04 თებერვალი 2026, 15:25 / სანდო წყარო

გიორგი ცუცქირიძე: კომისიამ უნდა მოამზადოს საკანონმდებლო რეკომენდაციები სურსათის ინფლაციის მართვის ინსტიტუციური თვალსაზრისით, თუ რატომ „გადმოდის“ საერთაშორისო ფასის ზრდა უფრო სწრაფად, ვიდრე შემცირება

გიორგი ცუცქირიძე

გიორგი ცუცქირიძე

საქართველოში დეკემბერში წლიური ინფლაცია როდესაც შემცირდა 4 %-მდე, ოქტომბრის 5.2 % იან მაჩვენებელთან შედარებით იყო მოლოდინი(არც თუ უსაფუძვლო), რომ ინფლაციური ტრენდი გადატეხილი იყო და ახალი წლის დასაწყისშიც დაიკლებდა, თუმცა იანვარში ისევ გაიზარდა 5.8 %-მდე. ბუნებრივია, გაიზარდა სურსათზე ფასებიც- 10.6 %-ით, მიუხედავად სამთავრობო კომისიის შექმნისა. ასეთ ტრენდს შეიძლება რამდენიმე ძირითადი მიზეზი ჰქონდეს და ნაკლებად საქსტატის მხრიდან მონაცემების დამახინჯება იწვევდეს, რასაც ოპოზიცია წარმოგვიდგენს, - წერს ეკონომისტი, გიორგი ცუცქირიძე, სოციალურ ქსელში.

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, სურსათზე ფასების ზრდა გამოწვეულია როგორც საგარეო, ისე შიდა სტრუქტურული ფაქტორებით და ნაკლებად უკავშირდება საქსტატის მონაცემთა სიზუსტეს, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს.

ეკონომისტის თქმით, საპარლამენტო კომისიამ უნდა შეისწავლოს და მოამზადოს საკანონმდებლო რეკომენდაციები, სურსათის ინფლაციის მართვის ინსტიტუციური თვალსაზრისით, თუ რატომ „გადმოდის“ საერთაშორისო ფასის ზრდა უფრო სწრაფად, ვიდრე შემცირება და რა უნდა გაკეთდეს საკანონმდებლო დონეზე კონკურენციის ზრდის, ადგილობრივი წარმოების გაძლიერების, და იმპორტზე რისკების შემცირების თვალსაზრისით.


„საქართველოში დეკემბერში წლიური ინფლაცია როდესაც შემცირდა 4 %-მდე, ოქტომბრის 5.2 % იან მაჩვენებელთან შედარებით იყო მოლოდინი(არც თუ უსაფუძვლო), რომ ინფლაციური ტრენდი გადატეხილი იყო და ახალი წლის დასაწყისშიც დაიკლებდა, თუმცა იანვარში ისევ გაიზარდა 5.8 %-მდე. ბუნებრივია, გაიზარდა სურსათზე ფასებიც- 10.6 %-ით, მიუხედავად სამთავრობო კომისიის შექმნისა. ასეთ ტრენდს შეიძლება რამდენიმე ძირითადი მიზეზი ჰქონდეს და ნაკლებად საქსტატის მხრიდან მონაცემების დამახინჯება იწვევდეს, რასაც ოპოზიცია წარმოგვიდგენს.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები ერთ-ერთი მთავარია იმ ჯგუფთაგან, და არა მხოლოდ ჩვენთან, სადაც ფასები ყველაზე სწრაფად და დიდწილად იზრდება და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ინფლაციაში. მაგალითად, იანვარში სწორედ ამ ჯგუფის ფასები +10.6% გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელია სხვა ტიპის საქონლებთან და მომსახურებასთან შედარებით.

მიმაჩნია, რომ ინფლაციის ზრდის შეფასებისას არც თუ მცირეა სპეკულაციური ელემენტიც, სადაც აქცენტები გადატანილია სამთავრობო კომისიის შექმნის არაეფექტურობაზე და ფასების ზრდის მაპროვოცირებელ ფაქტორადაც კი განიხილება.
ამ საკითხზე წინა პოსტებშიც აღვნიშნე, რომ პრობლემა არა ძირითადი სურსათის პროდუქციის წარმოების ღირებულებაა, არამედ დიდი ფასნამატი განსაკუთრებით საცალო ქსელების და დისტრიბუტორების მხრიდან, ხშირად ამას ბაზარზე დაბალი კონკურენციის „ხარჯიც“ ემატება.

თუ რამ გამოიწვია ფასების ზრდა იანვარში, ეს პირველ რიგში საგარეო ფაქტორებიდან და ჯერ კიდევ მაღალი იმპორტდამოკიდებულებიდან მომდინარეობს. FAO-ს (სახელმწიფოთა სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) მსოფლიოს სურსათის ფასების ინდექსი (FFPI) საშუალოდ 127.2 პუნქტი იყო 2025 წელს ანუ 4.3 % უფრო მაღალი, ვიდრე 2024-ში. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო ბაზარზე სურსათის საშუალო ფასები ისედაც გაზრდილია და ეს ნიშნული ერთ–ერთი ყველაზე მაღალია ბოლო წლების განმავლობაში .

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფასების დაწევის ტრენდი აღარ შეიცვლება. რეალურად, ფასების საერთო ზრდის ტემპი ვრცელ გლობალურ სტატისტიკაში მაინც ნელდება ან მოკლევადიანად მისი ეგრეთწოდებული კორექცია ხდება, მით უმეტეს საბაზისო ინფლაცია დაბალ 2.4 %-იან ნიშნულზე რჩება.

ბუნებრივია, კომისია ფასებს ვერ „დაუწევს“, როდესაც ბაზარზე არის მაღალი კონცენტრაცია, სადაც 3–5 მსხვილი და ხშირად ურთიერთდაკავშირებული იმპორტიორი/საცალო ქსელი დომინირებს, ხოლო ბაზარზე ახალი მოთამაშეებისთვის შესვლა ძვირი და რთულია. აქედან გამომდინარე, გარდა საგარეო ფაქტორებისა სახეზეა შიდა სტრუქტურული პრობლემებიც.

ფასების მოძრაობის ასიმეტრიის კლასიკური მაგალითია როდესაც საერთაშორისო ბაზრებზე ზეთის პირობითად +10% იანი გაძვირება, ჩვენთან საცალო ქსელებში ფასს +20–25% ით მაღლა წევს, მაგრამ როცა საერთაშორისო ფასი ზეთზე იკლებს იგივე -10%-ით, საცალო ფასის კლება ხშირად = 0% -ს უტოლდება, ეს უკვე შიდა სტრუქტურული პრობლემაა, და არა გარე. ეკონომიკაში ამ ასიმეტრიას ეძახიან ოლიგოპოლიურ ფაქტორსაც- „rocket and feather effect“ ანუ ფასი ზემოთ — რაკეტასავით, ხოლო ქვემოთ - ბუმბულივით.

მიმაჩნია, რომ მთავარი პრობლემა არის არა სურსათზე დღგ-ს შემცირებაში(უკვე ათეული წელია დღგ-ს განაკვეთი არ შეცვლილა) და არაერთი ე.წ ფასების შოკი ამ დღგ -ს პირობებში გადაიტანა ბაზარმა, არამედ გარდა ფასების ასიმეტრიისა, კიდევ ორ „მტკივნეულ წერტილში“:

კურსის რისკის პრემია ხშირად ზედმეტად მაღალია-5-8 %, მიუხედავად იმისა, რომ ლარის გაცვლითი კურსი სტაბილურია, ხოლო გასულ წელთან შედარებით სულაც 10 %-ით არის გამყარებული. რაც მთავარია, ძალიან მაღალია საცალო ქსელის ფასნამატი, რაც ყველაზე ნაკლებად გამჭვირვალეა და 30 -40 % -ს უტოლდება და ხშირად მეტიც. საუბარია ისეთ საბაზისო პროდუქტებზე, როგორიცაა: პური, ფქვილი, რძე, შაქარი, ზეთი, ბრინჯი, მაკარონი.

ზოგადად რომ განვმარტოთ „ეკონომიკურად გამართლებული“ ფასნამატი, ეს არის არა „რამდენსაც ბაზარი გადაიხდის“, როგორც აქ არასწორი ინტერპრეტაციებით ხდება, არამედ როდესაც ქსელი ფარავს ყველა ხარჯს, და იღებს ზომიერ მოგებას. რაც მთავარია, არ აზიანებს მომხმარებელს. თავის მხრივ, ფასნამატი = ხარჯები + წმინდა მოგება. ითვლება, რომ ეკონომიკურად გამართლებული ფასნამატი ჩვენნაირ პატარა ბაზარზე საბაზისო სასურსათო პროდუქტებზე 14–18 % არის ნორმალური, ხოლო ზედა 20 % -იანი ზღვარია, რომლის ზემოთ უკვე პრობლემა იწყება, ხოლო 30 % + უკვე სისტემური პრობლემის ნიშანია და არა აუცილებლობა. ასეთი მაღალი ფასნამატი მხოლოდ ხარჯებით ვერ აიხსნება, იგი არის ბაზრის კონცენტრაციის შედეგი და არა ეკონომიკური აუცილებლობა!

თუ ევროპული ფასნამატი (gross-markup) არის საშუალოდ 20–25 %, საქართველოში ამავე პროდუქციაზე გაანგარიშებით შეიძლება იყოს 30–40 % ან მეტი, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში ფასნამატი დაახლოებით 10–20 პროცენტული პუნქტით მეტია ევროპულ სტანდარტთან შედარებით. მართალია, ევროპაში ფასნამატი დაბალია, მაღალი ბრუნვიდან გამომდინარე, თუმცა საქართველოში ფასები ხშირად იზრდება კონკურენციის სიმცირის, და არა მხოლოდ ხარჯების გამო..
თუ სწორედ ამ ორ რგოლს შევეხებით ვნახავთ, რომ კურსის რისკის პრემია( 5-8 %) და საცალო ქსელების ფასნამატი( 25-20%), ჯამურად შეადგენს 30-38 %-იან წილს საბოლოო ფასში.

შესაბამისად, ~თუ კურსის რისკის პრემია შემცირდება 2-3 %-მდე, რაც რეალურია ნაცვლად დღეს არსებული 5-8 %, ეფექტი იქნება 3-5 % პუნქტი, ხოლო თუ საბაზისო სასურსათო პროდუქტებზე ნაცვლად 25–30 % შემცირდებოდა ეკონომიკურად გამართლებული დონემდე: 14–18 %, აქ გვაქვს 7–10 პუნქტიანი ზედმეტობა, რაც თავისუფლად იძლევა 10-15 %-იანი გაიაფების შესაძლებლობას. ეს ნაბიჯი მოკლევადიან პერსპექტივაში იქნება მომხმარებლისთვის რეალური შვება, ქსელისთვის კვლავ მომგებიანი ბიზნესი, ხოლო ეკონომიკისთვის მოთხოვნის ზრდა.

მართალია, მთავრობამ შექმნა კომისია ფასების კვლევა-კოორდინაციისთვის, მაგრამ ასეთი ღონისძიებები უფრო რბილი ეფექტის მომტანია. ფასებს მაინც ბაზარი ადგენს, და თუ ბაზრის ფუნდამენტი არ იცვლება, შედეგიც მინიმალური იქნება. ამიტომაც, ხშირად ასეთ კომისიებს უფრო სარეკომენდაციო და ერთგვარი პოლიტიკური სიგნალის ფუნქცია აქვთ, ვიდრე ეკონომიკური ბერკეტის.

საპარლამენტო კომისიამ უნდა შეისწავლოს და მოამზადოს საკანონმდებლო რეკომენდაციები სურსათის ინფლაციის მართვის ინსტიტუციური თვალსაზრისით, თუ რატომ „გადმოდის“ საერთაშორისო ფასის ზრდა უფრო სწრაფად, ვიდრე შემცირება და რა უნდა გაკეთდეს საკანონმდებლო დონეზე კონკურენციის ზრდის, ადგილობრივი წარმოების გაძლიერების, და იმპორტზე რისკების შემცირების თვალსაზრისით“, - წერს ცუცქირიძე.

ყველა სიახლე

03 აპრილი 2026, 21:18

პოლიტიკა

დაწესდება თუ არა ფასის ზედა ზღვარი კიდევ 4 ათას მედიკამენტზე - პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მთავარი საკითხი, რომლის გარკვევასაც კომისიის წევრები ცდილობდნენ, მოქალაქეებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. არ არის გამორიცხული, რეფერენტული ფასი სამომავლოდ ბავშვთა კვებასაც შეეხოს. განიხილეს დამატებით კიდევ 4 ათას მედიკამენტზე ზედა ზღვრის დაწესების შესაძლებლობაც.

03 აპრილი 2026, 21:10

პოლიტიკა

აქციის დაანონსებიდან ოპოზიციური ალიანსის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ - რას ემსახურება თურქეთში გამართული შეხვედრები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოში მორიგი აქციის ანონსი და საზღვარგარეთ ვიზიტი - ასეთია ოპოზიციური ალიანსის პოლიტიკური სტარტი.

03 აპრილი 2026, 21:01

სამართალი

ყალბი დიაგნოზი, დოკუმენტი და ქრთამი სამხედრო სამსახურისგან თავის დასაღწევად - დაკავებულია ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი დააპატიმრეს. მას ბრალად ქრთამის აღება ედება.

03 აპრილი 2026, 20:56

სპორტი

სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ხელმძღვანელობდა.

03 აპრილი 2026, 20:52

პოლიტიკა

საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება სლოვაკეთისთვის მიუღებელია - გზავნილები, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სლოვაკეთისთვის მიუღებელია საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება. ორმხრივი ინტერესები და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა - ეს ის გზავნილებია, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა.

03 აპრილი 2026, 20:43

საზოგადოება

ზრუნვა მიუსაფარ ცხოველებზე - სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ კამპანიას იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რა აჩვენა ბოლო ორი დღის აქტივობამ, ფაქტების გარეშე - მაკუნა აბულაძის სიუჟეტში ნახავთ.

მეუფე ნიკოლოზი

03 აპრილი 2026, 20:37

საზოგადოება

მეუფე ნიკოლოზი: გაფართოებულ კრებაზე, დაახლოებით 2 000 კაცს ველოდებით. ყველა ეპარქიიდან წარმოდგენილი იქნებიან, ოღონდ არა ხმის უფლებით

გაფართოებულ კრებაზე, სადაც წმინდა სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ელოდებიან, - განუცხადა საპატრიარქოსთან ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი).

03 აპრილი 2026, 20:29

მსოფლიო

Fox News: დონალდ ტრამპს მიაწოდეს ოპერატიული ცნობა ირანის ტერიტორიაზე აშშ-ის F-15 ტიპის გამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ

Fox News-ის ინფორმაციით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პარასკევს მიაწოდეს ოპერატიული ცნობა ირანის ტერიტორიაზე აშშ-ის F-15 ტიპის გამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ.

გამოცდებზე

03 აპრილი 2026, 20:21

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო დოკუმენტი - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ - ვებგვერდზე https://www.naec.ge/#/ge/post/3538 გამოაქვეყნა.

03 აპრილი 2026, 20:12

მსოფლიო

AXIOS: აშშ-ის იმ გამანადგურებლის ეკიპაჟის ორი წევრიდან ერთ-ერთი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს, ამერიკულმა სპეცრაზმმა იპოვა და გადაარჩინა

აშშ-ის იმ გამანადგურებლის ეკიპაჟის ორი წევრიდან ერთ-ერთი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს, ამერიკულმა სპეცრაზმმა იპოვა და გადაარჩინა, მეორე წევრის ძებნა კი კვლავ გრძელდება. ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ს ისრაელელმა მაღალჩინოსანმა და სიტუაციაში ჩახედულმა მეორე წყარომ განუცხადეს.

03 აპრილი 2026, 20:10

პოლიტიკა

მნიშვნელოვანია, ეკლესიის გადაწყვეტილებებში არავინ ჩაერიოს - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მცდელობები უკვე ჩანს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მმართველ გუნდში იმასაც აღნიშნავენ, რომ მცდელობები უკვე ჩანს.

03 აპრილი 2026, 20:04

საზოგადოება

პატრიარქის ასარჩევად გაფართოებული კრება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მანამდე სინოდის სხდომა კიდევ ერთხელ თარიღსა და კანდიდატებთან დაკავშირებით შედგება.

03 აპრილი 2026, 19:52

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ირანის თავზე ამერიკული F-15E ჩამოაგდეს და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს - გამანადგურებლის ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ირანის თავზე ამერიკული F-15E ჩამოაგდეს და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

ლინ ძიენი

03 აპრილი 2026, 19:37

მსოფლიო

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ „უკანონო“ უწოდა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლინ ძიენმა აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ „უკანონო“ უწოდა და განაცხადა, რომ ომმა შეაფერხა ჰორმუზის სრუტის ნაოსნობის ხაზი.

03 აპრილი 2026, 19:25

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელდ გთავაზობთ.

03 აპრილი 2026, 19:16

სპორტი

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდება

სპორტის სამინსიტროს ინფორმაციით, ფესტივალის შესახებ ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ პრეზენტაციას მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა ისაუბრეს.

03 აპრილი 2026, 19:07

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ჩვენ გავაგრძელებთ ირანის განადგურებას

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ირანზე დარტყმებს გააგრძელებს.

ცოტნე ანანიძე

03 აპრილი 2026, 18:58

რეგიონი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე: ყოველთვის მზად ვართ, სისტემურად, ინკლუზიურად ვიყოთ ჩართული აუტიზმის მქონე ადამიანების უნარების რეალიზაციის ხელშეწყობისკენ მიმართულ ღონისძიებებში

გაეროს რეზოლუციით დღეს აღინიშნება აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე. როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული ხელისუფლება, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით, ყოველთვის მზად ვართ სისტემურად, ინკლუზიურად ვიყოთ ჩართული აუტიზმის მქონე ადამიანების უნარების რეალიზაციის ხელშეწყობისკენ მიმართულ ღონისძიებებში, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ საკანონმდებლო ორგანოს 2 აპრილის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ეკა სეფაშვილი

03 აპრილი 2026, 18:51

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: გარკვეული ძალები ცდილობენ პატრიარქის არჩევნებში ჩარევას. მათ უნდათ, რომ შემდგომში გავლენა ჰქონდეთ ეკლესიაზე, გააგრძელონ მისი დისკრედიტაცია და ქართულ საზოგადოებაში მორალური ღირებულებების რღვევა

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი, მედიასთან გამოეხმაურა გარკვეული ჯგუფების მხრიდან მომავალი პატრიარქის არჩევაში ჩარევის მცდელობას. დეპუტატმა განაცხადა, რომ ამ ძალებს სურთ ისეთი კანდიდატის არჩევა, რომელიც მარტივად დაემორჩილება მათ გავლენებს, სწორედ ამიტომ ცდილობენ პროცესში ჩარევასა და მათთვის არასასურველი კანდიდატების დისკრედიტაციას.

ეკა სეფაშვილი

03 აპრილი 2026, 18:47

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე დავინახეთ სრული მზაობა, რომ საქართველოსთან პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან და მიზნად ისახავდეს კონკრეტული შედეგების მიღწევას და არა მხოლოდ ფურცელზე დეკლარირებულ მიზნებს

„მე, როგორც ვხედავ და როგორც ამერიკაში ვიზიტის დროს შეხვედრებიდან დავრწმუნდი, განწყობა არის აბსოლუტურად დადებითი. ყველა შეხვედრაზე დავინახეთ სრული მზაობა, რომ საქართველოსთან პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან და მიზნად ისახავდეს კონკრეტული შედეგების მიღწევას და არა მხოლოდ ფურცელზე დეკლარირებულ მიზნებს.