imedi /  28 დეკემბერი 2017, 10:30 / სანდო წყარო

iPhone X-ის ხარვეზების გამო Apple-ის აქციები გაუფასრუდა

iPhone X-ის გამოშვების შემდეგ Apple-ი ვარაუდობდა, რომ მოგება კიდევ უფრო გაიზრდებოდა და გაიზრდებოდა კომპანიის აქციათა ფასიც, თუმცა ახალ სმარტფონში დაფიქსირებულმა ხარვეზებმა Apple-ის აქციათა ფასზე უარყოფითად იმოქმედა და ბოლო დღეების განმავლობაში დაახლოებით 4%-ით შემცირდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

FactSet-ის ცნობით, Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 898.6 მილიარდი დოლარიდან თითქმის 23 მილიარდით შემცირდა და 875.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

ანალიტიკოსების მოსაზრებით, კომპანია 2018 წლის პირველ კვარტალში დაგეგმილზე გაცილებით ნაკლებ iPhone X-ს გაყიდის - ივარაუდება, რომ ეს ციფრი დაახლოებით 40 მილიონ სმარტფონამდეა.

Apple-მა  2017 წლის ყველაზე საინტერესო ტელეფონის iPhone X-ის გაყიდვა 3 ნოემბერს დაიწყო. iPhone X-ის გაყიდვა საქართველოში 6 ნოემბრიდან დაიწყო.

10 ნოემბერს Apple-მა აღიარა, რომ iPhone X-ის ეკრანს გარკვეული პრობლემები აქვს. 

11 ნოემბერს, iPhone X-ს კიდევ ერთი პრობლემა აღმოუჩინეს. ეს არის მწვანე ვერტიკალური ზოლი, რომელიც ეკრანზე ჩნდება. სმარტფონის მფლობელები ამტკიცებენ, რომ ტელეფონი არ დაუზიანებიათ.

ყველა სიახლე

რატი იონათამიშვილი

16 ივლისი 2026, 14:27

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: გვარამია იძლევა აღიარებით ჩვენებას, რომ ის და მისნაირები მისტირიან ორ რამეს, ერთი -საქართველო არ განადგურდა და აქ ომი არ იყო. მეორე, - მათ ამ ომზე შემდეგ ფული ვერ იშოვეს

„გვარამია იძლევა აღიარებით ჩვენებას, რომ ის და მისნაირები მისტირიან ორ რამეს, ერთი -საქართველო არ განადგურდა და აქ ომი არ იყო. მეორე, - მათ ამ ომზე შემდეგ ფული ვერ იშოვეს“, - განუცხადა „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

16 ივლისი 2026, 14:26

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეებს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან.

გიორგი ვოლსკი

16 ივლისი 2026, 14:24

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი გლობალური ადაპტაციის ინიციატივის ანგარიშზე: ეს კვლევა ადასტურებს, რომ ამ გამოწვევების წინაშე, რომელიც მსოფლიოს ახასიათებს, საქართველოს მზაობა არის ძალიან მაღალი და ბევრი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მაჩვენებლებზე უკეთესია

სამწუხაროა, მაგრამ ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა ამ მიმდინარე პროცესებში რომელი ქვეყანა რამდენად სტაბილური მდგომარეობით გამოირჩევა, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გლობალური ადაპტაციის ინიციატივის ანგარიშზე საუბრისას.

არჩილ გორდულაძე

16 ივლისი 2026, 14:23

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე გვარამიას განცხადებაზე: ეს ერთი მხრივ არის ომის პროპაგანდა, მეორე მხრივ გამართლების მცდელობა 2008 წლის მოვლენებისა, როცა 4 მილიარდი თითქოს, გადმოგვცეს, მაგრამ დღემდე იხდის სახელმწიფო ამ ვალს

ეს არის პირდაპირი გამოძახილი 2022 წლიდან მოყოლებული ნარატივისა, ქალბატონ ნინო ლომჯარიას რომ სირცხვილი წვავდა და ერჩივნა, რომ ბომბების წვიმა ყოფილიყო რუსთაველზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

16 ივლისი 2026, 14:23

მსოფლიო

„ევროპის გადარჩენის აქტის“ წევრები აცხადებენ, რომ ევროპარლამენტის შენობაში არ შეუშვეს

ბრიუსელში აქტივისტებს ევროპარლამენტის შენობის სიახლოვის მისვლის უფლება არ მისცეს. მოძრაობა „ევროპის გადარჩენის აქტის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ ქალაქის მერის ბრძანების საფუძველზე, დემონსტრანტების შესაკავებლად, ევროპარლამენტის სიახლოვეს ბარიკადები აღმართეს.

16 ივლისი 2026, 14:13

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დმანისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დმანისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

16 ივლისი 2026, 14:08

მსოფლიო

უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს პორნოგრაფიის დეკრიმინალიზაციისა და ბავშვთა პორნოგრაფიაზე სასჯელის გამკაცრების შესახებ

კანონპროექტის თანახმად, უკრაინაში დანაშაულად აღარ ჩაითვლება სრულწლოვანების მონაწილეობით პორნოგრაფიული მასალების შექმნა და გავრცელება. პარალელურად, კანონპროექტი ბავშვთა პორნოგრაფიული მასალების წარმოება გავრცელებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

16 ივლისი 2026, 14:04

მსოფლიო

FT: აშშ-ის მთავრობა BBC-ს წინააღმდეგ დონალდ ტრამპის სარჩელთან მიერთების შესაძლებლობას განიხილავს

ფლორიდის სასამართლოში შეტანილ განაცხადში, ამერიკის მთავრობა განმარტავს, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ამერიკის სამთავრობო უწყებებისა და მაღალჩინოსნებისგან ინფორმაციის გამოთხოვა და სასამართლოში დაბარების პროცედურები სამართლებრივ სტანდარტებს არ შეესაბამება.

16 ივლისი 2026, 13:52

ეკონომიკა

სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის „Wine21.com” ორგანიზებით, ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა კორეის რესპუბლიკის დედაქალაქში გაიმართა.

16 ივლისი 2026, 13:50

ეკონომიკა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ვიცე-პრემიერ, ჰოჯამირატ გელდიმირადოვს შეხვდა.

 ხოსე ენრიკე ბოფილი

16 ივლისი 2026, 13:34

ეკონომიკა

ხოსე ენრიკე ბოფილი: საქართველოში სტაბილური ბიზნესგარემო დაგვხვდა, რაც GWP-ისა და GGU ჯგუფის საერთაშორისო აღიარებებშიც აისახა

Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა, ხოსე ენრიკე ბოფილმა გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ კომპანიის სამომავლო გეგმებზე, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და საქართველოში არსებულ სატარიფო მოდელზე ისაუბრა.

ცოტნე ანანიძე

16 ივლისი 2026, 13:29

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე სალომე ზურაბიშვილის ერთიანობის გეგმაზე: ხალხს ვერა, მაგრამ ერთმანეთს ატყუებენ, რომ ოპოზიციის ყალბი გაერთიანება გამარჯვების ფორმულაა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე სალომე ზურაბიშვილის ერთიანობის გეგმას ეხმიანება და ამბობს, რომ „ხალხს ვერა, მაგრამ ერთმანეთს ატყუებენ, რომ ოპოზიციის ყალბი გაერთიანება გამარჯვების ფორმულაა“.

სერგეი კორეცკი

16 ივლისი 2026, 13:22

მსოფლიო

უმაღლესმა რადამ სერგეი კორეცკის უკრაინის პრემიერად დანიშვნას მისცა ხმა

უმაღლესმა რადამ უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე „ნაფტოგაზისა“ და „უკრნაფტას“ ყოფილი ხელმძღვანელის, სერგეი კორეცკის დანიშნა. შესაბამის გადაწყვეტილებას სახალხო დეპუტატებმა მხარი სულ ცოტა ხნის წინ დაუჭირეს. გადაწყვეტილების მიღებას ხმა 289-მა სახალხო დეპუტატმა მისცა.

16 ივლისი 2026, 13:12

მსოფლიო

Bloomberg: დიდი ბრიტანეთი 500 კმ სიშორის ბალისტიკურ რაკეტებს შეიმუშავებს და უკრაინას მიაწვდის

სააგენტო Bloomberg-მა შეიტყო, რომ დიდმა ბრიტანეთმა, პროგრამა Nightfall-ის ფარგლებში, პირველი ბალისტიკური რაკეტის შესამუშავებლად რამდენიმე კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს როგორც უკრაინის მხარდაჭერას, ისე ევროპის ამერიკულ იარაღზე დამოკიდებულების შემცირებას.

16 ივლისი 2026, 13:04

მსოფლიო

ევროკომისარი კუბილიუსი ფედოროვის გადადგომაზე: ეს გააჩენს კითხვას, თუ რატომ ცვლიან ასეთ ადამიანს

„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით და დღემდე ვთანამშრომლობთ მიხაილ ფედოროვთან - როგორც მანამდე, ისე განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან თავდაცვის სამინისტრო ჩაიბარა. ამ პერიოდში მართლაც ბევრის მიღწევა მოხერხდა“, - განაცხადა ევროკომისარმა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ლოგო

16 ივლისი 2026, 13:00

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი: სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა სახიფათო და დასჯადია

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა საფრთხეს უქმნის ქარსაცავ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას, - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

16 ივლისი 2026, 12:50

კულტურა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში სპექტაკლის „ჩვენი კლასი“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა

„რუსთავის თეატრმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრემიერას უმასპინძლა. კულტურის სამინისტროსთვის პრიორიტეტია მხარი დაუჭიროს პროექტებს, რომლებიც ქართულ თეატრს ახალ შემოქმედებით შესაძლებლობებს აძლევს და მაყურებელთან მნიშვნელოვან თემებზე საუბრის სივრცეს ქმნის. რუსთავის თეატრს ვუსურვებ წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობას“,- განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მაკა გურგენიძემ.

16 ივლისი 2026, 12:08

საზოგადოება

მარტვილის კანიონი 10 წლის განმავლობაში 1 704 000-ზე მეტმა ადამიანმა მოინახულა

10 წლის წინ, 2016 წლის 16 ივლისს მარტვილის კანიონის უნიკალური ბუნების ძეგლი, გაიხსნა და მას შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიას წარმოადგენს. ამ 10 წლის განმავლობაში ტერიტორია 1 704 000-ზე მეტმა ადამიანმა მოინახულა, - ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

16 ივლისი 2026, 12:07

პოლიტიკა

პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

16 ივლისი 2026, 11:59

ეკონომიკა

გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულშია, ევროპაში კი მე-2 ადგილზე დაწინაურდა

გლობალური ადაპტაციის ინიციატივამ 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც ნოტერდამის უნივერსიტეტში იწარმოება, ზომავს ქვეყნების მოწყვლადობის და მედეგობის დონეს გლობალური გამოწვევების მიმართ, მათ მზადყოფნასთან ერთად, გააუმჯობესონ მდგრადობა.