25 მარტი 2026, 23:49 / სანდო წყარო

პრემიერი: პატრიარქის არჩევის პროცესი დამოუკიდებელი უნდა იყოს და ეს ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას არჩევასთან დაკავშირებით - ასეც იქცევა ხელისუფლება, რასაც ვერ ვიტყოდით ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებზე

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

დამოუკიდებელი უნდა იყოს პატრიარქის არჩევის პროცესი და ეს ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში.

პრემიერის თქმით, ასეც იქცევა ხელისუფლება, თუმცა პოლიტიკურ ოპონენტებს ანტიკამპანია აქვთ გაჩაღებული პატრიარქის არჩევის პროცესთან დაკავშირებით.

„ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს ამ პროცესში. ეს არის წმინდა სინოდის საქმე და სინოდის წევრების გადაწყვეტილება. ასეც იქცევა ხელისუფლება, რასაც ვერ ვიტყოდით ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებზე. მათ შორის მათ ტელეკომპანიებზე, ვერ ვიტყოდით იმავეს მათ წარმომადგენლებზე, ე.წ. ექსპერტებზე, ენჯეოებზე, რომლებმაც უკვე დაიწყეს კამპანია და რომელსაც აქვს ანტიკამპანიის სახე. ეს მათ დამოკიდებულებას აჩვენებს ეკლესიის მიმართ. თუ ვინმე ცდილობს ჩაერიოს ამ პროცესში, ესენი არიან სწორედ ჩვენი ოპონენტები. პირდაპირ კამპანია აქვთ გაჩაღებული, ანტიკამპანია, რაც დაკავშირებულია პატრიარქის არჩევნების პროცესთან, რაც ბუნებრივია, არაჯანსაღი მოვლენაა. ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალურად თავი აარიდონ იმ საქმეში ჩარევას, რაც მათ საერთოდ არ ეხება. პირდაპირ ცდილობენ ამითაც დააკნინონ პატრიარქის გამორჩეული როლი და მისი გამორჩეული სიბრძნე. ეს არის მათი მიზანი. ეს იყო მათი მიზანი გასული წლების განმავლობაშიც და ეს მიზანი სამწუხაროდ, მათთვის დღესაც აქტუალურია. აბსოლუტურად დამოუკიდებელი უნდა იყოს ის პროცესი, რაც დაკავშირებულია პატრიარქის არჩევასთან და ეს ყველაფერი ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

ნიკა გვარამია

17 აგვისტო 2026, 20:35

პოლიტიკა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - „ტრავმული მეხსიერება“, გვარამია-სამადაშვილის რიტორიკა მმართველი გუნდისთვის ღალატია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გვარამიას და სამადაშვილს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ნათქვამის გამართლება უწევთ. საქართველოს ნაწილი ერთმა „ტრავმულ მეხსიერებად“ შეაფასა, მეორემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს შეუთვალა, რომ ჩვენ მათ ვერაფერს შევთავაზებთ.

ნიკოლოზ სამხარაძე

17 აგვისტო 2026, 20:30

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა.

17 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

ყალბი რუსოფობია. რა დგას საჯარო განცხადებების უკან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უშიკიშვილის სასტუმროს ამბავი ერთ-ერთი და არა ერთადერთი მაგალითია, რომლის საფუძველზეც მმართველი გუნდი ოპოზიციის ყალბ კამპანიას ამხელს.

17 აგვისტო 2026, 20:24

მსოფლიო

Euronews: გერმანია ევროკომისიას ადანაშაულებს იმაში, რომ ის ელექტროენერგიის ბაზრის რეგულაციას ევროკავშირის საგადასახადო წესებისა და ეროვნული სუვერენიტეტის გვერდის ავლისთვის იყენებს

გერმანია ევროკომისიას ადანაშაულებს იმაში, რომ ის ელექტროენერგიის ბაზრის რეგულაციას ევროკავშირის საგადასახადო წესებისა და ეროვნული სუვერენიტეტის გვერდის ავლისთვის იყენებს, - წერს Euronews-ი.

17 აგვისტო 2026, 20:08

პოლიტიკა

გიორგი უშიკიშვილის სასტუმრო რუს ტურისტებსაც მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მეპატრონის განცხადება სიცრუე აღმოჩნდა. ის, რაც „ქრონიკამ“ გამოარკვია, მომღერალმა ჯერ უარყო, შემდეგ კი ნათქვამის ინტერპრეტირება სცადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

17 აგვისტო 2026, 20:07

მსოფლიო

CNN: ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯარედ კუშნერს განუცხადა, რომ ისრაელი არ გაიყვანს თავის ძალებს ღაზიდან და არც აღდგენითი სამუშაოების დაწყების ნებას დართავს „ჰამასის“ სრულ განიარაღებამდე

ისრაელის მაღალჩინოსნის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯარედ კუშნერს განუცხადა, რომ ისრაელი არ გაიყვანს თავის ძალებს ღაზიდან და არც აღდგენითი სამუშაოების დაწყების ნებას დართავს „ჰამასის“ სრულ განიარაღებამდე, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

17 აგვისტო 2026, 19:45

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სწავლას ზაარლანდის უნივერსიტეტის ინტეგრირებულ სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაში განაგრძობს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კომპიუტერული მეცნიერების სკოლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული გიორგი ბაქრაძე სწავლას განაგრძობს გერმანიაში, ზაარლანდის უნივერსიტეტის (Saarland Graduate School of Computer Science) კომპიუტერული მეცნიერების ინტეგრირებულ სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაში.

17 აგვისტო 2026, 19:39

რეგიონი

მთა თეთრობში ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ბეტონის საფარი, დამონტაჟდა განათების ქსელი, დაიგო ხელოვნური საფარი, ასევე გაკეთდა ლითონის ბადეები და კალათბურთის ფარი.

17 აგვისტო 2026, 19:10

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ყველის უკანონოდ რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩის N 133-ის მიმდებარე ტერიტორიაზე რძის ნაწარმისა და ყველის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. ინსპექტირებისას გამოვლინდა ისეთი ფაქტებიც, როცა ყველი სატრანსპორტო საშუალებებიდან იყიდებოდა.

17 აგვისტო 2026, 18:31

მსოფლიო

CNN: აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის გამოყოფილი 60-დღიანი ვადის უშედეგოდ ამოწურვის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები ზომიერად იზრდება

აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის გამოყოფილი 60-დღიანი ვადის უშედეგოდ ამოწურვის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები ზომიერად იზრდება - მხარეებმა ომის დასასრულებლად მდგრადი შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

დონალდ ტრამპი

17 აგვისტო 2026, 18:15

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ თავს დაესხმება ომანს, თუ ის ჩაერევა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით აშშ-ის ძალისხმევაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავს დაესხმება ომანს, თუ ის ჩაერევა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით აშშ-ის ძალისხმევაში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ქალკედონის მიტროპოლიტი ემანუელი კათოლიკოს-პატრიარქი შიო III

17 აგვისტო 2026, 18:00

საზოგადოება

მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი პატრიარქ შიო მესამის კონსტანტინოპოლში დაგეგმილ მომავალ ვიზიტზე: დიდი სიხარულით გელოდებით. თავად მისი ყოვლადუწმინდესობა ბართლომეოს I ძალიან უჭერს მხარს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ეკლესიებს შორის არსებული ურთიერთობა გაგრძელდეს

საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ 16 აგვისტოს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელს, ქალკედონის მიტროპოლიტ ემანუელს (ადამაკისი) უმასპინძლა.

17 აგვისტო 2026, 17:22

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. კითხვებს დღესაც რომეო მიქაუტაძემ უპასუხა. პროკურორის თქმით, მოწმემ დაადასტურა როგორც ქრთამის მოთხოვნა, ასევე მიღებისა და გადაცემის ფაქტები.

ლევან მახაშვილი

17 აგვისტო 2026, 17:20

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი გიორგი უშიკიშვილზე: ერთი მხრივ, დიდგულობენ, გულზე მჯიღს იცემენ, ქართველობასა და ანტირუსულ განწყობას აჩენენ საქართველოში და მეორე მხრივ, არ ეთაკილებათ ცეკვა-თამაში, ფიანდაზების დაფენა რუსებისთვის და მოსკოვში, კრემლში გამოსვლები

„ღიმილის მომგვრელია, როდესაც ჩვენ ვისმენთ ამ ორსახოვნებას ამ ადამიანების მხრიდან. მათი მთავარი ღირებულება ეს არის ფული. შესაძლოა, მათ სოციალურ მედიასა თუ ტელევიზიებში იდიდგულონ. გულზე მჯიღი იცენ, მაგრამ როგორც კი ფულს დაანახვებენ, რუსები იქნებიან თუ სხვები, ისინი საკუთარ სამშობლოსაც ჰყიდიან, აფხაზეთსაც ჰყიდიან, იქ მებრძოლი ბიჭების ხსოვნასაც ჰყიდიან და ამის ზემოდან, თუ საჭირო იქნება, საკუთარ დედასაც გაყიდიან".

ნიკა გვარამია

17 აგვისტო 2026, 17:15

პოლიტიკა

ნიკა გვარამია „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს და თავს სოციალურ ქსელში იმართლებს

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს და თავს სოციალურ ქსელში იმართლებს.

17 აგვისტო 2026, 17:12

მსოფლიო

Telegraph: რუსეთი ნატოს წევრი სახელმწიფოების სიახლოვეს საიდუმლო სამხედრო ბაზებს აშენებს

Telegraph-ის ცნობით, რუსეთი ნატოს წევრი სახელმწიფოების სიახლოვეს საიდუმლო სამხედრო ბაზებს აშენებს. გამოცემა წერს, რომ მოსკოვი ამ ობიექტებიდან ალიანსის ტერიტორიის სიღრმეში თანამედროვე დრონების გაშვებას შეძლებს. "ტელეგრაფის" ჟურნალისტებმა ათი ბაზა გამოავლინეს, რომელთა ნაწილს მოსკოვი უკრაინაზე იერიშებისთვის უკვე იყენებს.

ჯარედ კუშნერი

17 აგვისტო 2026, 17:05

მსოფლიო

ჯარედ კუშნერი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი ისრაელშია. ის ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მოლაპარაკების მთავარი თემა ღაზის სექტორში სამშვიდობო შეთანხმების შესრულების მეორე ეტაპზე გადასვლის საკითხი იყო.

17 აგვისტო 2026, 16:58

პოლიტიკა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მათ მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მათ მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

17 აგვისტო 2026, 16:45

ეკონომიკა

2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები წლიურად 3.9%-ით გაიზარდა და 350 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 350 მლნ აშშ დოლარი (922.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.9%-ით, ანუ 13.1 მლნ აშშ დოლარით მეტია, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

17 აგვისტო 2026, 16:41

სპორტი

სპორტის მინისტრი საქართველოს ტაილანდური კრივის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ტაილანდური კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ ლევან ქეცბაიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.