31 მარტი 2026, 12:29 / სანდო წყარო

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა დაჩქარებული წესით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით მომზადებული კანონპროექტი - „საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლუატაციის და ამ საშუალებებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, პირველი მოსმენით წარადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა ბაქო-სუფსის მილსადენის ოპერირების ვადის საკითხს უკავშირდება.

მისი თქმით, 1996 წლის 8 მარტს საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციასა და ნავთობკომპანიებს შორის ბაქო-სუფსის მილსადენის საქართველოში მდებარე მონაკვეთთან დაკავშირებით ,,მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ“ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მოქმედების ვადა 2026 წლის 24 აპრილს იწურება.

„იმის გათვალისწინებით, რომ ბაქო-სუფსის მილსადენის აზერბაიჯანული მონაკვეთის ოპერირების ხელშეკრულების ვადა 2026 წლის 7 ივნისს იწურება, გარდამავალ პერიოდში ბაქო-სუფსის მილსადენის მთლიანობის შენარჩუნების მიზნით, მიზანშეწონილია, ხელშეკრულების მოქმედების ვადა თანხვედრაში იყოს აზერბაიჯანში მოქმედ, მონაკვეთის ოპერირებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებასთან. უცხოურ ნავთობკომპანიებსა და მილსადენის ოპერატორ კომპანიასთან ამ საკითხზე მიღწეულია შეთანხმება. შესაბამისად, 2026 წლის 8 ივნისამდე მილსადენის ოპერირებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი მათი მხრიდან დაფინანსდება“, - განაცხადა ინგა ფხალაძემ.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

ყველა სიახლე

31 მარტი 2026, 14:02

მსოფლიო

მედია: ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ისრაელში რვა ადამიანი დაშავდა

ირანის მიერ ცენტრალურ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

31 მარტი 2026, 13:58

რეგიონი

კვერეთის აღკვეთილში, 14 779 ჰა ფართობზე, საზღვრების სადემარკაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ზუსტი საზღვრების დადგენა შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას საკუთრებაში დაირეგისტრირონ და სურვილისამებრ განკარგონ ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც ეროვნული პარკის შექმნის შედეგად პარკის საზღვრებში მოექცა.

31 მარტი 2026, 13:58

სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით აიძულებდა დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა.

31 მარტი 2026, 13:52

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ალუდა ღუდუშაური

31 მარტი 2026, 13:52

საზოგადოება

ალუდა ღუდუშაური: უწმინდესმა და უნეტარესმა ეპოქა შექმნა და მისი ამ ქვეყნიდან წასვლითაც კი დაგვიტოვა ყველაზე მთავარი გზავნილი - ერთიანობა, ერის ერთობა ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ერის საკეთილდღეოდ

უწმინდესმა და უნეტარესმა ეპოქა შექმნა და მისი ამ ქვეყნიდან წასვლითაც კი დაგვიტოვა ყველაზე მთავარი გზავნილი - ერთიანობა, ერის ერთობა ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ერის საკეთილდღეოდ. ჩვენ ვნახეთ, რომ ყველა ადამიანი, მათ შორის, ბავშვები და ხანდაზმულები, მუხლჩაუხრელად, მრავალი საათი იდგნენ უდიდეს რიგში იმისთვის, რომ პატივი მიეგოთ მათი სულიერი მამისთვის და ეს იყო ერთიანობის ზეიმი, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.

31 მარტი 2026, 13:50

საზოგადოება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მარგიშვილმა ერევნის მხითარ ჰერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ არმენ მურადიანს უმასპინძლა. ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

31 მარტი 2026, 13:46

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე და ნინო ვარდოსანიძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობენ

სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესია გაიხსნა. სესიაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო ვარდოსანიძე მონაწილეობენ.

ლევან მაჭავარიანი

31 მარტი 2026, 13:45

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: პატრიარქის ოცნება იყო ერთ მუშტად შეკრული ქართველი ერის ხილვა და ეს მან შეგვაძლებინა

წინა დღეებში მსოფლიომ დაინახა 3000 წლოვანი უწყვეტი გენის მქონე ერის არაბუნებრივი ერთობა. საკუთარი ხასიათით, ქცევითა და ფიქრებით, ჩვენვე ვიყავით ჩვენი სამშობლოსა და ერის კულტურა და იდენტობაც. ჩვენ ყველანი ერთნი ვიყავით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

გია აბაშიძე

31 მარტი 2026, 13:42

პოლიტიკა

გია აბაშიძე: რას იტყვის უსაშველოთა კლასტერი საქართველოს პრეზიდენტის მეუღლეზე, თამარ ბაგრატიონზე ანდა „აღიარებენ“ თუ არა ლეგიტიმურ ხელისუფლებას, ისეთივე უმნიშვნელოა, როგორც დუჟმორეული აკაცუკის სირბილი რუსთაველზე

რას იტყვის უსაშველოთა კლასტერი საქართველოს პრეზიდენტის მეუღლეზე, თამარ ბაგრატიონზე ანდა „აღიარებენ“ თუ არა ლეგიტიმურ ხელისუფლებას, ისეთივე უმნიშვნელოა, როგორც დუჟმორეული აკაცუკის სირბილი რუსთაველზე, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

ირაკლი კირცხალია

31 მარტი 2026, 13:37

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: მივმართავ რადიკალურ ძალებს, თქვენ ასრულებთ უცხო ქვეყნების დავალებებს და ატარებთ მათ ინტერესს საქართველოში, ამიტომაც ხართ უსამშობლო აგენტები

„მივმართავ რადიკალურ ძალებს - რაზეც არ უნდა ისაუბროთ, ვისგანაც არ უნდა მიიღოთ დავალებები, გაერთიანების მერამდენე წრეზეც არ უნდა წახვიდეთ, როგორც არ უნდა შეფუთოთ და რა პიარტექნოლოგიაც არ უნდა გამოიყენოთ თქვენი უდღეური, უსუსური, ვითომდა პოლიტიკური ალიანსის ბრენდირებისთვის, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ თქვენ ახალი გაერთიანება კი არა, ისევ ის ძველი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხართ და წარმოადგენთ სისხლიან რეჟიმს, რომელმაც ჩვენს ხალხსა და სამშობლოს არაერთი უბედურება დაატეხა თავს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ზურაბ ქადაგიძე

31 მარტი 2026, 13:37

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: საქართველო არ არის და არასდროს იქნება რომელიმე ქვეყნის უკანა ეზო! ჩვენ ვართ ქრისტიანული ცივილიზაციის ის ციხე-გოდოლი, საიდანაც თავად ევროპა იშვა

მილიონობით დოლარი დაიხარჯა იმაში, რომ საპატრიარქო „რუსულ ინსტიტუციად“ მოენათლათ, რომ პატრიარქი დაეკნინებინათ, რომ ახალგაზრდებისთვის რწმენა და ტრადიცია ჩამორჩენილობად ეჩვენებინათ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლევან მაჭავარიანი

31 მარტი 2026, 13:34

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: წინა დღეების ქართველებს უპირობოდ გვიყვარდა და გვერდში ვედექით ერთმანეთს. საამაყოა, რომ ყველამ ერთად ასე ღირსეულად გავაცილეთ ჩვენი უწმინდესი. ჩვენი ერთობა ყველაზე უფრო ახარებს ჩვენს სულიერ მამას ზეციურ საქართველოში

წინა დღეების ქართველებს უპირობოდ გვიყვარდა, ვითვალისწინებდით და გვერდში ვედექით ერთმანეთს. საამაყოა, რომ ყველამ ერთად ასე ღირსეულად გავაცილეთ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი. ჩვენი ასეთი ერთობა, სოლიდარობა, ერთმანეთის გატანა და ასეთი სიყვარული, ყველაზე უფრო ახარებს ჩვენს სულიერ მამას ზეციურ საქართველოში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

შალვა პაპუაშვილი

31 მარტი 2026, 13:32

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: 35 წელია დამოუკიდებლობას, როგორც პასუხისმგებლობას და გამოწვევას ისე ვატარებთ, ვინაიდან თავისუფლებას სჭირდება ყოველდღიური ბრძოლა და გაფრთხილება, რასაც ახერხებს ჩვენი საზოგადოება

35 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი, სადაც სრულიად საქართველომ, ყველა კუთხემ, ჩვენი ქვეყნის ყველა შვილმა ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ჩვენ 35 წელია დამოუკიდებლობას, როგორც პასუხისმგებლობას და გამოწვევას ისე ვატარებთ, ვინაიდან თავისუფლება არ არის ადვილი და ამ თავისუფლებას სჭირდება ყოველდღიური ბრძოლა და გაფრთხილება, რასაც ახერხებს ჩვენი საზოგადოება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

31 მარტი 2026, 13:31

მსოფლიო

Euractiv: უკრაინის გადაწყვეტილებამ არ შეუშვას ევროკავშირის მისია ნავთობსადენ „დრუჟბას“ შესამოწმებლად, ბრიუსელში აზრთა სხვადასხვაობა და იმედგაცრუება გამოიწვია

უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ არ მისცეს უფლება ევროკავშირის სპეციალისტებს დაათვალიერონ ნავთობსადენი „დრუჟბა“, რომლის მეშვეობით უნგრეთი და სლოვაკეთი რუსულ ნავთობს იღებენ, ბრიუსელში აზრთა სხვადასხვაობა და იმედგაცრუება გამოიწვია. სტატიას ამ შინაარსით Euractiv-ი ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

31 მარტი 2026, 13:31

პოლიტიკა

მაჭავარიანი: წინა დღეებში მსოფლიომ დაინახა 3 000 წლოვანი უწყვეტი გენის მქონე ერის არაბუნებრივი ერთობა, საკუთარი ხასიათით, ქცევითა, თუ ფიქრებით, ჩვენვე ვიყავით ჩვენი სამშობლოსა და ერის კულტურაც და იდენტობაც

წინა დღეებში მსოფლიომ დაინახა 3 000 წლოვანი უწყვეტი გენის მქონე ერის არაბუნებრივი ერთობა, საკუთარი ხასიათით, ქცევითა, თუ ფიქრებით, ჩვენვე ვიყავით ჩვენი სამშობლოსა და ერის კულტურაც და იდენტობაც, ჩვენ ყველანი ერთნი ვიყავით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ზურაბ ქადაგიძე

31 მარტი 2026, 13:30

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: დღეს, როცა ზოგიერთი ბიუროკრატი ცდილობს ნამდვილი ქრისტიანობა „ლიბერალური ფაშიზმით“ ჩაანაცვლოს, ჩვენ აღმოვჩნდით იმ ღირებულებების დამცველები, რაზეც ოდესღაც თავად ევროპა იდგა

ქვეყნისა და საზოგადოების გაერთიანებაში ეკლესიისა და პატრიარქის როლზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავის პოლიტიკური განცხადების გაკეთებისას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეუძლებელია ერის, რომელსაც ერთად დგომა შეუძლია, დაშინება, მოსყიდვა და შანტაჟი.

თამთა მეგრელიშვილი

31 მარტი 2026, 13:26

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ჩერგოლეიშვილზე: იმას კი არ ამბობს, მოსახლეობას დავუმტკიცებთ, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ხელისუფლებაში ყოფნასო, იმას ამბობს, ამერიკაში ჩავალ და პატრონებს ვეტყვი რა გეგმა მაქვსო

როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკურ მონობასა და აგენტობაზე - არ შეიძლება ეს 1% იანი სუბიექტი არ გაგვახსენდეს მის თანამეცხედრესთან ერთად - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, პარტია „ფედერალისტების” ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „იგეგმება აშშ-ში ვიზიტი - ჩავდივართ ერთი მიზეზით: მივცეთ ჩვენი გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას, როგორ ვამარცხებთ რუსეთის მოკავშირე რეჟიმს და როგორ იმარჯვებს თავისუფალი სამყარო მთელ სამხრეთ კავკასიაში.“

ირაკლი კირცხალია

31 მარტი 2026, 13:23

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ქართველი ხალხის მანდატით აღჭურვილი „ქართული ოცნება“ ასრულებს ჩვენი მოსახლეობის დაკვეთას, პირნათლად იცავს სახელმწიფო ინტერესსა და სუვერენიტეტს, შესაბამისად, ამიტომაც ვართ და ვიქნებით ხელისუფლებაში

ერთი მხრივ მიხეილ სააკაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მთავარმა შემოქმედმა და მეორე მხრივ კი ნიკა გვარამიამ, მისმა გენერალურმა პროკურორმა დაადასტურეს, რომ გაერთიანების შესახებ დავალება მათი გარე პატრონებისგან მიიღეს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

31 მარტი 2026, 13:19

პოლიტიკა

ირაკლი მეზურნიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი PABSEC-ის გენერალურ მდივანს ასაფ ჰაჯიევს შეხვდა.

ვახტანგ ცინცაძე

31 მარტი 2026, 13:18

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტენდენციები გრძელდება და ჩვენი მოლოდინია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა 2026 წელსაც შენარჩუნდება

„ეკონომიკური ზრდის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება - თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 8.8% შეადგინა, ხოლო ჯამურად იანვარ-თებერვლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.4%-ით განისაზღვრა. ჩვენი მოლოდინია, რომ პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა 2026 წელსაც შენარჩუნდება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.