გენადი არველაძე: საქართველო ინარჩუნებს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ და პროგნოზირებად სავაჭრო რეჟიმს, რაც ქმნის მყარ საფუძველს გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის
ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველო აგრძელებს ეკონომიკურ განვითარებას სტრუქტურული რეფორმების განხორციელებით, მათ შორის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ფარგლებში, იყენებს რა სავაჭრო და საინვესტიციო პოლიტიკას სტრუქტურული ტრანსფორმაციის ინსტრუმენტად. მიმდინარე ეტაპზე საქართველომ შეასრულა DCFTA-ით გათვალისწინებული საკანონმდებლო დაახლოების 74%, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ევრაზიულ კვირეულის (OECD Eurasia Week) პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ პარიზში გაიმართა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ეროვნული სტანდარტიზაციის სისტემის ევროპულ ჩარჩოსთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით, როგორც ინსტიტუციურად, ისე პრაქტიკაში. შედეგად, საქართველოში ევროპული სტანდარტების მიღების მაჩვენებელმა თითქმის 95%-ს მიაღწია და რაც ქვეყანას გამოარჩევს რეგიონის ქვეყნებს შორის. გენადი არველაძის თქმით, ჰარმონიზაციის მაღალი დონე ამცირებს ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში და ზრდის ქართველი მწარმოებლების შესაძლებლობას, რომ იყვნენ კონკურენტუნარიანები და ინტეგრირება მოახდინონ ევროპულ და გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვებში.
„საქართველო ინარჩუნებს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ და პროგნოზირებად სავაჭრო რეჟიმს, რაც ქმნის მყარ საფუძველს გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის. ჩვენი სავაჭრო პოლიტიკა ხასიათდება დაბალი ტარიფებით, მინიმალური საბაჟო ბარიერებით, გამარტივებული პროცედურებითა და გამჭვირვალე, წესებზე დაფუძნებული მმართველობით. მთავარი პრიორიტეტია როგორც საექსპორტო ბაზრების, ისე საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაცია, რაც აძლიერებს ეკონომიკურ მედეგობას და ამცირებს დამოკიდებულების რისკებს ინვესტორებისთვის,“ - აღნიშნა გენადი არველაძემ. მისი თქმით, ქართული პროდუქცია სარგებლობს შეღავათიანი წვდომით 2,3 მილიარდზე მეტ სამომხმარებლო ბაზარზე, საქართველო კი წარმოჩინდება, როგორც წარმოებისა და დისტრიბუციის ეფექტური ჰაბი, რომელიც ევროპას, აზიასა და ახლო აღმოსავლეთს აკავშირებს. „ეს ძალისხმევა ასახავს მკაფიო სტრატეგიულ ხედვას, რომელიც მოიცავს სავაჭრო პოლიტიკის ინვესტიციების წახალისებასთან შესაბამისობაში მოყვანას, რეგიონულ და გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვებში საქართველოს როლის გაძლიერებას და ინვესტორებისთვის მზარდ, პროგნოზირებად და წესებზე დაფუძნებულ სულ უფრო მზარდ ბაზრებზე წვდომის უზრუნველყოფას“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.
მინისტრის მოადგილემ ასევე მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიებში, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობასა და დიგიტალიზაციას შეეხებოდა. OECD ევრაზიის კვირეული ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებს მოიცავს. კვირეულის ღონისძიებებში ასევე მონაწილეობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, რომელმაც ერთ-ერთ დისკუსიაში შუა დერეფნის განვითარების პროცესში საქართველოს ფუნქციის გაძლიერებაზე ისაუბრა.
OECD ევრაზიის კვირეული ყოველწლიური მაღალი რანგის ღონისძიებაა, რომელშიც მონაწილეობენ როგორც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების, ასევე ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელი პირები.
ყველა სიახლე
03 აპრილი 2026, 21:33
სპორტი
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „Danube Cup 2026“-ზე კანადის ნაკრები დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობს.
03 აპრილი 2026, 21:26
კულტურა
თინათინ რუხაძე ქართველი მხატვრების, იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო
სამინისტროს ინფორმაციით, ფერწერული ტილოები წარმოდგენილია „ზარაფხანის“ არტ-დირექტორის, ხელოვან ირაკლი ნასიძის საიუველირო ხელოვნების ნიმუშებთან ერთად.
03 აპრილი 2026, 21:18
პოლიტიკა
დაწესდება თუ არა ფასის ზედა ზღვარი კიდევ 4 ათას მედიკამენტზე - პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მთავარი საკითხი, რომლის გარკვევასაც კომისიის წევრები ცდილობდნენ, მოქალაქეებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. არ არის გამორიცხული, რეფერენტული ფასი სამომავლოდ ბავშვთა კვებასაც შეეხოს. განიხილეს დამატებით კიდევ 4 ათას მედიკამენტზე ზედა ზღვრის დაწესების შესაძლებლობაც.
03 აპრილი 2026, 21:10
პოლიტიკა
აქციის დაანონსებიდან ოპოზიციური ალიანსის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ - რას ემსახურება თურქეთში გამართული შეხვედრები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოში მორიგი აქციის ანონსი და საზღვარგარეთ ვიზიტი - ასეთია ოპოზიციური ალიანსის პოლიტიკური სტარტი.
03 აპრილი 2026, 21:01
სამართალი
ყალბი დიაგნოზი, დოკუმენტი და ქრთამი სამხედრო სამსახურისგან თავის დასაღწევად - დაკავებულია ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქუთაისში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი დააპატიმრეს. მას ბრალად ქრთამის აღება ედება.
03 აპრილი 2026, 20:56
სპორტი
სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ხელმძღვანელობდა.
03 აპრილი 2026, 20:52
პოლიტიკა
საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება სლოვაკეთისთვის მიუღებელია - გზავნილები, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სლოვაკეთისთვის მიუღებელია საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება. ორმხრივი ინტერესები და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა - ეს ის გზავნილებია, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა.
03 აპრილი 2026, 20:43
საზოგადოება
ზრუნვა მიუსაფარ ცხოველებზე - სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ კამპანიას იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რა აჩვენა ბოლო ორი დღის აქტივობამ, ფაქტების გარეშე - მაკუნა აბულაძის სიუჟეტში ნახავთ.
03 აპრილი 2026, 20:37
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი: გაფართოებულ კრებაზე, დაახლოებით 2 000 კაცს ველოდებით. ყველა ეპარქიიდან წარმოდგენილი იქნებიან, ოღონდ არა ხმის უფლებით
გაფართოებულ კრებაზე, სადაც წმინდა სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ელოდებიან, - განუცხადა საპატრიარქოსთან ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი).
03 აპრილი 2026, 20:29
მსოფლიო
Fox News: დონალდ ტრამპს მიაწოდეს ოპერატიული ცნობა ირანის ტერიტორიაზე აშშ-ის F-15 ტიპის გამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ
Fox News-ის ინფორმაციით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პარასკევს მიაწოდეს ოპერატიული ცნობა ირანის ტერიტორიაზე აშშ-ის F-15 ტიპის გამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ.
03 აპრილი 2026, 20:21
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ გამოაქვეყნა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო დოკუმენტი - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ - ვებგვერდზე https://www.naec.ge/#/ge/post/3538 გამოაქვეყნა.
03 აპრილი 2026, 20:12
მსოფლიო
AXIOS: აშშ-ის იმ გამანადგურებლის ეკიპაჟის ორი წევრიდან ერთ-ერთი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს, ამერიკულმა სპეცრაზმმა იპოვა და გადაარჩინა
აშშ-ის იმ გამანადგურებლის ეკიპაჟის ორი წევრიდან ერთ-ერთი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს, ამერიკულმა სპეცრაზმმა იპოვა და გადაარჩინა, მეორე წევრის ძებნა კი კვლავ გრძელდება. ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ს ისრაელელმა მაღალჩინოსანმა და სიტუაციაში ჩახედულმა მეორე წყარომ განუცხადეს.
03 აპრილი 2026, 20:10
პოლიტიკა
მნიშვნელოვანია, ეკლესიის გადაწყვეტილებებში არავინ ჩაერიოს - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მცდელობები უკვე ჩანს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მმართველ გუნდში იმასაც აღნიშნავენ, რომ მცდელობები უკვე ჩანს.
03 აპრილი 2026, 20:04
საზოგადოება
პატრიარქის ასარჩევად გაფართოებული კრება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მანამდე სინოდის სხდომა კიდევ ერთხელ თარიღსა და კანდიდატებთან დაკავშირებით შედგება.
03 აპრილი 2026, 19:52
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ირანის თავზე ამერიკული F-15E ჩამოაგდეს და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს - გამანადგურებლის ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა
აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ირანის თავზე ამერიკული F-15E ჩამოაგდეს და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 19:37
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ „უკანონო“ უწოდა
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლინ ძიენმა აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ „უკანონო“ უწოდა და განაცხადა, რომ ომმა შეაფერხა ჰორმუზის სრუტის ნაოსნობის ხაზი.
03 აპრილი 2026, 19:25
საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელდ გთავაზობთ.
03 აპრილი 2026, 19:16
სპორტი
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდება
სპორტის სამინსიტროს ინფორმაციით, ფესტივალის შესახებ ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ პრეზენტაციას მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა ისაუბრეს.
03 აპრილი 2026, 19:07
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ჩვენ გავაგრძელებთ ირანის განადგურებას
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ირანზე დარტყმებს გააგრძელებს.
03 აპრილი 2026, 18:58
რეგიონი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე: ყოველთვის მზად ვართ, სისტემურად, ინკლუზიურად ვიყოთ ჩართული აუტიზმის მქონე ადამიანების უნარების რეალიზაციის ხელშეწყობისკენ მიმართულ ღონისძიებებში
გაეროს რეზოლუციით დღეს აღინიშნება აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე. როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული ხელისუფლება, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით, ყოველთვის მზად ვართ სისტემურად, ინკლუზიურად ვიყოთ ჩართული აუტიზმის მქონე ადამიანების უნარების რეალიზაციის ხელშეწყობისკენ მიმართულ ღონისძიებებში, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ საკანონმდებლო ორგანოს 2 აპრილის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.


