მარიამ ქვრივიშვილმა „წყლის მომავლის პირველ საერთაშორისო ფორუმზე“ ქვეყნის ეკონომიკისა და სოციალური განვითარების პროცესში წყლის სექტორის მნიშვნელობაზე ისაუბრა
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქვეყნის ეკონომიკისა და სოციალური განვითარების პროცესში წყლის სექტორის მნიშვნელობაზე ისაუბრა „წყლის მომავლის პირველ საერთაშორისო ფორუმზე.“ როგორც მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოსთვის წყალს, როგორც რესურსს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს არაერთი სექტორის განვითარების თვალსაზრისით.
„ჩვენ არც ისე ბევრი რესურსი გვაქვს, თუმცა, წყალი მათ შორის გამორჩეულია, რომელიც განსაკუთრებულ ღირებულებას ქმნის როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური მიმართულებით. ხაზი უნდა გავუსვათ ენერგეტიკის სექტორის მნიშვნელობას, რომლის განუყოფელი ნაწილია წყალი, როგორც რესურსი. რა თქმა უნდა, გამორჩეული ინტერესია, რომ ქვეყანაში განვითარდეს ჰიდროელექტროსადგურები, რისთვისაც განსაკუთრებული მზრუნველობა უნდა გამოვიჩინოთ წყლის რესურსების მიმართ“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
„წყლის მომავლის პირველი საერთაშორისო ფორუმი“ კომპანია Georgian Water and Power (GWP)-სა და მისი ინვესტორი, საერთაშორისო კომპანია Aqualia-ს ორგანიზებით ტარდება. ფორუმში მონაწილეობას იღებენ სახელმწიფო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები და კერძო ოპერატორები.
პანელურ დისკუსიაში „წყლის სამთავრობო პოლიტიკა, პასუხისმგებლობა და მომავლის ხედვა“ მარიამ ქვრივიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის ხედვაზე, რომლის თანახმად, წყლის რესურსები ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ უპირატესობას წარმოადგენს. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ხელისუფლების პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ინვესტიციების მოზიდვისა და ხელშეწყობისკენ, მათ შორის წყლის სექტორში.
„მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს განჭვრეტადი, გამჭვირვალე გარემო და ყველა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ინვესტორს ხელი შევუწყოთ, განავითარონ მათი ბიზნესსაქმიანობა, რადგან ძლიერი ბიზნესი ძლიერ ეკონომიკას ნიშნავს. ვფიქრობ, საქართველოში Aqualia-ს და Georgian Water and Power (GWP)-ის - ასეთი ძლიერი, რეპუტაბელური, გამოცდილების მქონე კომპანიების არსებობა მეტად აძლიერებს ჩვენი ქვეყნის წყლის სექტორს. როდესაც ეკონომიკის განვითარებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ დიდი გულისყურით მივუდგეთ თითოეულ მიმართულებას, რომელიც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოებაში, მათ შორის ენერგოუსაფრთხოებაში და ყველაფერი გავაკეთოთ ამ სექტორების განვითარებისთვის“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა ასევე აქცენტი გააკეთა წყლის გამართული ინფრასტრუქტურის არსებობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 100 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, რომლის 50% უშუალოდ ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ მიიმართა. „ეს პირდაპირ ნიშნავს უსაფრთხოებას, ზრუნვას ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე და რა თქმა უნდა, მათ შორის ეკონომიკურ განვითარებას მოიცავს“, - აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა ფორუმის მონაწილეებს ასევე გააცნო ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარების მაჩვენებლები, დინამიკა და აღნიშნა, რომ საქართველოს განსაკუთრებული წარმატება აქვს ამ თვალსაზრისით - 2021 – 2025 წლებში საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3% იყო, გასულ წელს კი ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა.
„განსაკუთრებით მინდა გამოვყო გარკვეული სექტორები, რომლებმაც აჩვენა უფრო მეტი ზრდა, მდგრადობა და სტაბილური განვითარება, მათ შორისაა ვაჭრობის, ასევე ტურიზმის და ავიაციის სექტორები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თანხვედრაშია და ქმნის იმ ეკოსისტემას, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკის სწორ განვითარებას, ახალ შესაძლებლობებს, ახალი დასაქმების ადგილებს და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ზრდას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ყველა სიახლე
04 აპრილი 2026, 01:00
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მიერ ამერიკული გამანადგურებლის ჩამოგდება გავლენას არ მოახდენს თეირანთან მოლაპარაკებებზე
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის მიერ ამერიკული გამანადგურებლის ჩამოგდება გავლენას არ მოახდენს თეირანთან მოლაპარაკებებზე.
04 აპრილი 2026, 00:44
მსოფლიო
მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებში უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის სასარგებლო არ იქნებოდა
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებში უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის სასარგებლო არ იქნებოდა.
04 აპრილი 2026, 00:00
საზოგადოება
დღეს ლაზარეს შაბათია
წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ლაზარეს შაბათი გარდამავალია და ბზობის წინა შაბათს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია.
03 აპრილი 2026, 23:35
მსოფლიო
The New York Times: სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის საჰაერო ძალების კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა
ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, პარასკევს სპარსეთის ყურის რეგიონში სამხედრო-საჰაერო ძალების კიდევ ერთი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა - მფრინავი უსაფრთხოდ იყო ევაკუირებული. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 23:28
რეგიონი
სულხან თამაზაშვილი „დინამო ბათუმის“ თამაშს დაესწრო
საფეხბურთო სეზონის მეორე საშინაო ოფიციალური შეხვედრა „ბათუმის დინამომ“ ,,სპაერის“ წინააღმდეგ გამარჯვებით 4:1 დაასრულა.
03 აპრილი 2026, 23:07
რეგიონი
ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა, გივი მიქანაძემ და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებების სივრცეები დაათვალიერეს და უნივერსიტეტებისა და კოლეჯების მიერ წარმოდგენილი პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
03 აპრილი 2026, 22:45
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის განცხადებაზე: როდესაც ის საქართველოში ჩამოსვლამდე უკვე „წერს“ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ქართული რეალობა და ობიექტური მოცემულობა არაფერს ნიშნავს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმაურება „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის ინტერვიუს, რომელშიც ამბობს, რომ ანგარიშის წერა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე დაიწყო.
03 აპრილი 2026, 22:42
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-ის გამანადგურებლის ჩამოგდება აჩვენებს, რომ ირანს კვლავ გააჩნია საჰაერო თავდაცვა
პარასკევს ირანის მიერ ამერიკული F-15E-ს ჩამოგდებამ აჩვენა, რომ თეირანს კვლავ გააჩნია ქმედითი საჰაერო თავდაცვა, მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის მიერ ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოებული დაბომბვებისა, რომელთა მიზანი მისი სამხედრო პოტენციალის დასუსტება იყო, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
03 აპრილი 2026, 22:33
მსოფლიო
CNN: ჩამოგდებული გამანადგურებელი აშშ-ის ჯარებისთვის მზარდ რისკსა და საჰაერო უპირატესობის შეზღუდულობაზე მიუთითებს
ეს არის აშშ-ის პირველი სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს ამ კონფლიქტის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
03 აპრილი 2026, 22:31
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: უახლოეს მომავალში სლოვაკეთში ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შედგება
ისინი შეეცდებიან, რომ ევროკავშირში დაარწმუნონ სხვა ქვეყნებიც, რომ საქართველოსთან დიალოგის ფორმატის გახსნა მნიშვნელოვანია, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს დელეგაციის სლოვაკეთში ვიზიტის შეჯამებისას.
03 აპრილი 2026, 22:04
მსოფლიო
მაკრონი ჩინეთსა და აშშ-ზე: ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები
ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სეულის იონსეს უნივერსიტეტის სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას.
03 აპრილი 2026, 21:59
პოლიტიკა
გიორგი ზურაბაშვილი: სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება
სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება, - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის სლოვაკეთში ვიზიტი შეაჯამა.
03 აპრილი 2026, 21:33
სპორტი
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „Danube Cup 2026“-ზე კანადის ნაკრები დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობს.
03 აპრილი 2026, 21:26
კულტურა
თინათინ რუხაძე ქართველი მხატვრების, იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო
სამინისტროს ინფორმაციით, ფერწერული ტილოები წარმოდგენილია „ზარაფხანის“ არტ-დირექტორის, ხელოვან ირაკლი ნასიძის საიუველირო ხელოვნების ნიმუშებთან ერთად.
03 აპრილი 2026, 21:18
პოლიტიკა
დაწესდება თუ არა ფასის ზედა ზღვარი კიდევ 4 ათას მედიკამენტზე - პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მთავარი საკითხი, რომლის გარკვევასაც კომისიის წევრები ცდილობდნენ, მოქალაქეებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. არ არის გამორიცხული, რეფერენტული ფასი სამომავლოდ ბავშვთა კვებასაც შეეხოს. განიხილეს დამატებით კიდევ 4 ათას მედიკამენტზე ზედა ზღვრის დაწესების შესაძლებლობაც.
03 აპრილი 2026, 21:10
პოლიტიკა
აქციის დაანონსებიდან ოპოზიციური ალიანსის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ - რას ემსახურება თურქეთში გამართული შეხვედრები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოში მორიგი აქციის ანონსი და საზღვარგარეთ ვიზიტი - ასეთია ოპოზიციური ალიანსის პოლიტიკური სტარტი.
03 აპრილი 2026, 21:01
სამართალი
ყალბი დიაგნოზი, დოკუმენტი და ქრთამი სამხედრო სამსახურისგან თავის დასაღწევად - დაკავებულია ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქუთაისში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი დააპატიმრეს. მას ბრალად ქრთამის აღება ედება.
03 აპრილი 2026, 20:56
სპორტი
სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ხელმძღვანელობდა.
03 აპრილი 2026, 20:52
პოლიტიკა
საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება სლოვაკეთისთვის მიუღებელია - გზავნილები, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სლოვაკეთისთვის მიუღებელია საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება. ორმხრივი ინტერესები და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა - ეს ის გზავნილებია, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა.
03 აპრილი 2026, 20:43
საზოგადოება
ზრუნვა მიუსაფარ ცხოველებზე - სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ კამპანიას იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რა აჩვენა ბოლო ორი დღის აქტივობამ, ფაქტების გარეშე - მაკუნა აბულაძის სიუჟეტში ნახავთ.


