imedi /  24 მარტი 2026, 11:02 / სანდო წყარო

პრემიერი: საქართველოს მთავრობისთვის კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბება უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტებს შორისაა, კარგად ფუნქციონირებადი კაპიტალის ბაზარი აუცილებელია ეკონომიკური ზრდისთვის

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

საქართველოს მთავრობისთვის კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბება უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტებს შორისაა, კარგად ფუნქციონირებადი კაპიტალის ბაზარი აუცილებელია ეკონომიკური ზრდისთვის, ის ხელს უწყობს ფინანსური რესურსების ეფექტურ განაწილებას, მხარს უჭერს კერძო სექტორის ზრდას და უზრუნველყოფს წვდომას გრძელვადიან დაფინანსებაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, ამავდროულად, კაპიტალის ბაზრები მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზეა დამოკიდებული და სიამაყის საფუძველია ის, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები ძლიერი და მდგრადია.

„ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ ფასიანი ქაღალდების ბაზრების რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე თბილისში. საუბარს დავიწყებ „თიბისი კაპიტალისა“ და საქართველოს ეროვნულ ბანკისადმი მადლობის გადახდით ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის. დღევანდელი ღონისძიება უნიკალურად აერთიანებს გლობალურ ინვესტორებს, პოლიტიკის განმსაზღვრელებსა და წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს ისეთ დროს, როდესაც უშუალოდ ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მოვლენები აყალიბებს ფინანსურ ბაზრებს. ჩვენ ვცხოვრობთ მნიშვნელოვანი გლობალური ცვლილებების პერიოდში, სადაც მსოფლიოს ერთ ნაწილში მიმდინარე მოვლენები მყისიერად მოქმედებს ენერგიის ფასებზე, ხოლო მეორეში - მიწოდების ჯაჭვებსა და განვითარებად ბაზრებზე. ამ რთულ გარემოში საქართველოს როლი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენი გეოგრაფიული ადგილმდებარეობით, ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, შუა დერეფნის მნიშვნელოვან რგოლს წარმოვადგენთ, რომელიც ევროპას ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს და მის ფარგლებსაც სცდება. ამ როლის ხელშეწყობა მოითხოვს არა მხოლოდ ფიზიკურ დაკავშირებადობას, არამედ ძლიერი, გამჭვირვალე და ეფექტური კაპიტალის ბაზრების განვითარებასაც. საქართველოს მთავრობისთვის კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბება უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტებს შორისაა. კარგად ფუნქციონირებადი კაპიტალის ბაზარი აუცილებელია ეკონომიკური ზრდისთვის. ის ხელს უწყობს ფინანსური რესურსების ეფექტურ განაწილებას, მხარს უჭერს კერძო სექტორის ზრდას და უზრუნველყოფს წვდომას გრძელვადიან დაფინანსებაზე. ამავდროულად, კაპიტალის ბაზრები მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზეა დამოკიდებული. სიამაყით შემიძლია გაცნობოთ, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები ძლიერი და მდგრადია. 2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საშუალოდ 9.3 პროცენტი შეადგინა და ეს ძლიერი პოზიცია 2026 წელსაც ფიქსირდება; მიმდინარე წლის მხოლოდ პირველ თვეში 7.9-პროცენტიანი ზრდა სტაბილურად შევინარჩუნეთ. ეს განპირობებულია სტრუქტურული გაუმჯობესებით და მაღალი პროდუქტიულობის მქონე სექტორებით, რაც ჩვენს ეკონომიკას სულ უფრო კონკურენტუნარიანს ხდის. ეს პროგრესი წამყვან საერთაშორისო შეფასებებშიც აისახება,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

24 მარტი 2026, 12:10

პოლიტიკა

პაპუაშვილი: აშშ-სთან გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის ახალი სიმაღლიდან დაწყება - ჩვენ ჩვენი პოზიციები გვაქვს, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და ველით აშშ-ს ადმინისტრაციიდან შესაბამის ნაბიჯებს

ჩვენ სხვადასხვა კონტაქტი გვაქვს აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან, მათ ძალიან კარგად იციან რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესები, რა არის ჩვენი პოზიცია სტრატეგიულ პარტნიორობასთან, ასე, რომ ჩვენ გადატვირთვას ველით.

24 მარტი 2026, 12:03

პოლიტიკა

აშშ-ს საელჩო: 1992 წლის 24 მარტს, შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, რამაც ჩვენ ქვეყნებს შორის ათწლეულების განმავლობაში თანამშრომლობასა და პარტნიორობას საფუძველი ჩაუყარა

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ოცდათოთხმეტი წლის იუბილეს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

შალვა პაპუაშვილი

24 მარტი 2026, 12:02

პოლიტიკა

პაპუაშვილი: ჩვენ დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოლეთ და იმისთვის არ დაგვიღვრია სისხლი, რომ თავის ქვეყანაში 2%-იანი მხარდაჭერის მქონე დეპუტატმა, რომელიც PACE-ში გამოიჭიმება, ქართველების სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი დააკნინოს

როდესაც ამას კადრულობს ოფიციალური ჯგუფი, სახელს უცვლის და წულუკიანის კომისიას ეძახის საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას, ამ ხალხს რა ღირებულებებზე უნდა ველაპარაკოთ?, - განაცხადა პარლამენტის თავჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას: „ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესი განიხილავს ანგარიშს, სადაც საუბარია რეპრესიული კანონების გაუქმებაზე, პატიმრების გათავისუფლებაზე. ვინმე მიიღებს მონაწილეობას ქართული ოცნებიდან ამ განხილვაში?“

შალვა პაპუაშვილი

24 მარტი 2026, 11:59

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: არანაირი სანქცია არ არსებობს. არსებობს უცხო ძალის თავდასხმა საქართველოს თავისუფალ მედიაზე. სახელმწიფო ყველანაირად ხელს შეუწყობს იმას, რომ თავისუფალმა მედიამ თავი დაიცვას გარე აგრესორისგან

„ვნახეთ ბრიტანეთის ხელისუფლების თავდასხმა თავისუფალ მედიაზე და, რა თქმა უნდა, თავისუფალ მედიას აქვს უფლება, რომ ამ არაპროვოცირებული, უსამართლო თავდასხმისგან თავი დაიცვას. ეს არის ჩვეულებრივი აგრესია და აგრესიის წინააღმდეგ ნებისმიერ ადამიანს, ორგანიზაციას, სახელმწიფოს აქვს თავდაცვის უფლება, ასე რომ ჩვენ არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში აგრესორი და მსხვერპლი. აგრესორი აქ არის დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება, რომელიც უსაფუძვლოდ, უსამართლოდ და არაპროვოცირებულად თავს დაესხა თავისუფალ მედიას, ხოლო მსხვერპლი ამ შემთხვევაში არის თავისუფალი მედია, რომელსაც აქვს ყველა უფლება, რომ თავი დაიცვას. ჩვენ ვთქვით კიდევაც, რომ საქართველოს სახელმწიფო ყველანაირად ხელს შეუწყობს იმას, რომ თავისუფალმა მედიამ თავი დაიცვას გარე აგრესორისგან და გააგრძელოს მართალი სიტყვის მიტანა საზოგადოებამდე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

24 მარტი 2026, 11:58

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენო მუსლიმო მეგობრებო, მინდა, მოგვიანებით მოგილოცოთ რამადან ბაირამისა და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულები

„ჩვენო მუსლიმო მეგობრებო, მინდა, მოგვიანებით მოგილოცოთ რამადან ბაირამისა და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულები. განახლების, იმედებისა და სულიერი სიმტკიცის სიმბოლოდ ქცეული დღესასწაულები საქართველოში მრავალი წელია აღინიშნება და თქვენთან ერთად, მთელი გულით ვიზიარებთ ამ სიხარულს.

24 მარტი 2026, 11:54

პოლიტიკა

თბილისის სამხრეთით ახალი შემოვლითი გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტაციისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისის სამხრეთით ახალი შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტაციის მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

24 მარტი 2026, 11:54

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევაზე: ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველო, საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს, რომ ჩვენ ვართ ქართული ორიენტაციის ხელისუფლება და ხალხი

ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველო, საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს, რომ ჩვენ ვართ ქართული ორიენტაციის ხელისუფლება და ხალხი, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კვლევა, რომლის თანახმადაც, ცხოვრების დონის შეფასების ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

24 მარტი 2026, 11:53

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მიზეზი, რატომაც ელენე ხოშტარია არის ციხეში, არის ის, რომ არ გადაიხადა გირაო. იმიტომ ჩატოვეს გარედან კარნახით ციხეში, რომ შემდეგ სამარცხვინო რეზოლუციებზე ემსჯელათ

მიზეზი, რატომაც ელენე ხოშტარია არის ციხეში, არის ის, რომ არ გადაიხადა გირაო და მიზანი არის ის, იმიტომ ჩატოვეს გარედან კარნახით ციხეში, რომ შემდეგ რეზოლუციებზე ემსჯელათ, - განუცხადა პარლამენტის თავჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

შალვა პაპუაშვილი

24 მარტი 2026, 11:52

პოლიტიკა

პაპუაშვილი: რა გვაქვს საერთო სამ პოლონელ დეპუტატთან, რომლებიც პატივს არ სცემენ ჩვენს მწუხარებას - ამ დღეებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ დღევანდელ ფორმაში ევროკავშირი აღარ არის ევროპა თავისი ღირებულებებით

„ეს არის სამი პოლონელი დეპუტატი, რომლებიც არიან სახალხო პარტიის წევრები და პოლონეთის სახელისუფლებო პარტიის წევრები. სახალხო პარტია ეს არის ის გაერთიანება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ცარიელ სკამს დგამს ყრილობების დროს. ეს არის მათი ღირებულებითი სტანდარტი, რაც გულისხმობს დიქტატორის მხარდაჭერას“.

შალვა პაპუაშვილი

24 მარტი 2026, 11:51

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვერ ვნახეთ ვერცერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც საქართველოში ამბავი არ მოხდება, უცებ რომ არ გამოვარდნენ და კომენტარები არ აკეთონ და ასეთი მწუხარების ჟამს სიტყვები, დრო ან ემოცია ვერ მოძებნეს

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში გლოვის დღეების დროს განცხადება არ გაუკეთებია არცერთ უცხოელ ლობისტს, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოზე გული შესტკივათ.

24 მარტი 2026, 11:51

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე თურქეთის ელჩს ალი ქაან ორბაის შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს

თურქეთის ელჩმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი დონე და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა.

შალვა პაპუაშვილი

24 მარტი 2026, 11:43

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანების ჯგუფი, რომელსაც წაართვეს ქართველობა. მათ არათუ მწუხარების სიტყვები ვერ გამონახეს, პირიქით, ეს დღეები კვლავ გამოიყენეს ჩვენი ქვეყნის, ერისა და ეკლესიის ლანძღვისთვის

„ხანდახან ირონიით ამბობენ, ქართველობას გვართმევს ვინმეო? ეს არ არიან ქართველობაწართმეული ადამიანები, ვინც ამ დღეებში ვიხილეთ? დიახ, აი ასე, გარედან შეკვეთით, გარედან დაფინანსებით, გარედან პრიზების გადაცემითა და რეზოლუციების მიძღვნით - აი ასე წაართვეს მათ ქართველობა. დღეს ჩვენ საქართველოში გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანების ჯგუფი, რომელსაც წაართვეს ქართველობა, იმიტომ რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღეებში მათ არათუ მწუხარების სიტყვები ვერ გამონახეს, პირიქით, ეს დღეები კვლავ გამოიყენეს ჩვენი ქვეყნის, ერისა და ეკლესიის ლანძღვისთვის, დაკნინებისთვის, სხვების დიდებისთვის. ასე რომ, თვალნათლივ ვიხილეთ, რას ნიშნავს ქართველობა წართმეული ადამიანები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

24 მარტი 2026, 11:36

საზოგადოება

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში წყლისა და საკვების მიკრობიოლოგიის საკითხებზე საერთაშორისო ექსპერტებმა ტრენინგი გამართეს

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გერმანული გლობალური სამეცნიერო და ტექნოლოგიური კომპანიის „მერკი“ წარმომადგენლებმა სასწავლო შეხვედრა გამართეს. ტრენინგი მოიცავდა წყლისა და საკვების მიკრობიოლოგიური ხარისხის შეფასების მეთოდებს, საწარმოო გარემოს მონიტორინგს, სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და კვების ლაბორატორიული კვლევების სტანდარტებს, ასევე ფალსიფიკაციასთან ბრძოლის ეფექტიან მექანიზმებს.

24 მარტი 2026, 11:33

საზოგადოება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელები სიონში ილია მეორის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს ესწრებიან

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები სიონის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს ესწრებიან.

24 მარტი 2026, 11:33

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში ქართულ-ფრანგული სტრატეგიული დიალოგის ფორმატში იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, პაატა პატიაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქართულ-ფრანგული სტრატეგიული დიალოგის ფორმატში იმყოფებოდა. პაატა პატიაშვილსა და დელეგაციის წევრებს გენერალ ლეიტენანტმა ერიკ პელტიემ უმასპინძლა. შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში პარტნიორობის მნიშვნელობასა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს

გია აბაშიძე

24 მარტი 2026, 11:31

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ნაცასპიტებისგან ბინძური სპეკულაციები მომავალ პატრიარქზე, სინოდზე უმსგავსო ქილიკი, ნამდვილად არაა ყურადსაღები, ნეტარხსენებულ პატრიარქ ილია მეორეს ვენდოთ - ყველაფერი კარგად იქნება

ნაცასპიტებისგან ბინძური სპეკულაციები მომავალ პატრიარქზე, სინოდზე უმსგავსო ქილიკი, ნამდვილად არაა ყურადსაღები, ნეტარხსენებულ პატრიარქ ილია მეორეს ვენდოთ - ყველაფერი კარგად იქნება, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

24 მარტი 2026, 11:29

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მილიონ-ნახევარზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ფიზიკურად იყო სამების ტაძარში იმისთვის, რომ თავისი მწუხარება გამოეხატა. ვცდილობდით, სიყვარული, რომელსაც ვგრძნობდით პატრიარქის მხრიდან, საპასუხოდ გვეჩვენებინა

ამ დღეებში, მათ შორის სხვადასხვა დელეგაციისგან, რომლებთანაც ცალკე გასაუბრების შესაძლებლობა გვქონდა, ვისმენდით თუ როგორ აფასებენ მის ღვაწლს, როგორ სცემენ პატივს მის წვლილს ქრისტიანულ სამყაროში, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პატრიარქთან დაკავშირებით ჟურნალისტებს.

24 მარტი 2026, 11:22

პოლიტიკა

თავისუფალ მედიაზე მორიგი თავდასხმა - ერთ-ერთი ოპოზიციური მედიის ცნობით, სამი ევროპარლამენტარი ტელეკომპანია „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ სანქცირებას ითხოვს

ერთ-ერთი ოპოზიციური მედიის ცნობით, იმ დოკუმენტის მიხედვით, რომელიც მათ მოიპოვეს, სამი ევროპარლამენტარი ტელეკომპანია „იმედის“, „რუსთავი 2“-ის და „პოსტივის“ სანქცირებას ითხოვს.

24 მარტი 2026, 11:20

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში ქართულ-ფრანგული სტრატეგიული დიალოგის ფორმატში იმყოფებოდა

პაატა პატიაშვილსა და დელეგაციის წევრებს გენერალ ლეიტენანტმა ერიკ პელტიემ უმასპინძლა. შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში პარტნიორობის მნიშვნელობასა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შალვა პაპუაშვილი

24 მარტი 2026, 11:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით, გულითადად გილოცავთ რამადან ბაირამს. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმ სოლიდარობისთვის, რაც ჩვენთვის ურთულეს პერიოდში პატრიარქის გარდაცვალების გამო გამოიჩინეთ

მსურს განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმ სოლიდარობისთვის, რაც ჩვენთვის, ყველასთვის, ამ ურთულეს პერიოდში უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის გარდაცვალების გამო გამოიჩინეთ, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში და მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადან ბაირამს და გაზაფხულის შემოსვლის დღესასწაულს, ნოვრუზ ბაირამს ულოცავს.