მაჭავარიანი: წინა დღეებში მსოფლიომ დაინახა 3 000 წლოვანი უწყვეტი გენის მქონე ერის არაბუნებრივი ერთობა, საკუთარი ხასიათით, ქცევითა, თუ ფიქრებით, ჩვენვე ვიყავით ჩვენი სამშობლოსა და ერის კულტურაც და იდენტობაც
ლევან მაჭავარიანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
წინა დღეებში მსოფლიომ დაინახა 3 000 წლოვანი უწყვეტი გენის მქონე ერის არაბუნებრივი ერთობა, საკუთარი ხასიათით, ქცევითა, თუ ფიქრებით, ჩვენვე ვიყავით ჩვენი სამშობლოსა და ერის კულტურაც და იდენტობაც, ჩვენ ყველანი ერთნი ვიყავით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ქართველების ერთ მუშტად შეკვრა, სწორედ პატრიარქის სურვილი იყო და მანვე შეაძლებინა ეს ყოველივე ჩვენს ერს.
„პატრიარქის ოცნება იყო ასე ერთ მუშტად შეკრული ერის ხილვა და ეს მანვე შეგვაძლებინა. ერთმანეთის მიმართ ყველანაირი წყენა გაქრა. გაქრა ბრაზი, შური, ბოღმა. არ არსებობდა პროფესია, სოციალური სტატუსი, თანამდებობა, ყველა თანაბარი, დაობლებული ჭირისუფალი ვიყავით. არ არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა, ყველას ერთი აზრი და საერთო მიზანი გვქონდა - ღირსეულად უნდა გაგვეცილებინა ჩვენი უწმინდესი,“- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მაჭავარიანმა ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის ქცევას, საყოველთაო ზრუნვას და მოწიწებას ერთმანეთის მიმართ.
„მისალმების ნაცვლად ერთმანეთს ვუსამძიმრებდით, ჩვენს საერთო სევდას, ვისაც რით შეგვეძლო , ისე ვეხმარებოდით ერთმანეთს. ვისაც რამდენი შეეძლო იმდენი გააკეთა. არასდროს რიგში დგომა რომ არ გვეხერხებოდა წინა დღეებში ესეც კი სამაგალითოდ მოვახერხეთ ქართველებმა. ხალხი რიგში ადგილსაც კი უსიტყვოდ უთმობდა ერთმანეთს. სამების ტაძართან მცხოვრები მოქალაქეები მსახურებით იყვნენ დაკავებულნი. ხალხს წყლით, ჩაითა და ყავით უმასპინძლდებოდნენ. იმიტომ კი არა, რომ ვინმეს დაენახა და შეექო, არამედ იმიტომ რომ სიყვარულის მდგომარეობას ასე გამოხატავდნენ. ვნახეთ სხვადასხვა ასაკის ადამიანები, რომლებმაც ყავარჯნებით ამხელა გზა გაიარეს, ვნახეთ როგორი სითბოთი და მოწიწებით ეგებებოდნენ მათ პოლიციელები, რომლებიც რიგის ნაკადს აწესრიგებდნენ,“- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ყველა სიახლე
31 მარტი 2026, 14:55
საზოგადოება
კახა კალაძემ 101 წლის მარიამ ბებიაშვილს დაბადების დღე მიულოცა
„გილოცავთ დაბადების დღეს, 101 წლის შესრულება და რაც მთავარია, თქვენი შემართება, ბრწყინვალე გონება, შრომისუნარიანობა უდიდესი მოტივაციის მომცემია თითოეული ჩვენგანისთვის. გისურვებთ კიდევ ხანგრძლივ სიცოცხლეს, გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი”, - განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრაზე.
31 მარტი 2026, 14:54
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციას: თუ თქვენ ხართ საქართველოს პატრიოტი პოლიტიკოსები, პირველ რიგში უნდა გესმოდეთ, რა არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი
„მინდა ჩვენი კოლეგების გამონათქვამს გამოვეხმაურო. მით უმეტეს 31 მარტია , საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღე - ჩვენმა ოპოზიციურმა კოლეგამ საუბარი დაიწყო, თუ როგორ გვაფასებენ უცხოელები და „მოსკოვის მექანიზმით“ მოგვილოცა რეფერენდუმის დღე. გეტყვით, რომ ბევრ მექანიზმს მოიგონებენ იმისთვის, რომ ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა საკუთარ კონტროლქვეშ აიყვანონ“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
31 მარტი 2026, 14:51
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: თამარ ბაგრატიონის აშშ-ში ვიზიტი არაა უმნიშვნელო მოვლენა - ასეთ პლატფორმებზე მონაწილეობა ნიშნავს, რომ ქვეყანა აღიქმება როგორც პარტნიორი, რომელსაც შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს გლობალური საკითხების განხილვაში
საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის აშშ-ში ვიზიტი არ წარმოადგენს რიგით და უმნიშვნელო მოვლენას. ეს იყო პოლიტიკურად დატვირთული და სიმბოლურად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ასახავს ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირებას, პარტნიორულ ურთიერთობებს და საქართველოს მზარდ როლს გლობალურ პროცესებში, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე.
31 მარტი 2026, 14:49
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
31 მარტი 2026, 14:47
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია: გაჩნდა რწმენა იმისა, რომ შეგვიძლია ვიყოთ ერთიანი, ერთ მუშტად შეკრული ერი, როგორც ჩვენი ეკლესიის, ასევე ჩვენი ქვეყნის ინტერესების ირგვლივ
მისი თქმით, ეს გულისხმობს ისეთ სახელმწიფოსა და საზოგადოებას, სადაც ძლიერია ეროვნული იდენტობის, ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვა, რაც ერთადერთი იმუნიტეტია დღეს, თანამედროვე გლობალური ქარტეხილების ეპოქაში, რასაც წლების განმავლობაში ებრძოდნენ.
31 მარტი 2026, 14:45
მსოფლიო
მედია: აშშ-მა პოლონეთს ახლო აღმოსავლეთში Patriot-ის ერთი ბატარეის გადასროლა სთხოვა
აშშ-მა პოლონეთის ხელისუფლებას ახლო აღმოსავლეთში Patriot-ის ტიპის ერთი ბატარეისა და PAC-3 MSE ტიპის რამდენიმე რაკეტის გადასროლა სთხოვა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
31 მარტი 2026, 14:44
პოლიტიკა
საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც წინასასამართლო პროცესის თარიღი განისაზღვრა. შემდეგი სხდომა 21 მაისს ჩატარდება.
31 მარტი 2026, 14:40
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე: საზოგადოება გაცილებით უკეთ არის ინფორმირებული, ვიდრე ადამიანები, ვინც გარედან მიღებულ შეკვეთებზე მუშაობენ
„თარიღები, რომლებიც ჩვენი გაგებით გამაერთიანებელია საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, ისევე როგორც საეკლესიო დღესასწაულები, მათთვის კარგი ასპარეზია იმისთვის, რომ დაპირისპირება იყოს უფრო სკანდალური, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში. სწორედ აქედან გამომდინარეა შერჩეული 26 მაისი, მხოლოდ ის უნდათ, რომ მავნებლობის ხარისხი მეტი იყოს“, - მიიჩნევს ვოლსკი.
31 მარტი 2026, 14:38
პოლიტიკა
ოპოზიცია 26 მაისს აქციას აანონსებს
ოპოზიცია 26 მაისს აქციას აანონსებს. ოპოზიციის გეგმებზე ზურაბ-გირჩი ჯაფარიძემ ისაუბრა. მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიციის მიზანია ქვეყნის დესტაბილიზაცია.
31 მარტი 2026, 14:35
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირების შედეგად ნახევარფაბრიკატების საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს.
31 მარტი 2026, 14:31
სამართალი
გეკა გელაძემ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში სამუშაო შეხვედრა გამართა
გეკა გელაძემ ყურადღება გაამახვილა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებების კონტექსტში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე - აკადემიის ინსტიტუციურ განვითარებაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სასწავლო დაწესებულებაში მიმდინარე პროექტების მხარდაჭერას.
31 მარტი 2026, 14:28
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანდება რადიკალური ოპოზიცია თუ დაიშლება, მათი ნებისმიერი პოლიტიკური მისწრაფება განწირულია გამოუსწორებელი მარცხისთვის და ასე იქნება მუდამ
9-წლიანი მმართველობის, 12-წლიანი რადიკალური ოპოზიციონერობის და რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობის შემდეგ, რადიკალურმა ოპოზიციამ, ქართული საზოგადოებისთვის, პოლიტიკური გემოვნების კატეგორიიდან უკვე მორალური წითელი ხაზის კატეგორიაში გადაინაცვლა. შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანდებიან ისინი თუ დაიშლებიან. მათი ნებისმიერი პოლიტიკური მისწრაფება იმთავითვე განწირულია გამოუსწორებელი მარცხისთვის და ასე იქნება მუდამ, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ.
31 მარტი 2026, 14:21
პოლიტიკა
არჩილ ბერიძე: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ბრძანა პატრიარქმა. ეს არის ის ღირებულებითი სამეული, რომელსაც ემყარება ჩვენი პოლიტიკაც
„ეს არის პოლიტიკა, რომელიც ეყრდნობა ჩვენს ისტორიას და ტრადიციას, იმ გზას, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიარა არა მხოლოდ ხმლითა და ფარით, არამედ გონივრული პოლიტიკით, გამოცდილებით და მომავლის ხედვით. ეს არის გზა, რომელიც აერთიანებს რწმენას, სახელმწიფოებრიობას და ადამიანის ღირსებას. სწორედ ამ გზაზე დგას საქართველო დღესაც“, - განაცხადა ბერიძემ.
31 მარტი 2026, 14:21
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: ეს ზარი არ არის ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოვლენა. რუბიო არის სახელმწიფო მდივანი, რომელსაც სახელმწიფოს სახელით აქვს ლაპარაკის უფლებამოსილება
„ეს ზარი არ არის ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოვლენა. რუბიო არის სახელმწიფო მდივანი, რომელსაც სახელმწიფოს სახელით აქვს ლაპარაკის უფლებამოსილება“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.
31 მარტი 2026, 14:20
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულებს ერთ-ერთი ბანკის თანამდებობის პირად გაეცნო და თითქოსდა მაღალი სარგებლის მისაღებად, შესთავაზა მათ საკუთარი თანხები მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე განეთავსებინათ. ამ გზით ბრალდებულმა, დაზარალებულებს პირად ანგარიშებზე 397 760 ლარი ჩაარიცხინა, რასაც თაღლითურად დაეუფლა.
31 მარტი 2026, 14:14
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი 1 აპრილს რუსეთს ეწვევა და ვლადიმერ პუტინს შეხვდება
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი 1 აპრილს სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფედერაციას ეწვევა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
31 მარტი 2026, 14:14
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ეს იყო ნამდვილად მნიშვნელოვანი ზარი შინაარსიდან გამომდინარე. ჩვენ უფრო მეტს ველით, უფრო დროულად ველით აშშ-ს და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვას
ეს იყო ნამდვილად მნიშვნელოვანი ზარი შინაარსიდან გამომდინარე, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ირაკლი კობახიძისა და მარკო რუბიოს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.
31 მარტი 2026, 14:14
საზოგადოება
მაია ბითაძე სპეციფიკური ნარჩენების მდგრადი მართვის საორგანიზაციო შეხვედრას დაესწრო
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, ქალაქ თელავში, სპეციფიკური ნარჩენების მდგრადი მართვის საორგანიზაციო შეხვედრას დაესწრნენ.
31 მარტი 2026, 14:09
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: 9 წლიანი მმართველობის, 12 წლიანი რადიკალური ოპოზიციონერობის და რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობის შემდეგ, მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანდებიან თუ დაიშლებიან, მათი ნებისმიერი პოლიტიკური მისწრაფება, განწირულია მარცხისთვის
9 წლიანი მმართველობის, 12 წლიანი რადიკალური ოპოზიციონერობის და რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობის შემდეგ, რადიკალურმა ოპოზიციამ, ქართული საზოგადოებისთვის, პოლიტიკური გემოვნების კატეგორიიდან უკვე მორალური წითელი ხაზის კატეგორიაში გადაინაცვლა, შესაბამისად მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანდებიან ისინი თუ დაიშლებიან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
31 მარტი 2026, 14:08
პოლიტიკა
აჩიკო ბერიძე: ჩვენ ვიცავთ სამშობლოს, რომლის 20% ოკუპირებულია და რომელსაც ჯერ კიდევ ახსოვს 2008 წლის ომის ტკივილი - ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა და ეს არ ყოფილა შემთხვევითი, ეს იყო გონივრული პოლიტიკის შედეგი
პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, იმ მძიმე და სამგლოვიარო დღეებში, ჩვენ ყველამ ვიხილეთ ჩვენი საზოგადოების ნამდვილი სახე. ვიხილეთ არა მხოლოდ გლოვა, არამედ, ერთობა, თანაგრძნობა და ერთმანეთისადმი პატივისცემა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აჩიკო ბერიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.


