თამარ იოსელიანი: ერთობლივი მუშაობით შევძელით ევროპული, ძალიან ავტორიტეტული, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Norwegian-ის საქართველოს ბაზარზე შემოყვანა
თამარ იოსელიანი
ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
„საქართველოს ბაზარზე კიდევ ერთი ევროპული, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „ნორვეჯიანი“-ის (Norwegian) შემოსვლა, რომელიც თბილისსა და კოპენჰაგენს შორის შეასრულებს რეისებს, ისტორიული მოვლენაა - აქამდე დანიის სამეფოსა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ გვქონდა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილე აქცენტს აკეთებს იმ ფაქტზე, მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლა უკვე მეორე ევროპულმა ავიაკომპანიამ დაადასტურა - გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines ასევე პირდაპირ ფრენებს შეასრულებს თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით.
სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია Norwegian-ი საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას 2026 წლის 27 ივნისიდან დაიწყებს და კვირაში ორჯერ შეასრულებს რეისებს თბილისსა და კოპენჰაგენს შორის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ საკითხზე მუშაობა უწყებამ დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, თამარ იოსელიანი კი აგვისტოს თვეში, მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე ნორვეგიაში პირადად იმყოფებოდა.
„ავიაკომპანიის საქართველოში შემოსვლის თაობაზე მოლაპარაკებებში ჩართული იყო როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანია „ტავი“. ჩვენი ერთობლივი მუშაობით შევძელით ევროპული, ძალიან ავტორიტეტული, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოყვანა. Norwegian სიდიდით მეორე ავიაკომპანიაა სკანდინავიის ქვეყნებში, Scandinavian Airlines (SAS)-ის შემდგომ კი პირველი. შესაბამისად, ავიაკომპანიას ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში გამოკითხვების შედეგად ავიაკომპანიების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, თამარ იოსელიანი ყურადღებას ამახვილებს სკანდინავიის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართ ძალიან დიდ დაინტერესებაზე - გასულ წელს სკანდინავიიდან ვიზიტორთა დაახლოებით 27%-იანი მატება დაფიქსირდა. მინისტრის მოადგილის შეფასებით, სწორედ ეს განაპირობებს ავიაბაზარზე საქართველოს მიმართ დიდ ინტერესს.
„ეს იყო ერთ-ერთი მაპროვოცირებელი, რომ ჩვენ შევძელით Norwegian-ის საქართველოში შემოყვანა. დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების ოპერირება ბაზარზე კონკურენციას ზრდის, შესაბამისად, დაბალი ფასები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მეტი ტურისტი შემოვიყვანოთ. უნდა აღინიშნოს, რომ სკანდინავიის ქვეყნები ჩვენი სამიზნე მიმართულებაა - იქიდან საქართველოში მაღალ მსყიდველუნარიანი ტურისტები შემოდიან და ჩვენთვის ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 19:20
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 19:20
საზოგადოება
გორში, მიუსაფარ შინაურ ცხოველთა თავშესაფარში სამართალდარღვევა არ გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დეტალურად გადაამოწმეს ქ. გორში, ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფრის ტერიტორია.
01 აპრილი 2026, 19:10
სამართალი
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 108 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 108 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 19:08
პოლიტიკა
პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, სისხლის უანგარო დონაციის მორიგი აქცია გაიმართა.
01 აპრილი 2026, 19:07
მსოფლიო
ფაშინიანი პუტინთან შეხვედრაზე: სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა და არც დადგება
სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა და არც დადგება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
01 აპრილი 2026, 18:51
საზოგადოება
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ შეზღუდა მიკედლების პროცედურები, სიმართლეს არ შეესაბამება
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ შეზღუდა მიკედლების პროცედურები, სიმართლეს არ შეესაბამება, - ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 18:32
პოლიტიკა
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო
საკანონმდებლო ორგანომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი 77 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო.
01 აპრილი 2026, 18:29
მსოფლიო
ტრამპმა Reuters-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აბსოლუტურად განიხილავს ნატოდან აშშ-ის გაყვანის საკითხს და დღევანდელ გამოსვლაში ალიანსს გააკრიტიკებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აბსოლუტურად განიხილავს ნატოდან აშშ-ის გაყვანის საკითხს და დღევანდელ გამოსვლაში ალიანსს გააკრიტიკებს.
01 აპრილი 2026, 18:29
საზოგადოება
დღეს ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღეა, მას 89 წელი შეუსრულდებოდა
დღეს ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღეა, მას 89 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს სახალხო არტისტი, გარდა სამსახიობო კარიერისა იკვლევდა ქართული ანბანის წარმოშობას და ეწეოდა მის პოპულარიზაციას.
01 აპრილი 2026, 18:24
პოლიტიკა
ვატო ქიზიყურაშვილი: იქმნება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა და სწორედ ეს არის დიდი შესაძლებლობების ფანჯარა პატარა ქვეყნებისთვის, რომ განიმტკიცონ ნეიტრალიტეტი და არ იყვნენ ჩართული დიდი ქვეყნების ჭიდილში
ჩვენი პარტია, როგორც ნეიტრალიტეტის მხარდამჭერი, აბსოლუტურად ყველა მხრივ მიესალმება ნებისმიერ ქვეყანასთან თანასწორ და ღირსეულ ურთიერთობას, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო ქიზიყურაშვილმა „დღის ქრონიკასთან“.
01 აპრილი 2026, 18:23
მსოფლიო
ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე სრულად მისი კონტროლის ქვეშაა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე სრულად მათი კონტროლის ქვეშაა.
01 აპრილი 2026, 18:21
პოლიტიკა
„დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით განიხილა და 78 მომხრე, 10 წინააღმდეგი, „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მიიღო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ წარადგინა.
01 აპრილი 2026, 18:16
პოლიტიკა
რატი იონათამიშილი: გამჭვირვალობა არის ის, რაც არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და რისიც ეშინიათ რადიკალებს და პოლიტიკურ ექსტრემისტულ ჯგუფებს რადიკალურ ოპოზიციაში
გამჭვირვალობა არის ის, რაც არის მოთხოვნა სრულიად ჩვენი საზოგადოების და ასევე არის ის, რისიც ეშინიათ რადიკალებს და პოლიტიკურ ექსტრემისტულ ჯგუფებს რადიკალურ ოპოზიციაში და ესეც ბუნებრივია, რა საკვირველია, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ამ პრინციპს ვიცავთ და მისი ერთგულები ვრჩებით,- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
01 აპრილი 2026, 18:12
მსოფლიო
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ნატო სამხედრო ალიანსია, რომელიც ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაზე ზრუნავს - ის არ არის შექმნილი ჰორმუზის სრუტეში ოპერაციების განსახორციელებლად
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალის რუფომ უპასუხა დონალდ ტრამპის კრიტიკას ნატოს მისამართით და აღნიშნა, რომ ნატო არის ალიანსი, რომელიც შექმნილია ევროატლანტიკური ზონის უსაფრთხოების დასაცავად და არა „ჰორმუზის სრუტეში ოპერაციების განსახორციელებლად, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნებოდა“. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 18:12
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობით სახალხო დამცველის ანგარიშებს. არის ცალკეული რეკომენდაციები, რომლებსაც ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით, ნებისმიერ შემთხვევაში გვაქვს ჩვენი არგუმენტები
„ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობით სახალხო დამცველის ანგარიშებს. არის ცალკეული რეკომენდაციები, რომლებსაც ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით, ნებისმიერ შემთხვევაში გვაქვს ჩვენი არგუმენტები“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
01 აპრილი 2026, 18:03
მსოფლიო
მედია: Dior-მა რუსეთში ორი სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა
მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა მოდის სახლმა, Christian Dior-მა რუსეთში ორი სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 18:00
პოლიტიკა
პარლამენტმა „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
ცვლილების თანახმად, ის უფლებამოსილებები ზუსტდება, რომლებსაც დაზვერვის სააგენტოს უფროსი უშუალოდ განახორციელებს. კანონპროექტის მიხედვით, ასევე გაიმიჯნება ის უფლებამოსილებები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებას ითვალისწინებს. მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, დაზვერვის სააგენტოს ოპერატიული და ანალიტიკური ფუნქციის ქვედანაყოფებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნისთვის დაზვერვის სააგენტოში ამავე პროფილით მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება საკმარისი იქნება.
01 აპრილი 2026, 17:59
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საბერძნეთი და ევროკავშირის ქვეყნები ჩვენთვის სტრატეგიული და პრიორიტეტული მიმართულებებია, საბერძნეთთან ფრენები კვირაში 19 სიხშირით განხორციელდება, რაც ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ პირდაპირ მიმართულებას ამატებს და თბილისსა და ჰერაკლიონს შორის ფრენებს კვირაში 1 სიხშირით შეასრულებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა.
01 აპრილი 2026, 17:58
მსოფლიო
მედია: Hyundai HD-ს რუსეთში სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია სურს
Hyundai HD-ს რუსეთში ელექტრონული ტექნიკის გაყიდვისთვის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია სურს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 17:58
პოლიტიკა
საკანონმდებლო ორგანომ „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მიიღო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საკანონმდებლო ინიციატივა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა წარადგინა. მისივე თქმით, თანამდებობაზე დანიშვნის და გათავისუფლების იგივე პრინციპი „საქსტატის“ საბჭოს წევრებზეც გავრცელდება. ასევე, „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორისა და საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნა კვლავ ღია კონკურსის საფუძველზე განხორციელდება.


