24 დეკემბერი 2025, 16:13 / სანდო წყარო

ქვრივიშვილი: რიგ ქვეყნებში, სადაც „იგლ ჰილსი“ ახორციელებს ინვესტიციებს, სახელმწიფო მაქსიმალური ვალდებულებებითაა დატვირთული. ქართული პროექტი განსხვავებულია იმით, რომ სახელმწიფო არც ფინანსურ და არც სხვა სახის ვალდებულებებში შესულა

მარიამ ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ აქცენტს აკეთებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვაზე. მინისტრის შეფასებით, მიმდინარე წელი განსაკუთრებით წარმატებულია, რადგან ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ქვეყანაში ისტორიული მოცულობის - 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის შემოტანა. ამ თემაზე მარიამ ქვრივიშვილმა ელჩების კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაზე „ვაჭრობა, ინვესტირება, მდგრადი განვითარება გლობალური გამოწვევების პირობებში” ისაუბრა.

„ყველამ ვიცით, რომ ძალიან ცნობილი ჯგუფი, კომპანია „იგლ ჰილსი“ იწყებს პროექტის განხორციელებას ორ ძირითად ლოკაციაზე - ეს არის გონიო და დედაქალაქი, სადაც, ფაქტობრივად, ორი ახალი დანიშნულების, მულტიკომპლექსური ადგილი განვითარდება, რომელიც გააერთიანებს განთავსების ობიექტებს, სარესტორნო სივრცეებს, სასტუმროებს, ასევე საცხოვრებელ სივრცეებს“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და არ არსებობს არავითარი რისკები, რაზეც ხშირად სპეკულირებენ.

„ბევრი სპეკულაცია ისმის ამ პროექტის გარშემო და, სამწუხაროდ, ხშირია, როდესაც კარგი საქმე კეთდება, მაქსიმალურად არის ხოლმე მცდელობა, ის გადაიფაროს. ამიტომ რაღაც ეტაპამდე დაგვჭირდა იმის ახსნა, რომ ეს არის კარგი საქმე და არავითარი რისკები ამ პროექტში არ არის. პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ, არის ის, რომ სახელმწიფოს არავითარი ფორმით არ აუღია რაიმე ფინანსური ვალდებულება და არც ფინანსური გარანტია მიუცია ინვესტორისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ის ახორციელებს უპრეცედენტო ინვესტიციას. ხაზგასასმელია, რომ რიგ ქვეყნებში, სადაც იგივე კომპანია ახორციელებს ინვესტიციებს, მაქსიმალური ვალდებულებებით არის დატვირთული სახელმწიფოს მხარე, თუმცა, ქართული პროექტი ნამდვილად განსხვავებულია იმით, რომ სახელმწიფო არც ფინანსურ და არც რაიმე სხვა სახის ვალდებულებებში არ შესულა ინვესტორთან“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო იქნება თანაპარტნიორი საერთო საწარმოში, 33%-იანი წილით, რაც, დამატებითი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტისთვის, მიიღოს კიდევ უფრო მეტი შემოსავალი.

„პროექტის დადებითი ეფექტები ძალიან ბევრია, მათ შორის, ხაზგასასმელია და მთავარი ის, რომ დაახლოებით 11 მილიარდი ლარის ეკონომიკური სარგებელი ექნება ჩვენ ქვეყანას, დაახლოებით 25 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება მშენებლობის დაწყების დღიდან და მერე უკვე დაახლოებით 8000 სამუშაო ადგილი გვექნება გონიოსა და დედაქალაქში, როცა პროექტი ოპერირებას დაიწყებს. მას მერე, რაც მშენებლობა დაიწყება, ყოველწლიურად, ბიუჯეტი მინიმუმ 500 მილიონ ლარს მიიღებს მხოლოდ გადასახადების სახით, ხოლო პროექტის სრულად კომერციულ ოპერირებაში გაშვების შემდეგ სახელმწიფოს 33 პროცენტი წილის პროპორციული დივიდენდი, ყოველწლიურად, იქნება 200 მილიონი ლარი“, - განმარტა ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრი ასევე გამოეხმაურა სპეკულაციებს ე.წ. „არაბიზაციის“ შესახებ.

„ბევრი სპეკულაცია ისმის ამის თაობაზე და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - არავითარი კავშირი ინვესტიციას მიგრაციის ზრდასთან არ აქვს, ასევე არავითარი კავშირი არ იქნება, მათ შორის, ბინებისა თუ აპარტამენტების გაყიდვასა და ბინადრობის უფლების მინიჭებას შორის, ეს ძალიან მკაფიო და ცალსახა პოზიციაა არავითარი ამის მსგავსი არსებულ ხელშეკრულებაში არ წერია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა

ყველა სიახლე

02 აპრილი 2026, 20:01

მსოფლიო

Reuters: საფრანგეთმა გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები პარიზის სენსიტიურ ობიექტებზე მას შემდეგ, რაც Bank of America-ს ოფისებზე ბომბით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა

საფრანგეთმა გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები პარიზის სენსიტიურ ობიექტებზე მას შემდეგ, რაც Bank of America-ს ოფისებზე ბომბით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ფრიდრიხ მერცი

02 აპრილი 2026, 19:24

მსოფლიო

POLITICO: ფრიდრიხ მერცის მთავრობის პოპულარობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა - მისი საქმიანობით ამომრჩეველთა მხოლოდ 15 პროცენტია კმაყოფილი

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მთავრობის პოპულარობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა - ხუთშაბათს გამოქვეყნებული ARD DeutschlandTrend-ის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მისი საქმიანობით ამომრჩეველთა მხოლოდ 15 პროცენტია კმაყოფილი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

დავით ჩიხელიძე

02 აპრილი 2026, 19:11

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: გიორგი ბარამიძე იმ ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო, რომლის მმართველობის დროს ქუჩებში ადამიანებს ცხოველებივით კლავდნენ, უსწორდებოდნენ და მძიმე დანაშაულები დაუსჯელი რჩებოდა

გიორგი ბარამიძე ცხოველთა დამცველი თუ იყო არ ვიცოდი, ჰუმანიზმზე ლექციებს კითხულობს, „არ მოკლა, მოუარეო“ წერს ძაღლზე, მაგრამ სვანეთის სპეცოპერაციაზე კრინტსაც არ ძრავს - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 18:56

მსოფლიო

POLITICO: მაკრონი აცხადებს, რომ ტრამპი ნატოს ასუსტებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ასუსტებს ნატოს ალიანსის საჯარო დისკრედიტაციითა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისადმი ვაშინგტონის ერთგულებაში ეჭვის შეტანით. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 18:56

პოლიტიკა

სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დევინის ისტორიული ციხესიმაგრე დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი დევინში დელეგაციის წევრებთან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გიორგი ზურაბაშვილთან, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კონსტანტინე ქვაჩაკიძესა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

02 აპრილი 2026, 18:54

საზოგადოება

საქართველოს ეროვნული არქივის პავილიონი „ხელოვანი იუსტიციელების“ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს

მინისტრმა ხაზი გაუსვა ქველმოქმედების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს, რომლებმაც საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს.

02 აპრილი 2026, 18:47

მსოფლიო

ჩინეთის საგარეო უწყება: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხების ძირეული მიზეზი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული უკანონო სამხედრო ქმედებაა

ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის ძალების მხრიდან ირანში განხორციელებული „უკანონო სამხედრო ქმედება“ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის შეფერხების მთავარი მიზეზია.

დავით მათიკაშვილი

02 აპრილი 2026, 18:44

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: უგულავას მმართველობის პირობებში ძაღლებს ხომ ხოცავდნენ უმოწყალოდ და ძაღლებზე მეტს ადამიანებს ხოცავდნენ, პირდაპირ ქუჩაში ესროდნენ, ანადგურებდნენ

ეს ამორალური რადიკალები ფიქრობენ, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ადამიანთა ემოციური ბმა ცხოველების მიმართ საკუთარი მიზნების მისაღწევად და ყველაფერს სჩადიან, კადრულობენ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“.

02 აპრილი 2026, 18:44

პოლიტიკა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითმა კომისიამ, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გამართა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებულ გასართობ სივრცეში -„ანდიო ლენდი“ ღონისძიება გამართა.

გია აბაშიძე

02 აპრილი 2026, 18:32

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა - ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა“.

02 აპრილი 2026, 18:22

საზოგადოება

თბილისის მერია: მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი შეიჭრა თავშესაფრის ისეთ ტერიტორიაზეც, სადაც განთავსებული არიან დაავადებული ძაღლები. მათ ვოლიერებიდან გამოიყვანეს დაავადებული ძაღლები, ასევე ცოფის ვირუსზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ცხოველები

თბილისის მერია, ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციას ეხმაურება, რა დროსაც მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა.

02 აპრილი 2026, 18:19

რეგიონი

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს, ზუგდიდის მერი დღის ცენტრებს ესტუმრა

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, მოადგილე გიორგი ხვიჩიასთან და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დღის ცენტრებს ესტუმრა და ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

02 აპრილი 2026, 18:18

საზოგადოება

ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი: როცა ვამზადებდით ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას, ერთადერთი, რაც გავითვალისწინეთ, ეს გახლავთ მოსახლეობის უსაფრთხოება, მეტი არაფერი

„არის საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, სადაც არ შეიძლება ცხოველების მიკედლება. როცა ვამზადებდით ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას, ჩავწერეთ ეს ღონისძიებები, რომ ამ ადგილებში არ დავაბრუნებდით უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მიმდებარე ტერიტორიაზე დავაბრუნებდით, თუმცა კანონში ზუსტად არ არის განსაზღვრული მიმდებარე ტერიტორია - 10 მეტრის მოშორებით, 20-ის, თუ 30-ის. ერთადერთი, რაც გავითვალისწინეთ, ეს გახლავთ მოსახლეობის უსაფრთხოება, მეტი არაფერი“, - აღნიშნა ხელაიამ.

02 აპრილი 2026, 18:17

მსოფლიო

CNN: აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა ზრდა განაგრძო და ბოლო მონაცემებით, ერთ გალონზე 4.08 დოლარს მიაღწია

აშშ-ში რეგულარული ტიპის ბენზინის საშუალო ფასმა ზრდა განაგრძო და ბოლო მონაცემებით, ერთ გალონზე 4.08 დოლარს მიაღწია, რაც წინა დღესთან შედარებით 2 ცენტით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

დემნა ხელაია

02 აპრილი 2026, 18:14

საზოგადოება

დემნა ხელაია ზუგდიდის ინციდენტზე: მოხდა მიკედლებული ცხოველების აყვანა სტერილიზაციისთვის, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ნაწილი დაბრუნდა ლოკაციაზე, ნაწილი კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდება მიმკედლებლებს

მოხდა მიკედლებული ცხოველების აყვანა სტერილიზაციისთვის, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ნაწილი დაბრუნდა ლოკაციაზე, ნაწილს კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან მიმკედლებლებს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც მიუსაფარი ძაღლების მიმკედლებლები სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.

დავით მათიკაშვილი

02 აპრილი 2026, 18:12

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: შენგენის ზონასთან მიმართებით ერთი პროცესი განვითარდა - შვეიცარია არ დადგა გვერდით იმ მთლიანი მოცემულობისგან, რაც უსამართლოდ და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, აშკარა ძალმომრეობით განახორციელა ევრობიუროკრატიამ

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი დიპლომატიური პასპორტების შეჩერებასთან დაკავშირებით შვეიცარიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

დავით მათიკაშვილი

02 აპრილი 2026, 18:07

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ორი ცხელი წერტილი ჩვენს სიახლოვეს - ომი უკრაინაში, ომი ახლო აღმოსავლეთში. ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მოუმზადებელი შეხვდეს და დახვდეს ამ მოვლენებს

„აბსოლუტურად სხვა რეალობა არსებობს მსოფლიოში პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე ეს იყო თუნდაც ხუთი-ექვსი წლის წინ. ის, რაც გუშინ და გუშინ წინ ურყევ წესრიგად ითვლებოდა მსოფლიო გლობალური პოლიტიკის ჭრილში, დღეს აბსოლუტურად ამოტრიალებულია“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

დემნა ხელაია

02 აპრილი 2026, 18:06

საზოგადოება

დემნა ხელაია: ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტო შიდა ქართლის ტერიტორიაზე ცხოველთა ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს არ ახორციელებს, გაუგებარია საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია

გუშინაც და დღესაც ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალი განმარტება გაკეთდა, როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების, გორის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის ხელმძღვანელობისგან და საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ.

დავით მათიკაშვილი

02 აპრილი 2026, 18:05

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალები მუდმივად ერთ წრეზე დადიან - არ საუბრობენ საკუთარ ხალხთან

უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალები მუდმივად ერთ წრეზე დადიან. დაუშვებელია ამ მეხუთე კოლონის ხელისუფლებაში მობრუნება, ამ სადისტების დაბრუნება ხელისუფლებაში. ისინი მუდმივად ამას აკეთებენ - არ საუბრობენ საკუთარ ხალხთან, არ აქვთ კონტაქტი საკუთარ ამომრჩეველთან, მათთვის ადამიანებთან, ქართულ ოჯახებთან, ქართველ კაცთან ურთიერთობა არაფრის მომცემია, იმიტომ რომ ნდობა მათ მიმართ ნულოვანია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

02 აპრილი 2026, 18:01

პოლიტიკა

საქალაქო სასამართლოში, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ რამდენიმე პირის, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.