

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ „ჯერ ნაადრევია იმის თქმა“, კმაყოფილია თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია ირანის ახალი ხელმძღვანელობით.

ირაკლი კობახიძე

25 მარტი 2026, 23:59

პოლიტიკა

პრემიერი: როგორ შეიძლება ენჯეომ, რომელიმე პოლიტიკოსმა ქვეყანაში ან ქვეყნის გარეთ, გამოაცხადოს სამძიმარი ქართველი ხალხისადმი, როდესაც იცის, რომ ხვალ მოუწევს ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაში ჩართვა

როგორ შეიძლება ენჯეომ, ქვეყანაში ან ქვეყნის გარეთ, რომელიმე პოლიტიკოსმა გამოაცხადოს სამძიმარი ქართველი ხალხის მიმართ, პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, როდესაც იცის, რომ ხვალ მოუწევს ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაში ჩართვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში.

25 მარტი 2026, 23:53

პოლიტიკა

პრემიერი ოპოზიციაზე: მათი ადგილი სინამდვილეში იქ არის, სადაც დღეს არიან, ეს არის აუტსაიდერის პოზიცია არა მარტო პოლიტიკაში, არამედ საზოგადოებაში, ისინი არიან აუტსაიდერები ქართულ საზოგადოებაში

მათი ადგილი სინამდვილეში იქ არის, სადაც დღეს არიან, ეს არის აუტსაიდერის პოზიცია არა მარტო პოლიტიკაში, არამედ საზოგადოებაში, ისინი არიან აუტსაიდერები ქართულ საზოგადოებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება გამოვიდა დებატების ინიციატივით, რაც საუკეთესო პლატფორმაა იმისთვის, რომ საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა პოლიტიკური ძალისგან, თუმცა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან დაკავშირებით შეტანილია სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და მმართველი გუნდი მის შედეგებს დაელოდება.

ირაკლი კობახიძე

25 მარტი 2026, 23:49

პოლიტიკა

პრემიერი: პატრიარქის არჩევის პროცესი დამოუკიდებელი უნდა იყოს და ეს ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას არჩევასთან დაკავშირებით - ასეც იქცევა ხელისუფლება, რასაც ვერ ვიტყოდით ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებზე

დამოუკიდებელი უნდა იყოს პატრიარქის არჩევის პროცესი და ეს ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში.

ირაკლი კობახიძე

25 მარტი 2026, 23:41

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ამ დღეებმა აჩვენა, რომ არსებობს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, ფასეულობები, ტრადიციები, ეკლესია, სახელმწიფო და არსებობს უდიდესი უმცირესობა, რომელიც ემიჯნება ამ ყველაფერს

ამ დღეებმა აჩვენა, რომ არსებობს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, ფასეულობები, ტრადიციები, ეკლესია, სახელმწიფო და არსებობს უდიდესი უმცირესობა, რომელიც ემიჯნება ამ ყველაფერს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live“-ში.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 მარტი 2026, 23:40

მსოფლიო

ზელენსკი: აშშ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას უკრაინის მიერ დონბასის დათმობას უკავშირებს

აშშ-მა უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებისთვის საჭირო უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება დაუკავშირა პირობას, რომლის მიხედვითაც, კიევმა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონი, დონბასი, სრულად უნდა დაუთმოს რუსეთს - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters-თან ინტერვიუში.

ირაკლი კობახიძე

25 მარტი 2026, 23:38

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბუდაპეშტში ნახევარი დღით გამგზავრება იყო უალტერნატივო, ვინაიდან მქონდა შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიასთან მესაუბრა პატრიარქის მოღვაწეობაზე და ამასთანავე, ღონისძიება ეძღვნებოდა ტრადიციულ ფასეულობებს

ბუდაპეშტში გამგზავრება არ იყო იოლი, თუმცა უალტერნატივო იყო ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, ვინაიდან მქონდა შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიასთან მესაუბრა პატრიარქის მოღვაწეობაზე და ამასთანავე, ღონისძიება ეძღვნებოდა ტრადიციულ ფასეულობებს, რასაც პატრიარქმა ილია მეორემ მთელ;ი თავისი შეგნებული ცხოვრება და მოღვაწეობა მიუძღვნა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა უნგრეთთან განსაკუთრებულ მეგობრობას და აღნიშნა, რომ უნგრეთი რჩება ევროპაში საქართველოს ეროვნული ინტერესების მთავარ დამცველად.

ირაკლი კობახიძე

25 მარტი 2026, 23:29

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული

ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700 წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები, ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს რწმენაში, გაძლიერდეს ქრისტიანული ფასეულობები ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ეკლესია და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ნიშნავს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას და განმტკიცებას.

კეროლაინ ლევიტი

25 მარტი 2026, 23:26

მსოფლიო

თეთრი სახლის სპიკერი: ტრამპის არჩევანი მშვიდობაა, თუმცა ის მზად არის ირანს ჯოჯოხეთი მოუწყოს

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა ირანთან მიმდინარე ომისა და მოლაპარაკებების შესახებ საუბრისას მკაცრი გაფრთხილება გააჟღერა. მისი განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „მშვიდობა სურს“, თუმცა, თუ ირანი არ აღიარებს სამხედრო დამარცხებას, აშშ-ის პასუხი იქნება უპრეცედენტო სიმკაცრის.

ირაკლი კობახიძე

25 მარტი 2026, 23:24

პოლიტიკა

პრემიერი: ცდილობდნენ გაეღვივებინათ სიძულვილი, თუმცა ეს სიძულვილი დაამარცხა პატრიარქის მიერ 50 წლის განმავლობაში გაღვივებულმა სიყვარულმა, ეს იყო ნამდვილი სიყვარულის მანიფესტი და მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საზოგადოების ერთიანობის ხილვა

საზოგადოებას ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის იმ ერთსულოვნებისა და ერთიანობისთვის, რომელიც ვიხილეთ ჩვენ ამ დღეების განმავლობაში და ამ ყველაფრის მიზანი არ იყო მხოლოდ პატრიარქისთვის პატივის მიგება, ეს იყო ბევრად უფრო მეტი, ეს იყო სიყვარულის ძალიან დიდი მანიფესტი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live“-ში.

ირაკლი კობახიძე

25 მარტი 2026, 23:21

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პატრიარქი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა, მან განსაზღვრა ჩვენი უახლესი ისტორია, ააღორძინა ჩვენი დედაეკლესია, მას განსაკუთრებული წვლილი აქვს ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენაში და განმტკიცებაში

პატრიარქი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა, მან განსაზღვრა ჩვენი უახლესი ისტორია, ააღორძინა ჩვენი დედაეკლესია, ჩაუყარა საფუძველი ჩვენი ეკლესიის განვითარების ოქროს ხანას და არამარტო - მას განსაკუთრებული წვლილი აქვს ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენაში და განმტკიცებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. პრემიერის თქმით, პატრიარქის ბრძნული რჩევები ბევრ რამეს განსზღვრავდა ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების კუთხით.