ვახტანგ ცინცაძე: ის ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც უშუალოდ ეკონომიკის სტრუქტურის ტრანსფორმაციისკენაა მიმართული, საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, გააგრძელოს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები მომავალი წლების განმავლობაში
ვახტანგ ცინცაძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ის ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც უშუალოდ ეკონომიკის სტრუქტურის ტრანსფორმაციისკენაა მიმართული, საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, გააგრძელოს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები მომავალი წლების განმავლობაში, - განაცხადა განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.
მან საქართველოს ეკონომიკის ზრდის იმ პროგნოზებზე ისაუბრა, რომლებსაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები აკეთებენ.
„სულ ახლახან საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაზარდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.2%-მდე. ასევე, ევროკომისია თავის ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარება იქნება საკმაოდ ჯანსაღი და ძლიერი, ეკონომიკა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული. მაგალითად, 2025 წლისთვის მნიშვნელოვანი სექტორები, რომლებსაც ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეაქვს, არის ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, განათლების. ამ სექტორების ზრდა საკმაოდ მაღალია და მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკა მომდევნო პერიოდშიც შეინარჩუნებს ამ კონკურენტულ უპირატესობას, რაც საქართველოს მისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე გააჩნია, ვსაუბრობ მათ შორის შუა დერეფნის ნაწილზე და ტრანსპორტის სექტორის შემდგომ ზრდაზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მან ასევე ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომლებსაც ეკონომიკის პროდუქტიულობის ზრდის კუთხით საქართველოს მთავრობა ახორციელებს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკის პროდუქტიულობა საკმაოდ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ის ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც უშუალოდ ეკონომიკის სტრუქტურის ტრანსფორმაციისკენაა მიმართული, საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, გააგრძელოს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები მომავალი წლების განმავლობაში.
რეფორმებთან დაკავშირებით შეგვიძლია, აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმაა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს და რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს შემდგომ პროდუქტიულობის ზრდას და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
ამასთან, მინისტრის მოადგილემ ეკონომიკის ზრდის იმ პროგნოზზეც ისაუბრა, რომელიც უშუალოდ სამინისტროს აქვს.
„ჩვენ ველოდებით, რომ 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ვარაუდობენ.
ჩვენი მოლოდინია, რომ რომ საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს დაახლოებით 7.5%-ით გაიზრდება და ამის ხელშემწყობი იქნება მათ შორის ის ტენდენციები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკაში ფიქსირდება. ვსაუბრობ კონკრეტულად იმ კონკურენტულ უპირატესობაზე, რაც საქართველოს აქვს ერთი მხრივ, როგორც შუა დერეფნის კორიდორის განვითარების კუთხით, ასევე იმ მაღალ კაპიტალურ ხარჯებზე, რომლებსაც საქართველოს ეკონომიკა შეინარჩუნებს მომდევნო წლებში იმ მსხვილი პროექტების განხორციელების კუთხით, რომლებიც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ტრანსფორმაციული“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 17:27
სამართალი
ბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებს სასამართლომ 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდა
მინდია შერვაშიძისა და თორნიკე თოშხუას სასამართლომ თითო-თითო წლით პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება ბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობას.
01 აპრილი 2026, 17:26
მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატო აშშ-ის გარეშე, ისევე როგორც აშშ-ის სიძლიერე ნატოს გარეშე ვერ იარსებებს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ნატოს დატოვების იდეას გამოეხმაურა.
01 აპრილი 2026, 17:23
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: ყველა ქვეყანა ცდილობდა საქართველო გამოეყენებინა მათი შეხედულებისამებრ, მათი ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობაში ისინი არ ითვალისწინებენ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს
ყველა ქვეყანა ცდილობდა საქართველო გამოეყენებინა მათი შეხედულებისამებრ, მათი ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობაში ისინი არ ითვალისწინებენ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს, - განუცხადა „ქრონიკას“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო”-ს წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა.
01 აპრილი 2026, 17:19
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აპირებენ ჩავიდნენ აშშ-ში და და გააგრძელონ ის, რასაც ათწლეულების განმავლობაში აკეთებენ საქართველოს წინააღმდეგ
ისევ ერთად შეჯგუფებული და ერთმანეთთან დაკავშირებული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აპირებენ ჩავიდნენ აშშ-ში და და გააგრძელონ ის, რასაც ათწლეულების განმავლობაში აკეთებდნენ საქართველოს წინააღმდეგ, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.
01 აპრილი 2026, 17:18
პოლიტიკა
ნიკა ობოლაძე: ყოველ 6 თვეში ერთხელ ვაცხადებთ მობილიზაციას და ერთიანობას. თქვენ რომ გეგონათ, მაგალითად 2026 წლის თებერვლამდე წინა 3 თვე - ბრძოლა გრძელდებოდა, მაშინ ვყოფილვართ დემობილიზირებულები და დაშლილები
პარტია „ობოლაძე დემოკრატების" გენერალური მდივანი ნიკა ობოლაძე ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციას ეხმიანება.
01 აპრილი 2026, 17:18
საზოგადოება
მამა ირაკლი ჭინჭარაული: ქრისტეს მცნებების სიყვარულში გაერთიანება არის ერთსულოვნება, რისკენაც მოგვიწოდებდა ჩვენი უწმინდესი. მის მიერ ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიოს გამორჩევა ვფიქრობ, რომ ამ ერთსულოვნების შემადგენელი ნაწილია
ქრისტეს მცნებების სიყვარულში გაერთიანება არის ერთსულოვნება, რისკენაც მოგვიწოდებდა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, - განაცხადა მამა ირაკლი ჭინჭარაულმა.
01 აპრილი 2026, 17:17
სამართალი
„POSTV“-ის ინფორმაციით, „TV პირველის“ ჟურნალისტებმა ნანუკა ქაჯაიამ, ნატა ქაჯაიამ და მარიამ გაფრინდაშვილმა „POSTV-სთან“ დავა წააგეს
„POSTV“-ის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „TV პირველის“ ჟურნალისტების: ნანუკა ქაჯაიას, ნატა ქაჯაიას და მარიამ გაფრინდაშვილის სარჩელი, რომლითაც ისინი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, თითქოს „POSTV-მ“ მათ წინააღმდეგ პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაცია გაავრცელა.
01 აპრილი 2026, 17:14
პოლიტიკა
პარლამენტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებები, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად მიიღო
საკანონმდებლო ორგანომ „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით, 91 ხმით მიიღო.
01 აპრილი 2026, 17:13
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ირანის პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტა გვთხოვა. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ მაშინ, როცა ჰორმუზის სრუტე იქნება ღია, თავისუფალი და სუფთა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თხოვნით მიმართა.
01 აპრილი 2026, 17:11
ეკონომიკა
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 3თვის ბიუჯეტი 107.4 %-ით შეასრულა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 3 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი107.4%-ით ანუ 30.5მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 17:10
მსოფლიო
მომავალ წელს ტალინის 20 სკოლაში გაკვეთილების რუსულ ენაზე ჩატარება იქნება ნებადართული
ქალაქის ოფიციალური პირების განცხადებით, ესტონურენოვან განათლებაზე გადასვლა გრძელვადიანი და დინამიკური პროცესია, რომელიც კადრებით დაკომპლექტებასა და დაფინანსებაზეა დამოკიდებული.
01 აპრილი 2026, 17:07
საზოგადოება
პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
01 აპრილი 2026, 16:59
პოლიტიკა
გამსახურდია ოპოზიციური მედიის მიერ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების დათვლაზე: ეს ის ხალხია, მიშას „ნაშებზე“ საჩუქრების სახელმწიფოსგან დაფინანსებას ნორმალურად რომ მიიჩნევს - აქ ჩანს მათი ეკლესიისადმი დამოკიდებულება
გამსახურდია ოპოზიციური მედიის მიერ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: ეს ის ხალხია, მიშას "ნაშებზე" საჩუქრების სახელმწიფოსგან დაფინანსებას ნორმალურად რომ მიიჩნევენ - აქ ჩანს მათი ეკლესიისადმი დამოკიდებულება გიორგი გამსახურდია, ოპოზიციური მედიის მიერ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში აფასებს. მისი განცხადებით, გასაკვირი არაფერია, ვინაიდან, ეს ის ხალხია, ვინც სააკაშვილის პირადი საჭიროებების სახელმწიფოსგან დაფინანსებას ნორმალურად მიიჩნევს. გამსახურდიას თქმით, აქ ჩანს მათი რეალური დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. "რა არის გასაკვირი? ეს ის ხალხია მიშას გულავის, თავის ნაშებზე საჩუქრების და საოჯახო საჭიროებების სახელმწიფოსგან დაფინანსებას, ნორმალურად რომ მიიჩნევენ. ზუსტად აქ ჩანს ნათლად მათი ეკლესიისადმი და სასულიერო საკითხებისადმი დამოკიდებულება. პირადად მაინც არ მქონდეს მათგან მოსმენილი მაგათი მიდგომები მსგავს საკითხებზე," - წერს გამსახურდია.
01 აპრილი 2026, 16:54
კულტურა
საქართველომ აკანთუსის უმაღლესი ჯილდო და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ აკანთუსის უმაღლესი ჯილდო და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
01 აპრილი 2026, 16:41
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში გაემგზავრა.
01 აპრილი 2026, 16:40
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟირების მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს
პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის ხანგრძლივობაა 3 თვე.
01 აპრილი 2026, 16:18
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით 19 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 4 მილიონ 350 ათას ლარს აღემატება
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით 19 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 4 მილიონ 350 ათას ლარს აღემატება.
01 აპრილი 2026, 16:11
მსოფლიო
ტრამპი სტარმერს: თქვენ ფლოტი არ გყავთ. თქვენი ძალიან ძველი ავიამზიდები არ მუშაობენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ირანში ომის მხარდაჭერაზე უარის თქმის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
01 აპრილი 2026, 16:00
თავდაცვა
გრიგოლ გიორგაძე სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია დაესწრო.
01 აპრილი 2026, 15:57
პოლიტიკა
ფლორიან ფილიპომ ევროკავშირის დროშას ფერადი რევოლუციების დროშა უწოდა
საფრანგეთში მემარჯვენე მერების მიერ, მერიის შენობებიდან ევროკავშირის დროშების ჩამოხსნის შემდეგ, პოლიტიკური დავა გრძელდება.


